განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2018
საქმის ნომერი
150100118002247169
ინსტანცია
თარიღი
17.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N150100118002247169, №1ბ/251-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის მდივანი ვახტანგ ლობჟანიძე

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ----–------ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ვა--- ე------ი, დაბადებული 19-- წლის 3-----–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N3----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ნი---–-----ის რაიონი, სოფელი სპ------ა;

 

ადვოკატი - ო-------------–--ე;

 

თარჯიმანი - ს------------–---–ი.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი (თვითნებობა, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).

 

სასჯელი:

 

ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

ა---–---–---------–------- რაიონული პროკურორის ვ----–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ვა--- ე------ის მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: ვა--- ე------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნული დანაშაული ემსახურებოდა სარგებლის მიღებას, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი არ ყოფილა ანაზღაურებული, ამასთან, ვა--- ე------ი წარსულში პასუხისგებაში იყო მიცემული ანალოგიური ქმედებისთვის (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ვა--- ე------ის უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგ გარემოებათა გამო: ა-------- ა--------ის მიერ მიწის რეგისტრაცია განხორციელდა კანონის დარღვევით. განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ასახავს რეალობას და შეესაბამება ნ--------------ის განაჩენში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ვინ, სად, რა ვითარებაში, როდის გათიბა, როდის განხორციელდა თავისად დაგულებული უფლების ბოროტად გამოყენება, როდის გახდა ცნობილი ვა--- ე------ისთვის მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის ფაქტი. გარდა აღნიშნულისა, დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განაჩენი ნ--------------ის მიმართ, რომლითაც ნ--------------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარემ მიუთითა, რომ ნ--------------ის საქმის ფაქტობრივი გარემოებების მსგავსია ვა--- ე------ის საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მისთვის არ იყო ცნობილი ა-------- ა--------ის მიერ საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვა--- ე------მა ჩაიდინა თვითნებობა, ე.ი. თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის აგვისტოს თვეში, ვა--- ე------მა თვითნებურად, კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, თავისად დაგულებული უფლების საფუძველზე, გათიბა ა-------- ა--------ის კუთვნილი დაახლოებით ჰექტარნახევარი ფართის სათიბი მიწის ნაკვეთი, მდებარე ნი---–-----ის რაიონის სოფელ სპ------აში, მითითებული თივა კი წაიღო, რითაც ა-------- ა--------ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით, ვა--- ე------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენი ვა--- ე------ის მიმართ და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ა-------- ა--------მა განმარტა, რომ 2003 წლიდან 10 წლის ვადით ნი---–-----ის რაიონის სოფელ სპ------აში იჯარით აღებული ჰქონდა სათიბი მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ადგილას. 2016 წლის იანვარში მან შეისყიდა იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი, რომელიც 2016 წლის 13 იანვარს საჯარო რეესტრში გაიფორმა საკუთრების უფლებით. 2016 წლის ივლისის ბოლოს, ვიდრე სოფლის მოსახლეობა დაიწყებდა სათიბების გათიბვას, განცხადებით მიმართა ნი---–-----ის გამგეობის წარმომადგენელს გ------–----ის ადმინისტრაციულ ერთეულში ლ-------------–---ს და სთხოვა მათ შორის ვა--- ე------ის გაფრთხილებაც, რომ მისი მიწის ნაკვეთი აღარ გაეთიბათ, ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაირეგისტრირა საკუთრების უფლებით. მიუხედავად ამისა, ვა--- ე------მა მისი კუთვნილი 1485,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გათიბა და თივა წაიღო, რის შემდეგაც მიმართა პოლიციას.

 

მოწმე ნ--------------ის ჩვენებით, ცხოვრობს ნი---–----ის რაიონის სოფელ სპ------აში. 2000 წლიდან იცნობს ვა--- ე------ს და ა-------- ა--------ს. ა-------- ა--------თან აქვს დაძაბული ურთიერთობა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. 2016 წლის 8 აგვისტოს მან გათიბა ა-------- ა--------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი. გათიბვის დასრულების შემდეგ მასთან მივიდა შვილი ა---------–-------ე და უთხრა, რომ სოფელ სპ------ის სპეციალისტმა ა---------–-------ემ მას უთხრა, რომ აღნიშნული სათიბი არის ა-------- ა--------ის საკუთრება და მას აღარ გაეთიბა. მოწმემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არაერთხელ მიუმართავს ნი---–-----ის გამგეობისათვის, რომ მასთან გაეფორმებინათ იჯარის ხელშეკრულება, მაგრამ მას არანაირი საბუთი არ მისცეს. მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მიწის ნაკვეთი გაფორმებული ჰქონდა ა-------- ა--------ს, ამის შესახებ მხოლოდ მიწის ნაკვეთის გათიბვის შემდეგ გაიგო, ხოლო გათიბული თივა 210 წნეხი წაიღო იმის გამო, რომ არ გაფუჭებულიყო. ასევე განმარტა, რომ ვა--- ე------ს ა-------- ა--------თან აქვს დავა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. მან თანასოფლელები ვა--- ე------ი და ე---- ა--------ი სიტყვიერად გააფრთხილა, რომ მათ მიერ გათიბული ნაკვეთები მათ არ ეკუთვნოდათ და გაფორმებული ჰქონია ა-------- ა--------ს.

 

მოწმე ლ-------------–---ი არის ნი---–-----ის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ გ------–----ის ადმინისტრაციულ ერთეულში. მისი განმარტებით, 2016 წლის ივლისის თვის ბოლოს - აგვისტოს დასაწყისში მას განცხადებით მიმართა ა-------- ა--------მა, რომელიც ითხოვდა, რომ გაეფრთხილებინა ნი---–-----ის რაიონის სოფელ სპ------აში მცხოვრები ვა--- ე------ი, ნ--------------ე და ე---- ა--------ი, რათა არ გაეთიბათ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით მან სატელეფონო საუბრით აცნობა სოფელ სპ------ის სპეციალისტს ა---------–-------ეს, რომელსაც აუხსნა განცხადების შინაარსი და უთხრა, რომ ვა--- ე------ი გაეფრთხილებინა აღნიშნულთან დაკავშირებით, ხოლო განცხადება ფიზიკური სახით გაატანა ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ჯ-----------ეს. ა---------–-------ემ იმავე დღეს დაუდასტურა, რომ შინაარსი გააცნო განცხადებაში მითითებულ პირებს.

 

ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ა---------–-------ემ განმარტა, რომ 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში მას დაუკავშირდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ლ-------------–---ი, რომელმაც უთხრა, რომ ქ.ნი---–-----აში მცხოვრებ ა-------- ა--------ს განცხადებით მიუმართავს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით. ლ-------------–---ის დავალებით მას უნდა გაეფრთხილებინა სოფელ სპ------აში მცხოვრები ვა--- ე------ი, ე---- ა--------ი და ნ--------------ე, რათა მათ არ გაეთიბათ სოფელ სპ------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა-------- ა--------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. ვინაიდან ე---- ა--------ი რუსეთში იმყოფებოდა, გააფრთხილა მისი ძმა მ------ს ა--------ი. ნ--------------ის გაფრთხილება მოხდა მისი შვილის მეშვეობით, ხოლო ვა--- ე------ი, ვინაიდან არ იმყოფებოდა სახლში, გააფრთხილა ტელეფონით.

 

მოწმე ჯ-----------ის ჩვენებით, არის ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2016 წლის ივლისის ბოლოს, რიცხვი არ ახსოვს, ლ-------------–---მა, რომელიც არის ნი---–-----ის გამგებლის წარმომადგენელი გ------–----ის ადმინისტრაციულ ერთეულში, მას გაატანა ა-------- ა--------ის განცხადება (რომელიც შედგენილი იყო სომხურ ენაზე) იმის თაობაზე, რომ ნ--------------ეს, ვა--- ე------ს და მ------ს ა--------ს არ გაეთიბათ ა-------- ა--------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. მან აღნიშნული განცხადება იმ დღესვე გადასცა ნ--------------ეს. ამ დროს ჯერ თიბვის სეზონი დაწყებული არ იყო და იგი დაიწყო დაახლოებით 15 დღის შემდეგ.

 

დაკითხვისას მოწმე მ------ს ა--------მა განმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ნი---–-----ის რაიონის სოფელ სპ------აში. დაახლოებით 9 წელია ძმასთან - ე---- ა--------თან ერთად ყოველწლიურად თიბავს სოფელ სპ------ის ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს. 2016 წლის აგვისტოს თვეში, რიცხვი არ ახსოვს, მასთან მისული იყო ნ--------------ე და უთხრა, რომ ჯ-----------ემ მას გადასცა განცხადება, რომ ა-------- ა--------ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები აღარ მოეთიბათ მას, ნ--------------ეს და ვა--- ე------ს, რაზეც მან ასევე გააფრთხილა ვა--- ე------იც.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ნი---–-----ის რაიონის სოფელ სპ------აში 14805.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი (ს/კ 6-----------), 2016 წლის 13 იანვარს საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ა-------- ა--------ის სახელზე.

 

2016 წლის 12 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ვა--- ე------ის მიერ გათიბული მიწის ნაკვეთის კოორდინატები შეესაბამება ა-------- ა--------ის სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 6-----------) კოორდინატებს.

 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების (1999 წლის 15 ივნისის) თანახმად, ვა--- ე------თან დადებული იჯარის ხელშეკრულების ვადაა 10 წელი.

 

მოწმე ს-----------–--------მა, რომელიც მუშაობს ნი---–-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სპეციალისტად, განმარტა, რომ 2016 წლის სექტემბრის თვეში ა-------- ა--------ის განცხადების საფუძველზე ნი---–-----ის შსს სამმართველოს პოლიციელებთან ერთად გაემგზავრა ნი---–-----ის რაიონ სოფელ სპ------აში, რათა ა.ა--------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები შეედარებინათ საჯარო რეესტრში არსებული კოორდინატებისთვის - GPS პროგრამით. შსს თანამშრომლებს თან ჰქონდათ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და აგრეთვე აზომვითი ნახაზი. მათ დააზუსტეს ეს ადგილები - ერთი იყო 5ჰა, ხოლო მეორე დაახლოებით 1.5ჰა. დათვალიერების დროს აღნიშნულ ადგილებზე იმყოფებოდნენ ა-------- ა--------ი და ვა--- ე------ი. ამ კოორდინატებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთები შეესაბამებოდა გ-------------ის მიერ წარმოდგენილ ნახაზებს.

 

უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ-------------მა, სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 12 სექტემბერს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ადგილზე სპეციალისტის მიერ GPS პროგრამით აზომილი იქნა მიწის ნაკვეთი, სადაც ვა--- ე------მა მოთიბა სათიბი, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერით ეკუთვნოდა ა-------- ა--------ს (6-----------). ადგილზე დათვალიერებისას მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა გათიბული.

 

მოწმე მ-----–---------მა დაადასტურა, რომ 2016 წლის აგვისტოს თვეში, რიცხვი არ ახსოვს, ვა--- ე------ს, თხოვნის საფუძველზე, თივის საწნეხით რამდენიმე მიწის ნაკვეთზე დაუწნეხა თივა, რამაც შეადგინა დაახლოებით 2850 ცალი.

 

მოწმე ა--------------------ის ჩვენებით, ვა--- ე------თან წლების მანძილზე მუშაობს სეზონურ სამუშაოებზე. 2016 წლის აგვისტოს თვეში ვა--- ე------ის მიწის ნაკვეთიდან ეზიდებოდა თივის წნეხებს ვა--- ე------ის ეზოში. 2016 წელს აგვისტოს თვეში ერთი ცალი წნეხის ღირებულება იყო 3 ლარი. ერთი წნეხის გათიბვა და შეგროვება ჯდებოდა 1 ლარი. მას 2016 წელს თივის გადაზიდვაში თანხის სანაცვლოდ ვა--- ე------მა მისცა 240 წნეხი თივა, რადგან ანგარიშსწორება თივის წნეხებით ხდებოდა. ერთი ნაკვეთიდან დაახლოებით 2000 წნეხი თივა გამოდიოდა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა თუ არა ვა--- ე------ს მისთვის არ იყო ცნობილი, თუმცა იმ მიწის ნაკვეთზე მას წლების განმავლობაში უწევდა მუშაობა.

 

სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე ა----------ემ განმარტა, რომ 1997 წლიდან 2007 წლის ბოლომდე მუშაობდა ნი---–-----ის რაიონის გამგებლის მოადგილედ და იყო მიწის იჯარით გაცემის კომისიის წევრი. 1998 წლიდან პრეზიდენტის ბრძანებულებით მიწები მოსახლეობას იჯარით გადაეცა. ასევე გადასცეს 1999 წელს იჯარით მიწის ნაკვეთი ვა--- ე------ს. იჯარის ხელშეკრულების ვადა ვა--- ე------ს გაუვიდა 2009 წელს, თუმცა აღნიშნული მიწის ნაკვეთით კვლავ სარგებლობდა 2016 წლამდე. აღნიშნული მიწის ნაკვეთით 2016 წელსაც ისარგებლა ვა--- ე------მა, მან გათიბა და თივაც წაიღო, ვინაიდან იცოდა, რომ მისი მიწის ნაკვეთია. ვა--- ე------მა არ იცოდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით გაფორმებული ჰქონდა ა-------- ა--------ს. ა----------ის ჩვენებით, იგი ადრე მთელ სოფელს აძლევდა მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებას. ა-------- ა--------ის იჯარის ხელშეკრულება მას გასაჩივრებული ჰქონდა, თუმცა მოთხოვნა უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და კანონიერად ცნო ა-------- ა--------ის მიერ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება.

 

ვა--- ე------მა არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. განმარტა, რომ ცხოვრობს ნი---–-----ის რაიონის სოფელ სპ------აში, სადაც 1999 წლიდან იჯარით, 10 წლის ვადით, აღებული ჰქონდა სათიბი მიწის ნაკვეთი, რომელიც ამჟამად საჯარო რეესტრის ამონაწერით ეკუთვნის ა-------- ა--------ს. იჯარის ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში შესყიდვის მიზნით მან მიმართა ადგილობრივ და რეგიონალურ პრივატიზაციის განყოფილებებს, სადაც განუცხადეს, რომ მიწას საკუთრებაში ვერ დაურეგისტრირებდნენ, ვინაიდან ნი---–-----ის რაიონში მიწები დარეგისტრირებული იყო დარღვევებით და გამოძიება იყო დაწყებული პროკურატურაში. 2011 წლის აპრილის თვეში მან მიმართა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობდა და თიბავდა 2016 წლამდე. მისივე განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთზე იხდიდა გადასახადს, ავსებდა დეკლარაციას და დავალიანება არ გააჩნია. ა---------–-------ეს ან ნ--------------ეს მისთვის არ დაურეკავთ და არ გაუფრთხილებიათ, რომ ა-------- ა--------ს განცხადება ჰქონდა დაწერილი იმის შესახებ, რომ მიწა, რომელსაც თავად თიბავდა, გახდა ა--------ის საკუთრება. აღნიშნულის შესახებ მას უთხრა მ------ს ა--------მა, რის შემდეგაც მივიდა ა---------–-------ესთან სახლში, რათა ენახა თუ რა განცხადება აქვს დაწერილი ა-------- ა--------ს, რა დროსაც იგი სახლში არ დახვდა. მეორე დღეს ა-------ე დაუკავშირდა მას და უთხრა რომ განცხადება გადაცემული ჰქონდა სოფლის დეპუტატ ჯ-----------ისათვის. ვა--- ე------ის ჩვენებით, ეკუთვნოდა თუ არა სადავო მიწის ნაკვეთი ა-------- ა--------ს, მისთვის იყო უცნობი, ვინაიდან მისთვის არავის უთქვამს არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ვა--- ე------მა კვლავ დაადასტურა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი მიწის ნაკვეთის ა-------- ა--------ის სახელზე დარეგისტრირების ფაქტი მაშინ, როდესაც ნაკვეთი გათიბა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, პალატა იზიარებს დაცვის მხარის რიგ არგუმენტებს და მიაჩნია, რომ წარდგენილ ბრალდებაში ვა--- ე------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის N531აპ-17 განაჩენზე, რომლითაც გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი და ნ--------------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იყო ვა--- ე------ის საქმის ფაქტობრივი გარემოებების მსგავსი, გარდა ამისა, უზენაესმა სასამართლომ საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და ბევრი გარემოება არ ყოფილა გათვალისწინებული, რაც პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

მითითებულ საქმეში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ თვითნებობისას, პირი, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, ახორციელებს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას უფლება აქვს, ისარგებლოს ან არ ისარგებლოს კონკრეტული უფლებით. თუ პირმა იცის, რომ უფლება, რომელსაც ის ახორციელებს, მას არ ეკუთვნის, თვითნებობის შემადგენლობა გამოირიცხება.

 

თავდაპირველად, უნდა დადგინდეს იყო თუ არა ვა--- ე------ი უფლებამოსილი ესარგებლა სადავო მიწის ნაკვეთით.

 

ბრალდების მხარემ, თავად წარუდგინა ვა--- ე------ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, შესაბამისად, ასევე მიიჩნევენ, რომ ვა--- ე------ი თავისად დაგულებული უფლებით სარგებლობდა.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთები იყო სადავო, თუმცა, 2016 წლამდე ა-------- ა--------ის საკუთრებაში არ ყოფილა და მის სახელზე აღირიცხა მხოლოდ 2016 წლის 13 იანვარს.

 

ასევე დადგენილია, რომ ვა--- ე------თან იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2009 წლამდე, თუმცა, მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ვა--- ე------ი როგორც 2009 წლამდე, ასევე მის შემდეგაც თიბავდა სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, შესაბამისად, ჰქონდა თავისად დაგულებული.

 

დაცვის მხარის განმარტება, რომ ა-------- ა--------მა კანონის დარღვევით დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი და ა.შ.. არ წარმოადგენს განსახილველ საკითხს, შესაბამისად, პალატა ყურადღებას არ გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ ამ საკითხის ირგვლივ სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებზე.

 

შემდეგ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს იმის დადგენა ვა--- ე------ი თავისად დაგულებულ უფლებას ახორციელებდა თუ არა დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ.

 

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ თვითნებობა განზრახი დანაშაულია, რა დროსაც პირი აცნობიერებს, რომ თავის/თავისად დაგულებულ უფლებას კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ ახორციელებს. პალატამ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-ის რაიონის გამგებლის გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთით 2003 წლიდან სარგებლობდა ნ. მ.. მართალია, ოფიციალურად აღნიშნული ფაქტი არ დარეგისტრირებულა (არ ასახულა შესაბამისი მონაცემები საჯარო რეესტრის ბაზაში), მაგრამ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ეს ფაქტობრივი გარემოება არ იყო სადავო [...]. ამასთან, მას შემდეგ, რაც სადავო მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ა. ა-ის საკუთრების უფლება, ბუნებრივია, ნ. მ-ეს შეეზღუდა მიწით სარგებლობის უფლება, თუმცა იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მან ამის შესახებ შეიტყო ქმედების განხორციელების შემდეგ, მისი ქმედება ვერ შეფასდება თვითნებობად, ვინაიდან მისი განზრახვა ქმედების ჩადენის მომენტისთვის არ მოიცავდა თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას, რის გამოც ნ. მ. უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ქმედების სუბიექტური შემადგენლობის დაუდასტურებლობის მოტივით.

 

მხოლოდ იმ ფაქტის არსებობა, რომ იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ - 2009 წლიდან, ვა--- ე------ი კვლავ სარგებლობდა ამ მიწის ნაკვეთით, უპირობოდ არ შეიცავს თვითნებობის ობიექტური შემადგენლობის ნიშნებს. ა----------ის ჩვენებით, ადრე მთელ სოფელს აძლევდა მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ვა--- ე------იც ამუშავებდა მიწის ნაკვეთს. მართალია, მას გაუვიდა იჯარის ხელშეკრულების ვადა, თუმცა, აღნიშნული მიწის ნაკვეთით კვლავ სარგებლობდა 2016 წლამდე. აღნიშნული მიწის ნაკვეთით 2016 წელსაც ვა--- ე------მა ისარგებლა, მან გათიბა და თივაც წაიღო, ვინაიდან იცოდა, რომ არ ჰქონდა უფლება შეზღუდული.

 

პალატა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ვა--- ე------მა თავისად დაგულებული მიწის ნაკვეთი გათიბა მაშინ, როდესაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ა-------- ა--------ის სახელზე, თუმცა, დასადგენია საკითხი, რამდენად ცნობილი იყო ვა--- ე------ისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი.

 

ბრალდების მხარე განმარტავს, რომ ა-------- ა--------ის განცხადების თაობაზე, ტელეფონის მეშვეობით ეცნობა ვა--- ე------ს, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფს. ამ მხრივ მხოლოდ მოწმე ა---------–-------ის ჩვენება ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება იმ ფონზე, როდესაც საქმეში წარმოდგენილია საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ფაქტია, რომ ვა--- ე------ისთვის არ მიუტანიათ ა-------- ა--------ის განცხადება, ხოლო თავად ნ--------------ის ჩვენებით, მისთვის გათიბვის შემდეგ გახდა ცნობილი მიწის ნაკვეთზე ა-------- ა--------ის საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ. მან თანასოფლელები ვა--- ე------ი და ე---- ა--------ი სიტყვიერად გააფრთხილა, რომ მათ მიერ გათიბული ნაკვეთები მათ არ ეკუთვნოდათ და გაფორმებული ჰქონია ა-------- ა--------ს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს განაჩენში მითითებულ არგუმენტს, რომ თუნდაც ვა--- ე------ისთვის არ ყოფილიყო ცნობილი მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ, მაინც არსებობდა თვითნებობის შემადგენლობის ნიშნები, რადგან მას წინდახედულების ნორმები ავალებდა გაეთვალა, ხომ არ ლახავდა მისი ქმედება ვინმეს კანონიერ უფლებას, ვინაიდან თვითონ რაიმე კანონიერი საფუძვლის გარეშე სარგებლობდა ამ მიწის ნაკვეთით და ეს მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო.

 

ვა--- ე------ი წლების მანძილზე სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით და მისთვის არავის უთქვამს, რომ ლახავდა სხვის უფლებას. ის გარემოება, რომ მას, ისევე, როგორც ნ--------------ეს, დარეგისტრირებული არ ჰქონდა უფლება საჯარო რეესტრში, არ უნდა ადასტურებდეს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ მოქმედების ფაქტს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების მსგავსია. ისევე, როგორც ნ--------------ის შემთხვევაში, ვა--- ე------ისთვისაც არ იყო ცნობილი მიწის ნაკვეთზე ა-------- ა--------ის საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, რომ ვა--- ე------მა გათიბვამდე შეიტყო მიწის გასხვისების შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვა--- ე------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რასაც ვერ დაეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

 

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი პალატის მოსაზრებით ვერ პასუხობენ მტკიცებულების უტყუარობის ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენი ვა--- ე------ის მიმართ და მის მიმართ დადგეს გამამართლებელი განაჩენი. ამ გარემოებიდან გამომდინარე, შეუძლებელია პროკურორის სააპელაციო საჩივარზე მსჯელობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა---–---–---------–------- რაიონული პროკურორის ვ----–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ვა--- ე------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ო-------------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ვა--- ე------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განემარტოს ვა--- ე------ს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია ვა--- ე------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა უნდა დაუბრუნდეს გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე