განაჩენი

სისხლის სამართლის 09.07.2018
საქმის ნომერი
190100116001568024
ინსტანცია
თარიღი
09.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-----------------

საქმე №1/ბ-243-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების - გ-----------------ის, ს--–---------–--ლის,ადვოკატების - ნ-----------–-–--ლის, ი-–----–----ას,მსჯავრდებულ - დ-------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ დ-------------ის და მისი ადვოკატების შ--–------------იძის და ი-–----–----ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

დ-------------ის მიმართ, დაბადებული 1--- წლის 2----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ------–------------------------–--------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილებით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით:

 

დ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მასვე, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა საქმიანობის (ავტომანქანის მართვის) უფლება.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დ-------------ს დაეწყო 2018 წლის 22 იანვრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ

 

დ-------------მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 04 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ------–------ს რაიონის ს------–----------–ი გამავალი კ------–--–--------–------- საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე, ,,ოპელის" მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით - Q--------, თ------–-------------------------–-------- მიმართულებით მოძრაობდა დ-------------ი, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოება, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ: ,,მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება’’ და გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში, სადაც მას შეეჯახა შემხვედრად მოძრავი მ------------ის მართვის ქვეშ მყოფი ,,ნისან იქსტრაილის’’ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით ,,-------’’. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალნენ დ-------------ის მგზავრები - ლ--–------------ძე, ნ--------------–-ილი და თა---------–----–--ლი, მ------------ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ამ უკანასკნელის მგზავრებმა - ი----------–-–--ლმა და ნ-----–----------ემ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ-------------მა და მისმა ადვოკატებმა - შ--–------------იძემ და ი-–----–----ამ, რომლებმაც ითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

აპელანტები აღნიშნავენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ მტკიცებულებები გამოიკვლია მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ვერ იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდნენ დ-------------ის ბრალეულობას. მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები არის არასარწმუნო და არაა გამყარებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რის გამოც ისინი ვერ მიიჩნევა უტყუარ მტკიცებულებებად. სასამართლომ, მიუხედავად საპროცესო კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნისა, ეჭვი არ განმარტა ბრალდებულის სასარგებლოდ და განაჩენი დააფუძნა მხოლოდ ვარაუდებზე, რითაც ბრალდებულს წაართვა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნის კონსტიტუციითა და ევროკონვენციით მინიჭებული უფლება. დ-------------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი აგებულია მხოლოდ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე და განაჩენში საერთოდ არაა ასახული დაცვის მხარის პოზიცია. ამდენად, ვინაიდან სასამართლომ დაარღვია მხარეთა თანასწორეობის პრინციპი და საქმე განიხილა კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და დ-------------ი ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა დ-------------მა და მისმა ადვოკატებმა - ი-–----–----ამ და ნ-----------–-–--ლმა მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

 

პროკურორმა ს--–---------–--ლმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ-------------ის და მისი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმის სასამართლო განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნა შეფასებული მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები დ-------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. სასამართლოში გამოკვლეული გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დგინდება, რომ დ-------------მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ------------ემ განმარტა, რომ 2015 წლის 4 დეკემბერს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, დედასთან - ნ-----–----------ესთან, ი----------–-–--ლთან და ნ-------–-------თან ერთად თბილისიდან მიდიოდა ს------–----------–ი, რა დროსაც გადაადგილდებოდა ნისანის მარკის ავტომანქანით, რომელსაც საჭე აქვს მარჯვენა მხარეს. ს------–------------ან მიახლოებისას, მოსახვევში შენიშნა, რომ საპირისპირო მხარეს მოძრავი მანქანა ქვევიდან ამოვიდა დიდი სიჩქარით, გადმოვიდა მის სავალ გზაზე და შეეჯახნენ ერთმანეთს. თავად 70კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა და დ-------------ისთვის არანაირი საფრთხე არ შეუქმნია, ბრალდებული აღმართზე მოდიოდა, მაგრამ ისეთი აღმართი არაა, რომ მანქანამ სწრაფად სიარული ვერ შეძლოს. შემთხვევის შემდეგ განვითარებული მოვლენები ცუდად ახსოვს, რაღაც მომენტში გონება დაკარგა, ძალიან ცუდად იყო, სუნთქვა აღარ შეეძლო. ახსოვს მეორე მანქანის მძღოლი მანქანაში იჯდა და ისიც გონებადაკარგული იყო, იყვნენ გარდაცვლილებიც, თუმცა ისინი ახლოდან არ უნახავს. შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მკურნალობის ხარჯები მისთვის არავის აუნაზღაურებია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი----------–-–--ლმა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მ------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, მ---- დედასთან და მის ნათესავთან ერთად, მიდიოდა თბილისიდან ა--------ის მიმართულებით. იჯდა მძღოლის გვერდით, წინა მარცხენა სავარძელზე. მაია თავის სამოძრაო ზოლში მიდიოდა. საპირისპირო მხრიდან მომავალი დ-------------ის მანქანა თავდაპირველად შენიშნა დაახლოებით 20 მეტრის დაშორებით, იგი დიდი სიჩქარით ამოვიდა აღმართზე, მათ მხარეს გადმოვიდა და შეეჯახნენ ერთმანეთს, რაც ძალიან სწრაფად მოხდა. მ------------ე გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა და საფრთხე არ შეუქმნია მეორე მანქანისთვის, მათგან ნასვამი არცერთი არ ყოფილა. ამ დროს შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ეს ორი მანქანა მოძრაობდა, დაინახა, რომ მეორე მანქანაში მძღოლი უგონოდ იყო, სხვა არავინ დაუნახავს. შემდეგ გამვლელი მანქანები გაჩერდნენ. შეჯახების შედეგად მას ორი ნეკნი დაემსხვრა, მკურნალობის ხარჯები არ აუნაზღაურებიათ, თუმცა დ-------------ის მიმართ პრეტენზია არ აქვს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ-----–----------ემ განმარტა, რომ 2015 წლის 4 დეკემბერს შვილთან - მ------------ესა და კიდევ ორ ქალბატონთან ერთად, თბილისიდან მიდიოდა ს------–----------–ი. საჭესთან მაია იჯდა, ხოლო მის გვერდით მისი მეგობარი - ი----------–-–--ლი. უკან ისხდნენ თავად და ნ-------–---იძე. ს------–------------ან მისვლამდე არსებული აგარაკების სიახლოვეს, მოსახვევთან შეეჯახათ საპირისპირო მხარეს მოძრავი ავტომანქანა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, და შეჯახების მომენტი არ დაუნახავს. თვალი მოჰკრა, რომ მის შვილს გონება ჰქონდა დაკარგული. ნ-------–---იძე შედარებით კარგად იყო, გავიდა მანქანიდან და მაიაც გადაიყვანა. შეჯახების შედეგად თავადაც მიიღო დაზიანებები და მისთვის მკურნალობის ხარჯები არავის აუნაზღაურებია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------–---იძემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს თბილისში შეხვდა ბიცოლას - ნ-----–----------ეს, რის შემდეგაც ავტომობილით მიაკითხა მ------------ემ და წავიდნენ სოფელ ა--------ის მიმართულებით. მანქანაში ასევე მ---- გვერდით იჯდა ი----------–-–--ლი. თ------–------ს რაიონში, ე.წ. ა--------ის „დაჩებთან“ მოხდა შეჯახება. საპირისპირო მხარეს მოძრავი მანქანა გადავიდა მათ სავალ ზოლში და შეეჯახა მათ ავტომობილს. შეჯახების მომენტი არ დაუნახავს, მხოლოდ ხმა გაიგო. მან მცირე დაზიანება მიიღო ფეხზე, თუმცა ყველაზე უკეთ გრძნობდა თავს და გადავიდა მ------------ის დასახმარებლად. მაია მოძრაობდა თავის სავალ ზოლში, დასაშვები სიჩქარით. შეჯახების შემდეგაც მ---- მანქანა მისსავე სავალ მხარეს იდგა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ----------------–-–--ლმა განმარტა, რომ გარდაცვლილი თა---------–----–--ლი მისი მეუღლეა. მიაჩნია, რომ მომხდარ ავტოავარიაში დამნაშავეა მ------------ე და ვარაუდობს, რომ გამოძიება ხელს აფარებს მას. სწორედ ამ მიზეზით თქვა უარი საქმის მასალების გადაცემაზე; არ ენდობა გამოძიებას და ითხოვს მ------------ის დასჯას. შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, თუმცა იცის, რომ დ-------------ი ასეთ შეცდომას არასოდეს დაუშვებდა, იგი ძალიან წესიერი ადამიანია და საგზაო მოძრაობის წესებს არ დაარღვევდა. საგზაო მოძრაობის წესები მ------------ემ დაარღვია და თავდაპირველად იგი გადავიდა დ-------------ის სავალ ზოლში, ყველა საუბრობს, რომ ეს ასე მოხდა. შემთხვევის ადგილზე სავალი გზა არის ორმხრივი, სადაც არის მკვეთრი მოსახვევი, მ------------ე მოდიოდა თბილისდან დაღმართზე, ხოლო დ-------------ი თ------–------ს მხრიდან მიდიოდა აღმართზე. სავარაუდოდ მოსახვევში პირველი კ-------ე შემოვიდა, ხოლო დ-------------ი სწორ გზაზე მიდიოდა ქვევიდან. დ-------------ის მანქანა უფრო მეტად არის დაზიანებული, რაც იმას გულისხმობს, რომ მას შეეჯახა დიდი სისწრაფით მომავალი კ-------ის მანქანა და არა პირიქით. მოწმეს დ-------------ის მიმართ პრეტენზია არ აქვს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ-----------------–---–მა განმარტა, რომ ნ--------------–-ილი იყო მისი შვილი. მას დ-------------ის მიმართ პრეტენზია არ აქვს; არ ენდობა გამოძიებას და ამ მიზეზით არ გაეცნო საქმის მასალებს, ასევე ხელი არ მოაწერა საქმეში არსებულ დოკუმენტებს. მიაჩნია, რომ შეჯახება გამოწვეულია უმეტესად მ------------ის მიერ, რომელიც მოძრაობდა დიდი სიჩქარით ან ორივე მძღოლის ბრალეულობით. როგორც შემთხვევის ადგილას მყოფმა ხალხმა უთხრა, მ------------ის მანქანა იდგა არა თავის ზოლში, არამედ გზის შუა ნაწილში. შემთხვევის ადგილას, როგორც წესი ორივე მიმართულებით მოძრავი მძღოლი არღვევს წესებს და გადადის საპირისპირო ზოლში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე ბ--–----------ნმა განმარტა, რომ შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მისი შვილი, რომელიც დ-------------ის მანქანაში იჯდა და სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. მისთვის ცნობილია, რომ მ------------ე იყო ნასვამი და მომხდართან დაკავშირებით ისიც არის დამნაშავე, თუმცა მას მფარველები ჰყავს ხელისუფლებაში და ამიტომ არ მიეცა პასუხისგებაში. მოწმისათვის ეჭვს იწვევს შემთხვევის ადგილის მოსუფთავება შეჯახებიდან ძალიან მოკლე დროში, ასევე მ------------ისთვის ექსპერტიზის ხუთი თვის შემდეგ ჩატარება; ყოველივე აფიქრებინებს, რომ მის მიმართ გამოძიება არ არის ობიექტური. ითხოვს სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას და დამნაშავე პირების მკაცრად დასჯას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ---------------–--ემ განმარტა, რომ 2015 წლის 04 დეკემბერს, საღამოს მოძრაობდა კოდიდან ა--------ის მიმართულებით. როდესაც შემთხვევის ადგილას მივიდა, შეჯახება უკვე მომხდარი იყო. მანქანიდან ქალები გადმოდიოდნენ, ყვიროდნენ, უთხრეს, რომ ავარია მოუვიდათ, დაგვეჯახნენო. მეორე მანქანა, რომელიც იყო ოპელის მარკის, გზიდან გადასული იყო, მის მარჯვენა მხარეს გოგო იწვა ძირს. ორი გამვლელი ბიჭის დახმარებით გადმოიყვანა ეს გოგო, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო. ცოტა მოშორებით კიდევ ერთი გოგო იყო გარდაცვლილი. ხოლო პოლიციის და სამედიცინო დახმარების მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მესამე გარდაცვილიც ყოფილა. დ-------------ის მანქანა წინა მხარით წალკისკენ იდგა, გზის კიდეზე, თითქმის გადასული იყო ხევში. ნისანის მარკის მანქანა გზაზე იდგა, ცხვირით წალკის მიმართულებით, 45-50 გრადუსით გვერდულად. ჯიპის მოდელის ავტომანქანაში მყოფ ქალბატონებს არ უთქვამთ ავტოავარია როგორ მოხდა, მხოლოდ ყვიროდნენ. ერთ ქალბატონს გული წაუვიდა, მეორეს სისხლი მოსდიოდა, მ------------ემ უთხრა, რომ ჰაერი არ ჰყოფნიდა და ძირს დაწვა. დ-------------ი მანქანში იჯდა და უგონოდ იყო. იგი აღმართზე მიდიოდა და მის მანქანას დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა მხარე, ხოლო კ-------ე დაღმართზე მოდიოდა და წინა ნაწილით იყო შეჯახებული. მოწმის განმარტებით, გზის იმ მონაკვეთზე, სადაც შეჯახება მოხდა, სწრაფად არ უნდა იმოძრავო, რადგან მოსახვევია და მანქანების მძღოლები ერთმანეთს კარგად ვერ ხედავენ. მას არ შეუძლია იმის თქმა, თუ რომელი მანქანა გადავიდა სხვის სამოძრაო ზოლში.

 

2015 წლის 4 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს კ------–--–--------–------- საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე, თ------–------ს რაიონის სოფელ ა--------ის ტერიტორიაზე, სადაც გზის სავალი ნაწილი არის ასფალტირებული და უდეფექტო, გაყოფილია უწყვეტი ღერძულა ხაზით და განკუთვნილია ორმხრივად მოძრავი ავტომობილებისათვის. მას ორივე მხრიდან ესაზღვრება 3,5 მ-ის გვერდულა კ----------–--–--- მიმართულებით სავალი ნაწილის მარჯვენა გვერდულის მიღმა არის 6,0მ-ის ვაკე. ათვლის წერტილად აღებული იქნა კილომეტრაჟის აღმნიშვნელი საგზაო ნიშანი, ათვლის წერტილიდან 177,0 მ-ის დაშორებით, ვაკეზე განლაგებულია ახალგაზრდა გოგონას გვამი. ათვლის წერტილიდან 172,0 მ-ის დაშორებით კ----------–--–--- მიმართულებით სავალი ნაწილის მარჯვენა გვერდულზე განლაგებულია ასევე ახალგაზრდა გოგონას გვამი, მის უკან ამავე გვერდულზე განლაგებულია ”ოპელის” მარკის ავტომობილი, რომელსაც დაზიანებული აქვს მარჯვენა გვერდითა მხარე. ათვლის წერტილიდან 223,0 მ-ის დაშორებით, წალკიდან კოდის მიმართულებით სავალი ნაწილის მარჯვენა გვერდულზე განლაგებულია ახალგაზრდა გოგონას გვამი. ათვლის წერტილიდან 186,0 მ-ის დაშორებით, კ----------–--–--- მიმართულებით სავალ ნაწილზე, წინა მხარით, მარჯვენა გვერდულისაკენ მიმართლად განლაგებულია ნისანის მარკის ავტომობილი, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა ნაწილი, ავტომობილებს შორის მანძილია 31,0 მ. კ----------–--–--- მიმართულებით სავალ ნაწილზე მიმოფანტულია წვრილი მინისა და პლასტმასის ნამსხვრევები, რომელიც ასევე აღენიშნება წალკიდან კოდის მიმართულებით სავალ ნაწილზე, სავალ ნაწილზე ასევე არის სითხის ჩამონაღვენთი. აღნიშნული სავალი ნაწილის მთლიანი სიგანეა 8,0 მ. კ----------–--–--- მიმართულებით სავალი ნაწილის სიგანეა 4,0 მ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გამომძიებელმა რ---------------–იამ, რომელმაც დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და შეადგინა ნახაზი. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ გზაზე მოძრავ ნისანის მარკის ჯიპს მართავდა მ------------ე, ხოლო ოპელის მარკის მანქანას - დ-------------ი. შეჯახების ადგილი უნდა ყოფილიყო სავალი ნაწილის შუა მონაკვეთი, წალკის მიმართულებით, მ------------ის სამოძრაო ზოლში. კ----------–--–--- მიმართულებით სავალ ნაწილზე, სადაც კონკრეტულად შემთხვევის ადგილი მდებარეობს, არის სწორი გზა, არანაირი მოსახვევი არ არის. მოსახვევი არის შემთხვევის ადგილიდან უკან კოდის მიმართულებით დაახლოებით 200-300 მეტრის მანძილზე. მ.კ-------ე მოძრაობდა წალკის მიმართულებით, დ--------- - კოდის მიმართულებით. არცერთი მძღოლისთვის მანქანების მოძრაობა შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენილიყო, გზას არაფერი ეფარება. მოწმის განმარტებით, სისხლის ნიმუშები ორივე მძღოლისგან აიღო, რომელიც განყოფილებაში სტერილურად ინახებოდა 5 თვე და შემდეგ გადააგზავნა ექსპერტიზის ჩასატარებლად. გვიან გადაგზავნის მიზეზი საქმეთა სიმრავლე იყო, ამასთან, ელოდებოდა დაზიანებული პირების გამოჯანმრთელებას. სწორედ მოწმეების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მტკიცებულებების ნაწილი მოპოვებულ იქნა რამდენიმე თვის ინტერვალით.

 

2016 წლის 11 იანვრის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: წარმოდგენილ ავტომობილზე ოპელი სახ. NQ-------- არსებული დაზიანებები თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის, ავტომობილზე ნისანი სახ. N------- არსებული დაზიანებები განვითარებულია მათი როგორც რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედების, ასევე თერმული ზემოქმედების შედეგად. წარმოდგენილი ავტომობილების როგორც საჭის მართვის მექანიზმები, ასევე სამუხრუჭე სისტემები გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. შეჯახების მომენტისათვის ავტომობილების გრძლივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე შეადგენდა დაახლოებით 80 გრადუსს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა დ----------–----ემ.

 

2016 წლის 29 აგვისტოს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ პირობებში შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,,ოპელი“ Q---------ის მძღოლის მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. ხოლო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ნისანი“ Q-------ის მძღოლი ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებში საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა დ----------–----ნმა. მანვე ისაუბრა დასკვნის კვლევით ნაწილზეც, სადაც მითითებულია, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების შეჯახებისაგან წარმოქმნილი ჩამონაყარი მთლიანად აღმოჩენილ იქნა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ნისანის“ სამოძრაო ზოლში, აღნიშნული ნათლად მიუთითებს, რომ შეჯახება მომხდარია კ----------–--–--- მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა სამოძრაო ზოლში, მოცემულ შემთხვევაში ავტომობილ ,,ნისანის“ სამოძრაო ზოლში. გარდა ამისა, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების შეჯახების კუთხიდან გამომდინარე, ავტომობილი ,,ოპელი“ უნდა ყოფილიყო მოცურებულ მდგომარეობაში და მოცურებული გადადიოდა თავისი სავალი ზოლიდან საპირისპიროდ მომავალ საავტომობილო ზოლში, სხვა შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებათა შეჯახება მოცემული კუთხით (80 გრადუსი) გამორიცხული იქნებოდა.

 

2016 წლის 8 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნ--------------–-ილის სიკვდილის მიზეზია პოლიტრავმა - ჩონჩხის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა შინაგანი ორგანოების დაზიანებით. სიკვდილის დადგომიდან გასული უნდა იყოს დაახლოებით 2-4 საათი. გვამზე აღინიშნება: თავის ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მოტეხილობები სისხლჩაქცევებით თავის ტვინსა და ღრუში და თავის ტვინის დაზიანებით, ნეკნების ორმხრივი მრავლობითი მოტეხილობა ფილტვების დაზიანებით, მარცხენა ლავიწის ძვლის ამოვარდნილობა, კეფის და კისრის პირველი მალის შესახსრების გადახსნა ზურგის ტვინის დაზიანებით, კისრის მალების მრავლობითი მოტეხილობა, ღვიძლის გასკდომა, აორტის გაგლეჯვა, დაჟეჟილი ჭრილობა თავის მიდამოში, მრავლობითი ნაჭდევები სხეულზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, უშუალო კავშირშია სიკვდილის დადგომასთან.

 

2016 წლის 8 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თა---------–----–--ლის სიკვდილის მიზეზია პოლიტრავმა - ჩონჩხის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა შინაგანი ორგანოების დაზიანებით. სიკვდილის დადგომიდან გასული უნდა იყოს დაახლოებით 6-8 საათი. გვამზე აღინიშნება: თავის ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მოტეხილობები ტრავმული სისხლჩაქცევებით თავის ტვინსა და ღრუში და თავის ტვინის დაზიანებით, ღვიძლის, ელენთისა და მარცხენა თირკმლის გასკდომა, ნეკნების მრავლობითი ორმხრივი მოტეხილობა ფილტვების დაზიანებით, მკერდის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა წინამხრის ძვლების მოტეხილობა, კისრისა და გულმკერდის მალების მრავლობითი მოტეხილობა ზურგის ტვინის დაზიანებით, მრავლობითი ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და დაჯეჟილი ჭრილობები სხეულზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, უშუალო კავშირშია სიკვდილის დადგომასთან.

 

2016 წლის 5 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ლ--–------------ძეს სიკვდილის მიზეზია სისხლნაკლებობდა, განვითარებული სხეულის ბლაგვი ტრავმის შედეგად ჩონჩხის ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და შინაგანი ორგანოების დაზიანებით, სიკვდილის დადგომიდან გასული უნდა იყოს დაახლოებით 2-4 საათი. გვამზე აღინიშნება: ნეკნების მრავლობითი ორმხრივი მოტეხილობა ორივე ფილტვის დაზიანებით, ელენთისა და ღვიძლის გასკდომა, დიაფრაგმის გაგლეჯვა, დაჟეჟილი ჭრილობა თავისა და სახის მიდამოში, მრავლობითი ნაჭდევები სხეულზე, დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, უშუალო კავშირშია სიკვდილის დადგომასთან.

 

2016 წლის 8 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით მ------------ეს 2015 წლის 4 დეკემბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულად მკურნალობდა 04.12.2015 წელს, დაუდგინდა პოლიტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ტრავმული ჰემოპნევმონიით, ორმხრივი ფილტვების დაჟეჟილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ნაჭდევები სხეულზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მონაცემებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

 

2016 წლის 8 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ი----------–-–--ლი მკურნალობდა სტაციონალურად 04.12.15წ-დან 05.12.15წ-მდე, დაუდგინდა მარჯვენა მეორე და მესამე ნეკნების მოტეხილობა, ექსკორაციები სხეულზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით.

 

2016 წლის 8 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ნ-----–----------ე მკურნალობდა სტაციონალურად 04.12.15წ-დან 05.12.15წ-მდე, დაუდგინდა მარჯვენა მტევნის მეხუთე მეტაკარპალური ძვლის მოტეხილობა, მარჯვენა წვივის ნაჩხვლეტი ჭრილობა. მოტეხილობა განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლი მოშლის გამო, ხოლო ნაჩხვლეტი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმართელობის მოუშლელად.

 

2016 წლის 8 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: დ-------------ი 04.12.2015 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონალურად მკურნალობდა 04.12.2015 წლიდან 26.01.2016 წლამდე და დაუდგინდა: ქ/ტვინის ღია ტრავმა, ქალასარქველის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები. თ.ტ დაჟეჟილობა, მარჯვნივ საფეთქლის არის ეპიდურული ჰემატომა. სუბარაქნოიდური სისხლჩაქცევა. გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა, ფილტვის დაჟეჟილობალ მარჯვენამხრივი ჰიდროთორაქსი, ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, მარჯვენა მენჯის ძვლების მოტეხილობა, ყვრიმალის ძვლების მოტეხილობა, გავის ძვლის მოტეხილობა, წელის პირველი-მეორე მალის განივი მორჩის მოტეხილობა, ბოქვენის და საჯდომის ძვლის მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. 2015 წლის 5 დეკემბრის კომპიუტერული ტომოგრაფიით: დ-------------ის ტვინის ნივთიერებაში გამოხატულია რამდენიმე მცირე კონტუზიის კერა; გამოხატულია ეპიდურული, სუბდურული და საბარაქნოიდური ჰემორაგიის კტ სურათი; ვლინდება ქალას ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ისახება გულმკერდის ტრავმის კტ სურათი.

 

წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და რეალობა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მისმა ავტორმა ექსპერტებმა: გ----------------–---–მა და ა-–-------------–--ლმა.

 

2015 წლის 5 დეკემბერს მ------------ისა და დ-------------ისაგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში. 2016 წლის 25 ივლისის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: მ------------ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი. 2016 წლის 25 ივლისის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: დ-------------ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დ-------------მა განმარტა, რომ ამ დრომდე აქვს ამნეზია, დეტალურად არ ახსოვს რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, არ არის დარწმუნებული, რომ რასაც იტყვის იქნება სიმართლე, ამიტომ თავი შეიკავა ჩვენების მიცემისაგან.

 

ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ დ-------------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ეფუძნება მხოლოდ ვარაუდებს და საქმის არსებითი განხილვისას არ იქნა წარმოდგენილი დ-------------ის ბრალეულობის დამადასტურებელი ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, დაზარალებულების, დაზარალებულების უფლებამონაცვლეების, მოწმეების და ექსპერტების ჩვენებებით დადგენილია, რომ დ-------------მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ მოძრაობდა რა განსაზღვრული სიჩქარის გადაჭარბებით, გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში, სადაც შეეჯახა შემხვედრად მოძრავ მ------------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს.

 

აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ სწორედ დ-------------ი გადავიდა მ------------ის სამოძრაო ზოლში და ამ მხრივ საფუძველსმოკლებულია დაცვის მხარის განმარტება, რომ დაზარალებულთა ჩვენებები დავით სარიევის მიერ მათ სავალ ზოლში გადასვლის თაობაზე, არ არის გამყარებული წერილობითი მტკიცებულებებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ათვლის წერტილად აღებული იქნა კილომეტრაჟის აღმნიშვნელი საგზაო ნიშანი. ათვლის წერტილიდან 172,0 მ-ის დაშორებით კ----------–--–--- მიმართულებით სავალი ნაწილის მარჯვენა გვერდულზე განლაგებულია ასევე ახალგაზრდა გოგონას გვამი, მის უკან ამავე გვერდულზე განლაგებულია ,,ოპელის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც დაზიანებული აქვს მარჯვენა გვერდითა მხარე. ათვლის წერტილიდან 186,0 მ-ის დაშორებით, კ----------–--–--- მიმართულებით სავალ ნაწილზე, წინა მხარით, მარჯვენა გვერდულისაკენ მიმართლად განლაგებულია ნისანის მარკის ავტომობილი, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა ნაწილი, ავტომობილებს შორის მანძილია 31,0 მ. გამომძებელმა რ---------------–იამ სასამართლოს მოახსენა, რომ შეჯახების ადგილი უნდა ყოფილიყო სავალი ნაწილის შუა მონაკვეთი, წალკის მიმართულებით, მ------------ის სამოძრაო ზოლში.

 

ასევე, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ავტომობილ ,,ოპელი“ Q---------ის მძღოლის მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამებოდა ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. ხოლო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ნისანი Q-------ის მძღოლიის მხრიდან აღნიშნული კანონის მოთხოვნების დარღვევა არ გამოკვეთილა. ექსპერტ დ----------–----ნის განმარტებით ავტომობილების შეჯახებისაგან წარმოქმნილი ჩამონაყარი მთლიანად აღმოჩენილ იქნა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ნისანის” სამოძრაო ზოლში, რაც ნათლად მიუთითებს, რომ შეჯახება მომხდარია კ----------–--–--- მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა სამოძრაო ზოლში, მოცემულ შემთხვევაში ავტომობილ ,,ნისანის“ სამოძრაო ზოლში. სატრანსპორტო საშუალებათა შეჯახების კუთხის (80 გრადუსი) გათვალისწინებით, ექსპერტმა მიუთითა, რომ ავტომობილი ,,ოპელი“ უნდა ყოფილიყო მოცურებულ მდგომარეობაში და ასე გადასულიყო საპირისპირო მხარის სავალ ზოლში.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ ექსპერტიზის მიერ არ არის განსაზღვრული, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა მ------------ე, პალატა, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში როგორც სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტის დასკვნით, ასევე, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტის დასკვნით სრულყოფილად იქნა პასუხი გაცემული მათ წინაშე დასმულ კითხვებზე; ასევე დასკვნის თაობაზე ისასუბრეს და თითოეული საკითხი სასამართლოს წინაშე განმარტეს მისმა ავტორმა ექსპერტებმა. პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარის მოვალეობაა, მხარეებს თანაბრად ენიჭებათ უფლებაც და ეკისრებათ მოვალეობაც, კანონიერად მოიპოვონ და წარადგინონ მტკიცებულებები, მათ შორის ის მტკიცებულებებიც, რომლებიც ადასტურებს ბრალდებულის უდანაშაულობას ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას. შესაბამისად, დაცვის მხარეც იყო უფლებამოსილი, სასამართლოს წინაშე წარმოედგინა მისი ვერსიების გამაყარებელი მტკიცებულებები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა, რისი განხორციელებაც მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ვერ უზრუნველყო სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

ასევე, უსაფუძვლო და მტკიცებულებებთან შეუსაბამოა დაცვის მხარის ვერსია, რომ შემთხვევის დროს დაზარალებული მ------------ე საჭეს მართავდა ნასვამ მდგომარეობაში. 2016 წლის 25 ივლისის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: მ------------ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი. გამომძიებელმა რ---------------–იამ განმარტა, რომ დ-------------ის და მ------------ისგან აღებული სისხლის ნიმუშები ექსპერტიზაზე გადაგზავნამდე სტერილურად ინახებოდა განყოფილებაში. ესქპერტიზის დასკვანაში მითითებულია, რომ საკვლევი ობიექტი მათ წინაშე წარდეგნილი იქნა შეფუთული და დალუქულ მდგომარეობაში. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არის კატეგორიული ხასითის და იძლევა სრულყოფილ პასუხს მის წინაშე დასმულ კითხვაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკვლევი ობიექტი არ იქნებოდა ვარგისი შესაბამისი დასკვნის გასაკეთებლად, ლოგიკურია, რომ აღნიშნული ასახვას ჰპოვებდა ექსპერტიზის დასკვნაში. ამდენად, დაცვის მხარის ვერსიები აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე, რომლის გასამყარებლადაც არ არის წარმოდგენილი უტყუარი არგუმენტები და მტკიცებულებები; ხოლო სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები პალატამ შეაფასა რა საკმარისობისა და სანდოობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის დაცვის მხარის მიერ განვითარებული დასკვნების გაზიარების საფუძველი, ვინაიდან ბრალდების მხარემ დ-------------ის ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება დ-------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდება და დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივი გარემოებები. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ უზრუნველყო იმ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ დ-------------მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ ავტომობილს მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილებით. რაც შეეხება მსჯავრდებულ დ-------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სასამართლს მიერ განსაზღვრული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილი ფარგლებში მინიმალური სასჯელი და არც ამ კუთხით არსებობს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი.

 

შესაბამისად, პალატა ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ-------------ის და მისი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი;

 

დ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მასვე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას საქმიანობის (ავტომანქანის მართვის) უფლება.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დ-------------ს დაეწყოს 2018 წლის 22 იანვრიდან.

 

დ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

საჯარომო ავტოსადგომზე მოთავსებული ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით Q--------, ,,ნისან იქსრტაილის“ მარკის ავტომობილი, სახ/ნომრით Q------, დაუბრუნდეთ მათ მფლობელებს.

 

მ------------ის და დ-------------ის სისხლის ნიმუშები, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებელთან, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.კაპანაძე