განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210117002098907
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 133
31 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი _ ეკატერინე ქორიძე
აპელანტი: გ------ კ-------–--;
წარმომადგენელი: ა---- თ----ე;
მოწინააღმდეგე მხარე: ვ------–-- გ-----------------ი;
წარმომადგენელი: კ--- ჩ---–--–---–ი;
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი: ვ------–-- გ-----------------ი;
წარმომადგენელი: კ--- ჩ---–--–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე: გ------ კ-------–--;
წარმომადგენელი: ა---- თ----ე;
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
ვ------–-- გ-----------------მა სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე გ------ კ-------–--ს მიმართ და ითხოვა დაეკისროს მოპასუხეს მის სასარგებლოდ 2800 აშშ დოლარის და 2600 ლარის გადახდა. ასევე, მოითხოვა გ------ კ-------–--ს მის სასარგებლოდ დაეკისროს 2800 დოლარის წლიური 24%, სარჩელის შეტანის დღიდან 21.09.2017 წლიდან ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე 1.84 აშშ დოლარი (672/365=1.84) რომლის ჯამი დღეის მდგომარეობით (61 დღე) შეადგენს 113 (ას ცამეტ) აშშ დოლარს. (კურსი 1 აშშ დოლარი - 2.7 ლარი, 113 აშშ დოლარი უდრის 305 ლარი) და 2600 ლარის წლიური 24 % სარჩელის შეტანის დღიდან 21.09.2017 წლიდან ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე 1.7 ლარი (624/365=1.7), რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს (61x1.7=104) 104 (ასოთხი) ლარის (იხ.ს/ფ 121-135 დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ვ------–-- გ-----------------მა გ------ კ-------–--ს ასესხა 2800 აშშ დოლარი და 2600 ლარი. გ------ კ-------–--მ ვ------–-- გ-----------------ს გადასცა მის მიერ დაწერილი და ხელმოწერილი ხელწერილები. სესხად მიცემული თანხის დაბრუნების ვადა ხელწერილებში მითითებული არ არის,მხარეთა შეთანხმებით თანხა უნდა დაბრუნებოდა ვ------–-- გ-----------------ს მისი მოთხოვნისთანავე. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, გ------ კ-------–-- არ უბრუნებს თანხას ვ------–-- გ-----------------ს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ გ-----------------ი საქართველოში ახორციელებს მის ხელთ არსებული სახსრების მეშვეობით სამეწარმეო საქმიანობას. ახდენს სხვადასხვა საქმიანობებში თანხების ინვესტიციას. გ------ კ-------–--ს მიერ თანხის დაუბრუნებლობით ის ამ თანხებს ვერ უშვებს სამოქალაქო ბრუნვაში, რის გამოც მას ადგება ზიანი, ამასთან, ეს თანხები გამოტანილია თავისი საბანკო ანგარიშებიდან, სადაც ერიცხებოდა სარგებელი.
მოპასუხე გ------ კ-------–--მ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო, თანხების მიღება დაადასტურა, მაგრამ განმარტა, რომ ხელწერილებით მიღებული თანხები სესხად მიღებულ თანხას არ წარმოადგენდა. აღნიშნული თანხები უნდა მოხმარებოდა მხარეთა ერთობლივ საქმიანობას და მოხმარდა კიდეც.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ------–-- გ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილი იქნა, რომ გ------ კ-------–--მ ვ------–-- გ-----------------ისგან 14.01.2016 წლიდან 18.05.2016 წლის ჩათვლით რამდენჯერმე სესხის სახით მიიღო თანხა, კერძოდ:
14.01.2016 წელს ისესხა 300 (სამასი) ლარი;
16.02.2016 წელს ისესხა 800 აშშ დოლარი და 1200 ლარი;
20.03.2016 წელს ისესხა 700 აშშ დოლარი და 900 ლარი;
03.04.2016 წელს ისესხა 1000 აშშ დოლარი;
18.05.2016 წელს ისესხა 500 ლარი;
დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 22 სექტემბერს გ------ კ-------–--მ და ვ------–-- გ-----------------მა დააფუძნეს შპს ,,ო------------–--’’ (ს/კ 4--------).
დადგენილი იქნა, რომ 2016 წლის 01 აპრილის შპს ,,ო------------–--ს’’ დამფუძნებელთა საერთო კრების №5 ოქმის გადაწყვეტილებითა და სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილების თანახმად, შპს ,,ო------------–-ს’’ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ო----------------ი’’.
დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა კ--- ჩ---–-–---–ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული დოკუმენტების ასლის მომზადება.
დადგენილი იქნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, განმცხადებელ კ--- ჩ---–-–---–ს ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებული დოკუმენტები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში არ ინახება. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია აღნიშნული დოკუმენტების ასლების მომზადების შესაძლებლობას.
დადგენილი იქნა, რომ 2016 წლის 11 იანვარს გ------ კ-------–--მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ითხოვა რეგისტრაციის შეწყვეტა, იმის გამო, რომ საწესდებო ფონდში არ დართეს ნება დაერეგისტრირებინა მის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი და რუსეთის მოქალაქე ვ------–-- გ-----------------ს არ დართეს ნება საწესდებო ფონდში ფულის შეტანისთვის.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება გ------ კ-------–--ს 11.01.2016წ. განცხადების საფუძველზე.
დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა გ------ კ-------–--ს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული დოკუმენტების ასლის მომზადება, მდებარე ოზურგეთი სოფელი ნ-------ი.
დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 2 სექტემბრის შპს ,,ო------------–--ს’’ დამფუძნებელთა საერთო კრების №2 ოქმის თანახმად, დამტკიცდა საზოგადოების საწესდებო კაპიტალი 240 000 აშშ დოლარის ოდენობით. დამტკიცდა შპს ,,ო------------–--ს’’ დამფუძნებელ გ------ კ-------–--ს მიერ საწესდებო კაპიტალში შესატანი არაფულადი შენატანის თანხობრივი შეფასება, კერძოდ მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი 24605 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების, (მდებარე მისამართზე მუნიციპალიტეტის ოზურგეთი სოფელი ნ-------ი ს/კ 2-----------) 120 000 აშშ დოლარის ოდენობით. შპს ,,ო------------–--ს’’ დამფუძნებელ ვ------–-- გ-----------------ის მიერ ფულადი სახსრები 120 000 აშშ დოლარის ოდენობით საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანა.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ვ------–-- გ-----------------მა და მოპასუხე გ------ კ-------–--მ ერთობლივად დააარსეს შპს ,,ო------------–--”, რომლის პარტნიორებიც გახდენენ 50%-იანი წილით ვ------–-- გ-----------------ი და 50%-იანი წილით გ------ კ-------–--. შეაფასა რა სამართლებრივი თვალსაზრისით მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ------–-- გ-----------------ის მიერ, გ------ კ-------–--სათვის გადაცემული თანხები იყო არა შპს-ში განხორციელებული შენატანი, არამედ სესხად გაცემული თანხები.
სახელდობრ: სასამართლომ საქმეში არსებული 2016 წლის წერილობითი ხელწერილების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ------ კ-------–--მ ვ------–-- გ-----------------ისგან სესხის სახით აიღო გარკვეული თანხა (იხ. პუნქტი 3.2.1). ვ------–-- გ-----------------ის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გ------ კ-------–--ს მიერ სესხად აღებული თანხა არ დაუბრუნებია. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გ------ კ-------–--ს მიერ ვ------–-- გ-----------------ისგან აღებული თანხები გადაირიცხა მათ მიერ დაფუძნებულ საზოგადოების ანგარიშზე ან მოხმარდა მათ ერთობლივ საქმიანობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებდა თავის მოთხოვნებს. თავის მხრივ, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის უსაფუძვლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება ვ------–-- გ-----------------ის სასარჩელო მოთხოვნას სესხად აღებულ თანხებზე პროცენტის დაკისრების შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პროცენტის მოთხოვნის წინაპირობა. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსი, როგორც პროცენტის არსებობას, ასევე მისი განაკვეთის ოდენობას მხარეთა შეთანხმებას უკავშირებს. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს შეთანხმება სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში საპროცენტო სარგებლის დარიცხვაზე, რისი გათვალისწინებაც მხარეებს ხელშეკრულების დადებისას შეეძლოთ, თუმცა, არ გაუთვალისწინებიათ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან თანხის გადაუხდელობით დაკარგა შემოსავალი, თუმცა, ვერ დაადასტურა, რომ ნამდვილად მიიღებდა შემოსავალს კონკრეტული ოდნეობით.
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფლების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლებზე; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 361-ე, 400-ე, 365- ე, 411-ე, 403-ე მუხლებზე; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 46-ე მუხლებზე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი საფუძვლები:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე გ------ კ-------–--ს მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით.
აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2 პუნქტში სასამართლო აღნიშნავს, რომ გ------ კ-------–--მ ვ------–-- გ-----------------ისგან 14.01.16 წლიდან 18.08.16 წლის ჩათვლით რამდენჯერმე სესხის სახით მიიღო თანხა, კერძოდ:
- 14.01.16 წელს 300 ლარი;
- 16.02.16 წელს 800 ა.შ.შ დოლარი და 1200 ლარი;
- 20.03.16 წ2ელს 700 ა.შ.შ დოლარი და 900 ლარი;
- 03.04.16 წელს 1000 ა.შ.შ დოლარი;
- 18.05.16 წელს 500 ლარი.
აპელანტი მიუთითებს, რომ მითითებულ დროს მოპასუხე კ-------–--მ ნამდვილად მიიღო მოსარჩელე გ-----------------ისგან ზემოხსენებული თანხები, მაგრამ ეს თანხები, გარდა 14.01.16 წელს მიღებული 300 ა.შ.შ დოლარისა და 18.05.16 წელს მიღებული 500 ლარისა, სესხად არ მიუღია, არამედ 03.04.16 წელს მიღებული 1000 ა.შ.შ. დოლარი მიიღო თ------ ბ--------ისთვის გადასაცემად, რაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა კიდევაც სასამართლო სხდომაზე, (რომელმაც განმარტა, რომ გ-----------------თან აკავშირებდა ამ უკანასკნელისვე თხოვნით სხვა ბიზნესის საწარმოებლად მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან და გ. კ-------–--სგან მიღებული 1000 ა.შ.შ. დოლარი სწორედაც, რომ ამ მოლაპარაკებების საწარმოებლად გაწეული ხარჯისთვის იყო განკუთვნილი, რაც გ-----------------მა შეთანხმებისამებრ მისთვის გადასაცემად მისცა კ-------–--ს). რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით შედგენილ ხელწერილს, რუსული ტექსტის ბოლოში სიტყვა „დოლგ“ გ. კ-------–--ს ხელწერით შესრულებული არაა და არც ამავე ხელწერილზე ბოლოში მინაწერი - ,,გადავიხადე თიბისი ბანკში თ------ის ვალი“.
ამასთან, 16.02.16 წელს შედგენილი ხელწერილით მიღებული 800 ა.შ.შ. დოლარი და 1200 ლარი, ისევე, როგორც ამავე გვერდზე 20.03.16 წლით დათარიღებული ხელწერილი 700 ა.შ.შ. დოლარისა და 900 ლარის მიღებაზე, სესხად მიღებულ თანხას არ წარმოადგენს, არამედ როგორც ეს თავად ამავე ხელწერილშია მითითებული ეს თანხები მხარეთა ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე უნდა მოხმარებოდა ფერმის აშენებას და მოხმარდა კიდევაც.
აპელანტმა მიუთითა, რომ აღნიშნული თანხები ვ.გ-----------------ის მიერ გადაცემული იქნა მასზე არა სესხად, არამედ, საერთო სამეწარმეო საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისდ, მას არ უნდა დაეკისროს სარჩელში მითითებული თანხები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელე ვ------–-- გ-----------------მა წარმოადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
აპელანტის განმარტებით, მათი მხრიდან სარჩელი სასამართლოში შეტანილი იქნა 21.09.2017 წელს, რაზეც მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, ამის შემდეგ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე წარადგინეს დაზუსტებული სარჩელი (დაზუსტებულ სარჩელზე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია). აპელანტმა მიუთითა, რომ მხარე არ ითხოვდა პროცენტის ან სარგებლის სახით თანხის დაკისრებას. გ------ კ-------–--ს მიერ თანხის დაუბრუნებლობით იგი ამ თანხებს ვერ უშვებს სამოქალაქო ბრუნვაში, რის გამოც ადგება ზიანი, ამასთანავე, ეს თანხები გამოტანილია მისი საბანკო ანგარიშიდან, სადაც ერიცხებოდა სარგებელი. შესაბამისად, დაზუსტებული სარჩელით დამატებით ითხოვს სესხად მიცემული თანხის წლიურ 24%-ს მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ გ------ კ-------–--ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ხოლო ვ------–-- გ-----------------ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ვ------–-- გ-----------------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, გადაწყვეტილების მესამე პუნქტში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვ------–-- გ-----------------ის სასარჩელო მოთხოვნა - 2800 აშშ დოლარის წლიური 24% და 2600 ლარის წლიური 24%-ის დაკისრებაზე, სარჩელის შეტანის დღიდან (21.09.2017წ) ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: დაეკისროს გ------ კ-------–--ს ვ------–-- გ-----------------ის სასარგებლოდ 2800 აშშ დოლარის წლიური 5% და 2600 ლარის წლიური 7%-ის გადახდა 2017 წლის 21 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტყილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა
პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 22 სექტემბერს გ------ კ-------–--მ და ვ------–-- გ-----------------მა დააფუძნეს შპს ,,ო------------–--’’.
2016 წლის 01 აპრილის შპს ,,ო------------–--ს’’ დამფუძნებელთა საერთო კრების №5 ოქმის გადაწყვეტილებითა და სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილების თანახმად, შპს ,,ო------------–-ს’’ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ო----------------ი’’.
2017 წლის 17 ნოემბერს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა კ--- ჩ---–-–---–ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული დოკუმენტების ასლის მომზადება, უძრავი ნივთის მისამართი: ოზურგეთი, სოფელი ნ-------ი, მესაკუთე; ო----------------ი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, განმცხადებელ კ--- ჩ---–-–---–ს ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებული დოკუმენტები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში არ ინახება. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია აღნიშნული დოკუმენტების ასლების მომზადების შესაძლებლობას.
2016 წლის 11 იანვარს გ------ კ-------–--მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ითხოვა რეგისტრაციის შეწყვეტა, იმის გამო, რომ საწესდებო ფონდში არ დართეს ნება დაერეგისტრირებინა მის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი და რუსეთის მოქალაქე ვ------–-- გ-----------------ს არ დართეს ნება საწესდებო ფონდში ფულის შეტანისთვის.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება გ------ კ-------–--ს 11.01.2016წ. განცხადების საფუძველზე.
2017 წლის 30 ოქტომბერს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა გ------ კ-------–--ს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული დოკუმენტების ასლის მომზადება, მდებარე ოზურგეთი სოფელი ნ-------ი.
2015 წლის 2 სექტემბრის შპს ,,ო------------–--ს’’ დამფუძნებელთა საერთო კრების №2 ოქმის თანახმად, დამტკიცდა საზოგადოების საწესდებო კაპიტალი 240 000 აშშ დოლარის ოდენობით. დამტკიცდა შპს ,,ო------------–--ს’’ დამფუძნებელ გ------ კ-------–--ს მიერ საწესდებო კაპიტალში შესატანი არაფულადი შენატანის თანხობრივი შეფასება, კერძოდ, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი 24605 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების, (მდებარე მისამართზე მუნიციპალიტეტის ოზურგეთი სოფელი ნ-------ი ს/კ 2-----------) 120 000 აშშ დოლარის ოდენობით. შპს ,,ო------------–--ს’’ დამფუძნებელ ვ------–-- გ-----------------ის მიერ ფულადი სახსრები 120 000 აშშ დოლარის ოდენობით საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანა.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებენ გ------ კ-------–--სა და ვ------–-- გ-----------------ს შორის სამეწარმეო სამართლებრივ ურთიერთობას (ერთობლივად საწარმოს დაფუძნება და ა.შ.) პალატა მიიჩნევ, რომ განსახილველი დავა არ უკავშირდება მათ სამეწარმეო ურთიერთობას და იგი მხარეთა შორის არსებულ სხვა სამართლებრივ, კერძოდ სასესხო ურთიერთობებს შეეხება.
სახელდობრ:
საქმეში არსებული ხელწერილებიდან დგინდება, რომ:
1. 14.01.2016წ. გ------ კ-------–--მ აიღო სესხად 300 $;
2. 16.02.2016წ. გ------ კ-------–--მ ვ------–-- გ-----------------ს გამოართვა 800$ და 1200 ლარი ფერმის ასაშენებლად;
3. 20.03.2016წ. გ------ კ-------–--მ ვ------–-- გ-----------------ს გამოართვა 700$ და 900 ლარი;
4. 03.04.2016წ. გ------ კ-------–--მ ვ------–-- გ-----------------ს გამოართვა 1 000$ სესხად (გადაიხადა თიბისი ბანკში თ------ის ვალი);
5. 18.05.2016წ. გ------ კ-------–--მ ვ------–-- გ-----------------ს გამოართვა 500 ლარი სესხად პირადი სარგებლობისათვის;
აღნიშნული თანხები ჯამურად შეადგენენ 2800 $-ს და 2600 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ აღნიშნული თანხები მოსარჩელის მიერ რეალურად გადაეცა გ.კ-------–--ს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემომიმოხილული ხელშეკრულებიდან 1,3,4 და მე-5 ხელწერილებიდან ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ გ------ კ-------–--მ ხელწერილში მითითებული თანხები სესხად აიღო ვ------–-- გ-----------------ისაგან. ერთადერთი სადავო და გასარკვევი მხარეთა ურთიერთობაში არის ის, 2016 წლის 16 თებერვალს ხელწერილით მიღებული თანხები 800 აშშ დოლარი და 1200 ლარი გ------ კინჭულიას სესხად აქვს თუ არა მიღებული.
როგორც ხელწერილიდან ირკვევა, ეს თანხები კ-------–--მ გ-----------------ს ფერმის ასაშენებლად გამოართვა.
მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი შეფასების საგანს და მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს ვ------–-- გუბერნატორვის მიერ გ------ კ-------–--სთვის ხელწერილების საფუძველზე გადაცემული თანხები სესხად მიღებულია, თუ მათ მიერ დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ერთობლივი საქმიანობისთვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებებს და ადასტურებს, რომ საქმეში არსებული 2016 წლის წერილობითი ხელწერილების საფუძველზე ვ------–-- გ-----------------ის მიერ კ-------–--სათვის გადაცემული თანხები - სესხად გადაცემულ თანხებს წარმოადგენდა. სახელდობრ: ხელწერილების ერთობლივი შეფასებით დგინდება, რომ მხარეები ერთმანეთთან რეგულარულად იმყოფებოდნენ სასეხო ურთიერთობებში. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც საპირისპირო დადასტურდება.
სააპელაციო სასამართლოს შეკითხვაზე - ხომ არ ქონდათ მხარეებს რაიმე სხვა სამართლებრივი ურთიერთობა გარდა სამეწარმეოსი (მაგ.: ხომ არ ეწეოდნენ ისინი ერთობლივ საქმიანობას - მხარის (წარმომადგენლის) პასუხი უარყოფითი იყო, რომ არანაირ ერთობლივ საქმიანობას კ-------–-- და გ-----------------ი არ ეწეოდნენ.
რაკიღა თავად მოპასუხემ გამორიცხა ერთობლივი საქმიანობა მოსარჩელესთან, უნდა გაირკვეს ხომ არ წარმოადგენდა გ------ კ-------–--სათვის მიცემული თანხები ვ------–-- გ-----------------ის მიერ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილ შესრულებას (მაგ.: მის შენატანს საწარმოში). ასეთი დაშვების შემთხვევაშიც კი მხარის პოზიცია სრულიად დაუსაბუთებელია, რადგან ხელწერილიდან ირკვევა, რომ მან თანხა გადასცა გ------ კ-------–--ს და არა საწარმოს (ან საწარმოს უფლებამოსილ პირს შესაბამისი შენატანის განსახორციელებლად). ასეთ შემთხვევაში (თუ ეს იყო გ-----------------ის მიერ საწარმოში განსახორციელებელი შენატანი) ცხადია ამას ასახვა უნდა ეპოვა საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში და ა.შ. რაც ცხადია სრულიად დაუდასტურებელია.
რაც შეეხება 2016 წლის 03.04. ხელწერილში მითითებულ 1000 აშშ დოლარს მივიღე სესხად, გადაიხადა თიბისი ბანკში (თ------ის ვალი)-ა არც ეს გარემოება არ დასტურდება საქმის მასალებით. ამ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მართლაც დაიკითხა თ------ ბ--------ე მოწმის სახით, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად და დამაჯერებლად არ დაადასტურა გ. კ-------–--ს მეშვეობით გ-----------------ისაგან სესხად თანხის მიღების ფაქტი (ვერ გაიხსენა დრო, ვითარება და ა.შ).
აქედან გამომდინარე 2016 წლის 3 აპრილის ხელწერილთან დაკავშირებით არგუმენტი სხვისთვის თანხის გადაცემის თაობაზე - პალატის მოსაზრებით დაუდასტურებელია.
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილებიდან არ ირკვევა, თუ როდის უნდა შესრულებულიყო ვადებულება თანხების უკან დაბრუნების თაობაზე. ასეთ ემთხვევაში კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს შესრულება, - ხოლო მოვალემ მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს.
დადგენილია, რომ კრედიტორი ითხოვს ვალდებულების შესრულებას, მისი მოთხოვნა კანონშესაბამისია, უნდა დაკმაყოფილდეს და გ------ კ-------–--ს უნდა დაეკისროს ვ------–-- გ-----------------ის სასარგებლოდ სესხის სახით მიღებული თანხების 2800 აშშ დოლარისა და 2600 ლარის გადახდა.
რაც შეეხება ვ------–-- გ-----------------ის სასარჩელო მოთხოვნას - 2800 აშშ დოლარის წლიური 24%, სარჩელის შეტანის დღიდან, 21.09.2017 წლიდან, ყოველდღიურად, გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე - 1.84 აშშ დოლარის და 2600 ლარი წლიური 24 % სარჩელის შეტანის დღიდან, 21.09.2017 წლიდან, ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე - 1.7 ლარის დაკისრების თაობაზე, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გ-----------------ი საქართველოში ახორციელებს მის ხელთ არსებული სახსრების მეშვეობით სამეწარმეო საქმიანობას, ახდენს სხვადასხვა საქმიანობებში თანხების ინვესტიციას. გ------ კ-------–--ს მიერ თანხის დაუბრუნებლობით ის ამ თანხებს ვერ უშვებს სამოქალაქო ბრუნვაში, რის გამოც მას ადგება ზიანი. შესაბამისად, გ.კ-------–--ს უნდა დაეკისროს თანხის დაყოვნებით გამოწვეული ზიანი. ხოლო რაც შეეხება ოდენობას, პალატას მიაჩნია, რომ გონივრული ოდენობა არის - წლიური 5% 2800$-ზე, ხოლო 7 % 2600 ლარზე, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
ამავე კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, ზიანის ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს. ამიტომ, მისი ოდენობის განსაზღვრისას, ისევე, როგორც ზოგადად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის ზუსტი მონაცემები, რომლებიც უდავოდ ადასტურებენ კრედიტორის მიერ გარკვეული შემოსავლის მიღებას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია სესხის ხელშეკრულებების დადებისა და მისით აღებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რასაც უნდა მოყვეს შესაბამისი სამართლებრივი შედეგები.
საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი გადახდილია, რაც უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. გ------ კ-------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ვ------–-- გ-----------------ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვ------–-- გ-----------------ის სარჩელი - 2800 აშშ დოლარის წლიური 24%-ის და 2600 ლარის წლიური 24%-ის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
4. ვ------–-- გ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: დაეკისროს გ------ კ-------–--ს ვ------–-- გ-----------------ის სასარგებლოდ - 2800 აშშ დოლარის ყოველწლიური 5%-ისა და 2600 ლარის ყოველწლიური 7%-ის გადახდა 2017 წლის 21 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
5. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
6. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
9. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-7-10 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე