განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.06.2018
საქმის ნომერი
330310017002114245
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
თანხის დაკისრება
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002114245

საქმე №3ბ/1123-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

12 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ი--------–---;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ზ---- კ-------;

წარმომადგენელი- დ----- ბ---------ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება

1.აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 თებერვალის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად, მას აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ზ---- კ------- 2015 წლის 28 მაისიდან გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ-------–------------–--- ი-------------- მ---------------------–--- უ--------- მ--------–ის თანამდებობიდან.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროში საქმიანობა წარმოადგენს საჯარო სამსახურს, ხოლო იმავე კანონის პრეამბულის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამრიგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის შემადგენელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

2.2.2. სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში, კერძოდ, 2015 წლის მდგომარეობით მოქმედ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაზე (ძალადაკარგულად გამოცხადდა 2018 წლის 05 იანვარს), რომლის 101 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები საერთო ოდენობის კალენდარული წლების მიხედვით ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 2 წლამდე – 5 %; ბ) 2-დან 5 წლამდე – 10 %; გ) 5-დან 10 წლამდე – 20 %; დ)10-დან 15 წლამდე – 25 %; ე) 15-დან 20 წლამდე – 30 %; ვ) 20-დან 25 წლამდე – 35 %; ზ) 25-დან 30 წლამდე – 40 %; თ) 30 წელი და მეტი – 45 %.

 

სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზ---- კ------- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ-------–-------------–--- ი-------------- მ---------------------–--- უ--------- მ--------–ის თანამდებობაზე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის 1------------–-- №M----------------- ბრძანებით. ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის 2015 წლის 24 თებერვლის №1----- წერილით ამავე სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ-------–------------–--- ი-------------- მ---------------------–--- უ--------- მ--------–ის, თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკ ზ---- კ-------ს წელთა ნამსახურობა შეადგენდა 15 წელს. შესაბამისად, 2015 წლის თებერვლიდან ყოველ თვე იგი იღებდა დანამატს - სარგოს 30%-ის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის 28 მაისის №M---------------- ბრძანებით დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ-------–-------------–--- ი-------------- მ-------- ს-----------–--- უ--------- მ--------–ე, თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი ზ---- კ------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აქედან გამომდინარეობს, რომ მან 2015 წლის თებერვლიდან მაისის თვის ჩათვლით მიიღო დანამატი მითითებული ოდენობით.

 

სასამართლომ მითითებული გარემოებებზე დაყრდნობით დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის 2016 წლის 21 ივლისის №6----- წერილზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ-------–------------–--- ი-------------- მ---------------------–--- ყოფილი უ--------- მ--------–ის, თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკ ზ---- კ-------ს სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, თანამდებობიდან გათავისუფლების დღის მდგომარეობით, შეადგენდა 12 წელს, 9 თვესა და 23 დღეს. შესაბამისად, ზ---- კ-------მ ყოველთვიური დანამატი აიღო 5%-ით მეტი ოდენობით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ- კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. 976-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან ბ) გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან გ) მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ) მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, უსაფუძვლოდ გამდიდრებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი პირის ქონებრივი ზრდა ხდება მეორე პირის ქონების შემცირების ხარჯზე და აღნიშნული ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. სასამართლომ აქვე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 05 ოქტომბრის №ას-456-805-07 გადაწყვეტილებაზე/განჩინებაში, რომელშიც „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს უსაფუძვლოდ, უსამართლოდ შეძენილი ქონების ამოღება ანუ სამართლებრივი წონასწორობის აღდგენა. გაუმართლებლად შეძენილ ქონებაში იგულისხმება შეღავათის, უპირატესობის, უფლების ამოღება ე.ი. ქონებრივი ნამატის ამოღება იმ პირის სასარგებლოდ, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა და არა ქონებრივი დანაკლისის შევსება ანუ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია არსებობდეს ქონების გადაცემის ფაქტი, რასაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი)“.

 

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის 2015 წლის 24 თებერვლის №1----- წერილზე დაყრდნობით არსებობდა დანამატის იმ ოდენობის გაცემის საფუძველი, რასაც მოპასუხე იღებდა და ამავე დროს, ეს უკანასკნელი ენდობოდა ადმინისტრაციულ ორგანოს, საფუძველს არის მოკლებული ის მოსაზრება, რომ ზ---- კ-------ს ეკისრება ვალდებულება დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოდან მიღებული ზედმეტი თანხა უკან დააბრუნოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ რეალურად მისი ნამსახურობის წლები არ შეადგენდა 15 წელს. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არ ეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ დაანგარიშებულ ნამსახურობის წლებს.

 

2.2.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი მიიჩევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და იგი უნდა გაუქმდეს. აპელანტი განმარტავს, რომ ზ---- კ-------ს ნამსახურები წლების ოდენობა შეადგენს 12 წელს 9 თვესა და 23 დღეს, შესაბამისად დარიცხული თანხა წარმოადგენს უსაფუძვლოდ მიღებულ ნამეტს; სადავო თანხის დარიცხვა მოხდა შეცდომით და შეცდომით დარიცხული თანხა ვერანაირად ვერ იქნება კანონიერ საფუძველზე მიღებული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

განსახილველ შემთხვევაში უდადვოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოდგენს, რომ ზ---- კ------- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ-------–-------------–--- ი-------------- მ---------------------–--- უ--------- მ--------–ის თანამდებობაზე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის 1------------–-- №M----------------- ბრძანებით. ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის 2015 წლის 24 თებერვლის №1----- წერილით ამავე სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ-------–------------–--- ი-------------- მ---------------------–--- უ--------- მ--------–ის, თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკ ზ---- კ-------ს წელთა ნამსახურობა შეადგენდა 15 წელს. შესაბამისად, 2015 წლის თებერვლიდან ყოველ თვე იგი იღებდა დანამატს - სარგოს 30%-ის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის 28 მაისის №M---------------- ბრძანებით დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ-------–-------------–--- ი-------------- მ-------- ს-----------–--- უ--------- მ--------–ე, თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი ზ---- კ------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აქედან გამომდინარეობს, რომ მან 2015 წლის თებერვლიდან მაისის თვის ჩათვლით მიიღო დანამატი მითითებული ოდენობით.

 

აპელანტის პოზიციას ზ---- კ-------ს უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ, პალატა ვერ ვერ გაიზიარებს, რადგან სსკ-ის 976-ე მუხლის მიზნებისათვის უძაფუძვლოდ შეძენილ ქონებაში მოიაზრება, იმგვარად შეძენილი, გადაცემული ქონება, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

 

პალატა განმარტავს, რომ დანამატის იმ ოდენობის გაცემის საფუძველს, რასაც ზ---- კ------- იღებდა, ქმნიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის 2015 წლის 24 თებერვლის №1----- წერილი, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში თანხის გაცემას, გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი.

 

გარდა აღნიშნულისა, პალატა მიუთითებს, რომ ზ---- კ-------ს კანონიერი ნდობა ჰქონდა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ. პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა მხოლოდ მაშინ არის გარანტირებული, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები სტაბილური ხასიათისაა. კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისაგან.

 

პალატა ვერ გაიზაიარებს აპელანტი მხარის განმარტებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის 2016 წლის 21 ივლისის №6----- წერილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ-------–------------–--- ი-------------- მ---------------------–--- ყოფილი უ--------- მ--------–ის, თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკ ზ---- კ-------ს სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, თანამდებობიდან გათავისუფლების დღის მდგომარეობით, შეადგენდა 12 წელს, 9 თვესა და 23 დღეს, რამეთუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის 2015 წლის 24 თებერვლის №1----- წერილით, ამავე სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ-------–------------–--- ი-------------- მ---------------------–--- უ--------- მ--------–ის, თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკ ზ---- კ-------ს წელთა ნამსახურობამ შეადგინა 15 წელი.

 

ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის 2017 წლის 07 ნოემბრის №M---------------- წერილს, რომლითაც დგინდება, რომ ზ---- კ-------ს სპეციალურ წოდებაში ნამსახურობის წლების 2015 წლის 28 მაისის მდგომარეობით შეადგენს 12 წელს, 9 თვესა და 23 დღეს, ხოლო 1995 წლის პირველი სექტემბრიდან 2001 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდი (საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში სწავლის პერიოდი) შედის შრომის საერთო სტაჟში და 2017 წლის 28 მაისის მდგომარეობით მისი შრომის საერთო სტაჟი მოიცავს 17 წელს და 9 თვეს.

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ნამსახურეობის წელთა რაოდენობის დაანგარიშებას ზ---- კ------ე არ ეთანხმება და ეს გარემოება სადავოა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ზ---- კ-------სათვის თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით, არ გამომდინარეობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს აპელანტი მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა - განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.1.2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა