განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.05.2018
საქმის ნომერი
140210016001431627
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210016001431627

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/1149-18

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი - ი----- გ----–---

წარმომადგენელი - ნ--- მ--------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ------ მ------–---–-

წარმომადგენელი - ვ------- კ-------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი----- გ----–--ის სარჩელი ზ------ მ------–---–-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. უძრავი ქონება, მდებარე ქ------–-----------------–---–-----–----–--------------, საკადასტრო კოდი: №0---------------, 07.11.2014 წლიდან 10.06.2016 წლამდე რეგისტრირებული იყო ი----- გ----–--ის სახელზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.03.2015 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

2.2. უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–-----------------–---–-----–----–--------------, საკადასტრო კოდი: №0--------------- იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 09.06.2016წ. №A---------------- განკარგულების საფუძველზე საკუთრების უფლებით, რეგისტრირებულია ზ------ მ------–---–-ს სახელზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

- 16.06.2016 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

2.3. უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–-----------------–---–-----–----–--------------, საკადასტრო კოდი: №0--------------- ზ------ მ------–---–მა შეიძინა აუქციონზე 2016 წლის 06 ივნისს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

2.4. მოსარჩელე მხარის მიერ ვერ დადასტურდა მოპასუხის მიერ მისი კუთვნილი ნივთების დაუფლების ფაქტი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. სასამართლომ განმარტა, რომ ყველა პირს აქვს უფლება და შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლო წესით და ამ უფლების დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე ჯერ კიდევ მის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეიჭრა, რის შემდეგაც უკანონოდ დაეუფლა მის კუთვნილ მოძრავ ნივთებს - მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ სამშენებლო მასალას - რითაც მას მიადგა 10 000 ლარის ზიანი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან. მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მიერ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებით და უფლების ბოროტად გამოყენებით მისთვის მიყენებულ ზიანზე.

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 326-ე მუხლების, 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 409-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 10 000 ლარის გადახდის დაკისრება მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების უკანონოდ დაუფლების გამო. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა იმ ფაქტების მტკიცება, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოში, რომელიც მოპასუხემ აუქციონზე შეიძინა განლაგებული იყო მისი კუთვნილი ნივთები (სამშენებლო მასალა), ამ ნივთებს

მოპასუხე დაეუფლა უკანონოდ; უკანონო ქმედების შედეგად განიცადა ზიანი და ამ ზიანის მოცულობა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ზ------ მ------–---–- უძრავი ქონების მესაკუთრეა.

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე უკანონოდ შეიჭრა მის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაში.

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, თუმცა ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

საქმის განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოპასუხე ზ------ მ------–---–მა უძრავი ქონება შეიძინა აუქციონზე, უძრავი ქონება წარმოადგენს მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შავი კარკასის მდგომარეობაში მშენებარე შენობა-ნაგებობას, ზ------ მ------–---–-ს მიერ საცხოვრებელი სახლის შეძენისას ამ სახლში არავინ ცხოვრობდა. შესაბამისად, მისი მხრიდან სახლში შესვლით და მისი მხრიდან საკუთრების უფლების რეალიზებით არ დარღვეულა სხვისი უფლება.

 

რაც შეეხება სახლის ეზოში განთავსებულ სამშენებლო მასალას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად მოსარჩელეს ეკისრებოდა წარმოედგინა ვალდებულება სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ იგი ფაქტობრივად ცხოვრობდა და ფლობდა უძრავ ქონებას, მის მიერ მითითებული ნივთები, სამშენებლო მასალა, განთავსებული იყო ამ უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის - ეზოში და ამ ნივთებს დაეუფლა ზ------ მ------–---–-, ზ------ მ------–---–მა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. აღნიშნული სახის მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, თუმცა მოპასუხე მხარემ საპასუხოდ წარმოადგინა საიტზე - Auction.ge სადავო უძრავი ქონების სარეალიზაციოდ წარდგენისას განთავსებული ფოტოსურათები და ასევე უძრავი ქონების აღწერილობა, რომლის მიხედვითაც სარეალიზაციოდ წარდგენილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით მიწის ნაკვეთის ფართი 1000 კვ. მეტრი შენობა- ნაგებობის ჩამონათვალი: №1 - საერთო ფართით 474.76 კვ.მ. (მათ შორის 6.23 კვ.მ. კიბის უჯრედი) - აქედან, სარდაფი 60.33 კვ. მეტრი და კიბის უჯრედი 1.61 კვ. მეტრი, I სართული 204.48 კვ. მეტრი და კიბის უჯრედი 2.31 კვ. მეტრი, II სართ. 203.72 კვ. მეტრი და კიბის უჯრედი 2.31 კვ. მეტრი). მიწის ნაკვეთი არის სწორი რელიეფის და შემოღობილია ბეტონის ღობით. აქვს ეზოში შესასვლელი რკინის ჭიშკარი, სახლი არის შავი კარკასის მდგომარეობაში, არის გარედან გალესილი და გადახურული, ნაწილობრივ ჩასმულია მეტალოპლასტმასის ფანჯრები, ეზოში მოწყობილია და ჩასხმულია საცურაო აუზი, რომელიც ასევე არის კარკასულ მდგომარეობაში და არ არის მოპირკეთებული.

 

აღნიშნული მტკიცებულებით აღწერილია უძრავი ქონება მანამ, სანამ მოპასუხე ზ------ მ------–---–- შეიძენდა მას და ფაქტობრივად დაეუფლებოდა, ამ აღწერილობის მიხედვით სახლი არის კარკასულ მდგომარეობაში, სახლს არ აქვს სრულად კარ-ფანჯარა და არ არის მითითებული, რომ რაიმე ნივთებია განთავსებული ეზოში, ასევე არ არის მინიშნება ეზოს მოპირკეთებაზე, არამედ მითითებულია რომ საცურაო აუზი კარკასულ მდგომარეობაშია, მოსარჩელე მხარემ კი, რომელსაც თავად უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები სარჩელში მითითებული გარემოებების, კერძოდ იმის დასადასტურებლად, რომ მოპასუხე მხარე დაეუფლა მის კუთვნილ სამშენებლო მასალას, რომელიც საცხოვრებელი სახლის ეზოში იყო განლაგებული და როგორც გარედან დაინახა, მის მიერ მიტანილი სამშენებლო მასალა, არ ჩანს და ასევე ის გარემოებები, რომ ზ------ მ------–---–მა მშენებარე სახლის ეზოში მოჭრა ხეები, მთლიანად შემოაცალა სახლის ფასადს და ღობეებს მოპირკეთება, ტრაქტორით გადათხარა ეზო მას ამის დასადასტურებლად, თუნდაც მას შემდეგ, რაც მოპასუხე მხარემ წარმოადგინა უძრავი ქონების სარეალიზაციოდ გატანისას, საიტზე განთავსებული სურათები და ინფორმაცია, არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სარჩელსა თუ შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გასაუბრებისას მითითებულ გარემოებებს.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება, ვერ მიუთითა გარემოებებზე, ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ საცხოვრებელი სახლის, რომელიც მოპასუხემ შეიძინა, ეზოში განთავსებული იყო მოსარჩელის მიერ მითითებული ნივთები, რომ მის მიერ მითითებული მოძრავი ნივთები სწორედ 10 000 ლარის ღირებულების იყო და მითუმეტეს, რომ ამ ნივთებს

ზ------ მ------–---–- დაეუფლა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით მართალია საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ზ------ მ------–---–- უძრავი ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენდა, მაგრამ მას ძველი მესაკუთრისგან ვინდიცირების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე უფლება არ ჰქონდა უძრავ ქონებას დაუფლებოდა. აპელანტის განმარტებით მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებში არ ჩანს სადავო ნივთები არ ადასტურებს ფაქტს მასზედ, რომ ნივთები განთავსებული არ ყოფილა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- 07.11.2014 წლიდან 10.06.2016 წლამდე უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–-----------------–---–-----–----–--------------, საკადასტრო კოდი: №0---------------, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ი----- გ----–--ის სახელზე. (ტ.1.ს.ფ. 21-26)

 

- უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–-----------------–---–-----–----–--------------, საკადასტრო კოდით: №0--------------- საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ზ------ მ------–---–-ს საკუთრებად (ტ.1.ს.ფ. 25-26). უფლების დამდგენ დოკუმენტს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს #NA---------------- 09.06.2016წ. განკარგულება წარმოადგენს. (ტ.1.ს.ფ. 25-26)

 

განსახილველ შემთხვევაში ი----- გ----–--ის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისთვის 10 000 ლარის დაკისრება წარმოადგენს, მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების (სამშენებლო მასალა) მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება/განადგურებაზე მიუთითებს.

 

4.1.2. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად არ დგინდება დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, კერძოდ, 1. ზიანი, 2) მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს ბრალი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის მიხედვით კი, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ი----- გ----–--ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე ზ------ მ------–---–-სთვის 10 000 ლარის გადახდის დაკისრება საცხოვრებელი სახლის ეზოს ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო მასალის დაუფლება/დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის, შესაბამისად, ი----- გ----–--ის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა ფაქტების მტკიცება მასზედ, რომ ქ-------–--–---------------–---–-----–----–--------------ში (საკადასტრო კოდი: №0---------------) მდებარე უძრავი ნივთის მოპასუხის მიერ დაუფლებამდე, საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული იყო ი----- გ----–--ის კუთვნილი 10 000 ლარის ღირებულების მოძრავი ნივთები (სამშენებლო მასალა), აღნიშნული ნივთები მითვისების/განადგურების შედეგად გავიდა მოსარჩელის საკუთრებიდან; მოქმედებები, რის შედეგადაც ი----- გ----–---მ კუთვნილ სამშენებლო მასალაზე დაკარგა საკუთრების უფლება მოპასუხემ განახორციელა; ზიანი, რომელიც დადგა, მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან.

 

4.1.3.სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარემ მისივე ახსნა-განმარტების გარდა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ აუქციონზე ნივთის რეალიზაციის შედეგად მესაკუთრის ცვლილების და ახალი მესაკუთრის მიერ ქონების დაუფლების დროს საცხოვრებელი სახლის ეზოს ტერიტორიაზე განთავსებული იყო მისი კუთვნილი 10 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა. საგულისხმოა, რომ ი----- გ----–--- ნივთების მოპასუხის მიერ დაუფლება/დაზიანებასთან მიმართებით ასევე ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც ზ------ მ------–---–- უძრავ ქონებას ყოფილი მესაკუთრისგან უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაეუფლა, თავისთავად მიუთითებს ამ უკანასკნელის მიერ საცხოვრებელი სახლის ეზოს ტერიტორიაზე მოსარჩელის კუთვნილი ნივთების (სამშენებლოს მასალის) განადგურების ფაქტზე.

 

აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. გათვალისწინებით იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარე აპელანტის ახნა-განმარტებას არ დაეთანხმა, ამასთან, სამართლებრივად ვარგისი და წონადი მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები მასზედ, რომ ქ-------–--–---------------–---–-----–----–--------------ში (საკადასტრო კოდი: №0---------------) მდებარე უძრავი ნივთის მოპასუხის მიერ დაუფლებამდე, საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული იყო ი----- გ----–--ის კუთვნილი 10 000 ლარის ღირებულების მოძრავი ნივთები (სამშენებლო მასალა), აღნიშნული ნივთები მითვისების/განადგურების შედეგად გავიდა მოსარჩელის საკუთრებიდან; მოქმედებები, რის შედეგადაც ი----- გ----–---მ კუთვნილ სამშენებლო მასალაზე დაკარგა საკუთრების უფლება მოპასუხემ განახორციელა; ზიანი, რომელიც დადგა, მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან პალატის მიერ მოსარჩელის მიერ ახსნა-განმარტებაში მითითებული გარემოებები ვერ იქნება გაზიარებული. უფრო მეტიც, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ უდავო გარემოებაზე, რომ ი----- გ----–--ისთვის ცნობილი იყო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის რეალიზაციის მიზნით აუქციონის დანიშვნის და აუქციონის შედეგად ნივთის რეალიზაციის შესახებ, უდავოა, რომ აუქციონზე ნივთის რეალიზაციის შემდეგ საფუძველი გამოეცალა ამ ნივთთან მიმართებით ი----- გ----–--ის საკუთრების და მფლობელობის უფლებას, შესაბამისად, ი----- გ----–---ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის შესაბამისად, წარმოეშვა უფლებამოსილი პირისთვის ნივთის გადაცემის ვალდებულება. ამდენად, დასახელებული უძრავი ნივთის მოპასუხის მიერ არაკანონიერად დაუფლების შესახებ გარემოებაც არ არის დადასტურებული, თუმცა სააპელაციო პალატა აქვე ხაზგასმით დასძენს, რომ ზ------ მ------–---–-ს მიერ უძრავი ნივთის უკანონოდ დაუფლების შესახებ გარემოების დადასტურების პირობებიშიც არ არსებობს ი----- გ----–--ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი, რამეთუ მოსარჩელის მიერ სამართლებრივად წონად მტკიცებულებებზე მითითებით დადასტურებული ვერ იქნა საცხოვრებელი სახლის ეზოში მისი 10 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის არსებობის ფაქტი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის დაკისრების შესახებ არ აკმაყოფილებს საკანონმდებლო ნორმის, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელთა ერთობლივად არსებობაც დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის - ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ი----- გ----–---ს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 160 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი----- გ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური