განაჩენი

სისხლის სამართლის 20.07.2018
საქმის ნომერი
010141318700061872
ინსტანცია
თარიღი
20.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700061872

საქმე №1აგ/410-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ივლისი 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა--------–--------ის შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენით:

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დამტკიცდა პროკურორ ხ-----------------სა და ა--------–--------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ა--------–--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა რელურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 04 (ოთხი) წელი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენით:

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის ბ-----–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დამტკიცდა პროკურორსა და ა--------–--------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ა--------–--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი, 07 (შვიდი) თვე და 11 (თერთმეტი) დღე და პირობით მსჯავრად ჩათვლილი 04 (ოთხი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა--------–--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის, 07 (შვიდი) თვის, 11 (თერთმეტი) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 03 (სამი) წელი, 07 (შვიდი) თვე, და 11 (თერთმეტი) დღე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04 (ოთხი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი.

 

2018 წლის 19 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ა--------–--------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ა--------–--------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

შუამდგომლობის თანახმად, ა--------–--------ე ითხოვს 2017 წლის 01 ივნისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვას.

 

პალატა თვლის, რომ ვინაიდან ა--------–--------ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში აკრძალული საგნის შენახვისათვის ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით 2017 წლის 01 ივნისის საქართველოს კანონი ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მის სამართლებრივ მდგომარეობას არ აუმჯობესებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა--------–--------ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბერის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

მურმან ისაევი