განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.05.2018
საქმის ნომერი
330310017001766710
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001766710

საქმე N3ბ/696-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 მაისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

წარმომადგენელი- მ---------–-----–--ე;

 

აპელანტი - ბ---–--- თ---–--ე;

წარმომადგენელი- თ------------ძე;

 

დავის საგანი –ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

1. აპელანტების მოთხოვნა:

 

1.1. აპელანტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1.2. აპელანტი ბ---–--- თ---–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის N3--- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით ( ტ.1.სფ.156-175);

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე - ბ---–--- თ---–--ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით ბ---–--- თ---–--ე რეგისტრირებულია დევნილად სარეგისტრაციო ნომერი №0--------. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის ძველი ცხინვალი, ზნაური, სოფელი ხ------------ი. დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქალაქი თბილისი, ი---ი, ვ----------ს მე-2 მ/რ, კორპუსი 11, ბინა 114.

 

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით ბ---–--- თ---–--ე დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მის სარეიტინგო ქულას შეადგენს 1000.

 

3.1.2. 2015 წლის 2 მარტს შედგენილი „სოციალური კრიტერიუმის“ ცხრილის თანახმად, ბ---–--- თ---–--ე (0----------) დამისამართებულია: ქალაქი თბილისი, ი---ს რაიონი N1----- (კერძო 0--------), ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი თბილისი, ი---ს რაიონი N1-----. სოციალური კრიტერიუმია: ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1, სიღარიბის მაჩვენებელი - 3, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1, მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 3, საბოლოო ქულა - 8. თ---–--ე არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე - ე----- ნ-------–---–ი (არადევნილი) და შვილი - ა-–----ი ტ----------იჩ (ცხოვრობს რ------–ი). ბ---–--- თ---–--ე არის პენსიონერი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N6--- ცნობის მიხედვით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა), ბ---–--- თ---–--ეს აქვს გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია და საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას. ბ---–--- თ---–--ეს უძრავი, მოძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გააჩნია. ოჯახის საშუალო თვიური ხარჯია: სურსათზე - 200 ლარი, საოჯახო მოხმარების საქონელი - 5 ლარი, სათბობსა და ელექტროენერგიაზე - 4 ლარი, ტრანსპორტი - 30 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 60 ლარი, სულ - 299 ლარი. ამავე კითხვარის თანახმად, ბ---–--- თ---–--ის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს: პენსია - 250 ლარი და ვეტერნის პენსია 22 ლარი, სოციალური დახმარება - 54 ლარი, შემოსავალი სულ არის - 326 ლარი. კითხვარის მიხედვით, ბ---–--- თ---–--ე იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში და მისი სარეიტინგო ქულა 57001-ზე ნაკლებია. ბ---–--- თ---–--ის საცხოვრებელ სტატუსს წარმოადგენს - კერძო სექტორი, ნათხოვარი, სადაც ცხოვრობს 3 წელზე მეტი პერიოდით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ბ---–--- თ---–--ემ ერთხელ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილის მისამართი.

 

3.1.3. თიღვის მუნიციპალიტეტის ახალშენის ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 26 დეკემბრის N-- ცნობის თანახმად, ბ---–--- თ---–--ე არის დევნილი თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელი ხ------------დან, მისი დედა ლ----ა ო------ე ნამდვილად იყო საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის განკარგულების შესაბამისად, საკომპენსაციო თანხებით დასაკმაყოფილებელ პირთა სიაში, რომელიც გარდაიცვალა 2014 წლის 20 იანვარს.

 

3.1.4. 2016 წლის 8 აგვისტოს მონიტორინგის ფორმის თანახმად, ბ---–--- თ---–--ის ყოველთვიურ შემოსავლად ფიქსირდება 240 ლარი (პენსია - 180 ლარი, სოციალური შემწეობა - 60 ლარი). ბ---–--- თ---–--ის ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - ქ. თბილისი, ყ------ის ქ. N2/4 სარდაფი, რომელიც ეკუთვნის ბ---–--- თ---–--ის დისშვილს ი----- გ---------ს. ბ---–--- თ---–--ე აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2013 წლიდან ქირის გარეშე, ხოლო 2002-2012 წლებში იგი ცხოვრობდა ქ. თბილისში, ი---ი, ვ----------ს მე-2 მ/რ, კორპუსი 11, ბინა 114-ში. 2015 წლის მდგომარეობით, აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ მითითებულია ბ---–--- თ---–--ის დის შვილის მეუღლე - გ------ა ბ------–---–ი. მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ ბ---–--- თ---–--ის განმარტებით 2 წელია აღარ ცხოვრობს მეუღლესთან - ე----- ნ-------–---–--ან ერთად, ამასთან, მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის განქორწინების ოფიციალური დოკუმენტი განმცხადებელს არ წარუდგენია.

 

3.1.5. 2016 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ი---ი, ვ----------ს მე-2 მ/რ, კორპუსი 11, ბინა 114-ში. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფმა გამოარკვია, რომ ბ---–--- თ---–--ის დისშვილის მეუღლემ გ------ა ბ------–---–მა ბ---–--- თ---–--ეს მისცა 3000 აშშ დოლარი, რათა ეყიდა საცხოვრებელი ბინა. თავად გ------ა ბ------–---–ი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. აღნიშნული საცხოვრებელი ფართის ყიდვის პროცედურა მიმდინარეობდა 1--- წელს. თუმცა, ბ---–--- თ---–--ემ 2015 წლის 22 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საცხოვრებელი ბინა დაუბრუნა რეალურ მეპატრონეს - გ------ა ბ------–---–ს, რათა უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ფაქტს არ შეეფერხებინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ბ---–--- თ---–--ისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესი.

 

3.1.6. 2016 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები, ბ---–--- თ---–--ის მეუღლესთან - ე----- ნ-------–---–--ან გასაუბრების მიზნით, იმყოფებოდნენ ლაგოდეხის რაიონში, სოფელ კავშირში. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფმა გამოარკვია, რომ ბ---–--- თ---–--ემ ე----- ნ-------–---–ზე იქორწინა 1--- წელს, საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ. თბილისი, ი---ი, ვ----------ს მე-2 მ/რ, კორპუსი 11, ბინა 114, შეიძინეს თანაცხოვრების დროს. ბ---–--- თ---–--ე და ე----- ნ-------–---–ი ოფიციალურად განქორწინდნენ 2015 წლის 15 აპრილს.

 

3.1.7. 2014 წლის 4 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ი---ი, ვ----------ს მე-2მ/რ, კორპუსი 11, ბინა 114, ს/კ 0----------------------) მესაკუთრედ რეგისტრირებულია ბ---–--- თ---–--ე.

 

2015 წლის 24 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ი---ი, ვ----------ს მე-2 მ/რ, კორპუსი 11,ბინა 114, ს/კ 0----------------------.) მესაკუთრედ დარეგისტრირდა გ------ა ბ------–---–ი.

 

3.1.8. დადგენილია, რომ ბ---–--- თ---–--ემ არაერთხელ მიმართა განცხადებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და განუმარტა, რომ არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი, დროებით ცხოვრობს დასთან, სარდაფში, სადაც არის უკიდურესად მძიმე პირობები და ითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.

 

2017 წლის 7 ივლისს ბ---–--- თ---–--ემ მიმართა განცხადებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და განუმარტა, რომ ამჟამად ცხოვრობს ქირით, ქ. თბილისში, ე------ და ვ------- ფ------ის ქ. N21, კორპუსის არკაში, კიბის ქვეშ. დის ბინიდან წამოსვლის მიზეზი გახდა მისი ერთ-ერთი დის შვილიშვილის დაქორწინება და ფართის სივიწროვის გამო შეუძლებელი გახდა მისი დის სახლში ცხოვრება. ბ---–--- თ---–--ემ განცხადებით ითხოვა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღებამდე, ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა.

 

3.1.9. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის №1-- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანების შესაბამისად განიხილა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან, მენაშენეებისგან და ,,ჰ----–-----------ი’’- სგან გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი.

 

ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე ბ---–--- თ---–--ეს ეთქვა უარი. უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა განმარტება - არასაკმარისი ქულის გამო (1 ქულა დააკლდა მარტოხელა პენსიონერის კრიტერიუმში, 3 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელში).

 

ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენდა 6,5-ს და მეტს.

 

3.1.10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის N3--- ბრძანების თანახმად, ბ---–--- თ---–--ეს (პ/ნ 0----------) ოჯახს არასაკმარისი ქულის გამო ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

3.2.დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

3.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლის ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

3.2.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანებით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტები მხოლოდ ეტაპობრივად ქმნის დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებების შესაძლებლობას. მითითებული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-7-მე-10 პუნქტებით დადგენილი პროცედურით, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და კერძო სექტორში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად.

 

3.2.3. სასამართლომ განმარტა, რომ მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროება მოპასუხემ არასწორად შეაფასა. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის №1-- ოქმით დგინდება, რომ კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე ბ---–--- თ---–--ეს ეთქვა უარი. უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა განმარტება - არასაკმარისი ქულის გამო (1 ქულა დააკლდა მარტოხელა პენსიონერის კრიტერიუმში, 3 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელში). თავის მხრივ, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული მიზეზი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განმცხადებლისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს და საქმის გადაწყვეტისას, საკითხიც ძირითადად ამ ჭრილში განიხილება.

 

სასამართლომ მიუთითა ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: შესაძლებლობისა და საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი მონაცემების მოთხოვნას დევნილებისაგან; ასევე, მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოები ეხმარებიან დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლის შემთხვევაში, დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სამინისტროს შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. მე-11 პუნქტის თანახმად, დამუშავებული მასალები გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით მოცემული პროექტის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს. ხოლო, მე-12 პუნქტის თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) ეცნობება დევნილ ოჯახს წერილობით, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

3.2.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონქვემდებარე აქტით დეტალურად არის გაწერილი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები და პროცედურები, რომელიც რამდენიმე ეტაპიანია და იძლევა ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ამავე წესით (მე-2 მუხლის მე-8, მე-9 და მე-11 პუნქტები) განსაზღვრულია, რომ დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოთხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხს შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე, ხოლო სამინისტროს საქმიანობა ემყარებოდეს ამ სფეროში შემუშავებული და მიღებული სამართლებრივი დოკუმენტების დებულებებს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული პირისათვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, მათთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 2 მარტს შედგენილი „სოციალური კრიტერიუმის“ ცხრილის თანახმად, ბ---–--- თ---–--ე (0----------) დამისამართებულია: ქალაქი თბილისი, ი---ს რაიონი N1----- (კერძო 0--------), ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი თბილისი, ი---ს რაიონი N1-----. სოციალური კრიტერიუმია: ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1, სიღარიბის მაჩვენებელი - 3, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1, მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 3, საბოლოო ქულა - 8. მაშასადამე, „სოციალური კრიტერიუმის“ ცხრილის მიხედვით, მოსარჩელეს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 8 ქულა, თუმცა, კომისიის სადავო გადაწყვეტილებით ბ---–--- თ---–--ეს საცხოვრებელ პირობებში მოაკლდა 3 ქულა და ვინაიდან იგი ცხოვრობდა დასთან და დის შვილებთან ერთად, ხოლო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარში მითითებული ჰქონდა მარტოხელა პენსიონერი, მოაკლდა 1 ქულა და საბოლოო ჯამში მისი განაცხადის ქულათა რაოდენობამ შეადგინა 4 ქულა, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი, მიმდინარე ეტაპზე, მისი ოჯახის სულადობის გათვალისწინებით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის.

 

3.2.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები ეფუძნებიან იმ ზოგად პრინციპს, რომ დაცული იყოს დევნილი საცხოვრებელ ადგილას და უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებლით, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში და დაცული იყოს დევნილი ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. ეს პრინციპი საერთოა როგორც დევნილის დროებითი, ისე გრძელვადიანის განსახლებისას. სამინისტრო, როგორც აღნიშნული საკითხის მოწესრიგებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ინდივიდუალურად შეაფასოს კონკრეტული ოჯახის საჭიროებები და ამგვარად საკითხის გამოკვლევის შემდეგ მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მითითებით საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის №1-- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანების შესაბამისად განიხილა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან, მენაშენეებისგან და ,,ჰ----–-----------ი’’-სგან გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი.

 

ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე ბ---–--- თ---–--ეს ეთქვა უარი. უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა განმარტება - არასაკმარისი ქულის გამო (1 ქულა დააკლდა მარტოხელა პენსიონერის კრიტერიუმში, 3 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელში). ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენდა 6,5-ს და მეტს.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის N3--- ბრძანების თანახმად, ბ---–--- თ---–--ეს (პ/ნ 0----------) არასაკმარისი ქულის გამო ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

სასამართლომ დასკვნის სახით განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების მიღების პერიოდში მოსარჩელე ცხოვრობდა დასთან და დისშვილებთან ერთად და შესაბამისად არ წარმოადგენდა მარტოხელა პენსიონერს და ამასთან მისი საცხოვრებელი პირობები არ იყო უკიდურესად მძიმე.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი (მომზადების თარიღი 0--------- წელი) რომლის მიხედვით, ბ---–--- თ---–--ე დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მის სარეიტინგო ქულას შეადგენს 1000. საგულისხმოა, რომ ბ---–--- თ---–--ის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარში და მონიტორინგის ფორმაში ბ---–--- თ---–--ის სარეიტინგო ქულად მითითებულია 3----. შესაბამისად, უდავოა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პერიოდში არსებული მდგომარეობა შეიცვალა, ბ---–--- თ---–--ის მდგომარეობა გაუარესდა. ამავდროულად ცალსახაა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს შეცვლილ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება არ განუხორციელებია.

 

სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა დასთან და დის შვილებთან ერთად, დის საკუთრებაში არსებულ ფართში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ბ---–--- თ---–--ე არ მიიჩნია მარტოხელა პენსიონერად და იმ ეტაპზე საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელ პირად. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ნათესავის საკუთრებაში არსებულ ფართში ცხოვრება, არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ჯეროვნად შეაფასოს დევნილი პირის საჭიროებები. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ბ---–--- თ---–--ე ცხოვრობდა მრავალსულიან ოჯახში და მის დას, დის შვილებს და დის შვილიშვილებს არ გააჩნდათ უშუალო ვალდებულება მის მოვლასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ამჟამად მოსარჩელე ცხოვრობს ქირით, ქ. თბილისში, ე------ და ვ------- ფ------ის ქ. N21, კორპუსის ა----–-------ს ქვეშ. მოსარჩელის განმარტებით, მისი ერთ-ერთი დის შვილიშვილი დაქორწინდა და საცხოვრებელი ფართის სივიწროვის გამო შეუძლებელი გახდა მისი დის სახლში ცხოვრება. სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა აღნიშნული ფართის ამსახველი ფოტომასალა. ფოტოსურათების მიხედვით, მოსარჩელის ამჟამინდელ საცხოვრებელ ფართში არის უკიდურესად მძიმე პირობები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დევნილი პირის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა არასაკმარისი ქულის საფუძვლით, წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას, რაც დადასტურებული უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დასკვნებით. ამასთან, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ---–--- თ---–--ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის პროცესში არ მოხდა საქმის ჯეროვნად და ყოველმხრივ გამოკვლევა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დევნილის საცხოვრებელი პირობები შეიცვალა უარესობისკენ.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია და შეაფასა ბ---–--- თ---–--ის საჭიროებები. ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა დის საკუთრებაში არსებულ ფართში, დასთან და მის შვილებთან ერთად. ამავდროულად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ 2016 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ი---ი, ვ----------ს მე-2 მ/რ, კორპუსი 11, ბინა 114-ში. მონიტორინგის ჯგუფმა გამოარკვია, რომ ბ---–--- თ---–--ის დისშვილის მეუღლემ გ------ა ბ------–---–მა ბ---–--- თ---–--ეს მისცა 3000 აშშ დოლარი, რათა ეყიდა საცხოვრებელი ბინა. თავად გ------ა ბ------–---–ი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. აღნიშნული საცხოვრებელი ფართის ყიდვის პროცედურა მიმდინარეობდა 1--- წელს. თუმცა, ბ---–--- თ---–--ემ 2015 წლის 22 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საცხოვრებელი ბინა დაუბრუნა რეალურ მეპატრონეს - გ------ა ბ------–---–ს, რათა უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ფაქტს არ შეეფერხებინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ბ---–--- თ---–--ისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესი. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ 2014 წლის 4 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ი---ი, ვ----------ს მე-2 მ/რ, კორპუსი 11, ბინა 114, ს/კ 0----------------------) მესაკუთრედ ნამდვილად ფიქსირდება ბ---–--- თ---–--ე. თუმცა, 2015 წლის 24 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ი---ი, ვ----------ს მე-2 მ/რ, კორპუსი 11, ბინა 114, ს/კ 0----------------------.) მესაკუთრედ დარეგისტრირდა გ------ა ბ------–---–ი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბ---–--- თ---–--ის საკუთრებაში ოფიციალურად უძრავი ქონება აღარ ფიქსირდება. ამასთან, აღნიშნული გარემოების უარმყოფელი მტკიცებულება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტაციას ბ---–--- თ---–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

 

3.2.6. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში არ უნდა მოხდეს, დაინტერესებული პირის კანონით დაცული უფლებების და ინტერესების არამართლზომიერად შეზღუდვა. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილია კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე, რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ყურადსაღებია ის მეტად მნიშვნელოვანი მოვალეობა, რომელიც აკისრია ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტს. იგი მდგომარეობს იმაში, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელება. აღნიშნული პრინციპი არის სწორედ ის რეალური გარანტია, რომელიც ადამიანის უფლების ჯეროვან დაცვას უზრუნველყოფს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა ხსენებული სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით. როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ისე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სამოქმედო გეგმა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში დევნილი პირის ინფორმირებული მონაწილეობით, კონკრეტულ საკითხზე შესაძლო უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეულ გარემოებაზე დევნილის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხზე წარედგინა მოსაზრებები, არსებობის შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან მიმართებით.

 

ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის N3--- ბრძანება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი პროცედურული წესის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბ---–--- თ---–--ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

 

4. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. აპელანტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განმარტებით სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და იურიდიულად დაუსაბუთებელი. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს. აპელანტს მიაჩნიათ, რომ განსახილველ შემთხვევაში უსაფუძვლოა სასამართლოს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თითქოს სამინისტრომ თავი აარიდა საქმის სრულყოფილ გამოკვლევას და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. აპელანტის განმარტებით სამინისტროს მიერ თითოეული დევნილი ოჯახის განცხადების შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე. შეფასების შედეგად თიოთოეულ დევნილ ოჯახს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, ენიჭება შესაბამისი ქულა. დადგენილი წესის შესაბამისად განაცხადის განხილვის ყოველ ეტაპზე ხდება განაცხადში მითითებული ინფორმაციის გადამოწმება. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, რამაც გამოიწვია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება

 

4.2. აპელანტი ბ---–--- თ---–--ის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ---–--- თ---–--ის რჩენის ვალდებულება არ გააჩნიათ მის დას, დის შვილებსა და დის შვილიშვილებს. ვინაიდან დის შვილი დაქორწინდა, ფართის სივიწროვის გამო, ბ---–--- თ---–--ე ცხოვრობს ქირით. თბილისი ე.ვ. ფ------ის ქ. N21, ა----–-------ს ქვეშ. შესაბამისად, ბ---–--- თ---–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი აქტი ბ---–--- თ---–--ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინებების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.1.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

5.1.2. სააპელაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ , №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების განმეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland).

 

5.1.3. პალატა მიუთითებს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლის ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

5.1.4. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანებით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტები მხოლოდ ეტაპობრივად ქმნის დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებების შესაძლებლობას. მითითებული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-7-მე-10 პუნქტებით დადგენილი პროცედურით, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და კერძო სექტორში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად.

 

5.1.5. საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანებით დამტკიცდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი, რომლითაც საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარით გათვალისწინებულია და შეიცავს მთელ რიგ კრიტერიუმებს, რომელთა შეფასებაც ხდება შესაბამისი კომისიის მიერ და აღნიშნული შეფასება წარმოადგენს დევნილის გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფის წინაპირობას და შესაბამისად, სამინისტროს დეპარტამენტების მხრიდან აღნიშნული პროცედურების დაცვას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, იმისათვის, რომ შემდგომ კომისიის მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს უკანონო გადაწყვეტილების მიღებას და განმცხადებლის კანონით დაცული უფლებების შეზღუდვასა თუ დარღვევას.

 

ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: შესაძლებლობისა და საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი მონაცემების მოთხოვნას დევნილებისაგან; ასევე, მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოები ეხმარებიან დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლის შემთხვევაში, დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სამინისტროს შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. მე-11 პუნქტის თანახმად, დამუშავებული მასალები გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით მოცემული პროექტის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს. ხოლო, მე-12 პუნქტის თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) ეცნობება დევნილ ოჯახს წერილობით, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, ის გარემოება, რომ კანონქვემდებარე აქტით დეტალურად არის გაწერილი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები და პროცედურები, რომელიც რამდენიმე ეტაპიანია და იძლევა ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ამავე წესით (მე-2 მუხლის მე-8, მე-9 და მე-11 პუნქტები) განსაზღვრულია, რომ დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოთხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხს შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე, ხოლო სამინისტროს საქმიანობა ემყარებოდეს ამ სფეროში შემუშავებული და მიღებული სამართლებრივი დოკუმენტების დებულებებს.

 

უდავოა, რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული პირისათვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე,სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, მათთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ მართებულად მიუთითა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებზე, რომელიც ეფუძნება იმ ზოგად პრინციპს, რომ დაცული იყოს დევნილი საცხოვრებელ ადგილას და უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებლით, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში და დაცული იყოს დევნილი ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. ეს პრინციპი საერთოა როგორც დევნილის დროებითი, ისე გრძელვადიანის განსახლებისას. სამინისტრო, როგორც აღნიშნული საკითხის მოწესრიგებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ინდივიდუალურად შეაფასოს კონკრეტული ოჯახის საჭიროებები და ამგვარად საკითხის გამოკვლევის შემდეგ მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებას, კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის №1-- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანების შესაბამისად განიხილა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან, მენაშენეებისგან და ,,ჰ----–-----------ი’’-სგან გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი.

 

ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე ბ---–--- თ---–--ეს ეთქვა უარი. უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა განმარტება - არასაკმარისი ქულის გამო (1 ქულა დააკლდა მარტოხელა პენსიონერის კრიტერიუმში, 3 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელში). ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენდა 6,5-ს და მეტს.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის N3--- ბრძანების თანახმად, ბ---–--- თ---–--ეს (პ/ნ 0----------) არასაკმარისი ქულის გამო ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

პალატა მართებულად მიიჩნევს სასამართლოს შეფასებას იმ გარემოებაზე, რომ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი (მომზადების თარიღი 0--------- წელი) რომლის მიხედვით, ბ---–--- თ---–--ე დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მის სარეიტინგო ქულას შეადგენს 1000. საგულისხმოა, რომ ბ---–--- თ---–--ის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარში და მონიტორინგის ფორმაში ბ---–--- თ---–--ის სარეიტინგო ქულად მითითებულია 3----. შესაბამისად, უდავოა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პერიოდში არსებული მდგომარეობა შეიცვალა, ბ---–--- თ---–--ის მდგომარეობა გაუარესდა. ამავდროულად ცალსახაა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს შეცვლილ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება არ განუხორციელებია.

 

პალატის მოსაზრებით ასევე მართებულად იქნა გამახვილებული ყურადღება იმ გარემოებაზეც, რომ, ვინაიდან მოსარჩელე ცხოვრობდა დასთან და დის შვილებთან ერთად, დის საკუთრებაში არსებულ ფართში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ბ---–--- თ---–--ე არ მიიჩნია მარტოხელა პენსიონერად და იმ ეტაპზე საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელ პირად.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის ნათესავის საკუთრებაში არსებულ ფართში ცხოვრება, არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ჯეროვნად შეაფასოს დევნილი პირის საჭიროებები. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ბ---–--- თ---–--ე ცხოვრობდა მრავალსულიან ოჯახში და მის დას, დის შვილებს და დის შვილიშვილებს არ გააჩნდათ უშუალო ვალდებულება მის მოვლასთან დაკავშირებით.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ამჟამად მოსარჩელე ცხოვრობს ქირით, ქ. თბილისში, ე------ და ვ------- ფ------ის ქ. N21, კორპუსის ა----–-------ს ქვეშ. მოსარჩელის განმარტებით, მისი ერთ-ერთი დის შვილიშვილი დაქორწინდა და საცხოვრებელი ფართის სივიწროვის გამო შეუძლებელი გახდა მისი დის სახლში ცხოვრება. სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა აღნიშნული ფართის ამსახველი ფოტომასალა. ფოტოსურათების მიხედვით, მოსარჩელის ამჟამინდელ საცხოვრებელ ფართში არის უკიდურესად მძიმე პირობები.

 

პალატა განმარტავს, რომ დევნილი პირის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა არასაკმარისი ქულის საფუძვლით, წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას, რაც დადასტურებული უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დასკვნებით. ამასთან, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ---–--- თ---–--ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის პროცესში არ მოხდა საქმის ჯეროვნად და ყოველმხრივ გამოკვლევა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დევნილის საცხოვრებელი პირობები შეიცვალა უარესობისკენ.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა დასკვნის სახით განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია და შეაფასა ბ---–--- თ---–--ის საჭიროებები. ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა დის საკუთრებაში არსებულ ფართში, დასთან და მის შვილებთან ერთად. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ 2016 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ი---ი, ვ----------ს მე-2 მ/რ, კორპუსი 11, ბინა 114-ში. მონიტორინგის ჯგუფმა გამოარკვია, რომ ბ---–--- თ---–--ის დისშვილის მეუღლემ გ------ა ბ------–---–მა ბ---–--- თ---–--ეს მისცა 3000 აშშ დოლარი, რათა ეყიდა საცხოვრებელი ბინა. თავად გ------ა ბ------–---–ი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. აღნიშნული საცხოვრებელი ფართის ყიდვის პროცედურა მიმდინარეობდა 1--- წელს. თუმცა, ბ---–--- თ---–--ემ 2015 წლის 22 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საცხოვრებელი ბინა დაუბრუნა რეალურ მეპატრონეს - გ------ა ბ------–---–ს, რათა უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ფაქტს არ შეეფერხებინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ბ---–--- თ---–--ისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესი. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას სწორი შეაფასება პირველი მისცა პირველი ინსტანციის სასამართლომ , რომ 2014 წლის 4 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ი---ი, ვ----------ს მე-2 მ/რ, კორპუსი 11, ბინა 114, ს/კ 0----------------------) მესაკუთრედ ნამდვილად ფიქსირდება ბ---–--- თ---–--ე. თუმცა, 2015 წლის 24 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ი---ი, ვ----------ს მე-2 მ/რ, კორპუსი 11, ბინა 114, ს/კ 0----------------------.) მესაკუთრედ დარეგისტრირდა გ------ა ბ------–---–ი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბ---–--- თ---–--ის საკუთრებაში ოფიციალურად უძრავი ქონება აღარ ფიქსირდება. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა შესწავლილი და შეფასებული საქმეში არსებული გარემოებები, მით უფრო იმ პირობებში, როცა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების რაიმე უარმყოფელი მტკიცებულება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტაციას ბ---–--- თ---–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტებმა ვერ შეძლეს იმ მტკიცებულებების წარმოდგენა და ვერ მიუთითეს იმ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მისი სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობას.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

6.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ---–--- თ---–--ისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ილონა თოდუა