განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.05.2018
საქმის ნომერი
030310017002064839
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
14.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310017002064839

საქმე №3/ბ-119-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციული საქმეთა პალატის

 

მოსამართლეები: მაკა გორგოძე (მომხსენებელი)

მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივანი ლალი მსხილაძე

 

აპელანტი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 

მოწინააღმდეგე მხარეები: გ-----–----------–--------------------------–-------–-----–---–-----–------------–-------------------------------------------------------------------------

 

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალდებულება

 

გასაჩივრებულია: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის საოქმო განჩინება და 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის საოქმო განჩინების, ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და გ-----–-------ას, შ--------- ჯ--------ას, გ--–- დ---–-----–---–ის, ი-–-- ს--------–--ის, მ-----------ს, მ-------- ბ-----ს, რ------------ისა და ნ-----------------ის სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გ-----–-------ამ, შ--------- ჯ--------ამ, გ--–- დ---–-----–---–მა, ი-–-- ს--------–--ემ, მ-----------მ, მ-------- ბ-----მ, რ------------ემ და ნ-----------------ემ სარჩელებით მიმართეს ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს:

- ბათილად იქნეს ცნოვბილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2017 წლის 21 ივლისის ბრძანება მოქალაქეების - შ--------- ჯ--------ას, ი-–-- ს--------–--ის, მ-----------ს, ნ-----------------ის, გ--–- დ---–-----–---–ის, რ------------ის, მ-------- ბ-----ს და გ-----–-------ას 2017 წლის 18 აპრილის N355385 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

- დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გასცეს წერილობითი თანხმობა გ-----–-------ასათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 44/12-ში, შ--------- ჯ--------ასათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 44/1-ში, გ--–- დ---–-----–---–ისათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 44/11-ში, ი-–-- ს--------–--ისათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 44/9-ში, მ-----------სათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 43/3, მ-------- ბ-----სათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 45/4-ში, რ------------ისათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 43/10-ში და ნ-----------------ისათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 43/6-ში მდებარე ბინების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.

 

სარჩელები ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ქ.ფოთში, კ-------–-----–-------ზე განლაგებული იყო სამხედრო ქალაქი, სადაც მსახურობდნენ მოსარჩელეები. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 06 აგვისტოს N603 დადგენილებით სამხედრო მოსამსახურეთა ბინებით დაკმაყოფილება ხორციელდებოდა იმ სამხედრო უწყებათა მიერ, სადაც ისინი მსახურობდნენ. მოსარჩლეებს საცხოვრებელი ბინა სარგებლობისათვის გადაეცათ იმ დასახლებულ პუნქტში, რომლის ტერიტორიაზეც დისლოცირებული იყო ის სამხედრო ნაწილი, სადაც მსახურობდნენ, ვინაიდან მოსარჩელეებს არ გააჩნდათ სხვა საცხოვრებელი. 1991 წლიდან ნ-----------------ე, 1994 წლიდან რ------------ე, 1996 წლიდან შ--------- ჯ--------ა, გ--–- დ---–-----–---–ი, ი-–-- ს--------–--ე, მ-----------, მ-------- ბ-----, 1998 წლიდან გ-----–-------ა შესახლებულ იქნენ სადავო ბინებში. გ-----–-------ას, გ--–- დ---–-----–---–ს, მ-------- ბ-----ს და რ------------ეს ბინის სარგებლობის დოკუმენტი მას ხელზე არ გადაცემია, მიზეზად ის დაასახელეს, რომ მისი სახელი და გვარი შეტანი-–-- სპეციალურ ზონარგაყრილ წიგნში და საბინაო კომისიის ოქმში, ამიტომაც მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ ბინათსარგებლობაში. შ--------- ჯ--------ას, ი-–-- ს--------–--ეს, მ-----------ს და ნ-----------------ეს ბინებზე გადაეცათ ორდერები. სადავო ბინები დღესაც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა და ამ სამინისტროს საბინაო ფონდში შედის. შტატების შემცირების გამო მოსარჩელეები გათავისუფლდნენ სამსახურებიდან, დღემდე ცხოვრობენ სადავო ბინებში, იხდიან კომუნალურ გადასახადებს, საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობაში იყო, მობინადრეებმა საკუთარი სახსრებით შეაკეთეს ბინები და დღემდე, ოც წელზე მეტია ფლობენ მათ. 2017 წლის 06 მარტს მათ მიმართეს თავდაცვის სამინისტროს ბინის საკუთრებაში გადასაცემად ქ.ფოთის მერიაში წარსადგენი წერილობითი თანხმობის გაცემის მოთხოვნით, რაზეც 2017 წლის 21 ივლისის N817 00000051 ბრძანებით უარი ეთქვათ, იმ საფუძვლით რომ ბინები სამსახურებრივი დანიშნულების იყო და ასეთი კატეგორიის ბინები საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარებოდა.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/98-2017 ადმინისტრაციული საქმე, გ-----–-------ას სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების თაობაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/99-2017 ადმინისტრაციული საქმე, შ--------- ჯ--------ას სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების თაობაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/100-2017 ადმინისტრაციული საქმე, გ--–- დ---–-----–---–ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების თაობაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/101-2017 ადმინისტრაციული საქმე, ი-–-- ს--------–--ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების თაობაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული 2 №3/102-2017 ადმინისტრაციული საქმე, მ-----------ს სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების თაობაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/103-2017 ადმინისტრაციული საქმე, მ-------- ბ-----ს სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების თაობაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/104-2017 ადმინისტრაციული საქმე, რ------------ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების თაობაზე და ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №3/105-2017 ადმინისტრაციული საქმე, ნ-----------------ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორციელების თაობაზე, რადგან გასაერთიანებელი საქმეები ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან, ამასთან, საქმეთა გაერთიანებას მოყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. გაერთიანებულ საქმეს მიენიჭოს № 3/98-2017.

 

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელები არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ-----–-------ას, შ--------- ჯ--------ას, გ--–- დ---–-----–---–ის, ი-–-- ს--------–--ის, მ-----------ს, მ-------- ბ-----ს, რ------------ის და ნ-----------------ის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2017 წლის 21 ივლისის ბრძანება მოქალაქეების შ--------- ჯ--------ას, ი-–-- ს--------–--ის, მ-----------ს, ნ-----------------ის, გ--–- დ---–-----–---–ის, რ------------ის, მ-------- ბ-----ს და გ-----–-------ას წარმომადგენლის რ---------------–---–ის 2017 წლის 18 აპრილის N355385 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

ამავე გადაწყვეტილებით დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გასცეს წერილობითი თანხმობა გ-----–-------ასათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 44/12-ში, შ--------- ჯ--------ასათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 44/1-ში, გ--–- დ---–-----–---–ისათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 44/11-ში, ი-–-- ს--------–--ისათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 44/9-ში, მ-----------სათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 43/3, მ-------- ბ-----სათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 45/4-ში, რ------------ისათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 43/10-ში და ნ-----------------ისათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 43/6-ში მდებარე ბინების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2017 წლის 21 ივლისის ბრძანების საფუძველზე, მოქალაქეებს: შ--------- ჯ--------ას, ი-–-- ს--------–--ის, მ-----------ს, ნ-----------------ის, გ--–- დ---–-----–---–ის, რ------------ის, მ-------- ბ-----ს და გ-----–-------ას წარმომადგენლის რ---------------–---–ს 2017 წლის 18 აპრილის N355385 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ.

მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ 2017 წლის 17 თებერვალს გაცემული N97 ცნობის შესაბამისად, გ-----–-------ა ცხოვრობს ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი N44/12-ში.

 

საქათველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 05 ივნისის წერილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის N589 ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი სადავო ბინები გამოცხადებულია მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინებად და აღნიშნული სტატუსი დღეის მდგომარეობით მოხსნილი არ აქვთ.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 04 აგვისტოს წერილზე დართული ინფორმაციის შესაბამისად, უფროსი ლეიტენანტი მ----------- 1993 წელს მუშაობდა ს/ნ 22682 ქვედანაყოფში საავტომობილო სამსახურის უფროს ინსტრუქტორად, 1993-1997 წლებში ს/ნ12116 ქვედანაყოფში კავშირგაბმულობის საწყობის საცავის უფროსად, 1997- 1998 წლებში საჰაერო ჯარების ცალკეული 162-ე ცალკეული რადიოტექნიკური ბატალიონის სანივთე საწყობში საწყობის უფროსად, 1998 წელს 162-ე რადიოტექნიკურ ბატალიონში საკომანდო პუნქტის ოპერატიულ მორიგედ, 1998-2001 წლებში სამხედრო საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის მე-2 ბაზის რადიოლოკაციურ კვანძში შტაბის უფოსი-კვანძის უფროსის მოადგილედ. 2001-2003 წლებში სსძ სამხედრო-საჰაერო ძალების მე-2 ბაზის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ასეულში ასეულის მეთაურად, 2003-2004 წლებში გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში, 2004 წლის 12 მარტს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან;

 

უფროსი სერჟანტი ნ-----------------ე 1993-1995 წლებში მუშაობდა ს/ნ22686 ქვედანაყოფში სამ. ოცმეთაურად, 1995-1996 წლებში ამავე ქვედანაყოფში ს/ნ მეთაურის მოადგილის ზურგის დარგში, 1996-2001 წლებში საჰაერო თავდაცვის ფოთის 162-ე რადიოტექნიკურ ბატალიონში სურსათ-სანოვაგის საწყობის უფროსად, 2001-2003 წლებში სსხ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დივიზიონში სანივთე საწყობის უფროსად, 2003 წელს გადაიყვანეს კადრების განყოფილებაში, 2003 წელს მუშაობდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარაკეტო დივიზიონი, ტექნიკური ბატარეა, მატერიალური უზრუნველყოფის ოცეული, საწყობები - შეიარაღების საწყობის უფროსი, შტატი N16/938-51-ში შეიარაღების საწყობის უფროსად, 2003 წელს გადაიყვანეს კადრების განყოფილებაში, 2003-2004 წლებში მუშაობდა საჰაერო თავდაცვის მე-2 ბაზა (ქ.ფოთი), მატერიალური უზრუნველყოფისა და დაცვის ასეული, მატერიალური უზრუნველყოფის ოცეული, საწყობები - შეიარაღებული საწყობის უფროსი, შტატი N48/132-51-ში შეიარაღების საწყობის უფროსად, 2004-2006 წლებში საჰაერო თავდაცვის მე-2 ბაზა, საწყობებში შეიარაღებული საწყობის უფროსად, 2006 წელს გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში, 2006 წლის 17 ივნისს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან;

 

უფროსი სერჟანტი ი-–-- ს--------–--ე 1993 წელს ს/ნ 22682 ქვედანაყოფში მუშაობდა მსროლელად, 1993-1995 წლებში ს/ნ 22686 ქვედანაყოფში უფროს ელექტრომექანიკოსად, 1995-1996 წლებში იყო დათხოვნილი, 1996-1997 წლებში მუშაობდა საჰაერო თავდაცვის 162-ე ბატალიონის საექსპლუატაციო ათეულში მძღოლ ელექტრიკოსად, 1997-1998 წლებში ს/ნ 22686, 162-ე რ.ტ.ბ. საავტომობილო სამსახურის საკონტროლო ტექნიკურ პუნქტში პუნქტის უფროსად, 1998-2001 წლებში ს.თ. N2 ბაზა, რადიოლოკაციურ კვანძში ავტოტექნიკოს მძღოლად, 2001-2002 წლებში სსძ საჰაერო თავდაცვის მე-2 ბაზაში რადიოლოკაციური დაზვერვის ბატარეის ზემდეგად, 2002-2003 წლებში საზღვაო თავდაცვის ძალების საზღვაო ქვეითი ჯარის სპეცდანიშნულების მექანიზირებული ბატალიონის მექანიზირებული საზღვაო-ქვეითი ოცეულის მექანიზირებულ საზღვაო-ქვეით ათეულში ათეულის მეთაურად, 2003 წელს გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში, 2003 წელს მუშაობდა საზღვაო თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის ბატალიონი, საავტომობილო ასეული, საავტომობილო ოცეული, საავტომობილო ათეულში მძღოლად, 2003 წლის 17 ოქტომბერს ავადმყოფობის გამო დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან;

 

ზემდეგი შ--------- ჯ--------ა 1997-1998 წლებში საჰაერო ჯარების მე-2 საზენიტო- სარეკეტო ბრიგადაში მუშაობდა საკომანდო პუნქტის ზემდეგად, 1998-2001 წლებში სსძ. საჰაერო თავდაცვის მე-2 ბაზის საზენიტო სარეკეტო დივიზიონში სპეც. ტექნიკური რემონტისა და მომსახურების სახელოსნოს ელექტრო შემდუღებლად, 2001-2002 წლებში ამავე დივიზიონში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დივიზიონის სურსათ- სანოვაგის საწყობის უფროსად, 2002-2003 წლებში საჰაერო თავდაცვის ბაზა ს/ნ 22684 (ფოთი), საწყობებში სანივთე და სასურსათო საწყობის უფროსად, 2003 წელს გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში, 2003 წლის 22 მაისს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან.

 

მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის N894 ცნობის თანახმად, გ--–- დ---–-----–---–ი ცხოვრობს ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი N44/11-ში.

 

მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 15 სექტემბრის N910 ცნობის შესაბამისად, მ----------- ცხოვრობს ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი N43/3-ში.

 

მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის N893 ცნობის მიხედვით, ნ-----------------ე ცხოვრობს ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი N43/6-ში.

 

მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის N891 ცნობის შესაბამისად, ი-–-- ს--------–--ე ცხოვრობს ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი N44/9-ში.

 

მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის N895 ცნობის მიხედვით, მ-------- ბ----- ცხოვრობს ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი N45/4-ში.

 

მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 სექტემბრის N892 ცნობის თანახმად, რ------------ე ცხოვრობს ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი N43/10-ში.

 

ფოთის რეგიონალური ბაზა N3-ის მიერ 2001 წლის 16 აგვისტოს გაცემული N2 ორდერის შესაბამისად, ნ-----------------ეს გადაეცა სამსახურებრივი საცხოვრებელი ნაგებობა მდებარე ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი N43/6, ორდერის გაცემის საფუძვლად მითითებულია 2001 წლის 31 ივლისის ფოთის გარნიზონის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის ოქმი N2.

 

ფოთის რეგიონალური ბაზა N3-ის მიერ 2003 წლის 31 მარტს გაცემული N2 ორდერის შესაბამისად, ი-–-- ს--------–--ეს გადაეცა სამსახურებრივი საცხოვრებელი ნაგებობა მდებარე ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი N44/9, ორდერის გაცემის საფუძვლად მითითებულია 2002 წლის 09 იანვრის ფოთის გარნიზონის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის ოქმი N1.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 დეკემბრის წერილის შესაბამისად, რ---------------–---–ს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე მდებარე, ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი N43/3, N43/6, N43/10, N44/9, N44/11, N45/4 საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

ფოთის რეგიონალური ბაზა N3-ის მიერ 2002 წლის 21 აგვისტოს გაცემული N11 ორდერის შესაბამისად, შ--------- ჯ--------ას გადაეცა სამსახურებრივი საცხოვრებელი ნაგებობა მდებარე ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი N44/1, ორდერის გაცემის საფუძვლად მითითებულია 2002 წლის 09 იანვრის ფოთის გარნიზონის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის ოქმი N1.

 

მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 15 ნოემბრის N1113 ცნობის შესაბამისად, შ--------- ჯ--------ა ცხოვრობს ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი N44/1-ში.

 

მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 დეკემბრის N1771 ცნობის შესაბამისად, გ--–- დ---–-----–---–ი 2000 წლიდან ცხოვრობს ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი N44/11-ში.

 

2015 წლის 04 დეკემბრის აბონენტის ბარათის შესაბამისად, აბონენტი - გ--–- დ---–-----–---–ის მისამართად მითითებულია ქ.ფოთი კ-------–------–-------ი შენობა 2 ბინა 11 და აღნიშნულ მისამართზე ის იხდის ელექტროენერგიის გადასახადს.

 

შპს ,,ს------ს“ ფი-–--ლის ,,ს--------–ას“ მიერ გაცემული 2004 წლის 17 თებერვლის ცნობის თანახმად, ი-–-- ს--------–--ე ცხოვრობს ქ.ფოთში, კ-------–------–-------ი N44/9-ში.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2015 წლის 21 ივლისის ცნობის თანახმად, მ-----------ს დიაგნოზია ზედა კიდურის, მხრის ჩათვლით, კანის ავთვისებიანი სიმსივნეები.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2003 წლის 24 აპრილის N1481 ბრძანების თანახმად, მ----------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში.

 

ფოთის რეგიონალური საბინაო საექსპლოატაციო ნაწილის მიერ 2001 წლის 23 იანვარს გაცემული N20 ორდერის შესაბამისად, მ-----------ს გადაეცა სამსახურებრივი საცხოვრებელი ნაგებობა, მდებარე: ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი N43/3, ორდერის გაცემის საფუძვლად მითითებულია 2000 წლის 26 დეკემბრის ფოთის გარნიზონის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის ოქმი N4.

 

2015 წლის 04 დეკემბრის აბონენტის ბარათის შესაბამისად, აბონენტი - ნ-----------------ის მისამართად მითითებულია: ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი, შენობა 3 ბინა 6 და აღნიშნულ მისამართზე ის იხდის ელექტროენერგიის გადასახადს.

 

მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 დეკემბრის N1770 ცნობის შესაბამისად, ნ-----------------ე 1992 წლიდან ცხოვრობს ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი N43/6-ში

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთრება, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლება, ზესახელმწიფოებრივი უფლებაა და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას სახელმწიფოს მხრიდან.

 

,,საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება N1/51 საქმეზე ,,ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება".).

 

,,საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. იმავდროულად, კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება N1/2/384 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი").

 

,,საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო მეორე მხრივ, მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავისუფლდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ ფარგლებში" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება N2/1-370,382,390,402,405 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ").

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. გადაწყვეტილების კანონიერების შესამოწმებლად უნდა შემოწმდეს მისი დასაშვებობა, ფორმალური კანონიერება და მატერიალური კანონიერება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა.

 

ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოიცეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით.

 

ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა და აღნიშნულის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. სადავო აქტი არ არის გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისათვის საჭირო მოთხოვნათა დაცვით.

 

ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები მიუთითებენ სადავო აქტის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2017 წლის 21 ივლისის ბრძანების, კანონშეუსაბამობაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

 

მოსარჩლეებს საცხოვრებელი ბინები სარგებლობისათვის გადაეცათ იმ დასახლებულ პუნქტში, რომლის ტერიტორიაზეც დისლოცირებული იყო ის სამხედრო ნაწილი, სადაც მსახურობდნენ, ვინაიდან მოსარჩელეებს არ გააჩნდათ სხვა საცხოვრებელი. 1991 წლიდან ნ-----------------ე, 1994 წლიდან რ------------ე, 1996 წლიდან შ--------- ჯ--------ა, გ--–- დ---–-----–---–ი, ი-–-- ს--------–--ე, მ-----------, მ-------- ბ-----, 1998 წლიდან გ-----–-------ა შესახლებულ იქნენ სადავო ბინებში. ისინი გარკვეული დროის შემდეგ გათავისუფლებული იქნენ დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ მიუხედავად, ამისა, განაგრძეს მათთვის გადაცემულ ბინებში ცხოვრება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მათთვის ბინის ფლობასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუხატავს. მოსარჩელეები დღემდე ცხოვრობენ სადავო ბინებში, იხდიან კომუნალურ გადასახადებს, საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობაში იყო, მობინადრეებმა საკუთარი სახსრებით შეაკეთეს ბინები და დღემდე, ოც წელზე მეტია ფლობენ მათ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გურამ გაზდელიანმა განმარტა, რომ 1996 წლის სექტემბრის თვეში დაინიშნა ჯარების განთავსებისა და მშენებლობის მთავარი სამმართველოში. შეიქმნა ოთხი რეგიონალური საბინაო საექსპლუატაციო ნაწილი მათ შორის იყო ფოთის ნაწილი რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ცხენისწყლიდან აჭარის ჩათვლით. საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის დამტკიცებული დებულებით, რომელსაც ხელს აწერდა გენერალ-მაიორი მენაბდე ხელს და შესაბამისი მთავარი სამმართველოს ფუნქციებზე მინისტრი იყო მთელ ამ რეგიონში არსებული მთელი სამხედრო ქონება მათ შორის ქალაქში განთავსებული საბინაო ფონდები იყო მათ ბალანსზე, მაგრამ კონკრეტული სამხედრო ქალაქს ჰყავდა თავისი მეთაური, რომელზეც ყველა ფუნქცია იყო დამაგრებული, მათ შორის ბინებთან დაკავშირებულიც. კოლუმბარი იყო ერთი დიდი დახურული სამხედრო ქალაქი, რომელიც იმ პერიოდისთვის ფლობდა საბინაო ფონდს. საბინაო საექსპლუატაციო ნაწილები აკეთებდნენ აღრიცხვიანობას და საბინაო ფონდი გამოყენებული იყო იქ მაცხოვრებელი სამხედრო პირებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ ამ სამხედრო ნაწილებში. მოსარჩელეებს ის იცნობს. სამხედრო ნაწილის საბინაო კომისია მეთაურის და მისი მოადგილის გადაწყვეტილებით თუ კომისიის გადაწყვეტილებით, ჩასახლებულ სამხედრო პირებზე ოფიციალურად მიმართავდა მათ, რომ ამ პიროვნებებისთვის ამოეწერათ ორდერი, მაშინ ამოიწერებოდა ორდერი ან თუ ორდერი არ ამოიწერებოდა, ყოველივე ფიქსირდებოდა ზონარგაყრილ წიგნში. მთავრობის დადგენილება N603 მათ პირდაპირ აძლევდა ორდერის ამოწერის უფლებას. იყო ისეთი სამხედრო პირებიც, რომლებიც მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ იქ, მათზე ორდერები არ ამოიწერებოდა, მაგრამ ზონარგაყრილ წიგნში ყველა იყო დაფიქსირებული თავისი ოჯახის წევრებით.

 

საქართველოს სკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. 155-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, მფლობელობა წარმოიშვება ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.

 

კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნას მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

,,სასამართლო აცხადებს, რომ ,,მფლობელობის" ცნებად N1 დამატებითი ოქმის პირველი პუნქტის პირველი ნაწილის თვალსაზრისით, აქვს ავტონომიური მნიშვნელობა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური ნივთების მესაკუთრეობით და დამოუკიდებელია ადგილობრივ კანონმდებლობაში არსებული ფორმალური კლასიფიკაციისაგან: გამოსაკვლევი საკითხი შემდეგში მდგომარეობს: შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა განმცხადებელს ანიჭებს საკუთრების უფლებას იმ მატერიალურ ინტერესზე, რომელსაც იცავს აღნიშნული დებულება. შესაბამისად, ისევე როგორც ფიზიკური ნივთები, კონკრეტული უფლებები და ინტერესი, რომლებიც წარმოადგენენ კანონივებს, შეიძლება ასევე ჩაითვალოს ,,მფლობელობად" ამ დებულების საჭიროებიდან გამომდინარე. ,,მფლობელობის" ცნება არ იზღუდება ,,არსებულ მფლობელობად", არამედ შეიძლება მოიცავდეს კანონივებს, მათ შორის მოთხოვნებს, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია იდავოს, რომ მას გააჩნია სულ მცირე გონივრული და ,,მართლზომიერი მოლოდინი" იმისა, რომ შეძლებს საკუთრების უფლებით სარგებლობას. ,,მოლოდინი" მართლზომიერია, თუკი იგი ემყარება საკანონმდებლო დებულებას ან ნორმატიულ აქტს, რომელიც შეეხება საკუთრების ინტერესს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ)".

 

სახელმწიფომ ბინები მოსარჩელეებს გამოუყო კანონიერად, ეს იყო კეთილსინდისიერი ქმედება, რეგისტრირებული საკუთრების უფლების არარსებობის მიუხედავად, უმთავრესი მნიშვნელობა ამასთან დაკავშირებით აქვს უწყებების მიერ მკაფიოდ გამოხატულ ტოლერანტობას. მოსარჩელეები ოც წელზე მეტია, რაც შეუფერხებლად სარგებლობენ მათთვის გადაცემული საცხოვრებლებით, ამ დროის განმავლობაში ისინი იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს, უვლიდნენ აღნიშნულ უძრავ ქონებებს, როგორც საკუთარს და სახელმწიფოს აღნიშნული ფაქტი არასდროს გაუპროტესტებია.

 

საცხოვრებლის კეთილსინდისიერი ფლობა წარმოადგენდა მატერიალურ უფლებას. ამგვარად შეუძლებელი იყო მათი საცხოვრებლიდან გამოსახლება მისი ნების წინააღმდეგ და მსგავსი ალტერნატიული თავშესაფრის ან ფულადი კომპენსაციის შეთავაზების გარეშე, ამასთან მათ გააჩნდათ სულ მცირე გონივრული და ,,მართლზომიერი მოლოდინი" იმისა, რომ შეძლებდნენ საკუთრების უფლებით სარგებლობას.

 

პირის დროებითი საცხოვრებელი, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ასეთ პირს რეგისტრირებული საკუთრების უფლება, წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსში მოცემული მფლობელობის წესებით დაცულ უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლის თანახმად, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა გარემოება, როდესაც მოსარჩელეები ათ წელზე მეტი დროის განმავლობაში ცხოვრობენ სადავო ბინებში, აუცილებელი გადასახადების გადახდით, შესახლების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (იხ. გ.გაზდელიანის დაკითხვის ოქმი), მათი გამოსახლების თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოებს საკითხი არ დაუყენებიათ, მათ გააჩნდათ სულ მცირე გონივრული და ,,მართლზომიერი მოლოდინი" იმისა, რომ შეძლებდნენ საკუთრების უფლებით სარგებლობას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გასცეს წერილობითი თანხმობა გ-----–-------ასათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 44/12-ში, შ--------- ჯ--------ასათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 44/1-ში, გ--–- დ---–-----–---–ისათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 44/11-ში, ი-–-- ს--------–--ისათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 44/9-ში, მ-----------სათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 43/3, მ-------- ბ-----სათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 45/4-ში, რ------------ისათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 43/10-ში და ნ-----------------ისათვის ქ.ფოთი, კ-------–------–-------ი 43/6-ში მდებარე ბინების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და გ-----–-------ას, შ--------- ჯ--------ას, გ--–- დ---–-----–---–ის, ი-–-- ს--------–--ის, მ-----------ს, მ-------- ბ-----ს, რ------------ისა და ნ-----------------ისსარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, ფოთის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თადაცვის მინისტრის 13.09.10 წლის №589 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ყველა ბინა (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები) მათ შორის, მოსარჩელეების მიერ დაკავებული ფართი გამოცხადდა მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინებად. შესაბამისად, სტატუსის მოხსნამდე სამინისტროს დავალდებულება მოსარჩელეების სასარგებლოდ ბინების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით წერილიბითი თანხმობის გაცემა საფუძველს მოკლებულია და ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებას.

 

აპელანტის განმარტებით, ფოთის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა საქმის განსჯად სასამართლოში გადააგზავნასთან დაკავშირებით.

 

აპელანტის განმარტებით მოსარჩელეების მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2017 წლის N51 ბრძანება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით". საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად: ,,არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს". ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მისამართია თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის N20, ფოთის საქალაქო სასამართლოს საქმე განსჯადობით უნდა გადმოეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად: ,,გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ". ამავე კოდექსის 385-ე მუხლის შესაბამისად: ,,სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს".

 

აპელანტის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაყენებული იქნა საკითხი საქმის განსჯად სასამართლოში გადაგზავნის შესახებ, თუმცა სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული რასაც სადავოდ ხდის წინამდებარე საჩივრით, ამასთან გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოღებულია კანონის დარღვევით და უნდა გაქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ”ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები”. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.17 წლის №51 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

აპელანტის განმარტებით, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 30.04.08 წლის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები. აღნიშნული დებულებით, ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისათვის სხვა დოკუმენტებთან ერთად, ფიზიკურმა პირმა შესაბამის ორგანოში უნდა წარადგინოს მითითებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობა, ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ”ა”, ”ბ.ა”, ”ბ.ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე”. ”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის თანახმად: ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინებისა და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ბინები დაკავებული აქვთ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე.

 

აღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება: ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ, გ) სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას, დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში”

 

”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 30.04.08 წლის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება ბინები, რომლების საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის არის განკუთვნილი. თადაცვის მინისტრის 13.09.10 წლის №589 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ყველა ბინა (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები) მათ შორის, მოსარჩელეების მიერ დაკავებული ფართი გამოცხადებულია მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინებად. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული მოსარჩელეების მიერ დაკავებული ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება აღნიშნული სტატუსის მოხსნამდე. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელეთა მხრიდან სადაოდ არ გამხდარა დაკავებულ ფართებზე სტატუსის მოხსნის საკითხი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტი მხარის განმარტებით არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2017 წლის 21 ივლისის ბრძანება, რომლითაც შ--------- ჯ--------ას, ი-–-- ს--------–--ის, მ-----------ს, ნ-----------------ის, გ--–- დ---–-----–---–ის, რ------------ის, მ-------- ბ-----ს და გ-----–-------ას უარი ეთქვათ 2017 წლის 18 აპრილის N355385 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავის გადაწყვეტის მიზნით, მართებულად შეამოწმა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

მოსარჩელეებმა მიმართეს თავდაცვის სამინისტროს ბინის საკუთრებაში გადასაცემად ქ.ფოთის მერიაში წარსადგენი წერილობითი თანხმობის გაცემის მოთხოვნით, რაზეც 2017 წლის 21 ივლისის N817 00000051 ბრძანებით უარი ეთქვათ, იმ საფუძვლით რომ ბინები სამსახურებრივი დანიშნულების იყო და ასეთი კატეგორიის ბინები საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარებოდა.

 

საქათველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 05 ივნისის წერილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის N589 ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი სადავო ბინები გამოცხადებულია მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინებად და აღნიშნული სტატუსი დღეის მდგომარეობით მოხსნილი არ აქვთ.

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს დებულება აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს. ამავე დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დადგენილი წესით, ამ დებულებით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დადგენილი წესით (ამჟამად ძალადაკარგულია და მის ნაცვლად მოქმედებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება), რა დროსაც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დადგენილი თავისებურებები.

 

,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განცხადებას უნდა ერთვოდეს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება: ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში (მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ, ან/და გ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას ან; დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. დასახელებული ნორმა გარდა იმისა, რომ ადგენს ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენ დოკუმენტების სახეობას, მიუთითებს რომ ეს დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ დებულების მე-2 მუხლში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ფიზიკურმა პირმა შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა.“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე; ბ) საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეიცავს მითითებულ ინფორმაციას); გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (იმ შემთხვევაში, თუ პირი დასაქმებულია). დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება ბინა: ა) რომელიც მდებარეობს დახურული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე; ბ) თუ ბინა დაკავებული აქვს: ბ.ა) 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); ბ.ბ) მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ბ.გ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მომსახურე პირს. გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი ბინები.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე ფიზიკური პირი ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში წარადგინოს ცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, რომ: ა) საკუთრებაში გადასაცემი ბინა არ მდებარეობს დახურული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე; ბ) ბინა დაკავებული არ აქვს 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); გ) ბინა დაკავებული არ აქვს მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); დ) ბინა დაკავებული არ აქვს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მომსახურე პირს და ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ბინა არ არის განკუთვნილი მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება აგრეთვე ბინა: ა) თუ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ცნობილი გახდება აღნიშნული ბინის თაობაზე სასამართლო დავის არსებობის შესახებ (დავის დასრულებამდე); ბ) თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნება ან სხვაგვარად გახდება ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისი ბინით სარგებლობის უფლებას ანიჭებს სხვა პირს.

 

აღნიშნული ნორმები ადგენს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემაზე საკითხის განმხილველი უფლებამოსილი ორგანო არის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობა ადმნისტრაციულ წარმოებაში შემოიფარგლება კონკრეტული ინფორმაციის გაცემით.

 

საქმეში დაცული მასალით ირკვევა, რომ მოსარჩლეებს საცხოვრებელი ბინები სარგებლობისათვის გადაეცათ იმ დასახლებულ პუნქტში, რომლის ტერიტორიაზეც დისლოცირებული იყო ის სამხედრო ნაწილი, სადაც მსახურობდნენ, ვინაიდან მოსარჩელეებს არ გააჩნდათ სხვა საცხოვრებელი. 1991 წლიდან ნ-----------------ე, 1994 წლიდან რ------------ე, 1996 წლიდან შ--------- ჯ--------ა, გ--–- დ---–-----–---–ი, ი-–-- ს--------–--ე, მ-----------, მ-------- ბ-----, 1998 წლიდან გ-----–-------ა შესახლებულ იქნენ სადავო ბინებში. ისინი გარკვეული დროის შემდეგ გათავისუფლებული იქნენ დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ მიუხედავად, ამისა, განაგრძეს მათთვის გადაცემულ ბინებში ცხოვრება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მათთვის ბინის ფლობასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუხატავს. მოსარჩელეები დღემდე ცხოვრობენ სადავო ბინებში, იხდიან კომუნალურ გადასახადებს, საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობაში იყო, მობინადრეებმა საკუთარი სახსრებით შეაკეთეს ბინები და დღემდე, ოც წელზე მეტია ფლობენ მათ.

 

მოწმე გურამ გაზდელიანის საქალაქო სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ 1996 წლის სექტემბრის თვეში დაინიშნა ჯარების განთავსებისა და მშენებლობის მთავარი სამმართველოში. შეიქმნა ოთხი რეგიონალური საბინაო საექსპლუატაციო ნაწილი მათ შორის იყო ფოთის ნაწილი რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ცხენისწყლიდან აჭარის ჩათვლით. საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის დამტკიცებული დებულებით, რომელსაც ხელს აწერდა გენერალ-მაიორი მენაბდე ხელს და შესაბამისი მთავარი სამმართველოს ფუნქციებზე მინისტრი იყო მთელ ამ რეგიონში არსებული მთელი სამხედრო ქონება მათ შორის ქალაქში განთავსებული საბინაო ფონდები იყო მათ ბალანსზე, მაგრამ კონკრეტული სამხედრო ქალაქს ჰყავდა თავისი მეთაური, რომელზეც ყველა ფუნქცია იყო დამაგრებული, მათ შორის ბინებთან დაკავშირებულიც. კოლუმბარი იყო ერთი დიდი დახურული სამხედრო ქალაქი, რომელიც იმ პერიოდისთვის ფლობდა საბინაო ფონდს. საბინაო საექსპლუატაციო ნაწილები აკეთებდნენ აღრიცხვიანობას და საბინაო ფონდი გამოყენებული იყო იქ მაცხოვრებელი სამხედრო პირებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ ამ სამხედრო ნაწილებში. მოსარჩელეებს ის იცნობს. სამხედრო ნაწილის საბინაო კომისია მეთაურის და მისი მოადგილის გადაწყვეტილებით თუ კომისიის გადაწყვეტილებით, ჩასახლებულ სამხედრო პირებზე ოფიციალურად მიმართავდა მათ, რომ ამ პიროვნებებისთვის ამოეწერათ ორდერი, მაშინ ამოიწერებოდა ორდერი ან თუ ორდერი არ ამოიწერებოდა, ყოველივე ფიქსირდებოდა ზონარგაყრილ წიგნში. მთავრობის დადგენილება N603 მათ პირდაპირ აძლევდა ორდერის ამოწერის უფლებას. იყო ისეთი სამხედრო პირებიც, რომლებიც მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ იქ,მათზე ორდერები არ ამოიწერებოდა, მაგრამ ზონარგაყრილ წიგნში ყველა იყო დაფიქსირებული თავისი ოჯახის წევრებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 155-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, მფლობელობა წარმოიშვება ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.

 

პალატა განმარტავს, რომ ,,მფლობელობის" ცნებად N1 დამატებითი ოქმის პირველი პუნქტის პირველი ნაწილის თვალსაზრისით, აქვს ავტონომიური მნიშვნელობა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური ნივთების მესაკუთრეობით და დამოუკიდებელია ადგილობრივ კანონმდებლობაში არსებული ფორმალური კლასიფიკაციისაგან: გამოსაკვლევი საკითხი შემდეგში მდგომარეობს: შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა განმცხადებელს ანიჭებს საკუთრების უფლებას იმ მატერიალურ ინტერესზე, რომელსაც იცავს აღნიშნული დებულება. შესაბამისად, ისევე როგორც ფიზიკური ნივთები, კონკრეტული უფლებები და ინტერესი, რომლებიც წარმოადგენენ კანონივებს, შეიძლება ასევე ჩაითვალოს ,,მფლობელობად" ამ დებულების საჭიროებიდან გამომდინარე. ,,მფლობელობის" ცნება არ იზღუდება ,,არსებულ მფლობელობად", არამედ შეიძლება მოიცავდეს კანონივებს, მათ შორის მოთხოვნებს, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია იდავოს, რომ მას გააჩნია სულ მცირე გონივრული და ,,მართლზომიერი მოლოდინი" იმისა, რომ შეძლებს საკუთრების უფლებით სარგებლობას. ,,მოლოდინი" მართლზომიერია, თუკი იგი ემყარება საკანონმდებლო დებულებას ან ნორმატიულ აქტს, რომელიც შეეხება საკუთრების ინტერესს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ)".

 

სახელმწიფომ ბინები მოსარჩელეებს გამოუყო კანონიერად, ეს იყო კეთილსინდისიერი ქმედება, რეგისტრირებული საკუთრების უფლების არარსებობის მიუხედავად, უმთავრესი მნიშვნელობა ამასთან დაკავშირებით აქვს უწყებების მიერ მკაფიოდ გამოხატულ ტოლერანტობას. მოსარჩელეები ოც წელზე მეტია, რაც შეუფერხებლად სარგებლობენ მათთვის გადაცემული საცხოვრებლებით, ამ დროის განმავლობაში ისინი იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს, უვლიდნენ აღნიშნულ უძრავ ქონებებს, როგორც საკუთარს და სახელმწიფოს აღნიშნული ფაქტი არასდროს გაუპროტესტებია.

 

საცხოვრებლის კეთილსინდისიერი ფლობა წარმოადგენდა მატერიალურ უფლებას. ამგვარად შეუძლებელი იყო მათი საცხოვრებლიდან გამოსახლება მისი ნების წინააღმდეგ და მსგავსი ალტერნატიული თავშესაფრის ან ფულადი კომპენსაციის შეთავაზების გარეშე, ამასთან მათ გააჩნდათ სულ მცირე გონივრული და ,,მართლზომიერი მოლოდინი" იმისა, რომ შეძლებდნენ საკუთრების უფლებით სარგებლობას.

 

პირის დროებითი საცხოვრებელი, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ასეთ პირს რეგისტრირებული საკუთრების უფლება, წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსში მოცემული მფლობელობის წესებით დაცულ უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლის თანახმად, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს.

 

ამდენად სახეზეა გარემოება, როდესაც მოსარჩელეები ათ წელზე მეტი დროის განმავლობაში ცხოვრობენ სადავო ბინებში, აუცილებელი გადასახადების გადახდით, შესახლების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი გამოსახლების თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოებს საკითხი არ დაუყენებიათ, მათ გააჩნდათ სულ მცირე გონივრული და ,,მართლზომიერი მოლოდინი" იმისა, რომ შეძლებდნენ საკუთრების უფლებით სარგებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებას, რომ გ-----–-------ა წარმაოადგენს ქ.ფოთში, კ-------–------–-------ი 44/12-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლეს, შ--------- ჯ-------- წარმოადგენს ქ.ფოთში, კ-------–------–-------ი 44/1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლეს, გ--–- დ---–-----–---–ი წარმოადგენს ქ.ფოთში, კ-------–------–-------ი 44/11-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლეს, ი-–-- ს--------–--ე წარმოადგენს ქ.ფოთში, კ-------–------–-------ი 44/9-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლეს, მ----------- წარმოადგენს ქ.ფოთში, კ-------–------–-------ი 43/3-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლეს, მ-------- ბ----- წარმოადგენს ქ.ფოთში, კ-------–------–-------ი 45/4-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლეს, რ------------ე წარმოადგენს ქ.ფოთში, კ-------–------–-------ი 43/10-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლეს და ნ-----------------ე წარმოადგენს ქ.ფოთში, კ-------–------–-------ი 43/6-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლეს, რაც მათთვის საცხოვრებელი ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საფუძველია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”უ” ქვეპუნქტით აპელანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლეები: მაკა გორგოძე

მარინა სირაძე

მარინე იმერლიშვილი