განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100117001927927
საქმე №1ბ/258-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე : კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: გ------- ღ-------ის და გ------- გ-----–--ის
მსჯავრდებულის: თ------------------–-ს
ადვოკატების: გ------- დ------–---–ის და ა---------- ს----------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ თ------------------–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ------------------–-ს მიმართ, დაბადებული 1-----–-–-------------ს, პირადი N3----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ----------------------------; დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენით, თ------------------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.
მასვე, 3(სამი)წლის ვადით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.
მსჯავრდებულ თ------------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 6 თებერვლიდან.
თ------------------–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 19:15 საათზე, ქ.რ-------–---–---------------------, ქუთაისის მოედნის მიმართულებით, დაახლოებით 134 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა თ------------------–-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი ,,მერსედეს ბენცი“ სახ. ნომრით T--------, რომელმაც შარტავას გამზირის და მე-7----- კვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე გაიარა მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე. აღნიშნულით თ------------------–მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ: წითელი მაშუქი სიგნალი ან წითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას; დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით; მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. შედეგად თ------------------–მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა და შეეჯახა ქუთაისის მოედნიდან 2---------ის მიმართულებით მოძრავ, გზაჯვარედინზე შემოსულ ავტომობილს ,,ბმვ“-ს სახ. ნომრით W--------- რომელსაც მართავდა რ--------- ნ------ე. შეჯახების შედეგად რ--------- ნ------ე და მისი მგზავრები ლ--- ლ---------–---ი და ნ-----–---- ჯ---–---–ი გარდაიცვალნენ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ------------------–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოწმეთა ჩვენებებს და არასრულყოფილად ჩატარებულ სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას. საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა თ------------------–-ს ბრალეულობას და იმ ფაქტს, რომ სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება ცალსახად დამოკიდებული იყო მსჯავრდებულზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
- 2016 წლის 23 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით , ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი მდებარეობსეობს ქ.რ-------–---–--------------------- შუქნიშნით რეგულირებად გზაჯვარედინზე N2----–----------–- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გზის სავალი ნაწილი არის ასფალტირებული და უდეფექტო. შარტავა-მეგობრობის გამზირზე არსებულ სამოძრაო ზოლს მარჯვენა მხრიდან უერთდება მე-7------კენ შესასვლელი გზა, ხოლო შარტავას გამზირი ქუთაისის მოედნის მიმართულებით სავალ გზას მარჯვენა მხრიდან უერთდება 2---------კენ შესასვლელი გზა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაშვები სიჩქარე შეადგენს 60 კმ/საათს. გზას შუაზე ჰყოფს 4,20 მეტრი სიგანის ბეტონის გამყოფი ზოლი. როგორც შა--------------------------------ს მოედნის მიმართულებით, ისე შარტავა -მეგობრობის გამზირის მიმართულებით, სამოძრაო ზოლებზე, განლაგებულია წამზომიანი შუქნიშნები, რომლებზეც ერთდროულად ინთება 20-წამიანი მწვანე ფერის მაშუქები, რომელიც უკუთვლით ჩამოდის ერთ წამამდე, ამის შემდეგ ირთვება მოციმციმე 4-წამიანი მწვანე მაშუქი, შემდეგ 3-წამიანი ყვითელი ფერის მაშუქი და შემდეგ 23-წამიანი ასევე უკუთვლით ჩამომსვლელი წითელი ფერის მაშუქი, რომლის ჩართვისთანავე, როგორც შარტავა ქუთაისის მოედნის მიმართულებით, ისე შარტავა -მეგობრობის გამზირის მიმართულებით სავალ გზებზე, ირთვება მარცხნივ მოხვევის დამატებითი სექტორის მწვანე ფერის ისრები, რომლებიც მე-17 წამზე გადადის მოციმციმე მაშუქზე და მე-14 წამზე საერთოდ ქრება. შარტავას გამზირი- ქუთაისის მოედნის მიმართულებით სავალ გზას აქვს სამი სამოძრაო ზოლი. მარცხენა სამოძრაო ზოლის სიგანეა 3,70 მეტრი, შუა სამოძრაო ზოლის სიგანეა 3,60 მეტრი, ხოლო გზის პირის სიგანეა 1,70. შარტავას გამზირი- ქუთაისის მოედნის სავალი გზის სიგანეა 12,80 მეტრი. ათვლის წერტილად აღებულია ბეტონის გამყოფ ზოლზე არსებული განათების ბოძი. ათვლის წერტილიდან მეგობრობის გამზირის მიმართულებით 12.0 მეტრსა და მარცხნივ 5,85 მეტრში. აღინიშნება ამონაკაწრი, რომლისგანაც შა----------------------------ს მოედნისკენ მიმართულებით სავალ გზაზე 0,50მეტრი სიგრძის მოცურების კვალი აღინიშნება, ასევე , მის გვერდით 1,85 მეტრშიც აღინიშნება ამონაკაწრი და მისგან შა----------------------------ს მოედნის მიმართულებით7,60 მეტრის მოცურების კვალია. აღნიშნული ამონაკაწრები წარმოადგენს სავარაუდო შეჯახების ადგილს. შარ----------------------------ს მოედნის მიმართულებით სავალ გზაზე მე-7-------კენ შესახვევ გზასთან არსებულ ,,სდექ” ხაზიდან სავარაუდო შეჯახების ადგილამდე მანძილია 49,80 მეტრი. გზაზე განთავსებულია 4,80 მეტრის ქვეითთა გადასასვლელი, რომელიც მთლიანად კვეთს შა-------------------ე არსებულ სავალ გზას. შა-------------------ს მოედნის მიმართულებით სავალ გზაზე არსებულ ქვეითთა გადასასვლელიდან სავარაუდო შეჯახების ადგილამდე მანძილია 14,0 მეტრი. ათვლის წერტილიდან შა-----------------------------ს მოედნის მიმართულებით გზაზე მარჯვნივ13,40 მეტრსა და შარტავას გამზირი ქუთაისის მოედნის მიმართულებით 17,90 მეტრში აღინიშნება ინტენსიური პლასტმასის ჩამონაყარი. შა----------------------------ს მოედნის მიმართულებით სავალი გზის მარჯვნივ გაჩერებულია შემთხვევაში მონაწილე ,,მერსედესის” მარკის ავტომობილი, სანომრე ნიშნით T--------, რომელიც ნახევრად მიწის გვერდულზე დგას, ავტომობილის წინა ნაწილი განლაგებულია სავალ გზაზე და მიმართულია ბეტონის გამყოფი ზოლისაკენ ,,მერსედესის” მარკის ავტომობილის წინა მარჯვენა საბურავიდან, შა----------------------------ს მოედნის მიმართულებით, სავალი გზის მარცხენა წყვეტილ ხაზამდე მანძილია 7,80, ხოლო მარცხენა საბურავიდან 7,90 მეტრი ავტომობილის წინა მარჯვენა საბურავიდან შარტავას გამზირი ქუთაისის მოედნის მიმართულებით აღინიშნება 7,10 მეტრი კვალი, რომელიც მუქდება. სავალი გზის მარჯვენა ბორდიულთან, სადაც განლაგებულია ბეტონის ჯებირი, აღნიშნულ ბეტონის ჯებირს შეჯახების შედეგად აღენიშნება დაზიანებები, ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეინიშნება 13,10 მეტრის მუქი ფერის სითხის ჩამონაღვენთი და მიმოფანტულია პლასტმასის და მინის ჩამონაყარი. შა----------------------------ს მოედნის მიმართულებით სავალ გზაზე გაჩერებულია ასევე შემთხვევაში მონაწილე ,,ბმვ”-ს მარკის ავტომობილი, რომლის სახელმწიფო ნიშანია W--------. აღნიშნულ ავტომობილში წინა მარჯვენა სავარძელზე განთავსებულია ახალგაზრდა ქალბატონის გვამი. ავტომობილის უკანა ნაწილი მიმართულია ბეტონის გამყოფი ზოლისკენ. ავტომობილის უკანა მარცხენა საბურავიდან ბეტონის გამყოფ ზოლამდე მანძილია, 6,60 მეტრი. ხოლო უკანა მარჯვენა საბურავიდან 6,70 მეტრი წინა მარცხენა საბურავიდან შა----------------------------ს მოედნის მიმართულებით სავალი გზის მარჯვენა ბორდიულამდე მანძილია 3,0 მეტრი ხოლო წინა მარჯვენა საბურავიდან 3,20 მეტრი შა----------------------------ს მოედნის მიმართულებით სავალ გზაზე განთავსებულია საშუალო ასაკის მამაკაცის გვამი, რომელიც ავტომანქანა ,,ბმვ”-სგან დაშორებულია 7,70 მეტრით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ,,ბმვ”-ს მარკის ავტომობილიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა სახის ნიმუშები და კვლები.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ე---------- მ-----–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს, ის თავისი ავტომანქანით მოძრაობდა ქ.რუსთავში მე-----------–-------------------- მიმართულებით. როდესაც მიუახლოვდა შა-------------------ე არსებულ შუქნიშანს, შეჩერდა სავალი გზის უკიდურეს მარცხენა მხარეს „სდექ“ ხაზთან, რათა მოძრაობა გაეგრძელებინა მარცხნივ მე-7------ის მიმართულებით და ელოდებოდა გადასასვლელზე შუქნიშნის დამატებითი სექციის, მწვანე ფერის ისრის ანთებას. ამ დროს მოესმა დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილის ხმა, ჯერ უკანა ხედვის სარკით, ხოლო შემდეგ მარჯვნივ გვერდზე გაიხედა და თვალი გააყოლა დიდი სისწრაფით მოძრავ ავტომანქანას, რომელმაც გადაკვეთა ჯერ ერთი, შემდეგ მეორე შუქნიშანი და შეეჯახა მეორე გამყოფ ზოლზე გამომავალ ავტომანქანას. სწრაფად მომავალი მანქანა იყო ”მერსედესის” მარკის, ხოლო მეორე - ”ბმვ”. ”მერსედესის” ავტომანქანა მოძრაობდა შა-------------------ე თბილისის მიმართულებით, ხოლო მეორე მანქანა მოძრაობდა თბილისის შემომავალი გზიდან მე-2-------ში ჩამავალი გზის მიმართულებით. როდესაც „მერსედესის” მარკის მანქანამ შუქნიშანზე გაიარა, ზუსტად არ ახსოვს, რა ფერის შუქნიშანი ენთო. შეჯახების შემდეგ აიხედა და ნახა, რომ მის სამოძრაო ზოლში უკვე მწვანე ფერის შუქნიშანი ენთო, მაგრამ როდის აინთო შეჯახებამდე, თუ შეჯახების შემდეგ, ამის თქმა არ შუძლია, ვინაიდან ყურადღება გადატანილი ჰქონდა სწრაფად მიმავალ „მერსედესზე“ (იხ. სასამ. სხდომის ოქმი 21.09.17; 15:23:01). ამასთან, მე-7------დან შეჯახებამდე სხვა ავტომანქანა არ გამოსულა, დადებით შემთხვევაში შეამჩნევდა.
აპელანტის მტკიცებით, როდესაც ე-----------------–---–ი იდგა და ელოდებოდა მწვანე ფერის შუქნიშნის ანთებას, ამ დროს ანალოგიურ მდგომარეობაში იყო „ბმვ“-ს ავტომანქანა, რომელიც თავის მხრივ იდგა ქუთაისის მოედანი-შარტავას გამზირის მიმართულებით გზის უკიდურეს მარცხენა ნაწილში, მე-3 შუქნიშანთან და ელოდებოდა მარცხნივ შესახვევი მწვანე ისრის ანთებას და მის ანთებამდე მისთვის მარცხნივ მოძრაობა აკრძალული იყო. შესაბამისად, ამ მომენტისთვის თ------------------–-ს სამოძრაო ზოლში შუქნიშანზე წითელი ფერი ვერ იქნებოდა.
პალატის აზრით, აღნიშნული მსჯელობის შეფასებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ მოწმე ე-----------------–---–ი დანამდვილებით ვერ მიუთითებს მის სავალ ზოლში როდის აინთო მწვანე შუქნიშანი და არც მეორე გზაჯვარედიზე გამომავალი „ბმვ“-ს ავტომანქანა დაუნახავს, ვინაიდან ყურადღება გადატანილი ჰქონდა სწრაფად მიმავალ „მერსედესზე“. მან მხოლოდ შეჯახების შემდეგ დააფიქსირა მწვანე შუქნიშანი მის სავალ ზოლში.
ამდენად, მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე, დაცვის მახრის არგუმენტაცია, რომ, როდესაც ე---------- მ-----–---–ი გაჩერებული იყო, ამ მომენტისთვის ყველა შემთხვევაში მსჯავრდებულის სამოძრაო ზოლში მწვანე ფერი იქნებოდა, ვერ იქნება გაზიარებული.
პალატა, მოწმე ე---------- მ-----–---–ის ჩვენების სანდოობის შეფასებისას, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამ განაპირობა გამოძიების ეტაპზე მისი დამატებითი დაკითხვა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 თებერვალს შემთხვევის ადგილზე, მოწმე ნ-------–---------–---ის და თ------------------–-ს მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ იმ მიზეზით, რომ შესაძლებელი იყო მსჯავრდებულს გაევლო ყვითელი ფერის შუქნიშანზე, დამატებით დაიკითხა ე-----------------–---–ი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება და ამ შემთხვევაშიც განაცხადა და დააზუსტა, რომ მას არ დაუნახავს, თუ რა ფერის შუქნიშანზე გაიარა თ------------------–მა, ხოლო შეჯახების შემდეგ ნახა, რომ მის სამოძრაო ზოლში უკვე მწვანე ფერის შუქნიშანი ენთო, მაგრამ როდის აინთო შჯახებამდე, თუ შეჯახების შემდეგ, ამის თქმა არ შუძლია, ვინაიდან ყურადღება გადატანილი ჰქონდა სწრაფად მიმავალ „მერსედესზე“.
ამდენად, პალატას არ გააჩნია საფუველი ეჭვი შეიტანოს მოწმე ე-----------------–---–ის ჩვენების სანდოობაში.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში გვერდს უვლის უშუალოდ ფაქტის შემსწრე მოწმის ნ-------–---------–---ის ჩვენებას, რომლითაც დასტურდება, რომ ის 2016 წლის 23 დეკემბერს, მეუღლესთან - რ--------- ნ------ესთან, დასთან - ლ--- ლ---------–---თან, დისშვილთან - ნ-----–---- ჯ---–---–თან და მის შვილთან -ბასა ნ------ესთან ერთად,”ბმვ-ს” მარკის ავტომანქანით მოძრაობდნენ ქ.რუსთავში მე-8------დან 2-------ის მიმართულებით. საჭესთან იჯდა მისი მეუღლე რ--------- ნ------ე, მძღოლის გვერდით იჯდა მისი და, ლ--- ლ---------–---ი, რომელსაც კალთაში ესვა თავისი შვილი, ხოლო უკან ისხდნენ თვითონ და მისი შვილი. ისინი მოძრაობდნენ მარცხენა უკიდურესი ზოლში, გაჩერდნენ „სდექ ხაზთან“ შუქნიშანზე და ელოდებოდნენ როდის აინთებოდა მარცხნივ, 2-------ის მიმართულებით მანიშნებელი მწვანე ფერის შუქნიშანი. როდესაც აინთო მწვანე ფერის შუქნიშანი, მათი მანქანა ნელა დაიძრა და ჩაუხვიეს მარცხნივ. მოწმის განმარტებით, როდესაც მანქანა შენიშნა, ის მათგან 100 მეტრით იქნებოდა დაშორებული და წამებში დაეჯახა. ის ჩვეულებრივ ხედავდა შუქნიშანს და დაინახა, რომ მათი მოძრაობის დაწყებისას ენთო მწვანე შუქი, რის თაობაზე ექსპერტებსაც უთხრა. მოწმემ ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროსაც.
2017 წლის 21 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას, ნ-------–---------–---ის განმარტებით დგინდება, რომ 2--------აიონისკენ შესახვევი სავალი გზის ბეტონის გზაგამყოფ ზოლებს შორის არსებულ წყვეტასთან მეგობრობის გამზირის მიმართულებით სავალ გზაზე არის „სდექ ხაზი“. მათი ავტომობილის მძღოლმა რ--------- ნ------ემ დაიწყო მოძრაობა და გადავიდა სამოძრაო ზოლში. აღნიშნული „სდექ ხაზიდან“ დაახლოებით 12.10 მეტრის გავლის შედეგ, რა დროსაც მათი ავტომობილი მეგობრობის გამზირიდან შარტავას გამზირი ქუთაისის მოედნის მიმართულებით შესული იყო 3,40 მეტრით, ამ დროს ნ-------–---------–---მა, მეგობრობის გამზირიდან ქუთაისის მოედნის მიმართულებით სამოძრაო ზოლში დაინახა ავტომობილი, რომელიც მოძრაობდა მეგობრობის გამზირი-ქუთაისის მოედნის მიმართულებით და რომელსაც ჩართული ჰქონდა განათების მაშუქები და იგი მოძრაობდა დაახლოებით გზის შუა ნაწილში, აღნიშნულ ავტომობილსა და მათ ავტომობილს შორის მანძილი იყო 137,10 მეტრი. ამის შემდეგ დაახლოებით 60 მეტრის გავლის შემდეგ, რ--------- ნ------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს შეეჯახა ავტომობილი. ნ-------–---------–---ის მიერ მითითებული შეჯახების ადგილიდან ქუთაისის მოედნის მიმართულებით სავალი ნაწილის მარჯვენა გვერდულ ხაზამდე მანძილია 3,40 მეტრი. „სდექ ხაზიდან“ შეჯახების ადგილამდე, რ--------- ნ------ის მართვის ქვეშ მყოფმა ავტომობილმა გაიარა 18,10 მეტრი.
დაცვის მხარემ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო სასამართლოში ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა აღნიშნული მოწმე ნ-------–---------–---ის ჩვენებას.
ამავე დღეს, თ------------------–-ს მონაწილეობით ჩატარდა საგამძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც თ------------------–მა განმარტა რომ ,როდესაც იგი მოძრაობდა მეგობრობის გამზირიდან ქუთაისის მოედნის მიმართულებით, შეამჩნია შარტავას მოედნიდან ქუთაისის მოედნის მიმართულებით სავალ გზაზე არსებულ პირველივე შუქნიშანზე მწვანე ფერის მაშუქი, ამ მომენტში მისი სამოძრაო ზოლის წინ ავტომობილი ,,მერსედესი” „სდექ ხაზიდან“ დაშორებული იყო 38 მეტრით, ხოლო აღნიშნული შუქნიშნიდან 60,20 მეტრით ,,მერსედესის” მარკის ავტომობილმა გააგრძელა მოძრაობა ქუთაისის მოედნის მიმართულებით , გასცდა პირველ შუქნიშანს და თ------------------–-ს განმარტებით 9,80 მეტრში დაინახა ,,ბმვ” მარკის ავტომანქანა, რომელიც შემოვიდა ქუთაისის მოედნიდან მეგობრობის გამზირის მიმართულებით სამოძრაო ზოლის უკიდურეს მარცხენა მხრიდან 2---------ის მიმართულებით, მეგობრობის გამზირი ქუთაისის მოედნის მიმართულებით იგი შემოვიდა 2,20 მეტრით. თ------------------–მა ასევე მიუთითა ადგილი, სადაც მოხდა მისი ავტომობილისა და ,,ბმვ”-ს მარკის ავტომობილებს შორის შეჯახება. ის 65 მეტრში ხედავდა გზის გამყოფი ზოლის წყვეტას, რომელიც არის 2----------კენ შესასვლელი გზა. მეგობრობის გამზირი ქუთაისის მოედნის მიმართულებით სავალ გზაზე უკიდურეს მარცხენა ზოლში მე-7-------ის შესახვევიდან არსებულ „სდექ ხაზთან“ გაჩერებული იყო შკოდას მარკის ავტომობილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ე-------- ც----–-–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს საღამოს საათებში იმყოფებოდა მაღაზია ”ვ-----თან” და გადმოდიოდა მე-7----- შესასვლელთან არსებულ გზაჯვარედინზე, რა დროსაც შემოესმა ავტომობილის ძრავის ხმა და დაინახა, რომ დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა, რომელიც არც წითელ შუქნიშანზე არ გაჩერებულა, არც შეუნელებია და დაეჯახა თბილისის მხრიდან მომავალ „ბმვ“-ს მარკის ავტომობილს. სწრაფად მომავალი ავტომანქანა იყო ”მერსედესის” მარკის, იგი იმდენად სწრაფად მოდიოდა, რომ ღმუილის ხმა ისმოდა. მოწმის განმარტებით,”მერსედესის” მარკის მანქანისთვის შუქნიშანზე წითელი ენთო და მე-16, მე-17 წამს აჩვენებდა. მას შეეძლო მხოლოდ ”მერსედესის” შუქნიშნის დანახვა, ხოლო ”ბმვ”-სთვის, მისი დასკვნით უკვე მწვანე იქნებოდა ანთებული. შეჯახების შემდეგ მივიდა მანქანებთან, ”ბმვ-ს” მანქანაში დაღუპულები იყვნენ, ადგილზე მოვიდნენ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.
დაცვის მხარე აღნიშნული მოწმის ჩვენებას, მოწმე ე-----------------–---–ის ჩვენებიდან გამომდინარე არასანდოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ თუ მსჯავრდებულის სავალ ზოლზე შუქნიშანი წითელ ფერს უჩვენებდა მე-16 წამზე, შესაბამისად, ე-----------------–---–ის სავალ გზაზე, მარცხენა მოხვევის დამატებით სექციაში რამდენიმე წამით ადრე უნდა ანთებულიყო მწვანე ფერის ისარი.
პალატის აზრით იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე ე-----------------–---–ი მიუთითებს, რომ არ დაუნახავს, თუ რა ფერის შუქნიშანზე გაიარა თ------------------–მა, ხოლო შეჯახების შემდეგ ნახა, რომ მის სამოძრაო ზოლში უკვე მწვანე ფერის შუქნიშანი ენთო, მაგრამ როდის აინთო შჯახებამდე, თუ შეჯახების შემდეგ, ამის თქმა არ შეუძლია, დაცვის მხარის ასეთი არგუმენტაცია ვერ იქნება გაზიარებული.
- 2017 წლის 12 იანვრის შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ქუთაისის მოედანი-შარტავას გამზირის მიმართულებით სამოძრაო გზას, მარჯვენა მხრიდან უერთდება მე-7------კენ შესასვლელი გზა, ხოლო შარტავას გამზირი ქუთაისის მოედნის მიმართულებით სავალ გზას, მარჯვენა მხრიდან უერთდება 2---------კენ შესასვლელი გზა. 1-2 და 3-4 შუქნიშნებზე ერთდროულად ირთვება უკუთვლით მოძრავი 20-წამიანი მწვანე ფერის მაშუქი, რომელიც 1 წამამდე ჩამოდის, შემდეგ ირთება 4 -წამიანი მოციმციმე მწვანე ფერის მაშუქი, შემდეგ 3-წამიანი ყვითელი ფერის მაშუქი და შემდეგ 23(ოცდასამი)წამიანი ასევე უკუთვლით ჩამომსვლელი წითელი ფერის მაშუქი, რომლის ჩართვისთანავე პირველ და მე-3 შუქნიშნებზე, ირთვება მარცხნივ მოხვევის დამატებითი სექციის ისრები, რომლებიც მე-17 წამზე გადადის მოციმციმე მაშუქზე და მე-14 წამზე საერთოდ ქრება.
ამდენად, აღნიშნული შუქნიშნების მუშაობის მექანიზმიდან გამომდინარე დგინდება, რომ პირდაპირი მოძრაობის მაჩვენებელ შუქნიშანზე წითელი ფერის ანთების შემდეგ ირთვება მარცხნივ მოხვევის დამატებითი სექციის მწვანე ისრები, შესაბამისად, მოწმე ნ-------–---------–---ის ჩვენების გათვალისწინებით, „ბმვ“-ს ავტომანქანის მწვანე შუქნიშანზე მოძრაობის პარალელურად თ------------------–-ს სამოძრაო ზოლში მწვანე ფერის შუქნიშანი ვერ იქნებოდა ანთებული.
- პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ მსჯავრდებულის ავტომანქანის სიჩქარე განსაზღვრა მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე, ავტომანქანის ძრავის ხმით,2017 წლის 4 აპრილის სატრანსპორტო ტექნიკურ -ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა განპირობებულია შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,მერსედესის” მძღოლის თ------------------–-ს ქმედებით, რომელსაც უგულებელყოფილი აქვს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის 1 პუნქტის და 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტომობილ ,,ბმვ”-ს მძღოლ რ--------- ნ------ეზე არ იყო დამოკიდებული კონკრეტული სატრანსპორტო საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპეტიზის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა, ე------ გ---–--–-–---–მა, რომელმაც დეტალურად განმარტა, თუ რა მეთოდოლოგიით და რა ფორმულირების საშუალებით დადგინდა ავტომანქანა „მერსედესის“ სიჩქარე, რაც თავის მხრივ დეტალურად არის ასახული დასკვნის კვლევით ნაწილში. კერძოდ, მოწმემ განმარტა, რომ დასკვნა შეადგინა საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.ავტომობილი ”მერსედესი” მოძრაობდა შა-------------------ე, რომელიც დაეჯახა გვერდიდან ავტომობილ ”ბმვ”- ს. კვლევის შედეგად და წარმოდგენილი მასალებით დადგინდა, რომ ავტომობილი ”ბმვ” შეჯახების შემდეგ, სადაც დატოვებული იყო ამონაკაწრი, გადაადგილებული იყო 30 მეტრის მანძილზე. აღნიშნული მანძილებისა და ავტომობილების მოდელების გათვალისწინებით მოხდა ავტომობილების გადაადგილების მექანიზმის დადგენა. ავტომობილი ”მერსედესი” მოძრაობდა უშუალოდ შეჯახების მომენტში 134 კმ. სთ სიჩქარით. როდესაც ”ბმვ’’-მ დაიწყო შა-------------------ე მოძრაობა ”მერსედესი” მისგან დაშორებული იყო 107 მეტრით. ავტომობილი ”ბმვ“- ს გადაადგილების სიჩქარე შეჯახების შედეგად იყო 67,2 კმ/სთ. ”ბმვ“- ს აჩქარება მოხდა 67,2 კმ/სთ-ით. აჩქარება გამოიწვია შეჯახებამ. შეჯახების შემდგომ კინეტიკური ენერგია, რაც ჰქონდა ”მერსედესს” ნაწილი ჩაიხშო ”მერსედესში”, ხოლო დანარჩენი კინეტიკური ენერგია გადაეცა „ბმვ“-ს და ამ უკანასკნელმა გააგრძელა ცურვითი მოძრაობა. ავტომობილი ”მერსედესისთვის” საფრთხე შეიქმნა მაშინ, როდესაც ”ბმვ“-მ მოძრაობისას გადმოკვეთა გამყოფი გაზონი და უშუალოდ შემოვიდა სავალ ნაწილზე. აღებული შესაბამისი ზომები და ამონაკაწრები მიუთითებს, რომ მათ შორის მანძილი არის 1,85 მ, ეს არის ავტომობილ ”მერსედესის” საბურავებს შორის მანძილი და ეს კვლები დატოვებულია ავტომობილი ”მერსედესის” მიერ, შესაბამისად, ავტომობილი ”მერსედესი” იდგა ამ კოორდინატებში, ხოლო ”ბმვ“-ს თავის წინა ნაწილით უნდა გაევლო დაახლოებით 8 მეტრი. ავტომობილი ”ბმვ” შემოხვევიდან 10 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც ”ბმვ“-მ გადაკვეთა გაზონი, ”მერსედესი” მისგან დაშორებული იქნებოდა 107 მეტრით. დაახლოებით შეჯახების ადგილს განსაზღვრავს ამონაკაწრები და ჩამონაყარები. მოწმის განმარტებით, მანქანის წონის დადგენა მოხდა მგზავრებიანად, წონის დადგენის დროს არის მოცემული ფორმულირება და იმ ფორმულირებაში წერია, თუ რამდენი შეიძლება იყოს ზრდასრული ადამიანის წონა და ბავშვის წონა. ამასთან, ”ბმვ“-ს რომ გაევლო წითელზე, ტექნიკურად იგივე შედეგი დადგებოდა, „მერსედესის“ მძღოლს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისათვის ყველა შემთხვევაში დაუფიქსირდებოდა დარღვევა.
პალატა მიიჩნევს, რომ ავტომანქანა მერსედესის“ განვითარებული სიჩქარიდან გამომდინარე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება დამოკიდებული იყო მსჯავრდებულზე, ვინაიდან ”საგზაო მოძრაობის” შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილების თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. ქ,რუსთავში შარტავას გამზირი წარმოდგენს დასახლებულ პუნქტს და ”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ თ------- მ---------–- ”მერსედესის” მარკის ავტომანქანით შეჯახებამდე მოძრაობდა 134 კმ/სთ სიჩქარით და მისი მხრიდან მითითებული ნორმის დაცვის შემთხვევაში, სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში თ------------------–-ს მიერ ასევე დარღვეული იქნა ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქ/პუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან მან არ გაითვალისწინა და არ მიიღო ზომები წითელი ფერის შუქნიშნის ანთების მომენტში ავტომანქანის გასაჩერებლად. ამ ფაქტის დასადასტურებლად პალატა ეყრდნობა მოწმეების, ე-----------------–---–ის და ე---------–----–-–---–ის ჩვენებებს.
გარდა ამისა, თუ მსჯელობის საგანი გახდება მსჯავრდებულის მიერ ყვითელ შუქნიშანზე გავლის ფაქტი, ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს 29-ე მუხლის დარღვევას და პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის შეფასებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს სდექ ხაზთან, გზაჯვარედინზე ან სხვა ადგილას, უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა. ამ ნორმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყვითელ ფერზე გავლა მიზნად ისახავს შეჯახების თავიდან აცილებას უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალებისთვის. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ავტომანქანა „მერსედესის“ უკან მოძრაომდა რაიმე სახის ავტოსატრანსპორტო საშუალება და რომ არა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა, მსჯავრდებული შეძლებდა წითელ შუქნიშანზე დამუხრუჭებას და დამდგარი შედეგის თავიდან აცილებას.
- გარდა აღნიშნულისა, 2016 წლის 27 დეკემბრის სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის. წარმოდგენილი ავტომობილების როგორც საჭის მართვის მექანიზმები, ასევე სამუხრუჭე სისტემები გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. შეჯახების მომენტისათვის ავტომობილების გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე/შეჯახების კუთხე/ შეადგენდა დაახლოებით 70 გრადუსს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა დ------------–----ემ.
2017 წლის 3 აპრილის სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დგინდება, რომ რ--------- ნ------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა განვითარებული აორტის გაგლეჯის შედეგად სხეულის ბლაგვი ტრავმის გამო. სიკვდილის დადგომიდან გასული უნდა იყოს დაახლოებით 4-6 საათი. გვამზე აღინიშნება: აორტის რკალის გაგლეჯა, ღვიძლის გასკდომა, მრავლობითი ნაჭდევები სხეულზე, დიაფრაგმის გაგლეჯა; დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო; უშუალო კავშირშია სიკვდილის დადგომასთან. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ რ--------- ნ------ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები.
2017 წლის 3 აპრილის სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნ-----–---- ჯ---–---–ის სიკვდილის მიზეზია თავის ბლაგვი ტრავმის შედეგად გამოწვეული თავის ქალას სარქვლისა და ფუძის მოტეხილობა ტრავმული სისხლჩაქცევებით თავის ქალას ღრუსა და ტვინში და თავის ტვინის დაზიანებით; სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით სიკვდილი დადგა 23.12.16წ. 19:45 სთ-ზე, გვამის გამოკვლევის მონაცემები არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ თარიღს. გვამზე აღინიშნება თავის ქალას სარქვლისა და ფუძის მოტეხილობა ტრავმული სისხლჩაქცევებით თავის ქალას ღრუსა და ტვინში და თავის ტვინის დაზიანებით, მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მრავლობითი ნაჭდევები თავისა და სახის მიდამოში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო; უშუალო კავშირშია სიკვდილის დადგომასთან. ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა ზედა კიდურის მიდამოში წარმოადგენს სამედიცინო ჩარევის კვალს, წარმოებულს მკურნალობის მიზნით.
2017 წლის 3 აპრილის სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლ--- ლ---------–---ის სიკვდილის მიზეზია: თავის ფუძის მოტეხილობა ტრავმული სისხლჩაქცევებით თავის ტვინსა და ქალას ღრუში და თავის ტვინის დაზიანებით,განვითარებული სხეულის ბლაგვი ტრავმის შედეგად. სიკვდილის დადგომიდან გასული უნდა იყოს დაახლოებით 5-7 საათი. გვამზე აღინიშნება თავის ქალას ფუძის ძვლების მოტეხილობა ტრავმული სისხლჩაქცევებით თავის ტვინსა და ქალას ღრუში და თავის ტვინის დაზიანებით, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მარცხნივ, მრავლობითი ნაჭდევები სხეულზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში და ცოცხალ პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო; უშუალო კავშირშია სიკვდილის დადგომასთან. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ლ--- ლ---------–---ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები.
ამდენად, პალატა აანალიზებს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თ------------------–-ს ქმედებას და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ნ-------–---------–---ის, ე---------–----–-–---–ის, ე-----------------–---–ის, დ----------–----ის, ე------ გ---–--–-–---–ის, უ-------–--ის ჩვენბებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სარტანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სატრანსპროტო ტრასოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თ------------------–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება და არ არსებობს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ თ------------------–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3.თ------- მ---------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, 3(სამი)წლის ვადით ჩამორთვას ავტომანქანის მართვის უფლება.
4. თ------------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლადაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 6 თებერვლიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თ------------------–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
6. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით ლ---- ჩ------–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ---------------------------------- (საკადასტრო კოდი 0------------------) დადებული ყადაღა.
7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სპეცავტოსადგომზე მოთავსებული ავტომობილი ,,მერსედეს ბენცი“ სახ. ნომრით T-------- და ავტომობილი,,ბმვ“-ს სახ. ნომრით W--------- დაუბრუნდეს მათ მფლობელებს, ხოლო საქმეზე დართული DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას,9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი