განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2018
საქმის ნომერი
330100118002360997
ინსტანცია
თარიღი
16.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002360997

საქმე №1ბ/579-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ლევან თევზაძე

მანუჩარ კაპანაძე

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ა---------ს

ადვოკატის: ი-----–-------ს

მსჯავრდებულის: ლ----------ის

მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის: ო-----------ის

მონაწილეობით,ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------ს, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ლ---- ზ------ის ძე პ----ის მიმართ, დაბადებული: 2----–-–---------–--ს (პ/№0----------), საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, არასრული საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით, ლ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელი საქართველოს არასრულწლოვანათა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4(ოთხი)წლის გამოსაცდელი ვადით.

ლ----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 16 თებერვლიდან - 2018 წლის 11 აპრილის ჩათვლით.

ლ----------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯამრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 09:20 საათზე, ქ------–------–-------------------------------------–--–---------ზე მდებარე შპს ,,ს---------ის“ კუთვნილ მაღაზიაში ლ----------ემ და თ-------------–---–მა, ჯგუფურად, ამავე მაღაზიის თანამშრომელ - ნ-----–-------–--ეზე ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით განახორციელეს თავდასხმა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს შპს ,,ს----------ის“ კუთვნილი თანხა 845 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ ლ----------ის მიმართ სასჯელის დამძიმება, პირობითი მსჯავრის გაუქმება და სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

აპელანტის მტკიცებით, ლ----------ის მიმართ სასჯელის შეფარდებისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება იყო ძალადობრივი ხასიათის, ჩადენილი ჯგუფურად, თავდასხმის გზით ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც ამძიმებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს და დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ლ----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება: დაზარალებულ ნ-----–-------–--ის, მოწმეების ზ-------------ის და თ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ამოცნობის ოქმით, ტანსაცმლის ამოცნობის ოქმით, თ-------------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ზ-------------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ლ----------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები.

პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას, პირობითი მსჯავრის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლდა გამოძიებასთან და სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ამასთან, მან სრულად აანაზღაურა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, რაც დასტურდება სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი დაზარალებულის შპს ,,ს----------ის“ დირექტორის წერილით.

პალატა აღნიშნავს, აპელანტის მითითება იმასთან მიმართებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, რომ მან დანაშაული ჩაიდინა „ჯგუფურად“, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლში კანონმდებლის მიერ განსაზღვრულია სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.“ შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ლ----------ეს ბრალი შერაცხული აქვს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის მაკვალიფიცირებელი ნიშნით -„ჯგუფურად“ ჩადენილი ქმედებით - სასჯელის დანიშვნისას ის, როგორც როგორც მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებები მხედველობაში ვერ იქნება მიღებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ----------ის პიროვნების, ოჯახური მდგომარეობის, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიკური პირობების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზღუნველყოფს საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი ლ----------ის მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ლ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელი საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვითთავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს არასრულწლოვანათა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4(ოთხი)წელი.

4. ლ----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 16 თებერვლიდან - 2018 წლის 11 აპრილის ჩათვლით.

5. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულ ლ----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის gamocხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ.მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: ლ.თევზაძე

 

მ.კაპანაძე