განაჩენი

სისხლის სამართლის 13.07.2018
საქმის ნომერი
120100118002268420
ინსტანცია
თარიღი
13.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 120100118002268420

საქმე №1ბ/430-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კ------- მაჭავარიანმა

 

მ------ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: კ---------–---–---–ის

ადვოკატის: ო-–----------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულის:კ------------–---–ის(მონაწილეობის გარეშე)

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, კ------- გიორგის-ძე ვ---–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–-----------ს, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----––----------–-----–---------------------; დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-სი 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განაჩენით, კ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვვეთა 1(ერთი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი)წელი.

მსჯავრდებულ კ------- ვ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 6 დეკემბრიდან 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით.

კ------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 06 დეკემბერს საღამოს საათებში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კ------------–---–ი მის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლის დედას, მ------ი ლ-------–---–ს დაემუქრა ქონების განადგურებით, კერძოდ, ქ-----––---–------------–-----–------------ში მდებარე მ------ი ლ-------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში დაამტვრია ჭურჭელი, საოჯახო ნივთები, ჩაამსხვრია სახლის ფანჯრების და კარების მინები, ასევე, იმუქრებოდა საცხოვრებელი სახლის დაწვით, რის გამოც დაზარალებულ მ------ი ლ-------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ითხოვა მსჯავრდებულ კ------- ვ---–---–ისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმება და დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრა.

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, ვინაიდან დანიშნული პირობითი მსჯავრი მსჯავრდებულისათვის ვერ იქნება შემაკავებელი ფაქტორი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ კ------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება მოწმების: მ--------–-------–---–ისა და მიხეილ ვ---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით, ასევე, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ კ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას, პირობითი მსჯავრის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს , დამდგარ შედეგს, ამასთან, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და უდაოდ გახადა ბრალდების მხარის წარმოდგენილიო მტკიცებულებები. მხედველობაშია მისაღები მსჯავრდებულის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის საფუძველზეც მას შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა გირაოთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კ------------–---–ს აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზღუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. კ------- ვ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვვეთა 1(ერთი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი)წელი.

4. მსჯავრდებულ კ------- ვ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 6 დეკემბრიდან 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ კ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე – გირაო გაუქმებულია.

6. საქართველოს სსკ-ის 66 -ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ კ------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

- ლითონის დეტალი და მინის ნამსხვრევები, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- დამტვრეული ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის gamocხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი