განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2018
საქმის ნომერი
120100118002347291
ინსტანცია
თარიღი
17.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002347291

საქმე №1/ბ-547-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ივლისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ------------–---–---–ის,მსჯავრდებულ: გ--------–-–--–---–ის,ადვოკატ: ი----------------ის

 

მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---------------------–-–--–---–ის მიმართ, დაბადებულის 1-----–-–----------------ს, პირადი №1----------- საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ბ------------------------------–-------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განაჩენით გ--------–-–--–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

 

გ--------–-–--–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 10 თებერვალს, ბ------------------------------–-------ში საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ--------–-–--–---–მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, შვილს ეკ-----------–-–--–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში, ასევე დაარტყა მარჯვენა მხარში და მარცხენა ხელის მაჯაში, რის შედეგადაც ე-----------–-–--–---–ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი მეტისმეტად ლმობიერია, ვერ იქნება შემაკავებელი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავის რესოციალიზაციას და სასჯელის მიზნებს.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ--------–-–--–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ--------–-–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:

ე-----------–-–--–---–ის ჩენებით, 2018 წლის 10 თებერვალს სახლში მოსულმა მამამ გ--------–-–--–---–მა დაუწყო მას საუბარი, რომ ყველა მისი სარჩენები იყვნენ, რაზეც მან უპასუხა რომ მისი შვილები იყვნენ და მისი რჩენა არ უნდა დაეყვედრებინა, აღნიშნულზე გ----------–-–--–---–ი წყობილებიდან გამოვიდა და დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რაც მისი მხრიდან მის მიმართ გინებასა და ცუდი სიტყვებით მიმართვაში გამოიხატა, უძახდა რომ იყო ბოზი და ცუდი ადამიანი, შემდეგ მარჯვენა ხელის გაშლილი მტევანი სახის მარჯვენა მხარეს, ყურის ქვემოთ დაარტყა,რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.იმავდროულად კიდევ მოუქნია მარჯვენა ხელი და დაარტყა მარჯვენა მხარში, რა დროსაც აგრეთვე ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა, კიდევ მოუქნია მესამედ ხელი სახის არეში, რა დროსაც იგი მის მხარეს შებრუნდა და თან მარცხენა ხელი აიფარა სახეზე, გ--------–-–--–---–ის დარტყმული ხელი მარცხენა ხელის მაჯაში მოხვდა, რა დროსაც ასევე ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და დარტყმის შედეგად ძირს დაეცა.

 

რ----------–-–--–---–ის და ლ-----------–-–--–---–ის ჩვენებების თანახმად, 2018 წლის 10 თებერვალს სახლში მისულმა გ--------–-–--–---–მა დაიწყო პრეტენზიების გამოთქმა ოჯახში, რომ ყველა მისი სარჩენი იყო, რაზეც ე-----------–-–--–---–მა უთხრა რომ შვილებისათვის რჩენა არ უნდა დაეყვედრებინა. მისმა ნათქვამმა გ--------–-–--–---–ი წყობილებიდან გამოიყვანა და ე----------ს დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, უძახდა ბოზს და თან აგინებდა, მოულოდნელად მარჯვენა ხელის გაშლილი მტევანი სამჯერ დაარტყა ზედიზედ ე----------ს, ჯერ სახის მარჯვენა მხარეს ყურის ქვემოთ, შემდეგ მარჯვენა მხარეს და მესამედ მოქნეული ხელი ე----------ს მოხვდა მარცხენა ხელის მაჯაში როდესაც ის სახეზე აიფარა, ბოლო დარტყმის შედეგად ე---------- იატაკზე წაიქცა.

 

გ---------–-–--–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 10 თებერვალს სახლში დაახლოებით 14:00 საათზე მივიდა, სადაც მისი მეუღლე ლ--------, შვილები ე---------- და რ----------–-–--–---–ები დახვდნენ, ე----------მ დაუწყო კამათი თუ რატომ არ იყო სამუშაოდ, მან აუხსნა რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, ე----------მ დაიწყო ყვირილი, რომ ემუშავა და ოჯახში ფული მიეტანა,რაზეც იგი გაღიზიანდა, მას მარცხენა მაჯაზე მოუჭირა ხელი და უთხრა დაწყნარებულიყო, მაგრამ ის არ ჩერდებოდა, რა დროსაც ჯერ ერთხელ კრა ხელი მხარში, რომ ვერ მოიცილა კიდევ ორჯერ გაიქნია ხელი მის მხარეს და როგორც ახსოვს ერთი მოქნეული ხელი სახეში მოხვდა ე-----------–-–--–---–ს, რის შემდეგაც ძირს დაეცა და განაგრძო ყვირილი.

 

2018 წლის 12 თებერვალს №1---------- სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ე-----------–-–--–---–ს აღენიშნებოდა ნაჭდევი მარჯვენა ყურის ნიჟარის უკან დვრილისებურ მორჩთან, აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

გ--------–-–--–---–ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - დ--–--–-–--–---–ის, ი-----–----–-–--–---–ის, ლ-–---------ის, ბ--------------–--ის, მ-----–-–--–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გ--------–-–--–---–ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ე-----------–-–--–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაულს (რაც აგრეთვე დადასტურებული იქნა გ--------–-–--–---–ის მიერ სააპელაციო პალატის სასამართლო სხდომაზე), პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩია და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ--------–-–--–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ გ--------–-–--–---–ს სრულად აქვს გააცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩანადენს, ამიტომ მისთვის პირობითი მსჯავრის პატიმრობით შეცლის აუცილებლობა არ არსებობს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის განაჩენი გ--------–-–--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

გ--------–-–--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი.

 

პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ გ--------–-–--–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გ---------–-–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 11 თებერვლიდან 2018 წლის 14 თებერვლის ჩათვლით;

გ--------–-–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია, ხოლო განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ ზ--------–-–--–---–ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ხ-–--------------------------–-----–------------------------------------------- - 5 000 ლარის ფარგლებში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი