განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 0802-00-800-799618
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-491-20-8 27 ივნისი 20-8 წელი
ქ.ქ--------
ქ--------ს სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი(მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - ც----- ფ-----ე გ------- ო----–-ძე ა---------– ჭ-------ე, მ--- მ-------–-–ვილი გ-- გ---------ე
დავის საგანი - იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, 20-4 წლის 0- დეკემბრის N 1-------- სესხისა და იპოთეკის სანოტარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 20-6 წლის 23 მაისს, ნოტარიუს მ----- ჯი---–---–ის მიერ გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის გაუქმება. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 20-4 წლის 0- დეკემბერს, ც----- ფ-----ესა და მ--- მ-------–-–ვილს შორის გაფორმდა №1-------- სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულება 12.500 აშშ დოლარზე ერთი წლის ვადით, თვეში 3.68% დარიცხვით. სესხის გაფორმებიდან ორი დღის შემდეგ, მოსარჩელემ მიმართა მ--- მ-------–-–ვილს, რომელმაც ორი დღე ითხოვა თანხის გადასაცემად. ამ დროისათვის უკვე თანხის აღების საჭიროება ც----- ფ-----ეს აღარ ჰქონდა, ამიტომ განუცხადა მ--- მ-------–-–ვილს, რომ სესხი აღარ სჭირდებოდა და დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაეუქმებინა, რაზეც უარი არ მიუღია. 20-6 წლის 30 მაისს, ც----- ფ-----ეს აღმასრულებლის მეშვეობით ეცნობა სესხთან დაკავშირებით იძულებითი აღსრულების შესახებ. ვინაიდან, ხელშეკრულებაში მითითებული სესხის თანხა კრედიტორისაგან არ მიუღია არსებობდა მისი ბათილობისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველი. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხეებმა, ა---------– ჭ-------ემ და მ--- მ-------–-–ვილმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ხელშეკრულების ბათილობისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობდა და სარჩელის მიზანია, მხოლოდ აღსრულების ხელშეშლა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. არ დაკმაყოფილდეს ც----- ფ-----ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო; 2. ც----- ფ-----ეს მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 998.55 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში; 3. ც----- ფ-----ეს დაუბრუნდეს, სახ.ბაჟის სახით, ზედმეტად გადახდილი 1.45 ლარი; 4. გაუქმდეს, 20-7 წლის 0- თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა, ნოტარიუს მ----- ჯი---–---–ის მიერ, 20-6 წლის 23 მაისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 20-4 წლის 0- დეკემბრის სესხისა და იპოთეკის შესახებ № 1-------- ხელშეკრულებით, მ--- მ-------–-–ვილი და ც----- ფ-----ე თანხმდებიან, რომ იპოთეკარი მ--- მ-------–-–ვილი მესაკუთრეს, ც----- ფ-----ეს გადასცემს სესხს 12 500 აშშ დოლარის ოდენობით, თვეში 3.68% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულება დაიდო 20-4 წლის 0- დეკემბერს, ერთი წლის ვადით, 20-5 წლის 0- დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების 8.4. პუნქტში მითითებულია, რომ ნოტარიუსმა მხარეებს წაუკითხა ეს ხელშეკრულება; მხარეებმა წაიკითხეს ეს ხელშეკრულება და მკაფიოდ და ნათლად განაცხადეს, რომ ხელშეკრულება ზუსტად გამოხატავდა მათ ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი. 2.2. 20-6 წლის 2- მარტის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, მ--- მ-------–-–ვილმა 20-4 წლის 0- დეკემბრის № 1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება, 12 500 აშშ დოლარზე, დარიცხულ პროცენტთან ერთად, დაუთმო ა---------– ჭ-------ეს. 2.3. 20-6 წლის 23 მაისს, ნოტარიუს მ----- ჯი---–---–მა გასცა სააღსრულებო ფურცელი 20-4 წლის 0- დეკემბერს დამოწმებული სესხისა და იპოთეკის №1-------- ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე დამოწმებული მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგებიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. 2.4. 20-6 წლის 13 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ ც----- ფ-----ის საკუთრებაში რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე, ქ. ქ--------, ქ. ჩკ--–---ი №10. აღნიშნულ ქონებაზე მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკარს წარმოადგენს ა---------– ჭ-------ე. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 361-ე, 623-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-10--ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა: მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს 20-4 წლის 0- დეკემბერს, ც----- ფ-----ესა და მ--- მ-------–-–ვილს შორის დადებული №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობის დადგენა. წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია და რომ ბათილია, როგორც იპოთეკა, ასევე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი. მოპასუხის მტკიცების საგანია, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე თანხის გადაცემის ფაქტი. 2.6. საქმეში წარმოდგენილი სესხისა და იპოთეკის წერილობითი ხელშეკრულების დადებით მხარეები ქმნიან მათი ინტერესების დაცვის უფრო მეტ გარანტიას, როდესაც რეალური ქმედების ამსახველ წერილობით დოკუმენტში აღწერენ სესხის ხელშეკრულების, როგორც რეალური ხელშეკრულების მაკვალიფიცირებელი ქმედების განხორციელებას, კერძოდ, სესხის სახით თანხის გადაცემის ფაქტს. წერილობითი დოკუმენტის ანალიზის დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით, რომლის შესაბამისადაც, ხელშემკვრელი მხარეთა ნება დგინდება, როგორც სიტყვასიტყვითი აზრიდან, ასევე გონივრული განსჯის შედეგად. 2.7. სადავო 20-4 წლის 0- დეკემბრის №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ანალიზის საფუძველზე სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მ--- მ-------–-–ვილმა არ შეასრულა ხელშეკრულების 1.1. პუნქტში მითითებული არსებითი პირობა-სესხის თანხის 12.500 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ, რადგან იმავე ხელშეკრულების 1.2. პუნქტში მითითებულია, რომ ,,აღნიშნული სესხი გაიცა 20-4 წლის 1 დეკემბერს, ერთი წლის ვადით და ძალაშია 20-5 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით“. სკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ჩანაწერი, როგორც სიტყვასიტყვითი განმარტების, ასევე გონივრული განსჯის შედეგად გულისხმობს, რომ სესხის ხელშეკრულების მაკვალიფიცირებელი ქმედება, კერძოდ, ფულის დროებით საკუთრებაში გადაცემა უკვე განხორციელებულია, მითუმეტეს, რომ აღნიშნული სამოქალაქო სამართალურთიერთობისათვის გარანტიები უკვე შექმნილია და იპოთეკა ხსენებული სესხისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია. ამდენად, სესხის წერილობითი ხელშეკრულების დადებისას, სადაც მითითებულია, რომ მსესხებელმა ც----- ფ-----ემ თანხა ისესხა, საპირისპიროს დადასტურებამდე, იგულისხმება, რომ სესხება, როგორც რეალური ქმედება, უკვე განხორციელდა, მითუმეტეს, როცა აღნიშნული ქმედების უზრუნველყოფის გარანტიებიც იურიდიულად ქმედითია, ანუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია.
2.8. მოსარჩელემ, თანხის გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით, მოპასუხეთა მიერ მითითებულ წერილობით მტკიცებულებას დაუპირისპირა, მხოლოდ ახსნა -განმარტება, რაც საკმარისი არ არის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად, აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელეს მოპასუხეების მიმართ არ აქვს ვალდებულება.
მხოლოდ ახსნა-განმარტება ვერ გახდება წერილობით და ნოტარიულად დადასტურებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველი.
2.9. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 20-4 წლის 0- დეკემბრის №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, 20-5 წლის 0- დეკემბრამდე, მ--- მ-------–-–ვილმა გადასცა და ც----- ფ-----ემ მიიღო სესხი 12500 აშშ დოლარი, თვეში 3.68% სარგებლის დარიცხვით, რომლის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ც----- ფ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, ქ. ქ--------, ქ. ჩკ--–---ი №10, ს/კ.0------------------.
ხელშეკრულება ძალაშია 20-5 წლის 0- დეკემბრის ჩათვლით.
მ--- მ-------–-–ვილმა მოთხოვნა დაუთმო ა---------– ჭ-------ეს.
ვინაიდან, ც----- ფ-----ის მიერ ვალდებულება შესრულებული არ არის, 20-6 წლის 23 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ, თავისი გადაწყვეტილება დაამყარა დაუდგენელ ფაქტობრივ გარემოებაზე, დაეყრდნო მოპასუხის ზეპირ განმარტებას, როდესაც აღნიშნა, რომ „მოსარჩელემ მიიღი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და რამდენიმე თვე პროცენტსაც იხდიდა. გაუგებარია, რომელი მტკიცებულებით იხელმძღვანელა სასამართლომ, მით უფრო, როცა ხელშეკრულებიდან არ ჩანს, რომ თანხა პირადად გადაეცა. ხელშეკრულებაში საუბარია, რომ „თანხას გადასცემს“ მომავალი დროით, რომლის საჭიროებაც აღარ გაუჩნდა. ამიტომ, მ--- მ-------–-–ვილისთვის არავითარი თანხა არ გამოურთმევია და არც რაიმე პროცენტი არ გადაუხდია. 3.2. სასამართლო შემოიფარგლა, მხოლოდ თეორიული მსჯელობით სასარჩელო მოთხოვნისადმი და კონკრეტულად ვერცერთ მტკიცებულებაზე ვერ მიუთითებს, რომლითაც იხელმძღვანელა, რაც აშკარად ადასტურებს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობას და არასამართლიანობას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ც----- ფ-----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.4 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.5.-2.9. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები- სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 316-317-ე, 319-ე, 361-ე, 623-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებოდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 286.1-ე და 30-.1-ე მუხლებში. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, 20-4 წლის 0- დეკემბრის №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა-12500 აშშ დოლარი მიიღო, თუ არა მოვალე ც----- ფ-----ემ კრედიტორი- მ--- მ-------–-–ვილისაგან და არსებობდა თუ არა ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების იძულებითი აღსრულების მიზნით, სააღსრულებო ფურცლის გაცემის წინაპირობები. 4.4. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. აღნიშნული პრინციპის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ 20-4 წლის 0- დეკემბრის №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა-12500 აშშ დოლარი გადაეცა ც----- ფ-----ეს, ეკისრება კრედიტორს-მოპასუხე მხარეს, რომელმაც თავისი მტკიცების მიზნით მიუთითა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 1.2 პუნქტის ჩანაწერზე. 4.5. პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ფაქტთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა (ამ გადაწყვეტილების 2.7 პუნქტი), რომლითაც 20-4 წლის 0- დეკემბრის ხელშეკრულების 1.2. პუნქტში გაკეთებული ჩანაწერი-,,აღნიშნული სესხი გაიცა 20-4 წლის 1 დეკემბერს, ერთი წლის ვადით და ძალაშია 20-5 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით“ იმგვარად განიმარტა, რომ ფულის დროებით საკუთრებაში გადაცემა კრედიტორის მიერ უკვე განხორციელებულად ჩაითვალა-დასაბუთებულია. ამ მსჯელობას ასევე ამყარებს ის გარემოებაც, რომ ნოტარიუსის მიერ დადასტურებული იქნა ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება და არა მხოლოდ ხელმოწერები. ასევე, ხელშეკრულებაზე ხელმოწრის შემდეგ, სესხის უზრუნველყოფის გარანტიაც განხორციელდა და ხსენებული სესხისათვის იპოთეკა საჯარო რეესტრში იქნა რეგისტრირებული (იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამდენად, სანოტარო ფორმით დადებული წერილობითი სესხის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დადგენილი ფაქტების გასაქარწყლებლად აპელანტის მხოლოდ ზეპირი განმარტება საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს და გაზიარებული ვერ იქნება. 4.6. იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია 20-4 წლის 0- დეკემბრის №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის-12500 აშშ დოლარის ც----- ფ-----ისათვის გადაცემა, ხოლო ამ უკანასკნელს ამ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, პალატა მიიჩნევს, რომ ვალდებულების იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და კანონშესაბამისია. ამდენად, ც----- ფ-----ის სარჩელი როგორც სესხისა და იპოთეკის ხელშკრულების ბათილად ცნობის, ისე სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე უსაფუძვლოა, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას. 4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, ც----- ფ-----ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ც----- ფ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის ც----- ფ-----ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-905 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ც----- ფ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 2- (ოცდაერთი) დღის ვადაში ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქ--------ს სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე