განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001963150
საქმე №3ბ/43-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
08 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ილონა თოდუა
სხდომის მდივანი: გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე)- მ--- ხ------ე;
წარმომადგენელი - ხ-----------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - ო-------------–აძე;
მესამე პირი - საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი -ქ-------------–-------ძე;
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ--- ხ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა(ტ. 1, ს.ფ. 244-256).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. მ--- ხ------ე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1996 წლის 03 აპრილიდან. იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციაში დაინიშნა 2008 წლის 10 მარტიდან, შსს კადრების განკარგულებაში აყვანილ იქნა 2017 წლის 01 იანვრიდან, ხოლო დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2017 წლის 02 მაისს. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის პერიოდში, წახალისების მიზნით, მან რამდენჯერმე მიიღო ფულადი პრემია, ხოლო 2007 წლის 20 სექტემბერს მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „სასტიკი საყვედური“ და 2008 წლის 27 მარტს -„შენიშვნა“. საქართველოს შსს იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 03 ივლისის №--- პ/შ ბრძანებით მ--- ხ------ეს მიენიჭა სპეციალური წოდება „პოლიციის რიგითი“, ხოლო 2007 წლის 03 ივლისის №780 ბრძანებით - სპეციალური წოდება „პ---–-–-------–-----------–----ი“.
2.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა (დანართი №1) და საშტატო განრიგი (დანართი №2). დამტკიცებული სტრუქტურისა და საშტატო განრიგის მიხედვით დეპარტამენტი შეიქმნა ახლად, სადაც ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში კანცელარია ჩამოყალიბდა 2 საშტატო ერთეულით, კერძოდ, ს--–---–----ი (კანცელარიის უფროსი), სპეციალური წოდებით „პოლიციის ზემდეგი, ს/მ“ – 1 საშტატო ერთეული, ს--–---–----ი (ო-----------ი), სპეციალური წოდებით „ს/მ“ – 1 ერთეული.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ ბრძანებით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის
2016 წლის 27 დეკემბრის №3------ პატაკის საფუძველზე, ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში, კერძოდ, ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში გაუქმდა კანცელარია (შემცირდა ყველა თანამდებობა) და ახლად შეიქმნა საქმის წარმოების ჯგუფი 1 საშტატო ერთეულით - ს--–---–----ი (ჯგუფის უფროსი, სპეციალური წოდებით „პოლიციის ზემდეგი, ს/მ“.
2.1.3. ამონაწერით ფუნქციონალური განაწილებიდან დგინდება, რომ შსს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში შესული და გასული განცხადებების, საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპოდენციის სათანადოდ რეგისტრაციას და შესაბამის თანამშრომლებზე დანაწილებას, საიდუმლო და არასაიდუმლო ჟურნალების, ასევე, ნომეკლატურის შესაბამის წარმოებას, არქივის წარმოებას და ვადაგასული დოკუმენტაციის განადგურებას დადგენილი წესით 2016 წლის 05 იანვრის №8--- ბრძანების შესაბამისად ახორციელებდა კანცელარიის ს--–---–----ი (კანცელარიის უფროსი) დ-------- მ–------ე, ხოლო 2017 წლის 03 ოქტომბრის №70ს ბრძანების მიხედვით - საქმის წარმოების ჯგუფის ს--–---–----ი (ჯგუფის უფროსი) დ-------- მ–------ე.
2.1.4. „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №2---- ბრძანებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ქვეპუნქტის საფუძველზე, შსს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების ყოფილი კანცელარიის ს--–---–----ი (ო-----------ი), მ--- ჯ-------ის ასული ხ------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
დადგენილია, რომ მითითებული ბრძანების საფუძველი გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება.
2.1.5. „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანებით, ამავე მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 37-ე მუხლის საფუძველზე, შსს კადრების განყოფილებაში მყოფი, შსს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების ყოფილი კანცელარიის ს--–---–----ი (ო-----------ი), მ--- ჯ-------ის ასული ხ------ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
2.1.6 . საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 23 მაისის №1----------------- და №1------ ცნობებით დგინდება, რომ მ--- ხ------ის შრომის ანაზღაურება 2015 წლის იანვრიდან 2017 წლის 1 მარტამდე (თებერვლის ჩათვლით) შეადგენდა თვეში 710 (შვიდასათი) ლარს (დარიცხული).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
მითითებული კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში , თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ--- ხ------ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების კანცელარიის ს--–---–----ად (ო-----------ი). ამასთან, უფლებამოსილი პირების შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე, მას სპეციალური წოდება მიენიჭა ჯერ „პოლიციის რიგითი“, ხოლო მოგვიანებით - „პ---–-–-------–-----------–----ი“. ამრიგად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასთან დაკავშირებულ შრომით ურთიერთობებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.2 .2 სასამართლომ განმარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მ--- ხ------ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №2---- ბრძანების საფუძველზე და აყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.
ხსენებული ბრძანების თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ საშტატო- საორგანიზაციო ბრძანება, რომლითაც შევიდა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. ეს უკანასკნელი ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 01 იანვრიდან.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2------ და 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ ბრძანებებით დამტკიცებული სტრუქტურითა და საშტატო განრიგით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში გაუქმდა კანცელარია ყველა თანამდებობით, კერძოდ, 2 საშტატო ერთეულით: ს--–---–----ი (კანცელარიის უფროსი), სპეციალური წოდებით „პოლიციის ზემდეგი, ს/მ“ – 1 შტატი და ს--–---–----ი (ო-----------ი), სპეციალური წოდებით „ს/მ“ – 1 შტატი. ამავე დროს მითითებულ განყოფილებაში კანცელარიის ნაცვლად შეიქმნა საქმისწარმოების ჯგუფი 1 საშტატო ერთეულით - ს--–---–----ი (ჯგუფის უფროსი), სპეციალური წოდებით „პოლიციის ზემდეგი, ს/მ“.
2.2.3. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
სასამართლომ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლზე, რომელიც ადგენს პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-37-ე მუხლებით, კერძოდ, 34-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას; ამავე წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებები დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, ხოლო 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.
სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულის წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) საფუძველზე შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების ყოფილი კანცელარიის ს--–---–----ი (ო-----------ი), მ--- ჯ-------ის ასული ხ------ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
2.2.4. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.
ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
სასამართლომ დასკვნის სახით განმარტა, რომ მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შტატების შემცირება, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ ადგილი ჰქონდა იმ სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის გაუქმებასა და ახლიდან ჩამოყალიბებას, რომელშიც მოსარჩელეს ეკავა ს--–---–----ის (ო-----------ის) თანამდებობა, კერძოდ, ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში მთლიანად გაუქმდა კანცელარია და მის ნაცვლად, ახლად შეიქმნა საქმისწარმოების ჯგუფი. ასევე დადგენილია, რომ განხორციელებული ცვლილების შედეგად დარჩა მხოლოდ 1 საშტატო ერთეული - ამ სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობა, რომლის ფუნქციებიც არ შეცვლილა. სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს 2017 წლის 03 ოქტომბრის №2------ და №2------ ამონაწერებზე ფუნქციონალური განაწილებიდან. ამ უკანასკნელთა თანახმად, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში შესული და გასული განცხადებების, საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპოდენციის სათანადოდ რეგისტრაციას და შესაბამის თანამშრომლებზე დანაწილებას, საიდუმლო და არასაიდუმლო ჟურნალების, ასევე, ნომენკლატურის შესაბამის წარმოებას, არქივის წარმოებას და ვადაგასული დოკუმენტაციის განადგურებას დადგენილი წესით 2016 წლის 05 იანვრის №8--- ბრძანების შესაბამისად ახორციელებდა, ხოლო 2017 წლის 03 ოქტომბრის №70ს ბრძანების მიხედვით ახორციელებს საქმის წარმოების ჯგუფის ს--–---–----ი (ჯგუფის უფროსი) დ-------- მ–------ე. აქედან გამომდინარეობს, რომ რეორგანიზაციამდე კანცელარიის ს--–---–----ის (კანცელარიის უფროსის) თანამდებობაზე დანიშნულმა პირმა დ-------- მ–------ემ მუშაობა გააგრძელა საქმისწარმოების ჯგუფის ს--–---–----ის (ჯგუფის უფროსის) თანამდებობაზე და ამასთან, უცვლელად დარჩა მისი ფუნქციები.
სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა არა იგივე ფუნქციური დატვირთვით ახალი საშტატო ერთეულის შექმნას ან უცვლელად დატოვებას, არამედ შტატების შემცირებას, კერძოდ, ს--–---–----ის (ო-----------ის) თანამდებობა გაუქმდა თავისი ფუნქცია-მოვალეობებით და რეორგანიზაციამდე არსებული მეორე საშტატო ერთეული თავისი ფუნქციებით დარჩა უცვლელად. შესაბამისად, ვინაიდან რეორგანიზაციის შედეგად, მ--- ხ------ის სამსახურიდან გათავისუფლებამდე არსებული, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების კანცელარიის ს--–---–----ის (ო-----------ი) თანამდებობა გაუქმდა თავისი ფუნქციებით, სახეზე იყო მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და იურიდიულად დაუსაბუთებელი. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. მ--- ხ------ე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1996 წლის 03 აპრილიდან. იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციაში დაინიშნა 2008 წლის 10 მარტიდან, შსს კადრების განკარგულებაში აყვანილ იქნა 2017 წლის 01 იანვრიდან, ხოლო დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2017 წლის 02 მაისს. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის პერიოდში, წახალისების მიზნით, მან რამდენჯერმე მიიღო ფულადი პრემია, ხოლო 2007 წლის 20 სექტემბერს მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „სასტიკი საყვედური“ და 2008 წლის 27 მარტს -„შენიშვნა“. საქართველოს შსს იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2006 წლის 03 ივლისის №--- პ/შ ბრძანებით მ--- ხ------ეს მიენიჭა სპეციალური წოდება „პოლიციის რიგითი“, ხოლო 2007 წლის 03 ივლისის №780 ბრძანებით - სპეციალური წოდება „პ---–-–-------–-----------–----ი“.
2.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა (დანართი №1) და საშტატო განრიგი (დანართი №2). დამტკიცებული სტრუქტურისა და საშტატო განრიგის მიხედვით დეპარტამენტი შეიქმნა ახლად, სადაც ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში კანცელარია ჩამოყალიბდა 2 საშტატო ერთეულით, კერძოდ, ს--–---–----ი (კანცელარიის უფროსი), სპეციალური წოდებით „პოლიციის ზემდეგი, ს/მ“ – 1 საშტატო ერთეული, ს--–---–----ი (ო-----------ი), სპეციალური წოდებით „ს/მ“ – 1 ერთეული.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ ბრძანებით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 27 დეკემბრის №3------ პატაკის საფუძველზე, ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში, კერძოდ, ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში გაუქმდა კანცელარია (შემცირდა ყველა თანამდებობა) და ახლად შეიქმნა საქმის წარმოების ჯგუფი 1 საშტატო ერთეულით - ს--–---–----ი (ჯგუფის უფროსი, სპეციალური წოდებით „პოლიციის ზემდეგი, ს/მ“.
2.1.3. ამონაწერით ფუნქციონალური განაწილებიდან დგინდება, რომ შსს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში შესული და გასული განცხადებების, საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპოდენციის სათანადოდ რეგისტრაციას და შესაბამის თანამშრომლებზე დანაწილებას, საიდუმლო და არასაიდუმლო ჟურნალების, ასევე, ნომენკლატურის შესაბამის წარმოებას, არქივის წარმოებას და ვადაგასული დოკუმენტაციის განადგურებას დადგენილი წესით 2016 წლის 05 იანვრის №8--- ბრძანების შესაბამისად ახორციელებდა კანცელარიის ს--–---–----ი (კანცელარიის უფროსი) დ-------- მ–------ე, ხოლო 2017 წლის 03 ოქტომბრის №70ს ბრძანების მიხედვით - საქმის წარმოების ჯგუფის ს--–---–----ი (ჯგუფის უფროსი) დ-------- მ–------ე.
2.1.4. „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №2---- ბრძანებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ქვეპუნქტის საფუძველზე, შსს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების ყოფილი კანცელარიის ს--–---–----ი (ო-----------ი), მ--- ჯ-------ის ასული ხ------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
დადგენილია, რომ მითითებული ბრძანების საფუძველი გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება.
2.1.5. „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1------ ბრძანებით, ამავე მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 37-ე მუხლის საფუძველზე, შსს კადრების განყოფილებაში მყოფი, შსს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების ყოფილი კანცელარიის ს--–---–----ი (ო-----------ი), მ--- ჯ-------ის ასული ხ------ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
2.1.6. საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 23 მაისის №1----------------- და №1------ ცნობებით დგინდება, რომ მ--- ხ------ის შრომის ანაზღაურება 2015 წლის იანვრიდან 2017 წლის 1 მარტამდე (თებერვლის ჩათვლით) შეადგენდა თვეში 710 (შვიდასათი) ლარს (დარიცხული).
სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტემა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;
4.2.2 სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის შეფასებას სამართლებრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
მითითებული კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამდენად, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის შეფასებას რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
პალატის განმარტებით, უდავოა, რომ რომ მ--- ხ------ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების კანცელარიის ს--–---–----ად (ო-----------ი). ამასთან, უფლებამოსილი პირების შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე, მას სპეციალური წოდება მიენიჭა ჯერ „პოლიციის რიგითი“, ხოლო მოგვიანებით - „პ---–-–-------–-----------–----ი“. ამრიგად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასთან დაკავშირებულ შრომით ურთიერთობებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მ--- ხ------ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 03 იანვრის №2---- ბრძანების საფუძველზე და აყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ საშტატო- საორგანიზაციო ბრძანება, რომლითაც შევიდა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 01 ოქტომბრის №2------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. ეს უკანასკნელი ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 01 იანვრიდან.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2------ და 2016 წლის 31 დეკემბრის №3------ ბრძანებებით დამტკიცებული სტრუქტურითა და საშტატო განრიგით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში გაუქმდა კანცელარია ყველა თანამდებობით, კერძოდ, 2 საშტატო ერთეულით: ს--–---–----ი (კანცელარიის უფროსი), სპეციალური წოდებით „პოლიციის ზემდეგი, ს/მ“ – 1 შტატი და ს--–---–----ი (ო-----------ი), სპეციალური წოდებით „ს/მ“ – 1 შტატი. ამავე დროს მითითებულ განყოფილებაში კანცელარიის ნაცვლად შეიქმნა საქმისწარმოების ჯგუფი 1 საშტატო ერთეულით - ს--–---–----ი (ჯგუფის უფროსი), სპეციალური წოდებით „პოლიციის ზემდეგი, ს/მ“.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი მითითებას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლზე, რომელიც ადგენს პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-37-ე მუხლებს, კერძოდ, 34-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით რეგლამენტირებულია, რომ კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას; ამავე წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებები დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, ხოლო 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.
პალატის მოსაზრებით სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.
ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს.
პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს სასამართლოს შეფასებას ერთგვაროვან პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
პალატა დასკვნის სახით განმარტავს, რომ მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შტატების შემცირება, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ ადგილი ჰქონდა იმ სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის გაუქმებასა და ახლიდან ჩამოყალიბებას, რომელშიც მოსარჩელეს ეკავა ს--–---–----ის (ო-----------ის) თანამდებობა, კერძოდ, ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში მთლიანად გაუქმდა კანცელარია და მის ნაცვლად, ახლად შეიქმნა საქმისწარმოების ჯგუფი. ასევე დადგენილია, რომ განხორციელებული ცვლილების შედეგად დარჩა მხოლოდ 1 საშტატო ერთეული - ამ სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობა, რომლის ფუნქციებიც არ შეცვლილა. სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს 2017 წლის 03 ოქტომბრის №2------ და №2------ ამონაწერებზე ფუნქციონალური განაწილებიდან. ამ უკანასკნელთა თანახმად, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში შესული და გასული განცხადებების, საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპოდენციის სათანადოდ რეგისტრაციას და შესაბამის თანამშრომლებზე დანაწილებას, საიდუმლო და არასაიდუმლო ჟურნალების, ასევე, ნომენკლატურის შესაბამის წარმოებას, არქივის წარმოებას და ვადაგასული დოკუმენტაციის განადგურებას დადგენილი წესით 2016 წლის05 იანვრის №8--- ბრძანების შესაბამისად ახორციელებდა, ხოლო 2017 წლის 03 ოქტომბრის №70ს ბრძანების მიხედვით ახორციელებს საქმის წარმოების ჯგუფის ს--–---–----ი (ჯგუფის უფროსი) დ-------- მ–------ე. აქედან გამომდინარეობს, რომ რეორგანიზაციამდე კანცელარიის ს--–---–----ის (კანცელარიის უფროსის) თანამდებობაზე დანიშნულმა პირმა დ-------- მ–------ემ მუშაობა გააგრძელა საქმისწარმოების ჯგუფის ს--–---–----ის (ჯგუფის უფროსის) თანამდებობაზე და ამასთან, უცვლელად დარჩა მისი ფუნქციები.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა არა იგივე ფუნქციური დატვირთვით ახალი საშტატო ერთეულის შექმნას ან უცვლელად დატოვებას, არამედ შტატების შემცირებას, კერძოდ, ს--–---–----ის (ო-----------ის) თანამდებობა გაუქმდა თავისი ფუნქცია-მოვალეობებით და რეორგანიზაციამდე არსებული მეორე საშტატო ერთეული თავისი ფუნქციებით დარჩა უცვლელად. შესაბამისად, ვინაიდან რეორგანიზაციის შედეგად, მ--- ხ------ის სამსახურიდან გათავისუფლებამდე არსებული, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების კანცელარიის ს--–---–----ის (ო-----------ი) თანამდებობა გაუქმდა თავისი ფუნქციებით, სახეზე იყო მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველი.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნას გასაჩივრებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობის თაობაზე. პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მ--- ხ------ის სარჩელი მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
5.1.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამდენად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--- ხ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში
მოსამართლე: ილონა თოდუა