განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002251961
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
საქმე №1ბ/802-18 20 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: გ---------–---–-- (პირადი № 0----------- დაბადებული 1972 წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ა--–-- სოფელი გ----------------- პ------–- ქუჩა N2--ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, თ-----------------–--–------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენით გ----------–---–-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პ------–- ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 03 დეკემბრიდან 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით გ----------–---–-ას პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ გ----------–---–-ას სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა და ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა - მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
მსჯავრდებულ გ---------–---–--ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა თამაზ კვახაძემ და ვახტანგ ნაყოფიამ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც ითხოვენ, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენი.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 03 დეკემბერს, დაახლოებით 03:20 საათზე ქ. თბილისში, თ-----------------–--–---------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ------------–---–ია სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ნ-----–--------–----ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი. ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ---------–---–--ს მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ-----–-------–---ას ჩვენებით, მოწმების ხვ-----------------–----------–---–-------------------–----ის ჩვენებებით, მსჯავრდებულ გ---------–---–--ს აღიარებითი ჩვენებით, მოწმე მ------–-------–---–--ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პ------–- ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პ------–- ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ---------–---–--ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ---------–---–--მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პ------–- ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ---------–---–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილი, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლის მონაწილე, ხასიათდება დადებითად, დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს.
გ---------–---–--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატის აზრით გ---------–---–--ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასჯელის განსაზღვრის დროს ზედმიწევნით სწორი შეფასება მიეცა მითითებულ გარემოებებს, გათვალისწინებული იქნა, რომ გ---------–---–-- ქმედების ჩადენამდე არ იყო ნასამართლევი, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 15000 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით 1000 (ათას) ლარამდე შეუმცირდა, პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.
ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ გ---------–---–--სთვის დანიშნული სასჯელი ლმობიერია და განაჩენი უსამართლო, რომ თითქოს ამგვარი სასჯელი მსჯავრდებულს ჩამოუყალიბებს დაუსჯელობის სინდრომს და წაახალისებს მის მიერ მომავალში მსგავსი ქმედების ჩადენას. პალატა კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ განაჩენით დაგდენილი ქმედების ჩადენამდე მსჯავრდებული ნასამართლევი არ ყოფილა, აღიარა დანაშაული, არ გაუხდია მტკიცებულებები სადავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, რაც მიუთითებს მის მიმართ გამოყენებული სასჯელის საკმარის ეფექტურობაზე. აპელანტი სააპელაციო საჩივარში ქმედების ფაქტობრივ გარემოების აღწერისას ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის ქცევის მომეტებულ საფრთხეზე და აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ხასიათის ძალადობის განახორციელების გამო 04:00 საათზე დაზარალებული იძულებული გახდა, გაეღვიძებინა ბავშვი და მეზობელთან გადაეყვანა. აღნიშნული არგუმენტის განმეორებით მოყვანა სააპელაციო საჩივარში, პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია, ვინაიდან ეს უკვე მოცემულია ბრალის ფორმულირებაში, პირი მსჯავრდებულია ჩადენილი ქმედებისთვის და სასამრთლოსთვის არ წარმოადგენს ახალ გარემოებას. რაც შეეხება აპელანტის არგუმენტაციას, რომ გ---------–---–-- მომეტებული საფრთხის მატარებელია, ვინაიდან შეეცადა სანადირო თოფის გამოყენებას, აღნიშნული საქმის მასალებიდან არ დასტურდება. ამოღების ოქმის მიხედვით ადგილზე მისულ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს სანადირო თოფი დაშლილ მდგომარეობაში დახვდათ, რაც გამორიცხავს გ---------–---–--ს მიერ იარაღის დემონსტრირებასაც კი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ---------–---–--მ განახორცილა აბსტრაქტული სახის მუქარა და ამ დროს იარაღის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. აპელანტი ასევე უთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით გ---------–---–-- ნასამართლევია ანალოგიური ძალადობრივი დანაშაულისათვის, რაც მოწმობს მის მიდრეკილებას მსგავსი ძალადობრივი დანაშაულების ჩადენისკენ. საქმის მასალების მიხედვით გ---------–---–-- ნასამართლობის არ მქონეა, საქმეში წარმოდგენილი არ არის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი გ---------–---–--ს მიმართ, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, გ---------–---–-- არ არის ადმინისტრაციულსახდელდადებული და მის მიმართ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. პალატისთვის გაუგებარია, რატომ ავითარებს ბრალდების მხარე მსგავს მოსაზრებას. პალატა განმარტავს, რომ გ---------–---–--ს მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული. კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პ------–- ნაწილის სანქციით განსაზღვრა ალტერნატიული სასჯელები, რომლითაც საშუალება მისცა სასამართლოს, სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და ისე დაუნიშნოს სასჯელი. პ------–- ინსტანციის სასამართლომ გ---------–---–--ს აღნიშნული მუხლის სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან ერთ-ერთი - ჯარიმა განუსაზღვრა. პალატის აზრით დანიშნული სასჯელი არ არის ლმობიერი და წამახალისებელი, როგორც ამას ბრალდების მხარე მიუთითებს და მისი მოსაზრება, რომ გ---------–---–--ს მიმართ დანიშნული სასჯელი მის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ვერ მოახდენს და თავიდან ვერ ავიცილებთ ახალი დანაშაულის ჩადენას, საფუძველს მოკლებულია. როგორც საქმის მასალებით დგინდება, გ---------–---–--მ დანაშაული ჩაიდინა პირველად. იგი იშვიათად სვამს. დანაშაული ჩაიდინა სიმთვრალის გამო. მისი მხრიდან მსგავსი ძალადობრივი ქმედების განხორციელებას წარსულში არ ჰქონია ადგილი, რაც დაადასტურა როგორც დაზარალებულმა, ასევე მათმა არასრულწლოვანმა შვილმა. ამიტომ სახეზე არ არის მომეტებული საფრთხე ინკრიმინირებული ქმედების მომავალშიც განმეორებისა და, აქედან გამომდინარე, დანაშაულის პრევენციის მიზნის მისაღწევად აუცილებელი არ არის უფრო მძიმე სასჯელის გამოყენება - პ------–- ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მიჩნეული უნდა იქნას ჩადენილი დანაშაულის ქმედების პროპორციულად.
პალატას მიაჩნია, რომ კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ გ---------–---–--ს მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ---------–---–--სთვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პ------–- ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ გ---------–---–--სათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის პ------–- ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენი გ---------–---–--ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პ------–- ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენი გ---------–---–--ს მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ----------–---–-ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პ------–- ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 03 დეკემბრიდან 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით გ----------–---–-ას პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, გ----------–---–-ას სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ---------–---–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება:
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული სანადირო თოფი, თოფის ჩასადები, შიგ მოთავსებული თოფის ლულით, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი - ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შესანახად გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამმართველოს გ---------–---–--ს საკუთრების უფლების შენარჩუნებით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე