განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.07.2018
საქმის ნომერი
330210017002015501
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002015501

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/1692-18 21 ივნისი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – თამარ ალანია,მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - ლე--------ია

 

წარმომადგენელი - მა----------–--ლი

 

მოწინააღმდეგე მხარე I - სი-–-------------–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე II - ზი--------------ნი,წარმომადგენელი - შო-------------–-ძე,მოწინააღმდეგე მხარე III - ბმა „სა------------ის“ წევრი ლი------–---–--ლი

წარმომადგენელი - ლი------–---–--ლი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლე--------იამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სი-–-------------–ის, ზი--------------ნისა და ბმა „სა------------ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „სა-----------ის“ წევრთა საერთო კრების N--------–-–------------–-) და N--------–-–-----------------) ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ლე--------იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ლე--------იამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. ლე--------იას საკუთრებად აღრიცხულია ქ. თ---–--–---------------------–----------------------- საცხოვრებელი ფართი საკადასტრო კოდით #------------------------ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2014 წლის 21 ივლისის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს აღნიშნული საცხოვრებელი ფართი მისი მამის, ალ---------იასგან გადაეცა (ს.ფ. 15, 16, 62).

6. ზი--------------ნის საკუთრებად აღრიცხულია ქ.------–--–---------------------–-------------------------------------------------------------------------------. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „სა-----------ის“ კრების ოქმი N-, დამოწმებული ნოტარიუს ნ---------–--- მიერ 2008 წლის 21 აპრილს, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერია 1----- (ს.ფ. 41-42, 115).

7. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „სა-----------ის“ 2008 წლის 17 აპრილის N- ოქმის თანახმად, კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 75%, მათ შორის მოსარჩელის მამა, ალ---------ია. კრების გადაწყვეტილებით, მოპასუხე ზი--------------ნს ამხანაგობის წევრთა საერთო სარგებლობაში არსებული 69,90 კვ.მ. ფართის სხვენი გადაეცა (ს.ფ. 41-42).

8. სი-–-------------–ის საკუთრებად აღრიცხულია ქ-------–--–---------------------–-----------------–------------------------- ფართი საკადასტრო კოდით N------------------------ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია 2000 წლის 13 ივლისის სამკვიდრო მოწმობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „სა-----------ის“ კრების ოქმი N---------, დამოწმებული 2011 წლის 8 დეკემბერს, ნოტარიუს მ. კ---------–----------–---–-- მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერია 1-------- (ს.ფ. 18, 107, 24-26).

9. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „სა------------ის“ 2011 წლის 7 დეკემბრის N- კრების ოქმის თანახმად, კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 100% და კრების გადაწყვეტილებით, მოპასუხე სი-–-------------–ს ინდივიდუალურ საკუთრებაში, ქ-------–--–------------------–-----------------–-------------------------------------–----------------------------------–--–---------------------- სამზარეულო გადაეცა (ს.ფ. 24-26, 138-139).

10. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გამოკვლევისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და იგი ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ლე--------იას უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და დაადგინა, რომ აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი პირობა - მხარის იურიდიული ინტერესი არ არსებობდა.

სააპელაციო პალატა უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს.

11. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა ეფუძნება დასკვნას, რომ სადავო კრების ოქმების გაბათილებით და შემდგომში იმავე ფართების კვლავ განკარგვით არ შეიცვლება მოსარჩელის უფლება რომელიმე სადავო ფართთან მიმართებით, რადგან თავად მოსარჩელის განმარტებით, მას არავითარი ინტერესი არ აქვს სადავოდ გამხდარი უძრავი ნივთების მიმართ, გარდა ინტერესისა ჰქონდეს ანტენისა და შნურების გასწორების შესაძლებლობა, როდესაც მას ამის აუცილებლობა წარმოეშობა. სასამართლო აღნიშნულ მსჯელობას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს პირის იურიდიული ინტერესი სარჩელის დაკმაყოფილების მიმართ, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში გამართულ ზეპირ სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ ის ფართები, რომლებიც მოპასუხეებს სადავო კრების ოქმებით გადაეცათ მათ მფლობელობაში არ გააჩნდათ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კანონის ამოქმედებით, 2007 წლის 1 აგვისტოდან, ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებად რიცხული ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები დარჩა იმავე სახით, როგორც ეს კანონის მიღებამდე იყო. ამავე კანონის 10.1. მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ხოლო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 7.2. მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეს განსახილველი აღიარებითი სარჩელის მიმართ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ უდავოდ დადგინდება, რომ სადავო კრების ოქმებით მოპასუხეებისთვის გადაცემული ქონება გადაცემამდე მათ მფლობელობაში არ იმყოფებოდა, სადავო ოქმების ბათილად ცნობის გზით, მესაკუთრეს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით, თავისუფალი წვდომა ჰქონდეს სადავო ფართში განთავსებულ სადენებსა და სხვა კომუნიკაციებზე, ასევე საერთო სარგებლობის წესით განკარგოს აღნიშნული ქონება, აღნიშნული კი მისი კანონით გარანტირებული უფლებაა.

საქმის ხელახლა განხილვის პირობებში უნდა დადგინდეს, სადავო ფართი მის განკარგვამდე წარმოადგენდა თუ არა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და იმყოფებოდა თუ არა იგი რომელიმე პირის ინდივიდუალურ მფლობელობაში. აღნიშნულის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უნდა დადგინდეს მისი განკარგვა ხომ არ უნდა მომხდარიყო ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მისი სრული სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს სადავო კრების ოქმების კანონთან შესაბამისობა.

12. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ, საბოლოოდ აყენებს მოსარჩელისათვის სასარგებლო იურიდიულ შედეგს და მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, კრების ოქმის ბათილად ცნობით მიიღწევა ქონების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში აღრიცხვა, რაც თავის მხრივ მოსარჩელეს უფლებას მისცემს საერთო საკუთრებით დაუბრკოლებლად ისარგებლოს.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, თუ რა სურდა მოსარჩელეს. მართლმსაჯულების ეფექტიანობა მის საპროცესო ეკონომიაშიც გამოიხატება და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსარჩელისათვის შეკითხვების მეშვეობით უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნის დაკონკრეტების (დაზუსტების) შესაძლებლობა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილი), რადგანაც ამ შემთხვევაში კრების ოქმის ბათილობა, სავარაუდოდ იმის წინაპირობას წარმოადგენს, რისი მიღწევაც სურს მოსარჩელეს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის არასწორად მითითება არ შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი გახდეს, რადგან სამართლის ნორმის მოძიება და მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებთან შესაბამისობის დადგენა სწორედ სასამართლოს კომპეტენციაა, იმ შემთხვევაში კი თუ ფაქტობრივი გარემოებები ბუნდოვანია, სასამართლო ვალდებულია დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის გზით დააზუსტოს, დაადგინოს და სამართლებრივად შეაფასოს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

13. სწორედ აღნიშნული საპროცესო დანაწესის ფარგლებში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად არის შესაძლებელი მიკუთვნებითი მოთხოვნის დაყენება, რათა მოსარჩელემ მიაღწიოს მისთვის სასურველ იურიდიულ შედეგს, რომელიც აღსრულებადი იქნება, რადგან აღნიშნულ საკითხზე უარყოფითი პასუხის გაცემა აღიარებითი სარჩელის დასაშვებად ცნობის და მისი არსებითად გადაწყვეტის წინაპირობაა.

საქმის ხელახალი განხილვის დროს საქალაქო სასამართლომ თვითონ უნდა გამოიკვლიოს, თუ რა სახის მიკუთვნებითი მოთხოვნა შეიძლება გააჩნდეს მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ და მას შემდეგ, რაც მოსარჩელე სარჩელის გარემოებებსა და მოთხოვნას დააზუსტებს, უნდა დაადგინოს რომელი სამართლის ნორმიდან ან ნორმებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამგვარი მოთხოვნა (სახელშეკრულებო, თუ კანონისმიერი) და შესრულებულია თუ არა იმ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს განსახილველად უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

15. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური გადაწყვეტის დასაბუთების მიზნებისათვის, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს რა სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, ამავდროულად იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით და იმ მტკიცებულებებით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების თანახმად: „...მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო. ამ მოსაზრების ნათელ დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 380-ე, 381-ე, 382-ე, 384-ე მუხლები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას და ადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მკაცრად შეზღუდულ ფარგლებს“.

 

16. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების არასაკმარისობა წარმოადგენს, რომლითაც აღძრული სარჩელის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა არ დგინდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დამკვიდრებულია არასრული (შეზღუდული) აპელაციის სახე, რა დროსაც სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმდეს. საქმის წარმოების ამ ეტაპზე ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენას კანონი მხოლოდ განსაზღვრული პირობების არსებობისას უშვებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი), შესაბამისად, კანონის ეს დანაწესი განაპირობებს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, რაც არ მოიცავს გადაწყვეტილი დავის ხელახალი განხილვის შესაძლებლობას.

 

17. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, იმისათვის, რათა მოსარჩელესა და მოპასუხეს არ შეეზღუდოთ შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის შესაძლებლობა და მათ არ დაკარგონ საქმის სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვის უფლება, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

 

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლე--------იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე