განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001317456
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/7468-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი - ს----------–-------------ა ს------------
წარმომადგენელი - ა-–---------- რ-----
მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,ს----------–-------–------–ია’’
წარმომადგენელი - თ----- გ-------–----
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს----------–-------------ა ს------------ს სარჩელი შ-- ,,ს----------–-------–------–იის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ს----------–-------------ა ს------------ს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე; შ-- ,,ს----------–--------------------“-ს ს----------–-------------ა ს------------ს სასარგებლოდ დაეკისრა 1 067 317,08 ლარის გადახდა, საიდანაც რესტრუქტურიზებული თანხაა - 711 107,16 ლარი, რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული პროცენტი - 151 423,23 ლარი და პირაგასამტეხლო - 204 786,69 ლარი; შ-- „ს----------–-------–------–ია“-ს ს----------–-------------ა ს------------ს სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 01 თებერვლიდან, სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხაზე - 711 107,16 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე პირგასამტეხლოს 0,014%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 99,55 ლარს.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2007 წლის 22 მარტს ს----------–--------------- ს------------ს, ს----------–----------–---------------- ს------------ს და შ-- ,,ა-–--------“-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და შედგა დაფარვის გრაფიკი. სესხის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ორი წლის ვადით.
ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუნაზღაურებელ თანხას ერიცხება პირგასამტეხლო 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2007 წლის 22 მარტის ხელშეკრულება, თანხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 14-18)
2.2. 2009 წლის 29 სექტემბერს ს----------–-------------ა ს------------ს, ს----------–----------–---------------- ს------------ს და შ-- ,,ა-–--------“-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და შედგა დაფარვის გრაფიკი. სესხის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ორი წლის ვადით.
ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუნაზღაურებელ თანხას ერიცხება პირგასამტეხლო 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2009 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულება, თანხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 19-24)
2.3. საქართველოს მთავრობის 2-----–-–-------------ის N8-- განკარგულების შესაბამისად, რესტრუქტურიზებული იქნა შ-- ,,ა-–--------“-ს 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით არსებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება 711107,16 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 516250 ლარი, პროცენტი - 9312,69 ლარი, პირგასამტეხლო - 185 544,47 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს მთავრობის 2----–-–-----------ის N8-- განკარგულება (ს.ფ 25-30)
2.4. 2010 წლის 22 ივნისს ს----------–-------------ა ს------------სა და შ-- ,,ა-–--------“-ს შორის გაფორმდა "ხელშეკრულება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ", თანხის გადახდის პერიოდი განისაზღვრა 5 წლით, 2010 წლის 15 ივნისიდან, 2015 წლის 15 ივნისის ჩათვლით. ამასთან, დავალიანების დაფარვის შედგენილი იქნა გადახდის გრაფიკი.
ხელშეკრულების თანახმად რესტრუქტურიზებული იქნა ს----------–-------------ა ს------------ს, ს----------–----------–---------------- ს------------სა და შ-- ,,ა-–--------“-ს შორის 2007 წლის 22 მარტსა და 2009 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე, ,,მსესხებელზე“ 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით რიცხული სასესხო დავალიანება სულ 711 107,16 ლარი, მათ შორის ძირითადი თანხა
516 250 ლარი, პროცენტი 9 312,69 ლარი, პირგასამტეხლო 185 544,47 ლარი;
ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე მხარეები შეთანხდნენ, რომ სასესხო დავალიანების გადაუხდელ თანხას რესტრუქტურიზაციის პერიოდში ერიცხება სარგებელი თვეში 0,5%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების მე-6 მუხლის 5.3 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო - ს----------–-------------ა ს------------ს, ს----------–----------–---------------- ს------------სა და შ-- ,,ა-–--------“-ს შორის 2007 წლის 22 მარტს და 2009 წლის 29
სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, რომელიც რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან დაერიცხება შესაბამის რესტრუქტურიზებულ და დაუფარავ დავალიანებას მის სრულ დაფარვამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2010 წლის 22 ივნისის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიცაზიის ხელშეკრულება, თანხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 38-42)
2.5 . ს------–------------------------------ს 2012 წლის 16 მარტის N1------ ბრძანების თანახმად, განხორციელდა შ-- "ს-------"-ის, შ-- "ა-–-----ი მ"-ის, შ-- "კ---–-------"-ის და შ-- "მ----------"-ის შერწყმა. ამავე ბრძანების თანახმად, შ-- "ს-------"-ს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შ-- "ს----------–--------------------–--------–------–-------------------------”.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 16 მარტის ს------–----------------------------ს ბრძანება (ს.ფ 50-51)
2.6. 2015 წლის 29 აპრილის ს----------–----------–---------------- მინისტრის N2---- ბრძანების საფუძველზე შ-- "ს----------–--------------------–--------–------–-----------------------იის" წესდებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, შ-- "ს----------–-------------------–-------–------–-------------------------"-მ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა შ-- "ს----------–-------–------–ია"
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 29 აპრილის N1-- ბრძანება (ს.ფ 52-53)
2.7. შ-- ,,ს----------–-------–------–იამ“ ვერ შეასრულა სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. სარჩელის აღძვრის დროისათვის მისი დავალიანება ს----------–-------------ა ს------------ს მიმართ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა 1 886 463,88 ლარის ოდენობით, საიდანაც რესტრუქტურიზებული თანხაა - 711 107,16 ლარი, რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული სარგებელი - 151 423,26 ლარი, პირაგასამტეხლო - 1 023 933,46 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ს----------–-------------ა ს------------ს სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 54-55)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სასამართლოს განმარტებით დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.8. სასამართლომ მითითებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება- მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.
სესხის ხელშეკრულების მიზანია საკუთრების უფლების მოპოვება ნასესხებ ფულზე ან ნივთზე. მსესხებელს უფლება აქვს ნასესხები ქონება განკარგოს თავისი შეხედულებისამებრ და მის გამცემს უფლება აქვს უკანვე მოითხოვოს იგი. ამდენად სესხის გაცემისას მსესხებელი ხდება ნასესხები ფულის ან ნივთის მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, სესხის დაბრუნებისას მსესხებელმა უნდა დააბრუნოს არა იგივე ნივთი, რომელიც გაიცა არამედ მსგავსი - იგივე სახის, ხარისხისა და რაოდენობის.
სასამართლომ განმარტა, რომ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარეს მითითებულ შემთხვევაში წარმოადგენენ ერთის მხრივ გამსესხებელი - ს----------–-------------ა ს------------ და მსესხებელი შ-- ს----------–-------–------–ია. შესაბამისად, სესხის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ტვირთი აწევს მსესხებელ მხარეს - მან უნდა დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, რაც მიიღო ხელშეკრულების მეორე მხარისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2010 წლის 22 ივნისის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაზე არსებული დავალიანება შეადგენს -
711 107,16 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.
2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, 2010 წლის 22 ივნისს ს----------–--------------- ს------------სა და შ-- ,,ა-–-----ი“-ს შორის გაფორმდა "ხელშეკრულება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ", თანხის გადახდის პერიოდი განისაზღვრა 5 წლით, 2010 წლის 15 ივნისიდან, 2015 წლის 15 ივნისის ჩათვლით. ამასთან, დავალიანების დაფარვის შედგენილი იქნა გადახდის გრაფიკი.
ხელშეკრულების თანახმად რესტრუქტურიზებული იქნა ს----------–-------------ა ს------------ს, ს----------–----------–---------------- ს------------სა და შ-- ,,ა-–--------“-ს შორის 2007 წლის 22 მარტსა და 2009 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე, ,,მსესხებელზე“ 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით რიცხული სასესხო დავალიანება სულ 711 107,16 ლარი, მათ შორის ძირითადი თანხა 516 250 ლარი, პროცენტი 9 312,69 ლარი, პირგასამტეხლო 185 544,47 ლარი;
ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე მხარეები შეთანხდნენ, რომ სასესხო დავალიანების გადაუხდელ თანხას რესტრუქტურიზაციის პერიოდში ერიცხება სარგებელი თვეში 0,5%-ის ოდენობით.
ამდენად, არსებული სესხის რესტრუქტურუზაციის ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება საპროცენტო სარგებელზე, ასევე რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხულ სარგებელზე და საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხული სარგებლის ოდენობამ შეადგინა 151 423,26 ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულებაც ეკისრება მოპასუხე მხარეს.
2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - შ-- ,,ს----------–--------–------–--“-ს (შ--
,,ა-–--------’’-ის უფლებამონაცვლე) მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010წ. საქმე №ას-1220 -1480 -09).
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მულის მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების მე-6 მუხლის 5.3 პუნქტის საფუძველზე მხარეების შეთანხდნენ, რომ მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო - ს----------–-------------ა ს------------ს, ს----------–----------–---------------- ს------------სა და შ-- ,,ა-–--------“-ს შორის 2007 წლის 22 მარტს და 2009 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, რომელიც რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან დაერიცხება შესაბამის რესტრუქტურიზებულ და დაუფარავ დავალიანებას მის სრულ დაფარვამდე.
მხარეთა შორის გაფორმებული ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა. (სუსგ 6.05.2015 წ. საქმე №ას-1158 -1104 -2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-
1265 -1187 -2015) .
2.11. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 2010 წლის 22 ივნისის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 023 933,46 ლარიდან 204 786,69 ლარამდე შემცირდა.
სასამართლოს მითითებით მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხისათვის 2016 წლის 01 თებერვლიდან რესტრუქტურიზებულ თანხაზე - 711 107,16 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.07%-ის გადახდის დაკისრებას.
სასამართლომ ასევე არაგონივრულად მიიჩნია მოვალისათვის დავალიანების დაანგარიშების პერიოდზე დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად, ხელშეკრულების შეწყვეტიდან (01.02.2016 წლიდან) ვალდებულების შესრულებამდე დარიცხული პირგასამტეხლო ყოველდღიურად დავალიანებული თანხის 0,07%, შესაბამისად, მითითებულ ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველდღიურად დავალიანებული თანხის 0,07% , რაც შემცირებული იქნა 0,014%-ით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს შემცირებასთან მიმართებით და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის420-ე მუხლთ გათვალისწინებული დანაწესი მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში პიგასამტეხლო მცირდება კონკრეტული ვითარების თავისებურაბათა გათვალისწინებით, რა დროს შეფასება ეძლევა ვითარების სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორებს. აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხევაში ცალსახად დადასტურებულია, რომ მსესხებლის მხრიდან სესხის და შემდეგ რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა, ამასთან საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- 2007 წლის 22 მარტს ს----------–--------------- ს------------ს, ს----------–----------–---------------- ს------------ს და შ-- ,,ა-–--------“-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და შედგა დაფარვის გრაფიკი. სესხის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ორი წლის ვადით. ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუნაზღაურებელ თანხას ერიცხება პირგასამტეხლო 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- 2009 წლის 29 სექტემბერს ს----------–-------------ა ს------------ს, ს----------–----------–---------------- ს------------ს და შ-- ,,ა-–--------“-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და შედგა დაფარვის გრაფიკი. სესხის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ორი წლის ვადით. ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუნაზღაურებელ თანხას ერიცხება პირგასამტეხლო 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- საქართველოს მთავრობის 2-----–-–-------------ის N8-- განკარგულების შესაბამისად, რესტრუქტურიზებული იქნა შ-- ,,ა-–--------“-ს 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით არსებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება 711107,16 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 516250 ლარი, პროცენტი - 9312,69 ლარი, პირგასამტეხლო - 185 544,47 ლარი.
- 2010 წლის 22 ივნისს ს----------–-------------ა ს------------სა და შ-- ,,ა-–--------“-ს შორის გაფორმდა "ხელშეკრულება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ", თანხის გადახდის პერიოდი განისაზღვრა 5 წლით, 2010 წლის 15 ივნისიდან, 2015 წლის 15 ივნისის ჩათვლით. ამასთან, დავალიანების დაფარვის შედგენილი იქნა გადახდის გრაფიკი. ხელშეკრულების თანახმად, 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით რიცხული სასესხო დავალიანება განისაზღვრა სულ 711 107,16 ლარით, მათ შორის ძირითადი თანხა 516 250 ლარი, პროცენტი 9 312,69 ლარი, პირგასამტეხლო 185 544,47 ლარი. რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის 5.3 პუნქტით ხელშეკრულების პირობების დარღვევის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო - 2007 წლის 22 მარტს და 2009 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
- ს------–------------------------------ს 2012 წლის 16 მარტის N1------ ბრძანების თანახმად, განხორციელდა შ-- "ს-------"-ის, შ-- "ა-–-----ი მ"-ის, შ-- "კ---–-------"-ის და შ-- "მ----------"-ის შერწყმა. ამავე ბრძანების თანახმად, შ-- "ს-------"-ს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შ-- "ს----------–--------------------–--------–------–-------------------------”.
- 2015 წლის 29 აპრილის ს----------–----------–---------------- მინისტრის N2---- ბრძანების საფუძველზე შ-- "ს----------–--------------------–--------–------–-----------------------იის" წესდებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, შ-- "ს----------–-------------------–-------–------–-------------------------ს" შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შ-- "ს----------–-------–------–ია’’.
4.2. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმება ხდება ს----------–-------------ა ს------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერებასთან დაკავშირებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შემცირდა და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო 1 023 933,46 ლარი შემცირდა 204 786,69 ლარამდე, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო ნაცვლად 0.07%-სა აღსრულებამდე განისაზღვრა 0,014 %-ის ოდენობით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს უკანონოდ შემცირებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი, იგი ბევრად აღემატებოდა სესხის ძირითად დავალიანებას. კერძოდ დადგენილია, რომ 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით ძირითადი თანხის სახით დავალიანება შეადგენს 516 250 ლარს, რომელზეც მხარეს პირგასამტეხლოს სახით უკვე დარიცხული აქვს 185 544 ლარი, ასევე პროცენტი 9 312 და დამატებით, ასევე რესტრუქტურიზაციის პერიოდისთვის სარგებლის სახით ასევე დარიცხული აქვს 151 423 ლარი. შესაბამისად, ამ ვითარებაში მოვალისათვის დამატებით პირგასამტეხლოს - 1 023 933 ლარით განსაზღვრა და იმავდროულად კიდევ მოვალისათვის ყოველდღიურად დავალიანების 0.07 %-ის დარიცხვა მიმდინარე პირგასამტეხლოს სახით, პალატის მოსაზრებით, არ ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას, არამედ გამოიწვევს მის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება თავად პირგასამტეხლოს დანიშნულებას და მიზანს. პალატა კიდევ ერთხელ შენიშნავს, რომ დავალიანების (516 250 ლარი) გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში მოვალისათვის ამ ოდნეობის (185 544 ლარი + 1 023 933 ლარი + დავალიანების 0,07% ყოველვადაგადაცილებულ დღისათვის) პირგასამტეხლოს დაკისრება აშკარად შეუსაბამო და არაგონივრულია. ამგვარად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განახორციელა კანონით (სკ-ის 420 მუხ.) მინიჭებული უფლებამოსილება და მართებულად შეამცირა პირგასამტეხლო 1 023 933,46 ლარი 204 786,69 ლარამდე, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო ნაცვლად 0.07%-სა 0,014 %-ის ოდენობით სწორად განსაზღვრა.
ამდენად, პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობის არაგონივრულობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირება განხორციელდა კანონიერად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს----------–-------------ა ს------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი/