განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210014443620
საქმე №2ბ/3357-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი 2018წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ეკატერინე ცისკარიძე
მოსამართლეები: ლევან გვარამია, ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია
აპელანტი - ფ-------------
წარმომადგენელი - გ--------------
მოწინააღმდეგე მხარე – ა-------------
წარმომადგენელი - თ----------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ა-------------ს სარჩელი ფ-------------ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ფ-------------ს ა-------------ს სასარგებლოდ დაეკისრა 4-------------------- გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად, საიდანაც ძირითადი თანხაა 4----------------, 2013 წლის 20 დეკემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლო - 9-----------------, ხოლო 2013 წლის 20 დეკემბრიდან 2014 წლის 30 ოქტომბრამდე დარიცხული პირგასამტეხლო - 7------------------. ფ-------------ს ა-------------ს სასარგებლოდ დაეკისრა - 3------–-------------–-----------–----- გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ა-------------ს მოთხოვნა მოპასუხისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯის - წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დარჩა უცვლელად.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. 2013 წლის 17 დეკემბერს, ა-------------ა და ფ-------------ს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ირკვევა, რომ 2013 წლის 3 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა გარიგება, რომლის მიხედვითაც, ა-------------მ ფ-------------სგან შეიძინა 1-------------------------------------------------------–--. ა---–--–-------- თანხა რ---––- შეთანხმებული კურსით უნდა გადაერიცხა ფ-------------სათვის 2013 წლის 5 ოქტომბერს, ხოლო ეს უკანასკნელი შესყიდულ 1----–-------------- გადაურიცხავდა ა-------------ს 2013 წლის 8 ოქტომბერს. გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეებმა განსაზღვრეს პირგასამტეხლო ყოველ დაგვიანებულ დღეზე 1-------–----------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება (ს.ფ. 76-77)
2.1.2. ფ-------------მ ა-------------ს 2013 წლის 8 ოქტომბერს 1----–---------------ს დაბრუნების ნაცვლად 2013 წლის 10 ოქტომბერს დაუბრუნა 4----------------. 2013 წლის 19 დეკემბერს მხარეებმა ხელი მოაწერეს აქტს ვალის აღიარების თაობაზე. ამ აქტით ფ------------- ადასტურებს, რომ 2013 წლის 17 დეკემბრამდე მას ა-------------სათვის გადასახდელი ჰქონდა 6-------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება (ს.ფ.76-77)
2.1.3. შეთანხმების გაფორმებიდან მეორე დღეს 2013 წლის 20 დეკემბერს ფ-------------მ ა------------- ნაღდი ანგარიშსწორებით გადაუხადა 7-------––------–----------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, სარჩელი ( იხ. 1-ლი ტომი ს.ფ. 68)
2.1.4. 2013 წლის 20 დეკემბრისათვის ფ-------------ს ვალი ა-------------ს წინაშე შეადგენდა 4------------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, სარჩელი ( იხ. 1-ლი ტომი ს.ფ. 68)
2.1.5. 2013 წლის 17 დეკემბრის ფინანსური დავის მოგვარებისთვის გამართული შეხვედრის დოკუმენტზე ხელმოწერა ნაბეჭდი ტექსტის ბოლოს, მარცხენა გრაფაში, შესრულებულია ფ-------------ს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 13 მაისის დასკვნა (ს.ფ. 319-323).
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.2.1. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას. აღნიშნული კანონი სწორედ კოლიზიური ნორმების მეშვეობით განსაზღვრავს, საერთაშორისო კერძო სამართლის სუბიექტების მონაწილეობით წარმოშობილი კერძოსამართლებრივი ურთიერთობების რეგულირებისათვის რომელი ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული.
საერთაშორისო კერძო სამართლის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს უცხოური ელემენტის შემცველი ურთიერთობის არსებობა. ამიტომ, წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის დადგენა აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს. უცხოელ ფიზიკურ პირს არ შეიძლება, პრეტენზია გააჩნდეს რომელიმე სხვა სამოქალაქო უფლებაზე, გარდა იმისა, რასაც მას ქართული სამოქალაქო კანონმდებლობა ანიჭებს.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები წარმოადგენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ამდენად, სახეზეა, საერთაშორისო კერძო სამართლით გათვალისწინებული სამართლებრივი წესრიგის განსაზღვრის აუცილებლობა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ უცხოური ელემენტის არსებობა სამართლებრივ ურთიერთობებში არ ქმნის საერთაშორისო კერძო სამართლის უპირობოდ გამოყენების საფუძველს. დასახელებული კანონის მეცხრე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაში, თუ: ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილი საქართველოა. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ვალდებულება საქართველოში უნდა შესრულებულიყო, რის გამოც, საქმის განმხილველი სასამართლო განსჯად სასამართლოს წარმოადგენს.
2.2.2. აღნიშნულის შემდგომ, სასამართლოს მიერ შეფასების საგანია რა სახის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ა-------------ა და ფ-------------ს შორის.
საქმეში არსებული მასალებისა და ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასამართლო თავისი ინიციატივით არკვევს მხარეთა შორის წარმოშობილ ურთიერთობას (უფლებებსა და ვალდებულებებს). ხელშეკრულების ბუნებას განსაზღვრავს არა მხარეების მიერ შერჩეული დასახელება, არამედ მისი შინაარსი და მიზანი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დავალების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, რაც მხარეებმა დაადასტურეს 2013 წლის 17 დეკემბრის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებით.
სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ წარმომადგენლობა პირს ანიჭებს უფლებას, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოდგენილის სახელითა და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დავალებული მოქმედებები შეასრულოს. მარწმუნებლის მიერ რწმუნებულისათვის გადაცემულ უფლებათა ჩამონათვალს, ანუ წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს და ვადას სათანადო წესით შედგენილი დავალების შესახებ გარიგება (სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლი) განსაზღვრავს.
2.2.3. დავალების ხელშეკრულებით რწმუნებულის ძირითადი ვალდებულებაა შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
შესაბამისად, დასახელებული ხელშეკრულების არსისა და მისგან გამომდინარე მხარეთათვის წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსის ანალიზით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ რწმუნებული, რომელიც მოქმედებს მარწმუნებლის სახელითა და ხარჯით, უფლებამოსილების ფარგლებში ასრულებს რა დავალებულ მოქმედებას, აღნიშნული მოქმედების შედეგად წარმოშობილი მატერიალური სარგებლის მიღებაზე უფლებამოსილი პირი მარწმუნებელია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა-------------მ ფ-------------სგან შეიძინა 1-------------------------------------------------------–--. ა-------------ს თანხა რ---––- შეთანხმებული კურსით უნდა გადაერიცხა ფ-------------სათვის 2013 წლის 5 ოქტომბერს, ხოლო ეს უკანასკნელი შესყიდულ 1----–-------------- გადაურიცხავდა ა-------------ს 2013 წლის 8 ოქტომბერს.
2.2.4. მანამ სანამ სასამართლო იმსჯელებს შესრულდა თუ არა მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულება, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხელშეკრულების იურიდიულ ძალაზე, სახელდობრ: მოპასუხის წარმომადგენელი ზემოაღნიშნული ხელშეკრულების იურიდიულ ძალას ეჭვქვეშ აყენებს იმ დასაბუთებით, რომ ფ-------------ს მიერ ხელმოწერა მექანიკურად ხდებოდა, დოკუმენტის წაკითხვის გარეშე, რის გამოც, ხელმოწერის არსებობას დოკუმენტზე რაიმე მნიშვნელობა არ გააჩნია (იხ. 2017 წლის 27 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმი 16:54:45 საათი).
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის არგუმენტს და განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო სამართალში მოქმედი კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე (სამოქალაქო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილი) თითოეული მხარე მიიჩნევა კანონის მცოდნედ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულია დადგინდეს ჩარჩო რომელშიც კანონის არცოდნა საპატიოდ მიიჩნევა. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე სამოქალაქო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი რისკის მატარებელია, რომელიც მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რაც ამავდროულად, კონტრაჰენტის შერჩევის თავისუფლებასაც გულისხმობს. შესაბამისად, მხარეები ამყარებენ რა ერთმანეთთან სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებს ივარაუდება რომ მათ იციან ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ. ფ------------მა დაადასტურა რა თავისი ხელმოწერით მის მიერ გამოხატული ნება, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ის გაეცნო ხელშეკრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ისეთი ობიექტური, ან სუბიექტური საფუძვლის არსებობა, რაც მას ხელს შეუშლიდა წერილობითი დოკუმენტის გაცნობასა და აღქმაში (ქმედუუნარობა, მოსარჩელის მხრიდან ზეწოლა და ა.შ.). განსახილველ შემთხვევაში, კი წარმომადგენლის ახსნა-განმარტების ანალიზით ირკვევა, რომ ფ-------------ს მხრიდან სადავო ხელშეკრულებას ხელი მისი გაცნობის გარეშე მოეწერა, რაც მოპასუხის უხეშ გაუფრთხილებლობას წარმოადგენს და საპატიოდ არ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნის ფ-------------ს (იხ. გადაწყვეტილების 3.1.5. პუნქტი).
2.2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ შეფასების საგანია, შესრულდა თუ არა მოვალის (ფ-------------) ნაკისრი ვალდებულება, რასთან დაკავშირებითაც, მიუთითებს შემდეგს: ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც ჰქონდა კრედიტორს, სახელდობრ, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობის, კერძოდ, იმის მიუხედავად, თუ რის საფუძველზე წარმოიშვა აღნიშნული ურთიერობა (მაგალითად, სესხი, ნასყიდობა და ა.შ) თანხის გადახდის მტკიცებასთან დაკავშირებით კანონმდებლის მიდგომა ერთიანი და ცალსახაა. თანხის გადახდის მტკიცებულების სათანადოობისა და განკუთვნადობის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების, თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით, სახელდობრ, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სამოქალაქო კოდექსის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი, რომელიც იმ შემთხვევაში თუ, მხარეები გადახდის წესზე არ შეთანხმებულან ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას შეუძლია კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც, კრედიტორი ვალდებულია გასცეს დასახელებული დოკუმენტი. 2013 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ფ-------------ს ა-------------სათვის გადასახდელი ჰქონდა 6-------------------, ხოლო აღნიშნული ოდენობა მეორე დღეს შემცირდა 2----------------თ, რაც მოსარჩელემ დაადასტურა. მოპასუხემ ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება, მას უნდა ემტკიცებინა თანხის უფლებამოსილ პირთან დადგენილი წესით გადახდის ფაქტი და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები (მაგალითად, თანხის გადახდის შემდეგ მისი მოთხოვნის საფუძველზე კრედიტორის მიერ გაცემული სავალო საბუთი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი) ან კრედიტორის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის მეორე ნაწილი), შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 დეკემბრის ვალის აღიარების ხელშეკრულებით მხარეებმა გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განსაზღვრეს პირგასამტეხლო ყოველ დაგვიანებულ დღეზე 1-------–----------------------
პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა 2013 წლის 17 დეკემბრის ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს ა-------------ს გამოიყენოს გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. პირგასამტეხლოს თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც მისი ოდენობის ზრდით ხასიათდება, სამოქალაქო კოდექსი უტოვებს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რათა არ მოხდეს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება, რაც თავის მხრივ დაარღვევს მხარეთა შორის არსებულ დაბალანსებულ ურთიერთობას.
მოცემულ საქმესთან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირდეს, კერძოდ, ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 2013 წლის 20 დეკემბრამდე ფ-------------ს უნდა დაეკისროს დარიცხული პირგასამტეხლო - 9----------------- და 2013 წლის 20 დეკემბრიდან, 2014 წლის 30 ოქტომბრამდე, ანუ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის წარმოდგენამდე სულ 314 დღეზე - დაეკისროს 7------------------ს ოდენობით.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტის განმარტებით, მათ მიერ წარმოდგენილი გარიგების თარგმანი სადაც იგივე გარიგების მოსარჩელის ნათარგმნში არის უზუსტობები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში მაგ. ა-------------ა ფ------------ს თანხა კი არ გადაურიცხა ,არამედ უნდა გადაერიცხა და გადარიცხული თანხა კი არ ჩაერიცხა არამედ უნდა ჩარიცხულიყო, ასევე გარიგების ბოლო მე-2 წინადადება 1---–-დაბრუნების თარიღია და არ წერია ა-------------სათვის დაბრუნება და ა.შ - 2. 17.12.2013წ. გარიგება არარსებულ და შესაბამისად განუხორციელებელ 0---------–-----–-------ა სასყიდლიანი გაცვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არარსებულ ფინანსური დავის მოგვარებაზე მიუთითებს. რაზეც, ფ-------------ს ხელმოწერა ბუნებრივია არ წარმოდგენს მისი შინაგანი ნების გარეგან გამოვლინებულთან თანხვედრის დასტურს, ბუნებაში არ არსებობს 0---------–-----–-------ა სასყიდლიანი გაცვლის გარიგების მტკიცებულება. 0---------–-----–-------ა სასყიდლიანი გაცვლის გარიგების განხორციელების _ არამცთუ, ფულადი თანხის ფ-------------სთვის საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრები, არამედ ვერც კი ასახელებს მის ოდენობას თუ რამდენი გადარიცხა. რაც, ასევე თავისთავად გამორიცხავს 0---------–-----–-------ა სასყიდლიანი გაცვლის _ კონკლიუდენტური გარიგების სახით არსებობასაც.
3.1.2. აპელანტის განმარტებით, მოდავე მხარეები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, /მითუფრო მოპასუხე/ და სავალუტო გაცვლითი ოპერაცია – მოსარჩელის მითითებისამებრ საამისოდ შესრულებული პირველადი ტრანზაქცია საქართველოში არ განხორციელებულა და არც დასრულდებოდა საქართველოში, საერთაშორისო კერძო სამართლის შესაბამისად, ამ დავის განხილვაზე საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია არ გააჩნია განმხილველ სასამართლოს და არც საერთაშორისო სამართლის კომპეტენცია აქვს სარჩელში მითითებულ სამართლებრივ რეგულიაციებს (ანუ, საქართველოს კანონმდებლობას), რის გამოც ამ სამართალწარმოებით არ უნდა იქნას განხილული ეს დავა და უნდა შეწყდეს იგი. ასევე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი სავალუტო გაცვლითი ოპერაციის მიზნით, მის მიერ მოპასუხისთვის ფულადი თანხის გადახდის და სანაცვლოდ მიღებულ ტრანზაქციათა, საგადასახადო ორგანოდან დეკლარირების და ანგარიშსწორების (პირდაპირი და დარიცხვის მეთოდით) განხორციელების დოკუმენტაცია, რაც დაადგენს საერთაშორისო კომპეტენციის საკითხს ან საგადასახადო პასუხისმგებლობის სანქცირების სამართალდარღვევას, რაც ოდენობის შესაბამისად სისხლისამართლებრივი კვალიფიკაციისაა,თუ მოსარჩელემ მოპასუხეს სავალუტო სასყიდლიანი გაცვლითი ოპერაციის მიზნით ჩაურიცხა კოლოსალური თანხა შესაბამისი საქმიანობის განხორციელების ლიცენზიის გარეშე _ ეს კანონდარღვევაა. მოსარჩელეს სავალუტო გაცვლითი ოპერაციის მიზნით მის მიერ მოპასუხისთვის ფულადი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასეთის არსებობის შემთხვევაში დედნის სახით, არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და ა------------- უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1.ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
4.1.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად და აქვს თუ არა მას მოცემულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო კომპეტენცია. განსახილველ დავაში მხარეები (მოსარჩელე და მოპასუხე) უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, ამასთან, მოპასუხე საქართველოს სასამართლეობის საერთოშირო კომპეტენციას სადავოდ ხდის;
საქმეში წარმოდგენილია შეთანხმება ა-------------ა და ფ-------------ს შორის, რომელიც 2013 წლის 17 დეკემბერს თბილისში დაიდო. ამ შეთანხებაში მოპასუხე ფ-------------ს ფაქტიურ მისამართად მითითებულია საქართველო, თ---–------------------- იგივე მისამართი არის მითითებული მოპასუხის საცხოვრებელ ადგილად საქმეში წარმოდგენილ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში; საქმეში წარმოდგენილია ფ-------------ს მიერ გაცემული არაერთი მინდობილობა რომლებშიც მოპასუხის საცხოვრებელ ადგილად ასევე მითითებულია თ---–----------------- (ს.ფ.150, 238, 245, 388) ამრიგად, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეს აქვს საცხოვრებელი ადგილი საქართველოში.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი;
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ის გარემოება, რომ მოპასუხეს აქვს საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, საკმარისი საფუძველია საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის დადგენისათვის, შესაბამისად, პალატა მოპასუხის პოზიაციას უსაფუძლოდ მიიჩნევს.
4.1.2. 2013 წლის 3 ოქტომბერს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ა-------------მ ფ-------------საგან შეიძინა 1----------------ი კურსით 1----------------- ირ-----–-------–ი. შესაბამისი თანხა კურსის ოდენობის გათვალისწინებით მყიდველს მოპასუხისათვის უნდა გადეხადა 2013 წლის 5 ოქტომბერს, ხოლო 1---------------ი მოსარჩელეს უნდა მიეღო 2013 წლის 8 ოქტომბერს.
მოპასუხემ 2013 წლის 5 ოქტომბერს მიიღო შეთანხმებული თანხა და 2013 წლის 10 ოქტომბერს ე.ი. შეთახმებული ვადის გადაცილებით (2 დღის დაყოვნებით) მოსარჩელეს სანაცვლოდ გადაუხადა 4--------------ი.
2013 წლის 17 დეკემბრის მდოგომარეობით, მოპასუხის შეუსრულებელი ვალდებულება ამავე წლის 3 ოქტომბერის ხელშეკრლებიდან გამომდინარე შეადგენდა 6--------------ს.
სააპელაციო პალატა ამ გარემოებების დადგენისას ემყარება საქმეში წარმოდგენილ ორივე მხარის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას (ფინანსური დავის მოგვარებისათვის გამართული შეხვედრა), რომლითაც, (როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი თარგმანით) ერთმნიშვნელოვნად დგინდება მხარეებს შორის 2013 წლის 3 ოქტომბერს ხელშეკრულების დადება, დადებული ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ის გარემოება, რომ 2013 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, 2013 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს აქვს შეუსრულებელი ვალდებულება 6--------------ის ოდენობით, რაზეც ამავე შეთანხმები თანახმად, იგი ვალდებულია ასევე გადაიხადოს შესაბამისი პირგასამტხელო.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაადასტურა ვალდებულების არსებობის ფაქტი მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით, ხოლო მოპასუხემ ვალდებულების შესრულების ფაქტი ვერ დაადასტურა. ამასთან, აპელანტმა ვერ დაამტკიცა სათანადო მტკიცებულებებით იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს ვალდებულების არსებობას.
აპელნტი განმარტავს, რომ მხარეებს შორის 2013 წლის 3 ოქტომბერს ხელშეკრულება არ დადებულა და არც არავითარი ანგარიშსწორება ამ ხელშეკრულების შესრულბის მიზნით მხარეებს არ უწარმოებიათ, რასაც ადასტურებს ის, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა 2013 წლის 17 დეკემბრს ხელმოწერილ დოკუმენტში მითითებული გადარიცხვების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მხარეებს შორის ხელშერულების არსებობის და ამ ხელშეკრუებიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი, ზემოთ მითითებული მტკიცებულების საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მიუთითებს, რომ ამ გარიგებაზე მოპასუხის მიერ შესრულებული ხელმოწრერა არ წარმოადგენს მისი შინაგანი ნების გამოხატულებას, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს.
სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობით, ხოლო მე-3 ნაწილით, გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.
სასამართლო განმარტავს, რომ წერილობით ფორმით შედგენილ გარიგებაზე ხელის მოწერით, ხელწმომწერი მხარე ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია გარიგების შინაარსი და ეთანხმება მას. ამრიგად, ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერით, აპელანტმა დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია შეთანხმების შინაარსი და ეთანხმება მას. 2013 წლის 17 დეკემბრის შეთანხმებით, კი მოპასუხემ აღიარა მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მყიდველის მიერ მისი ვალდებულების შესრულება, ასევე მისი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება და დარჩენილი ვალდებულების მოცულობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2013 წლის 3 ოქტომბერს მხარეებს შორის წარმოიშვა ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა და სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისათვის 4--------------ის დაკისრება (მოსარჩელის განმარტებით, დავალიანების ნაწილი ძირითადი ვალდებულების და დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილის 2---------------- - 7------––------–---ი მოპასუხემ გადაიხადა 2013 წლის 20 დეკემბერს );
4.1.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
დადგენილია, რომ 2013 წლის 17 დეკემბრის შეთანხმებით მხარეები შეთანხმდნენ 2013 წლის 3 ოქტომბრიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდაზე, რაც ამავე შეთანხმებით შეადგენს 4--------------ის გადახდის დაგვიანებისათვის (2 დღეზე) 1-------------–ს, ხოლო 6--------------ის გადახის ვადის გადაცილებისათვის 2013 წლის 17 დეკემბრამდე 2--------------–ს, ხოლო 2013 წლის 17 დეკემბრიდან 1-------–-----------------ზე ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. მოსარჩელის მითითებით, შეთანხმების მიხედვით გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა 2013 წლის 20 დეკემბრამდე შეადგენს 2--------------ჰ--ს, ხოლო 2013 წლის 20 დეკემბრიდან (4--------------ზე) 2014 წლის 30 ოქტომბრამდე შეადგენს 2-----------ირჰ--ს (მოსარჩელის გაანგარიშება პირგასამტეხლოს ოდენობაზე მოპასუხეს სადავო არ გაუხდია);
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის და 2013 წლის 17 დეკემბრის შეთანხმების საფუძველზე მართებულად მიიჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები, რადგან მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში, ამასთან, 420-ე მუხლის თანახმად, მართებულად შეამცირა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე და დააკისრა მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით 8------------------ გადახდა. აქვე პალატა განმარტავს, რომ მოპასუხეს კონკრეტულად პირგასამტხელოს დაკისრებასა და მისი ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით სააპელაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
4.1.4. მოპასუხე სააპალაციო საჩივრის ფარგლებში ასაჩივრებს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განჩინებას მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ. სააპალაციო პალატა განმარტავს, რომ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში იშუამდგომლოა იმ მოწმეების დაკითხვის თაობაზე, რომელთა დაკითხვაზეც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ეთქვა უარი და სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის საოქმო განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ-------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ეკატერინე ცისკარიძე
მოსამართლეები: ლევან გვარამია
ვანო წიკლაური