განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 33-310017001792849
საქმე №3ბ/646-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
პირველი აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე; მოსარჩელეები) - ი----- ჭ--–---, ნ--- ხ----–--–---, ნ---- ხ------–---;
წარმომადგენელი - გ------- ა------–---–-;
მეორე აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე; მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - მ--- დ---–--ჭ--–---;
დავის საგანი - სამსახურიდან გათვისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
1.1. პირველი აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
1.2. მეორე აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ--- ხ----–--–---ს, ი----- ჭ--–---სა და ნ---- ხ------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №----- ბრძანება, ნ---- ხ------–---ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №----- ბრძანება, ი----- ჭ--–---ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №3--- ბრძანება, ნ--- ხ----–--–---ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელეებთან მიმართებაში, კანონით დადგენილ ვადაში; ნ---- ხ------–---ს, ი----- ჭ--–---სა და ნ--- ხ----–--–---ს სარჩელი სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 01 აპრილის №1---- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის შტატი განისაზღვრა 2 ერთეულით, აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი რეგისტრაციის სამმართველოს შტატი - 13 ერთეულით, სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს შტატი - 14 ერთეულით, ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილების შტატი - 4 ერთეულით (1 - განყოფილების უფროსი, 1 - მთავარი სპეციალისტი, 2 - უფროსი სპეციალისტი), საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების შტატი - 8 ერთეულით, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს შტატი - 13 ერთეულით, დევნილთა მისაღების ცენტრის (სამმართველო) შტატი - 5 ერთეულით, უძრავი ქონების რესტიტუციის სამმართველოს შტატი განისაზღვრა - 5 ერთეულით. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის შტატი ჯამში შედგებოდა 64 ადგილისაგან, ხოლო მთლიანად სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალიწინებული იყო 247 ადგილი.
დადგენილია, რომ ი----- ჭ--–--- მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
დადგენილია, რომ ნ---- ხ------–--- მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
დადგენილია, რომ ნ--- ხ----–--–--- მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2.1.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 01 დეკემბრის №3---- ბრძანებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 2017 წლის იანვარში დაგეგმილი რეორგანიზაციის და თანამდებობების შესაძლო შემცირების შესახებ, გაფრთხილებულ იქნენ სამინისტროს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა და აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეები.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №6-- დადგენილებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულებაში’’. განხორციელებული ცვლილების თანახმად, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ბ) სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფია ს-–----------–------------------------------------–---------------ა და წინასწარი შეფასების განყოფილება“; კერძოდ, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისას, ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილებისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების რეალური სამუშაოს გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გაუქმდეს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილება, ხოლო მისი ფუნქცია-მოვალეობები განახორციელოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების ახლადშექმნილმა განყოფილებამ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №3---- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანდართული საშტატო ნუსხა და ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 01 აპრილის №1---- ბრძანება. აღნიშნული ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის შტატი განისაზღვრა 2 ერთეულით, აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი რეგისტრაციის სამმართველოს შტატი - 13 ერთეულით, სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს შტატი - 13 ერთეულით, ს-–----------–------------------------------------–---------------ა და წინასწარი შეფასების განყოფილების შტატი - 8 ერთეულით, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების განყოფილების მონიტორინგის სამმართველოს შტატი - 20 ერთეულით, დევნილთა მისაღების ცენტრის (სამმართველო) შტატი - 5 ერთეულით, უძრავი ქონების რესტიტუციის სამმართველოს შტატი განისაზღვრა - 4 ერთეულით. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის შტატი ჯამში შედგება 65 ადგილისაგან, ხოლო მთლიანად სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალიწინებულია 242 ადგილი.
2.1.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №----- ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის, 97-ე მუხლის, 109-ე მუხლის პირველი პუნქტის და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების’’ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილების უფროსი სპეციალისტი ნ---- ხ------–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2017 წლის 0- ი------დან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №----- ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის, 97-ე მუხლის, 109-ე მუხლის პირველი პუნქტის და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების’’ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილების უფროსი სპეციალისტი ი----- ჭ--–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2017 წლის 0- ი------დან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №----- ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის, 97-ე მუხლის, 109-ე მუხლის პირველი პუნქტის და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების’’ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნ--- ხ----–--–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2017 წლის 0- ი------დან.
დადგენილია, რომ მითითებული ბრძანებების გამოცემას საფუძვლად დაედო: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №3---- ბრძანება; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №-- დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის
29 დეკემბრის №6-- დადგენილება და ლ. ს-----ს 2016 წლის 3- დეკემბრის
№0------------- მოხსენებითი ბარათი.
ლ. ს-----ს 2016 წლის 3- დეკემბრის №0------------- მოხსენებითი ბარათის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისას, ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილებისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების რეალური სამუშაოს გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გაუქმდეს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილება, ხოლო მისი ფუნქცია-მოვალეობები განახორციელოს ს-–----------–------------------------------------–---------------ა და წინასწარი შეფასების ახლადშექმნილმა განყოფილებამ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №-----, №-----, №----- ბრძანებები, ნ---- ხ------–---ს, ი----- ჭ--–---სა და ნ--- ხ----–--–---ს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს კანონშესაბამისია თუ არა მოთხოვნა მოსარჩელე ნ---- ხ------–---ს, ი----- ჭ--–---სა და ნ--- ხ----–--–---ს სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
2.2.2. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.
მითითებული კანონის მითითებული რედაქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
დადგენილია, რომ ნ---- ხ------–--- და ი----- ჭ--–--- მუშაობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–---------------- განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობებზე, ხოლო ნ--- ხ----–--–--- ამავე განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. შესაბამისად, ისინი წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს.
2.2.3 . საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა- გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
2.2.4. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №-- დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს.
დადგენილია, რომ შტატების შემცირების საფუძვლით, ნ---- ხ------–--- დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №----- ბრძანებით, ი----- ჭ--–--- - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №----- ბრძანებით, ხოლო ნ--- ხ----–--–--- - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №----- ბრძანებით.
2.2.5. სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 93-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. ამავე კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები.
მითითებული კანონის მითითებული რედაქციის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება- მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
აღნიშნული ნორმების ანალიზით ცხადია, რომ მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შტატების შემცირება, საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი.
2.2.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შტატის შემცირების შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი აქტის გამოცემისას. გასაჩივრებული ბრძანება კი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას და არ იძლევა გადაწყვეტილების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას.
როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ---- ხ------–---, ი----- ჭ--–--- და ნ--- ხ----–--–--- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №-----, №----- და №----- ბრძანებებით გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. მათი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებებში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლი (სამსახურიდან გათავისუფლება შემცირებასთან დაკავშირებით). ამდენად, სადავოც არ არის ის გარემოება, რომ გაუქმდა ნ---- ხ------–---ს, ი----- ჭ--–---სა და ნ--- ხ----–--–---ს მიერ დაკავებული თანამდებობები, მაგრამ ეს იმას არ გულისხმობს, რომ საშტატო ერთეული ფუნქციურად აღარ არსებობს. როგორც უკვე აღინიშნა საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება- მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. ბრძანების ამ კუთხით დასაბუთებით ყოველგვარი ეჭვი უნდა გამოირიცხოს იმის თაობაზე, რომ ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დისკრიმინაციულ მიდგომას. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ მოსარჩელეების გათავისუფლებამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 01 აპრილის №1---- ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხაზე, რომლითაც დასტურდება, რომ დევნილთა საკითხების დეპარტამენტის შტატი, რომელშიც შედიოდა სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილება, ჯამში შედგებოდა 64 ადგილისაგან, მთლიანად სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხით კი გათვალიწინებული იყო 247 ადგილი. ხოლო, მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებულ ბრძანებამდე გამოცემული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №3---- ბრძანებით დასტურდება, რომ კადრების რაოდენობა დევნილთა საკითხების დეპარტამენტში არათუ შემცირდა, არამდე 64-დან გაიზარდა 65-მდე, მთლიანად სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალიწინებული იქნა 242 ადგილი. ამდენად, ასეთ პირობებში გაურკვეველია რა გარემოებებს დაეყრდნო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ნ---- ხ------–---ს, ი----- ჭ--–---სა და ნ--- ხ----–--–---ს გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მიღებისას, მაშინ როდესაც რეალურად კადრების შემცირებას დევნილთა საკითხების დეპარტამენტში ადგილი არ ჰქონია, მეტიც კადრების რაოდენობა გაზრდილია. გარდა ამისა, არ მომხდარა საკითხის შესწავლა აკმაყოფილებდნენ თუ არა მოსარჩელეები დეპარტამენტში დამატებულ რომელიმე საშტატო ერთეულისათვის გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. სასამართლომ აქვე მიაპყრო მხარეთა ყურადღებას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებაზე, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე მოსარჩელეების მიერ დაკავებული თანამდებობების ფუნქცია-მოვალეობები რეალურად არ გაუქმებულა და გადაეცა სხვა საშტატო ერთეულებს.
2.2.7. სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას“, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“.
სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
2.2.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად უნდა ცნობილიყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №-----, №----- და №----- ბრძანებები, ნ---- ხ------–---ს, ი----- ჭ--–---სა და ნ--- ხ----–--–---ს დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ. ასევე, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მათ მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
2.2.9. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ვინაიდან სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №-----, №----- და №----- ბრძანებები, ნ---- ხ------–---ს, ი----- ჭ--–---სა და ნ--- ხ----–--–---ს დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელეების მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
ი----- ჭ--–---ს, ნ--- ხ----–--–---სა და ნ---- ხ------–---ს სააპელაციო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყევტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, კერძოდ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და ამავე კოდექსის 33-ე მუხლი, რადგან სასამღთლოს ჰქონდა სრული ინფორმაცია სადავო საკითხის თავადვე გადასაწყვეტად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის თანახმად, სამინისტროს მიერ სადაო საკითხის თაობაზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი წესის სრული დაცვით.
აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივრის თანახმად, სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული იქნა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილების 1 მთავარი და 2 უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულები (რომელ პოზიციაზეც მუშაობდნენ მოსარჩელეები), ხოლო მათი ფუნქცია მოვალეობები გადაუნაწილდა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილებას. რაც შეეხება დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილების 1 მთავარი და 2 უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულებს, მათ ბაზაზე შეიქმნა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს 1 მთავარი და 2 უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულები; ხოლო მათი ფუნქცია მოვალეობები არსებითად განსხვავდება იმ ფუნქცია მოვალეობებისაგან რასაც მოსარჩელეები ასრულებდნენ თავიანთი სამუშაოს დროს. კერძოდ, სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილება ახდენს, დადგენილი წესის შესაბამისად კომისიის მიერ გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული განყოფილების შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე არსებული სამუშაოები არსებითად განსხვავდება იმ საოფისე სამუშაოსაგან რასაც თავის დროზე ანხორციელებდნენ მოსარჩელეები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 01 აპრილის №1---- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის შტატი განისაზღვრა 2 ერთეულით, აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი რეგისტრაციის სამმართველოს შტატი - 13 ერთეულით, სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს შტატი - 14 ერთეულით, ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილების შტატი - 4 ერთეულით (1 - განყოფილების უფროსი, 1 - მთავარი სპეციალისტი, 2 - უფროსი სპეციალისტი), საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების შტატი - 8 ერთეულით, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს შტატი - 13 ერთეულით, დევნილთა მისაღების ცენტრის (სამმართველო) შტატი - 5 ერთეულით, უძრავი ქონების რესტიტუციის სამმართველოს შტატი განისაზღვრა - 5 ერთეულით. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის შტატი ჯამში შედგებოდა 64 ადგილისაგან, ხოლო მთლიანად სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალიწინებული იყო 247 ადგილი.
დადგენილია, რომ ი----- ჭ--–--- მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
დადგენილია, რომ ნ---- ხ------–--- მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
დადგენილია, რომ ნ--- ხ----–--–--- მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
4.1.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 01 დეკემბრის №3---- ბრძანებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 2017 წლის იანვარში დაგეგმილი რეორგანიზაციის და თანამდებობების შესაძლო შემცირების შესახებ, გაფრთხილებულ იქნენ სამინისტროს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა და აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეები.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №6-- დადგენილებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულებაში’’. განხორციელებული ცვლილების თანახმად, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ბ) სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფია ს-–----------–------------------------------------–---------------ა და წინასწარი შეფასების განყოფილება“; კერძოდ, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისას, ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილებისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების რეალური სამუშაოს გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გაუქმდეს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილება, ხოლო მისი ფუნქცია-მოვალეობები განახორციელოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების ახლადშექმნილმა განყოფილებამ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №3---- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანდართული საშტატო ნუსხა და ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 01 აპრილის №1---- ბრძანება. აღნიშნული ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის შტატი განისაზღვრა 2 ერთეულით, აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი რეგისტრაციის სამმართველოს შტატი - 13 ერთეულით, სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს შტატი - 13 ერთეულით, ს-–----------–------------------------------------–---------------ა და წინასწარი შეფასების განყოფილების შტატი - 8 ერთეულით, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების განყოფილების მონიტორინგის სამმართველოს შტატი - 20 ერთეულით, დევნილთა მისაღების ცენტრის (სამმართველო) შტატი - 5 ერთეულით, უძრავი ქონების რესტიტუციის სამმართველოს შტატი განისაზღვრა - 4 ერთეულით. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის შტატი ჯამში შედგება 65 ადგილისაგან, ხოლო მთლიანად სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალიწინებულია 242 ადგილი.
4.1.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №----- ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის, 97-ე მუხლის, 109-ე მუხლის პირველი პუნქტის და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების’’ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილების უფროსი სპეციალისტი ნ---- ხ------–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2017 წლის 0- ი------დან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №----- ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის, 97-ე მუხლის, 109-ე მუხლის პირველი პუნქტის და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების’’ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილების უფროსი სპეციალისტი ი----- ჭ--–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2017 წლის 0- ი------დან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №----- ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის, 97-ე მუხლის, 109-ე მუხლის პირველი პუნქტის და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების’’ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნ--- ხ----–--–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2017 წლის 0- ი------დან.
დადგენილია, რომ მითითებული ბრძანებების გამოცემას საფუძვლად დაედო: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №3---- ბრძანება; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №-- დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის
29 დეკემბრის №6-- დადგენილება და ლ. ს-----ს 2016 წლის 3- დეკემბრის
№0------------- მოხსენებითი ბარათი.
ლ. ს-----ს 2016 წლის 3- დეკემბრის №0------------- მოხსენებითი ბარათის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისას, ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილებისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების რეალური სამუშაოს გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გაუქმდეს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილება, ხოლო მისი ფუნქცია-მოვალეობები განახორციელოს ს-–----------–------------------------------------–---------------ა და წინასწარი შეფასების ახლადშექმნილმა განყოფილებამ.
სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
დადგენილია, რომ ნ---- ხ------–--- და ი----- ჭ--–--- მუშაობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–---------------- განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობებზე, ხოლო ნ--- ხ----–--–--- ამავე განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. შესაბამისად, ისინი წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №-- დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს.
დადგენილია, რომ შტატების შემცირების საფუძვლით, ნ---- ხ------–--- დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №----- ბრძანებით, ი----- ჭ--–--- - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №----- ბრძანებით, ხოლო ნ--- ხ----–--–--- - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №----- ბრძანებით.
პალატა მიუთითებს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 93-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. ამავე კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები.
ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.
სააპელაციო სასამართლო აქვე მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება- მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
აღნიშნული ნორმების ანალიზის შესაბამისად პალატა განმარტავს, რომ მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შტატების შემცირება, საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
პალატა განმარტავს, რომ შტატის შემცირების შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი აქტის გამოცემისას. გასაჩივრებული ბრძანება კი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას და არ იძლევა გადაწყვეტილების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას.
როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ---- ხ------–---, ი----- ჭ--–--- და ნ--- ხ----–--–--- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №-----, №----- და №----- ბრძანებებით გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. მათი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებებში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლი (სამსახურიდან გათავისუფლება შემცირებასთან დაკავშირებით). ამდენად, სადავოც არ არის ის გარემოება, რომ გაუქმდა ნ---- ხ------–---ს, ი----- ჭ--–---სა და ნ--- ხ----–--–---ს მიერ დაკავებული თანამდებობები, მაგრამ ეს იმას არ გულისხმობს, რომ საშტატო ერთეული ფუნქციურად აღარ არსებობს. როგორც უკვე აღინიშნა საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება- მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. ბრძანების ამ კუთხით დასაბუთებით ყოველგვარი ეჭვი უნდა გამოირიცხოს იმის თაობაზე, რომ ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დისკრიმინაციულ მიდგომას. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილ პირველი აპელანტების (მოსარჩელეები) გათავისუფლებამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 01 აპრილის №1---- ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხას, რომლითაც დასტურდება, რომ დევნილთა საკითხების დეპარტამენტის შტატი, რომელშიც შედიოდა სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ს-–----------–------------------------------------–--------------- განყოფილება, ჯამში შედგებოდა 64 ადგილისაგან, მთლიანად სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხით კი გათვალიწინებული იყო 247 ადგილი. ხოლო, მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებულ ბრძანებამდე გამოცემული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №3---- ბრძანებით დასტურდება, რომ კადრების რაოდენობა დევნილთა საკითხების დეპარტამენტში არათუ შემცირდა, არამდე 64-დან გაიზარდა 65-მდე, მთლიანად სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალიწინებული იქნა 242 ადგილი. ამდენად, ასეთ პირობებში გაურკვეველია რა გარემოებებს დაეყრდნო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ნ---- ხ------–---ს, ი----- ჭ--–---სა და ნ--- ხ----–--–---ს გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მიღებისას, მაშინ როდესაც რეალურად კადრების შემცირებას დევნილთა საკითხების დეპარტამენტში ადგილი არ ჰქონია, მეტიც კადრების რაოდენობა გაზრდილია. გარდა ამისა, არ მომხდარა საკითხის შესწავლა აკმაყოფილებდნენ თუ არა მოსარჩელეები დეპარტამენტში დამატებულ რომელიმე საშტატო ერთეულისათვის გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. პალატა აქვე მიუთითებს აპელანტ (მოპასუხე) ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებაზე, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე მოსარჩელეების მიერ დაკავებული თანამდებობების ფუნქცია-მოვალეობები რეალურად არ გაუქმებულა და გადაეცა სხვა საშტატო ერთეულებს.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებას მეორე აპელანტის (მოპასუხე) პოზიციას რომ გასაჩივრებული აქტები დასაბუთებული და განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას“, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3- დეკემბრის №-----, №----- და №----- ბრძანებების, ნ---- ხ------–---ს, ი----- ჭ--–---სა და ნ--- ხ----–--–---ს დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძვლები და მოპასუხეს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელეთა მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე წარმოდგენილ მოსაზრებებსა, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია კანონის ყველა მოთხოვნათა დაცვით, ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
5.1.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----- ჭ--–---ს, ნ--- ხ----–--–---ს, ნ---- ხ------–---სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვლთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა