განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820210018001978239
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 333
8 ივნისი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე : თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი: თეონა ქიმერიძე
აპელანტი: ა-----– ც-–--–--ე;
წარმომადგენელი: მ--- ბ--------ე;
მოწინააღმდეგე მხარე: სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–ა;
წარმომადგენელი: გ------ ა--–---, თ----- ც-–--–--ე;
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
ა-----– ც-–--–--ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხედ სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–ა დაასახელა და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–ის დირექტორის 2017 წლის 17 მაისის N0------- ბრძანება მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ; აღდგენილი იქნეს სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–ის ბუღალტრის თანამდებობაზე; მოპასუხე მხარეს დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით: იგი 2009-20017 წლებში მუშაობდა სოფელ გ------------ ს-------- ს----–აში ბუღალტრის თანამდებობაზე.
მისი მოვალეობები პირდაპირ ს----–ის შინაგანაწესით იყო განსაზღვრული, ამისდა მიუხედავად დირექტორი თავად ითვისებდა ბუღალტრის კომპეტენციას, რის გამოც მისი, როგორც ბუღალტრის ვალდებულება მხოლოდ დეკლარაციების შევსებითა და ბალანსების წარმოებით შემოიფარგლებოდა.
დირექტორი თავის თავზე იღებდა და ასრულებდა ისეთ მნიშვნელოვან საქმიანობას, როგორიცაა ხელფასების დარიცხვა, ჩამორიცხვა, შემდეგ უწყებების მიხედვით ბანკში გადარიცხვები. ბანკში მხოლოდ დირექტორის ფაქსიმილიე იყო, შესაბამისად ყველა ჩარიცხვა მოსარჩელის გვერდის ავლით ხდებოდა და მას დირექტორი ერთპიროვნულად ასრულებდა.
ამდენმა უზუსტობებმა ს----–აში აუდიტიის ჩატარება გამოიწვია, რომელმაც თავის მხრივ შეისწავლა მთელი რიგი საკითხები. მათ შორის საბუღალტრო სახსრების ხარჯვის კანონიერება; არასაბიუჯეტო შემოსავლების სახით მიღებული ფულადი სახსრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება და ხარჯვის კანონიერება; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კანონშესაბამისობა; ხელფასის ფონდის ხარჯვის კანონიერება და ა.შ. აუდიტის საფუძველზე შედგენილი იქნა შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი. საბოლოოდ შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, შიდა აუდიტორული ანგარიში შეადგინა, რომლის თანახმადაც სხვადასხვა დარღვევები იქნა გამოვლენილი, მიეთითა მათთან დაკავშირებული რისკები და ს----–ას მიეცა შესაბამისი რეკომენდაციები.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წამოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტებით, ა-----– ც-–--–--ე ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებული იმ მოვალეობებს, რაც განსაზღვრულია კანონით, ს----–ის შინაგანაწესითა და შრომითი ხელშეკრულებით. მისი საქმიანობის ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო ის, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია სათანადო კომპეტენცია და ვერ ფლობს საჭირო კომპიუტერულ პროგრამებს. ამასთან ხშირად აცდენდა სამსახურს. მოპასუხე მხარის განმარტებით, ა-----– ც-–--–--ეს გათავისუფლებამდე რამდენჯერმე მიეცა ზეპირი გაფრთხილება სამუშაოს გაცდენებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოედგინა განმარტება შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, რაც არ შეასრულა და აგრძელებდა შინაგანაწესითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობათა დარღვევებს, რის გამოც გამოეცხადა საყვედური, შემდგომში კი გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ა-----– ც-–--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილი იქნა, რომ ა-----– ც-–--–--ე 2009-2017 წლებში მუშაობდა სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–ის ბუღალტერის თანამდებობაზე. 2016 წლის 01 სექტემბერს სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–ის დირექტორის ნ-----–- ც-–--–--ესა და ა-----– ც-–--–--ეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელის უფლება-მოვალეობანი, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდი.
დადგენილი იქნა, რომ სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ----- ც-–--–--ის 2017 წლის 17 მაისის N0------- ბრძანებით ა-----– ც-–--–--ე გათავისუფლებული იქნა გ------------ ს-------- ს----–ის ბუღალტრის თანამდებობიდან.
სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ა-----– ც-–--–--ის სამუშაოდან გათავისუფლებას. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ აუდიტორული შემოწმების შედგად გამოვლენილი დარღვევები გამოწვეულია იმით, რომ დირექტორი მას აძლევდა შინაგანაწესითა და კანონით დადგენილი მოვალეობების შესრულების საშუალებას. საბანკო დაწესებულებებში მისი ფაქსიმილიაც კი არ იყო, რომ ეწარმოებინა საბუღალტრო ოპერაციები; დირექტორი მხოლოდ დეკლარაციებს ავსებინებდა. მოსარჩელის მტკიცებით ის არ იყო პასუხისმგებელი სახელმწიფო შესყიდვებზე და 2012 წლის 3 სექტემბრის ბრძანება მისი სახელმწიფო შესყიდვებზე პასუხისმგებელ პირად დანიშვნის თაობაზე შედგენილია მოგვიანებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ.
მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა. შესაბამისად, არსებობდა ა-----– ც-–--–--ის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 42-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსზე და საქართველოს შრომის კოდექსზე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა მოსარჩელე ა-----– ც-–--–--ის მიერ.
აპელანტის მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სათანადოდ არ მომხდარა მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასება, რაც საფუძვლად დაედო ა-----– ც-–--–--ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების სასამართლოს მიერ ძალაში დატოვებას. რაიონული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაშივე აღნიშნავს, რომ მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებებს აწვდიან სასამართლოს და იზიარებს მხოლოდ, იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. თუმცა, რომელ საქმის გადაწვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვან და ობიექტურ მტკიცებულებას დაეყრდო სასამართლო - გადაწყვეტილებით არ დგინდება.
აპელანტმა მიუთითა, რომ ბუღალტრული საქმიანობა თავისი არსით არ მოიცავს იმდენად დატვირთულ სამუშაოს, რომ დასაქმებულს ავალდებულებდეს სამსახურში იმყოფებოდეს სრული განაკვეთით. გარდა აღნიშნულისა, როცა დასაქმებულ ა-----– ც-–--–--ეს დირექტორი ავიწროებდა და არ აძლევდა სამუშაოს სრულფასოვნად განხორციელების საშუალებას, ეს კიდევ უფრო უმცირებდა დასაქმებულს საქმიანობის დატვირთავს, რის გამოც აუცილებელი არ იყო ყოველდღიურ რეჟიმში ბუღალტრის სამსახურში გამოცხადება. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, დასაქმებული სამსახურში მუდმივად ცხადდებოდა თავისი უფლებამოსილებების შესასრულებლად. ამას გარდა, მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება მხოლოდ და მხოლოდ 3 დღიან გაცდენილ საათებზე - არ შეიძლება შეფასდეს როგორც ბუღალტრის პერიოდული გაცდენები და მითუმეტეს არ შეიძლება მიჩნეული იქნეს გათავისუფლების კანონიერ საფუძვლად.
მცდარია რაიონული სასამართლოს მითითება ბუღალტრის მიერ დეკლარაციების არასწორად შევსებაზე, აღნიშნულის დასტურად მოწინააღმდეგე მხარე წარმოადგენს 2014 წლის (გათავისუფლებამდე 3 წლით ადრე არსებულ მტკიცებულებას, რომლის წარმოდგენა თავისი ხანდაზმულობიდან გამომდინარე ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული) ჯარიმას, სამართალდარღვევის ოქმი N 0------, სადაც განმარტებულია, რომ ს----–ა არასწორად შევსებული დეკლარაციის გამო დაჯარიმდა არ არის სწორი, რადგან დაჯარიმება გამოიწვია დაზუსტებული დეკლარაციების გაშვებიდან გარკვეული პერიოდის დაუცველობამ, ვინადიან ვადის დაცვა უნდა მომხდარიყო მანამ, სანამ თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა გაიგზავნებოდა. ს----–ის იმ დროინდელმა დირექტორმა ეს ვადა არ დაიცვა და დაჯარიმებაც სწორედ ამიტომ განხორციელდა. წინააღმდეგ შემთხვევაში დეკლარაციის დაზუსტების გზით ისედაც შესაძლებელი იყო შეცდომის გასწორება, რაც არ გამხდარა დაჯარიმების მიზეზი.
ასევე არასწორადაა შეფასებული ა-----– ც-–--–--ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გაუმართავი წარმოება, რაც არ დასტურდება აუდიტის დასკვნით. დასკვნით ცალსახად იკვეთება კანონდარღვევები დირექტორის მხრიდან, რომელსაც იგი ბუღალტრის გვერდის ავლით ახორციელებდა. ყურადსაღებია, აშკარა უკანონო გარიგებები სამეურვეო საბჭოს წევრთან - თ----- ც-–--–--ესთან, რაც პირად დაინტერესებებზე მიუთითებს. შესაბამისად, გამორიცხულია ა-----– ც-–--–--ის ბრალეულობა შესყიდვების გაუმართავ წარმოებაში (დირექტორიც ადასტურებს, რომ თვითონ ახორცილებდა ზემოაღნიშნულს).
რაც შეეხება საქმეში არსებულ ერთადერთი მოწმის, ყოფილი დირექტორის - ნ-----–- ც-–--–--ის ჩვენებას, იგი არ შეიძლება შეფასდეს ობიექტურ, სარწმუნო მტკიცებულებად, ვინაიდან, იგი ლოგიკურია საკუთარი თავის წინააღმდეგ არ მისცემდა ჩვენებას და არ დაადასტურებდა, რომ ა-----– ც-–--–--ეს ხელს უშლიდა უფლებამოსილების განხორციელბაში თავისი მიზნების განსახორიცილებად.
მოწინააღმდეგე მხარის აპელირება იმაზე, რომ დასაქმებულის საქმიანობის ძირითადი დამაბრკოლებელი გარემოება იყო საჭირო კომპეტენციის არ ქონა - არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ლეგიტიმურად, ვინაიდან ა-----– ც-–--–--ე მოცემულ თანამდებობაზე მუშაობდა 2012 წლიდან და აღნიშნული საკითხი არასდროს არ დამდგარა დღის წესრიგში 2017 წლის გათავისუფლების ბრძანების გამოცემამდე.
დასაქმებულმა სასამართლოს წარუდგინა თავის ხელთ არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, სერთიფიკატი, ცნობა საქართველოს ბანკიდან (რომ ა-----– ც-–--–--ე არ ახორციელებდა გადარიცხვებს) შიდა აუდიტის დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც დგინდება ა-----– ც-–--–--ის მიერ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ დირექტორის მხრიდან ფუნქციების მითვისების საკითხი. სასამართლოს არ გამოუკვლევია მოსარჩელე მხარის განმარტება, დამსაქმებლის მხრიდან შესაძლო შევიწროების საკითხზე, არ გაითვალისწინა აუდიტის დასკვნაში მითითებული მთელი რიგი გარემოებები დირექტორის უკანონო ქმედებებზე და სრულიად უსაფუძვლოდ გამორიცხა დამსაქმებლის მიერ პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ბუღალტრული სამქიანობის ნაწილის მითვისება.
ბრძანებაში გათავისულების საფუძვლად მითითებულია სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–ის ,, შინაგანაწესის" მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი. ს----–ის დირექტორი უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებლებთან ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისთვის შეუფერებელი ქმედების ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას. მოსარჩელე არ მუშოაბდა პედაგოგად, ხოლო ბუღალტრის გათავისუფლების უფლებამოსილება არ ქონდა დირექტორს, ეს არ დგინდება ს----–ის შინაგანაწესით, შესაბამისად, არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ბრძანება უკანონოა.
შრომის შინაგანაწესის მე-18 მუხლი ითვალისწინებს სანქციის სახეებს, კერძოდ, გაფრთხილება, საყვედური, სასტიკი საყვედური და მხოლოდ ამის შემდეგ გათავისუფლება, როგორც უმკაცრესი ზომა. განსახილველ შემთხვევაში, გათავისუფლების უმკაცრესი ზომა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული, როდესაც პირს ორი ან მეტი საყვედური აქვს გამოცხადებული. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა მხოლოდ 1 საყვედური.
ამასთან, შინაგანაწესის 33-ე მუხლის თანახმად, ს----–აში დასაქმებული პირის და მოსწავლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების ერთ-ერთი საფუძველია დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა. დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველი კი, ს----–ის დისციპლინური კომიტეტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად მომზადებული დასკვნაა, რომლითაც დგინდება დასაქმებული პირის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი. ამავე მუხლით განსაზღვრულია, რომ შემმოწმებელთა ჯგუფი უნდა შედგებოდეს 3 წევრისგან. განსახილველ შემთხვევაში, დაირღვა შრომის შინაგანაწესით გაწერილი აი ეს პროცედურები, რომელიც შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ამ და სხვა გარემოებათა გამო აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ ა-----– ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ა-----– ც-–--–--ე 2009-2017 წლებში მუშაობდა სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–ის ბუღალტერის თანამდებობაზე. 2016 წლის 01 სექტემბერს სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–ის დირექტორს ნ-----–- ც-–--–--ესა და ა-----– ც-–--–--ეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდი.
დადგენილი იქნა, რომ სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ----- ც-–--–--ის 2017 წლის 17 მაისის N0------- ბრძანებით ა-----– ც-–--–--ე გათავისუფლებული იქნა გ------------ ს-------- ს----–ის ბუღალტერის თანამდებობიდან.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
საქმეში არსებული ა-----– ც-–--–--ის გათავისუფლების ბრძანებიდან ირკვევა, რომ მისი გათავისუფლების საფუძველი იყო: 1. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის 2017 წლის 14 მარტის 1------ დასკვნა; 2. ს----–ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 25 აპრილის #2-----------, 4----- წერილი; 3. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის 2017 წლის 14 მარტის 1------ დასკვნის მიხედვით საფინანსო დოკუმენტაციაში არსებული დარღვევების შესახებ წერილი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას დირექტორმა იხელმძღვანელა ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით, სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–ის ,,შინაგაწესისის“ მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით.
საქმეში წარმოდგენილი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნა (სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–ის ინსპექტირების შედეგების შესახებ). დასკვნიდან ირკვევა, რომ აუდიტის შედეგად ს----–აში გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები: სახელდობრ: არასრულყოფილად და შეცდომებით იყო შევსებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნები; სხვაობები იყო სხვადასხვა შპს-ებთან დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის ჩარიცხულ თანხებში; სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ იყო ატვირთული გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვადასხვა ინფორმაციები, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნები; შეცდომები იყო კლასის დამრიგებლების ჩარიცხულ ხელფასებში; შეცდომები იყო ხელფასების უწყისებშიც, ასევე სხვაობები იყო უწყისებით ჩარიცხულ თანხებსა და დასაქმებულთა ანგარიშზე ფაქტიურად ჩარიცხულ თანხებს შორის; სახელფასო უწყისებიდან და საბანკო ამონაწერებიდან დადგინდა, რომ თანამშრომლებს ჩარიცხული ჰქონდათ ერთმანეთის ხელფასები (ამასთან როგორც გაირკვა, აღნიშნული ხდებოდა ურთიერთშეთანხმებით, იმ მიზნით, რომ თანამშრომლებს ბანკში დაეფიქსირებინათ მაღალი შემოსავალი, რათა მიეღოთ სესხი); ასევე შეცდომები იყო თანამშრომლებზე დარიცხულ ხელფასების ოდენობებში; რამოდენიმე თანამშრომლის მიერ, რომლებიც სარგებლობდნენ საგადასახადო შეღავათებით, წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი ცნობები, რითაც დაირღვა ასევე საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა; ს----–ის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა 2015 და 2016 წლების ინვენტარიზაციის დოკუმენტები; სხვადასხვა შპს-ეებიდან შესყიდული ნივთები და მათი ღირებულება აღემატებოდა მათთან დადებული ხელშეკრულებებითა და წლიური გეგმით გათვალისწინებულ ოდენობებს; ასევე ადგილი ჰქონდა გარანტიის გარეშე წინასწარი ანგარიშსწორებით შესყიდვის განხორციელებას.
საქმეში არსებული ს----–ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ.ც-–--–--ის 2017 წლის 25 აპრილის #2----4----- წერილიდან ირკვევა, რომ 2017 წლის ინვარსა და თებერვლის თვეებში განხორციელდა შემოწმება სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–აში აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ. აუდიტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის ბუღალტრად მუშაობის პერიოდში დაშვებული იქნა უამრავი დარღვევა, რაც საფუძველი გახდა ყოფილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნისა. რაც შეეხება მოსარჩელეს, დირექტორის მოვალეობის ახალმა შემსრულებელმა მას მისცა 7 დღის ვადა, რომ დაემტკიცებინა აუდიტის დასკვნაში ასახულ დარღვევებში მისი არათანაბარი მონაწილება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ ითანამშრომლებდა მასთან და ა.ც-–--–--ე დათხოვილი იქნებოდა სამსახურიდან.
საქმეში არსებული სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ.ც-–--–--ის 2017 წლის 25 აპრილის წერილიდან ირკვევა, რომ იგი მოახსენებს ხ---–--- რესურსცენტრის უფროსს ს----–აში გამოვლენილ დარღვევებზე. ამ წერილის თანახმად, ს----–აში შეცდომები იქნა დაშვებული მასწავლებლების ხელფასების დარიცხვისას, ასევე 2014-2016 წლებში სახელმწიფო შესყიდვებში აღმოჩენილი იქნა მთელი რიგი დარღვევები. წერილში მითითებულია, რომ დასკვნაში ბუღალტერმა ა.ც-–--–--ემ მისცა ცრუ ახსნა-განმარტება, რომ თითქოს მას ევალებოდა მხოლოდ ბალანსის და დეკლარაციების გადაცემა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას ბრძანებით ევალებოდა სახელმწიფო შესყიდვების წარმოება, ყველაზე მეტი დარღვევები მოდის სწორედ ს----–ის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე, როგორც შესყიდვის გეგმის გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებზე. აღნიშნულ საქმეს ბუღალტერი სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდა და შედეგიც სახეზეა, მან გამოიჩინა მასზე დაკისრებული მოვალეობის მიმართ გულგრილობა და ყოფილ დირექტორს გადააბრალა აღნიშნული. ასევე მიუთითებს, რომ ბუღალტერზე მიცემულია წერილობითი გაფრთხილება, მან 7 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ახსნა - განმარტება დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებობისა და არასათანადო შესრულების მიზეზების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუღალტერი დათხოვნილი იქნება დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელემ ცხადია ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინა გარდა განმარტების, რომ ს----–ის დირექტორი მას არ აძლევდა დაკისრებულ ვალდებულებათა განხორციელების საშუალებას. რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, ამაზე პასუხისმგებელი ბუღალტერი არ ყოფილა და ბრძანება, რომლითაც თითქოს ეს პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა - მოგვიანების შეიქმნა.
საქმეში წარმოდგენილია რამდენიმე სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა ბუღალტრის უფლება - მოვალეობები, სახელდობრ: საქმეში არსებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის მე-5 მუხლის თანახმად, ბუღალტრის უფლება-მოვალეობებია: ა) აღრიცხვისა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით მომუშავეთა ფუნქციების განსაზღვრა და მათი მუშაობის კოტროლი; ბ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე, ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს #672 ბრძანებით დამკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული პროგრამული კლასიფიკაციის მოთხოვნის დაცვით; დ) კონტროლი ეკონომიკური მოვლენების შესახებ პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების დროულ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმებაზე; ე) ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვა ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით; ვ) მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და კონტროლის გაცემაზე; ზ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორების სრული და დროული აღრიცხვა; თ) ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით, რაფინანსური და ფინანსური აქტივების (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა; ი) ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმით, ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენა და ა.შ.
საქმეში ასევე წარმოდგენილია 2016 წლის 01 სექტემბრის ა-----– ც-–--–--ესა და სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–ას შორის დადებული ხელშეკრულება, ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუქტით, დასაქმებული ვალდებულია: შეასრულოს ს-------- ს----–ის წესდებით, შინაგანაწესით და წინამდებარე ხელშეკრუკლებით განსაზღვრული მოთხოვნები; გაუფრთხილდეს ს----–ის ქონებას, დაიცვას უსაფრთხოების წესები; აანაზღაუროს მის მიერ ს----–ისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი; განახორციელოს საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაცია; განახორციელოს საბუთების დროული გაფორმება და გააკონტროლოს ჩატარებული ფინანსური ოპერაციების კანონიერება; განახორციელოს ს----–ის ბიუჯეტის სწორად და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება, ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვა, ს----–ის თანამშრომელთა ხელფასების დროული დარიცხვა; აწარმოოს ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილი ანგარიშგებათა დროული აღრიცხვა; განახორციელოს ბუღალტრული ანგარიშების შედგენა და დაწესებულ ვადაში შესაბამის რესურსცენტრში ან სამინისტროში წარდგენა; განახორციელოს ბუღალტრული დოკუმეტების აღრიცხვა და რეგისტრირება, ხარჯთა ნუსხების, აგრეთვე, სხვა ბუღალტრული საბუთების შენახვა; მონაწილეობა მიიღოს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებებისა და მატერილაურ ფასეულობათა ინვენტარიზაციაში და გამოავლინოს და აღრიცხოს შედეგი. ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლით, შრომითი ხელშეკრულების მხარეები პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებაზე და შეუსრულებლობით წარმოშობილ ზიანზე. მხარეთა პასუხისმგებლობის სახეები და ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულებით, მოქმედი კანომდებლობით და ს----–ის შინაგანაწესით. ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, დამსაქმებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, ასევე დასაქმებულის მიერ ს----–ის შინაგანაწესით გათვალიწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას.
ბუღალტრის უფლება - მოვალეობები ასევე გაწერილია საქმეში არსებულ სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–ის შინაგანაწესში რომლის მე-10 მუხლის 11.1. პუნქტის თანახმად ბუღალტრის უფლება-მოვალეობებია: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო ეკონომიური საქმინობის აღრიცხვა-ანგარიშგება; დირექტორთან ერთად შეიმუშავოს ს----–ის საფინანსო სამეურნეო პროგრამები და დასამტკიცებლად წარუდგენოს სამეურვეო საბჭოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო ეკონომიკური საქმიანობა; პასუხისმგებელია: ხარჯების დროულ ათვისებაზე, მიღებულ ფასეულობათა განაწილებასა და პასუხისმგებელ პირებზე დარიცხვაზე; ინვენტარიზაციის მაღალ დონეზე და განსაზღვრულ ვადებში ჩატარებაზე და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხიმგებელ პირებთან; ინვენტარისა და სხვა ფასეულობათა მიღება-ჩაბარების წიგნის წარმოებაზე; ტარიფიკაციის, ბალანსის შედგენასა და შესაბამისი სამსახურებისათვის განსახილველად და დასამტკიცებლად წარდგენაზე, ხელფასების დროულ გამოწერაზე; ბანკთან ანგარიშსწორების წარმოებაზე; სახელფასო ფონდის შედგენაზე, ხარჯთაღრიცხვას, ტარიფიკაციას, ბალანსის წარმოებაზე და ბანკთან ანგარიშსწორებაზე, იმაზე, რომ დროულად უზრუნველყოს ხელფასების გამოწერა და საგადასახადო ორგანოებში დროული ანგარიშსწორება, ყოველი წლის ბოლოს მოახდინოს შედარება საგადასახადო ინსპექციასთან, ხელშეკრულების გაფორმება; ს----–ის მატერიალური ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა, ზედამხედველობა და შემოწირული თანხების მიზნობრივი ხარჯვა.
დადგენილია, რომ სსიპ ხ---–--- მუნიციპალიტეტის სოფელ გ------------ ს-------- ს----–ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ.ც-–--–--ის 2017 წლის 16 მაისის ბრძანებით ამავე ს----–ის ბუღალტერს, მოსარჩელეს ა-----– ც-–--–--ეს მიეცა საყვედური დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის და სამსახურებრივი მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო, აღნიშნული ბრძანება ა.ც-–--–--ეს არ გაუსაჩივრებია. აპელანტი მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ იგი ჯეროვნად ასრულებდა მის მოვალეობებს და რომ ყველა დარღვევა გამოწვეული იყო ყოფილი დირექტორის ბრალეული ქმედებით.
აუდიტის დასკვნით გამოვლენილი დარღვევების ხასიათიდან გამომდინარე და ზემოთმიმოხილული სამართლებრივი რეგულაციებით (შინაგანაწესი, ინსტრუქცია, ხელშეკრულება), რომლებიც ბუღალტრის მოვალეობებს განსაზღვრავდნენ, დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ აუდიტის დასკვნით გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისგებლობა სწორედ ბუღალტრის კომპეტენციაში შედიოდა. კანონის, შინაგანაწესისა და ხელშეკრულების საფუძველზე სწორედ ის იყო პასუხისმგებელი პირი გამოვლენილ დარღვევებზე. მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ ყველა დარღვევა, მოსარჩელის შებოჭვა უფლებამოსილებათა განხორციელებისას და ა.შ. დირექტორის ბრალეული ქმედებით იყო გამოწვეული, რომ იგი არ აძლევდა მას, როგორც ბუღალტერს კომპეტენციათა შესრულებისა და მოქმედების საშულებას, რომ ყველაფერი ხდებოდა ბუღალტრის, ანუ მოსარჩელის გვერდის ავლით - პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული და საპატიიოდ მიჩნეული, რადგან ჯერ ერთი, რომ ეს გარემოება სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის და მეორეც - თუ ამგვარ ბრალეულ ქმედებას მაინც ქონდა ადგილი დირექტორის მხრიდან და იგი ხელს უშლიდა მოსარჩელეს დაკისრებულ მოვალეობათა განხორციელებაში, ცხადია ბუღალტერს უნდა დაეცვა თავისი შელასული უფლებები და რეაგირებისათვის სათანადო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიემართა. რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევათა ხასიათს (არიან თუ არა ისინი უხეში დარღვევის მაგალითები), პალატა მიიჩნევს, რომ ისინი ნამდვილად არ არიან მცირემნიშვნელობის. ბუღალტრის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვნად და გულგრილად შესრულების გამო დამსაქმებელს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. ამასთან, დამსაქმებლის მიერ გათავისუფლებამდე სწორედ რომ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო გამოყენებული იქნა დისციპლინური ზომა - გაფრთხილების სახით. არც თუ უმნიშვნელოა ის, რომ ჟურნალებიდან ირკვევა, რომ ა.ც-–--–--ე ხშირად აცდენდა სამსახურს.
ყოველივე ზემომიმოხილული გარემოებები საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ ბუღალტერი არაჯეროვნად ასრულებდა მის მოვალეობებს. რის გამოც მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება პალატას რელევანტურ, პროპორციულ და გამართლებულ ღონისძიებად მიაჩნია.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) 1982 წლის N158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენციის მიხედვით, „გონივრულობის“ პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში. საქართველოს საკასაციო სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ იგი 158-ე კონვენციის მონაწილე მხარე არ არის, მას „გონივრული საფუძვლის“ პრინციპის კონვენციისეული მნიშვნელობით შიდასახელმწიფოებრივდონეზე დანერგვის მოვალეობა იმავე ხარისხითა და მოცულობით აკისრია, როგორც ეს - კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს. საქართველოს ეს საერთაშორისო ვალდებულება საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან და „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლიდან გამომდინარეობს. უმნიშვნელოვანესია, რომ „შრომით ურთიერთობაში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია, კერძოდ, კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას, რაც უკავშირდება დასაქმებულის შესაძლებლობებსა და ქცევის წესს ან დაწესებულების, საწარმოს აუცილებლობას ან სამსახურს (იხ. სუს 10.06.2015წ.-ის გადაწყვეტილება Nას-415-395-2015).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ა-----– ც-–--–--ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან დარღვევებს, რაც უნდა შეფასდეს შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის უხეშ დარღვევად, რამაც საბოლოოდ გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძველი შექმნა.
მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა, მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა.
სამართლებრივი დასაბუთება:
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა შრომითი დავა. შრომით ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
შრომის კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება; დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება; ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება; ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან; ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა; თ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა. ამავე მუხლის მე-2 ნაიწლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილება გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სადავოდ ხდის მისი სამსახურიდან დათხოვნას, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები საქმე № ას-194-185-2016, 2016 წლის 29 ივლისი).
პალატა ასევე მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლს, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. სამართლის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ პრობლემები სამართლიანად გადაწყვიტოს და თანაბრად დაიცვას ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესები. რასაკვირველია, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების უფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს დასაქმებულთა შრომითი უფლებების შელახვის ხარჯზე. როგორც კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ასევე დაცულია თითოეული ადამიანის შრომითი უფლებები. მართალია, დამსაქმებელს აქვს მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის უფლება, მაგრამ მან ეს უნდა განახორციელოს იმ წესების მკაცრად დაცვით, რაც განსაზღვრულია კანონმდებლის მიერ. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: “ნებისმიერი უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“ ერთ-ერთ საკასაციო განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დამსაქმებელს რომ არ მიეცეს „თვითნებობისა და დასაქმებულის სამუშაოდან უსამართლო და უპირობო განთავისუფლების საფუძველი“, უნდა დადგინდეს დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი.“ (იხ. უზენაესი სასამართლოს განჩინებები №ას-545-513-2012 5.10. 2012წ., №ას-106-101-2014, 2.10. 2014 წელი; №ას 893-851-2013 , 7.11.2013). მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ვალდებულებების უხეშ დარღვევას, რამეთუ მის მიერ ირღვეოდა და დარღვეულია თითქმის ყველა ვალდებულება, რასაც მას შრომითი კონტრაქტი, წესდება თუ შინაგანაწესი თუ თანანმდებობრივი ინსტრუქცია აკისრებდა.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 17 მაისის გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძვლების არსებობა დადასტურებულია, აქედან გამომდინაე არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად: სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. ა-----– ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფა ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე