განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.04.2018
საქმის ნომერი
330310117001787211
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით , დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
19.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310117001787211

საქმე №3ბ/2931-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

19 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგნელი - ნ----------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - თ----------–------ი;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 იანვრის №B---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 24 ნოემბრის №3---- ბრძანებით, დაინიშნა შპს ,--------“ (ს/ნ 4--------) საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების ან/და საქონლის ზედნადებების მიხედვით 2016 წლის მაისის, ივნისის, აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ს დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 26 ნოემბრიდან 2016 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. შემოწმება დაევალა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს გასვლითი საგადასახდო შემოწმების მე-7 სამმართველოს აუდიტორს. (ს.ფ. 24)

 

4.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს 2016 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, განხორციელდა სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე შპს ,--------“ (ს/ნ 4--------) 2013 წლის 8 მაისიდან 2016 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდის საფინანსო - სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზია და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხის შემოწმება. რევიზიის ჩატარება დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს (ს.ფ. 23-26)

 

4.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 6 დეკემბრის №3---- ბრძანებით დაინიშნა შპს ,--------“ (ს/ნ 4--------) საქმიანობის კამერალური საგადასახდო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2013 წლის 8 მაისიდან 2016 წლის 5 დეკემბრამდე, მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში შემოწმდა 2013, 2014 და 2015 წლის საანგარიშო პერიოდი, კამერალური შემოწმების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 7 დეკემბრიდან 2017 წლის 6 იანვრის ჩათვლით პერიოდი. კამერალური შემოწმების ჩატარება დაევალა აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს გასვლითი საგადასახდო შემოწმების მე-8 სამმართველოს (ს.ფ. 46).

 

4.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 28 დეკემბრის №3---- ბრძანებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 6 დეკემბრის №3---- ბრძანებით განსაზღვრული შპს ,--------“ (ს/ნ 4--------) საქმიანობის კამერალური საგადასახდო შემოწმების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 27 თებერვლის ჩათვლით (ს.ფ. 47).

 

4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით (საქმე №----------), შპს,,------- (ს/კ 4--------) გამოცხადდა გაკოტრებულად და განისაზღვრა სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმება (ს.ფ. 18-20)

 

4.6. 2017 წლის 17 იანვარს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტს წარედგინა შპს ,--------“ დირექტორის ბ------- ც---–---ის განცხადება, რომლითაც განმცხადებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №---------- განჩინების საფუძველზე, მოითხოვა შპს ,--------“ რეგისტრაციის გაუქმება. (ს.ფ. 16-17).

 

4.7. დადგენილია, რომ 2017 წლის 18 იანვარს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო №B---------- გადაწყვეტილება შპს ,--------“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. (ს.ფ. 48).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ მიუთითა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად კი, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს: ა) განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ბ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მითითებული ნორმის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციას მარეგისტრირებელი ორგანო უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სუბიექტის საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საგადასახადო შემოწმების ჩატარებისა და დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს ლიკვიდაციის დაწყებიდან 90 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების 90-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს ორი თვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული რისკის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების 10-დღიანი ვადის, ასევე ამ ინფორმაციით განსაზღვრული საგადასახადო შემოწმების ვადის გაშვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ სუბიექტი საგადასახადო დავალიანების არმქონეა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კანონის მოცემული ნორმა არეგულირებს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესს, როდესაც აღნიშნული ხორციელდება პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადება და მისი რეგისტრაციის გაუქმება სამეწარმეო რეესტრში სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების საფუძველზე ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, რასაც არეგულირებს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-142 მუხლის 11 პუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სასამართლოს განჩინებას მისი გამოტანიდან 30 დღის ვადაში წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც ვალდებულია გააუქმოს საწარმოს რეგისტრაცია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული ნორმა (,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი) ვერ გავრცელდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაკოტრებულად გამოცხადებული შპს ,--------“ რეგისტრაციის გაუქმებაზე.

 

6. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

6.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება მოხდა სასამართლო განჩინების საფუძველზე და არა ლიკვიდაციის წესით. შესაბამისად, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი, კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით გამოყენებულ უნდა იქნას, როგორც კანონის ანალოგია. ლიკვიდაცია გულისხმობს საწარმოს, დაწესებულების და მისი საქმიანობის შეწყვეტას, დახურვასა და გაუქმებას, კონკრეტულ შემთხვევაშიც ადგილი აქვს საწარმოს გაუქმებას, სამოქალაქო ბრუნვიდან მის გაქრობას, ამ პირობებში კი სასამართლომ უნდა გამოიყენოს ანალოგიური, ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა და ისე გადაწყვიტოს საკითხი.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ შპს „ვ------“ მიმართ 2016 წლის 29 ნოემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია იყო თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული თავი შეეკავებინა ყოველგვარი ქმედებისგან სანამ არ დადგებოდა საბოლოო შედეგი. მიუთითებს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-14 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს „სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოების დაუშვებლობას". განმარტავს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის მიზანს წარმოადგენს ის, რომ სამართალსუბიექტი არ გაუქმდეს ისე, რომ სახელმწიფოს წინაშე არ დარჩეს შეუსრულებელი თავისი ვალდებულებები. კონკრეტულ შემთხვევაში კი შპს „ვ------„ გაუქმებით მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეს ვერ ექნება მსველობის პერსპექტივა. ასევე, მის ანგარიშზე დღეის მდგომარეობით ირიცხება საგადასახადო ვალდებულება (249271.47 ლარი).

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-201 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 იანვრის №B---------- გადაწყვეტილებას, რომლითაც სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება შპს ,--------“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 

ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინების თანახმად, 2016 წლის 16 ნოემბერს შპს "ვ------“ დირექტორმა - ბ------- ც---–---ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სუბიექტის გაკოტრების საქმისწარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ,--------“ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ, რომ ერთი თვის ვადაში შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსათვის შპს ,--------“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით, ხოლო თუ ამ ვადაში კრედიტორები განცხადებას არ შეიტანდნენ სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც იქნებოდა მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეოსუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არარეგისტრირებული კავშირისა და ამხანაგობის გადახდისუუნარობის საკითხს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად კი, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს: ა) განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ბ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მითითებული ნორმის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

 

საქმეში წარმოდგენილი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 22 ნოემბერს. ამასთან, განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით სხვა არც ერთ კრედიტორს არ მიუმართავს სასამართლოსთვის. შესაბამისად, სასამართლომ შპს ,,------- გაკოტრებულად გამოაცხადა, ხოლო აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა შპს ,--------“ რეგისტრაციის გაუქმება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნები, კერძოდ აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები, რაც ითვალისწინებს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ლიკვიდაციის პროცესის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შემოსავლების სამსახურისათვის და ასევე სხვა პროცედურებს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციას მარეგისტრირებელი ორგანო უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სუბიექტის საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საგადასახადო შემოწმების ჩატარებისა და დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს ლიკვიდაციის დაწყებიდან 90 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების 90-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს ორი თვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული რისკის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების 10-დღიანი ვადის, ასევე ამ ინფორმაციით განსაზღვრული საგადასახადო შემოწმების ვადის გაშვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ სუბიექტი საგადასახადო დავალიანების არმქონეა.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ კანონის მოცემული ნორმა არეგულირებს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესს, როდესაც აღნიშნული ხორციელდება პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადება და მისი რეგისტრაციის გაუქმება სამეწარმეო რეესტრში სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების საფუძველზე, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, რასაც არეგულირებს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-142 მუხლის 11 პუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სასამართლოს განჩინებას მისი გამოტანიდან 30 დღის ვადაში წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც ვალდებულია გააუქმოს საწარმოს რეგისტრაცია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული ნორმა (,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი) ვერ გავრცელდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაკოტრებულად გამოცხადებული შპს ,--------“ რეგისტრაციის გაუქმებაზე.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, პირველი ინტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 იანვრის №B---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე - მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

ილონა თოდუა -

 

გიორგი გოგიაშვილი -