განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 180100118002439231
საქმე №1ბ/525-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კ---ბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ეკა კოკილაშვილის მდივნობით,პროკურორების: გ-----–--–--ის, ნ-------------–---–ის და თ-----------ის
მსჯავრდებულის: ზ-------------–--ის
ადვოკატების: ვ----–----------ის და ზ----------–---ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ-------------–--ის ინტერესების დამცველის ადვოკატის ვასილს მეტონიძის და მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის, სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ-------------–--ის მიმართ, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მ–-------------------------–-------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით;
კ----------–---–ის (მონაწილეობის გარეშე) მიმართ, დაბადებული, 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------- დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მ–-------------------------–-------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენით, ზ-------------–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3(სამი)წელი.
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამი ათასი)ლარის ოდენობით.
ზ-------------–--ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის ვადა 2017 წლის 10 სექტემბრიდან 2017 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.
ამავე განაჩენით, კ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის ვადით ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი)წელი.
კ----------–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2017 წლის 9 სექტემბრიდან.
ზ-------------–--ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა მძიმე დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად.
კ----------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე კ----------–---–ი, ზ-------------–--ი და ლ-–--------–---–ი „გაზ 52“ მარკის ავტომანქანით, სახ. #---------- მივიდნენ მცხეთის რაიონში მდებარე დ------------------- სადაც დანით და გლუვლულიანი სანადირო თოფით შეიარაღებული კ----------–---–ი ერთი სული ცხვრის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხა მწყემსებს ზ--------------–-–---–ს და მ--------------–---ს, დაემუქრა მათ სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თ------------------–ის კუთვნილ ერთ სულ ცხვარს, ღირებულს 160 (ას სამოც) ლარად.
აღნიშნულის თვითმხილველი გახდა კ----------–---–თან ერთად მყოფი ზ-------------–--ი, რომლისთვისაც წინასწარ არ იყო ცნობილი კ----------–---–ის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი შეესწრო კ----------–---–ის მიერ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმას, წინასწარ შეუპირებლად მონაწილეობა მიიღო დანაშაულის კვალის დაფარვაში და დანაშაულის გასახსნელად დაბრკოლების შექმნაში - დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთი - ცხვარი მან კ----------–---–თან ერთად დაკლა და მიირთვა. ხოლო რაც დარჩათ, ტყეში მიმოფანტა და დანაშაულის კვალის მოსასპობად ნადირს დაუტოვა შესაჭმელად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც დაცის ისე ბრალდების მხარემ.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ზ-------------–--ისათის და კ----------–---–ისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გაუქმება და დანიშნული სასჯელების, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრა.
აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული სასჯელები არის ზედმეტად ლმობიერი. სასჯელების განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
დაცვის მხარემ - მსჯავრდებულმა ზ-------------–--მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ-------------–--ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმის 3000 (სამი ათასი)ლარის - გაუქმება.
დაცვის მხარე - მსჯავრდებულ კ----------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ზ-------------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულების კ----------–---–ის და ზ-------------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, გარდა მათი აღიარებითი ჩვენებებისა, უტყუარად იქნა დადასტურებული დაზარალებულების - თ------------------–-ს, ზ--------------–-–---–ის და მ--------------–---ის ჩვენებებით, 2017 წლის 9 სექტემბერს ბრალდებულ კ----------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მოწმე - ლ-–--------–---–ის, ვ--------–-------ას, ე--------–--ის, დ------–--------ის, ზ---------–------ის, მ-----------–---–---–ის და ნ-----–--------------–-–---–ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ კ----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ზ-------------–--მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულების მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულები მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებას სრულად აღიარებენ და ინანიებენ, არ არიან ნასამართლეობის მქონე პირები, სადაოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ-------------–--ს და კ----------–---–ს მათი პიროვნებების, ოჯახური მდგომარეობების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, მათი წარსული ცხოვრების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეების გათვალისწინებით განუსაზღვრა პროპორციული და სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზღუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ზ-------------–--ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული სასჯელის - ჯარიმის 3000 ლარის გამოყენების საკითხს, პალატა აღნიშნავს, რომ ჯარიმის განსაზღვრისას, რეალურად უნდა შეფასდეს დამნაშავის მატერიალური მდგომარეობა, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით ან/და სხვა გარემოებით, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, კონკრეტულ შემთხვევაში, თუ რამდენად აქვს მას შესაძლებლობა უზრუნველყოს მასზე დაკისრებული სასჯელის - ჯარიმის გადახდა, ანუ რამდენად არის პირის მიმართ დანიშნული სასჯელი აღსრულებადი, ვინაიდან ფორმალურად სასჯელის ზომის დადგენა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების აღსრულების უზრუნველყოფას.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, საიდანაც დგინდება, რომ ზ-------------–--ი და მისი ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და არის შემწეობის მიმღები პირი. გარდა ამისა, საქმის მასალებით არ არის დადგენილი, რომ მას აქვს სხვა რაიმე შემოსავალი ან მატერიალური ქონება, რომლითაც შეძლებდა ჯარიმის გადახდას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, მსჯავრდებულ ზ-------------–--ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახე -ჯარიმა არ უნდა იქნეს გამოყენებული.
ამდენად, მსჯავრდებულ ზ-------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ამ კუთხით, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ზ-------------–--ის ინტერესების დამცველის ადვოკატის ვ----–----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
4. ზ--------------–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი.
5. ზ--------------–--ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 10 სექტემბრის 2017 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.
6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზ-------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ვ----–----------ეს, პირადი ნომერი 5----------, დაუბრუნდეს სს ,,ს----------–--------ში’’ 2017 წლის 13 სექტემბერს შეტანილი საგირავნო თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
7. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში, მსჯავრდებულ ზ-------------–--ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. კ--- გ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ორი მესამედი - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი)წელი.
9. კ----------–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2017 წლის 9 სექტემბრიდან.
10. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ კ----------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმებულია;
11. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში, მსჯავრდებულ ზ-------------–--ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
12. მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
- ზ--------------–-–---–ის ტანსაცმელი - მაისური, რომელიც ინახება შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ზ--------------–-–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- მ------ ა------–---ის ტანსაცმელი - ქურთუკი, რომელიც ინახება შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მ--------------–---ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- ამოღებული დანა და ქარქაში, რომელიც ინახება შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულებაც დაევალოს პოლიციის დასახელებულ რაიონულ სამმართველოს;
- გაზ-52 მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით H--------, რომელიც ხელწერილით დროებით შესანახად ჩაბარებული აქვს ნოდარ გ-----–---–ს, დაუბრუნდეს მესაკუთრე კ----------–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს;
13. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის gamocხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
14. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი