განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.07.2018
საქმის ნომერი
010210016001599684
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001599684

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1283-2017 12 ივნისი, 2018 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ნანა კალანდაძე

ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი - ნ--- ქ-------ე

წარმომადგენელი - კ------------

მოწინააღმდეგე მხარე - მ------ მ-------ე, მ------ მ-------ე, ნ------- მ-------ე, ლ--- ქ-------ე

წარმომადგენელი - ა------ ქ-------ე

მოპასუხე - თ---- ძ----------–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, ქონების თანასაკუთრებად აღიარება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ------ მ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. თ---- ძ----------–---–ს მ------ მ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 618 ლარის გადახდა. ნ------- მ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. თ---- ძ----------–---–ს ნ------- მ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 5900 აშშ დოლარის და 400 ლარის გადახდა. მ------ მ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. თ---- ძ----------–---–ს მ------ მ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 7280 ლარის გადახდა. ლ--- ქ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. თ---- ძ----------–---–ს ლ--- ქ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 1820 ლარის და 1400 აშშ დოლარის გადახდა. ნ--- ქ-------ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების ½ ნაწილი, მდებარე ქ. ბათუმი ზ. გ-------------ს ქუჩა, გ------–---–ის ქუჩა, მ. ა--–--ის ქუჩა, მ--–-–---–ის ქუჩა №1/5,2,1, 2/4/6-ში (საკადასტრო კოდი 0------------------) აღიარებულ იქნა თ---- ძ----------–---–ის საკუთრებად და საჯარო რეესტრში ის აღირიცხა დასახელებული ნაწილის მესაკუთრედ. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოსარჩელეები არიან ერთი ოჯახის წევრები და ცხოვრობენ მისამართზე ქ. ბათუმი, გ-------– ა--–--ის ქ. №1 ბინა 53-ში. 2.2 . საქმეში არაა წარმოდგენილი ქორწინების მოწმობა, მაგრამ მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ნ--- ქ-------ე და თ---- ძ----------–---–ი რეგისტრირებული ქორწინებით შეუღლდენ 1990 წელში. 2.3 . ქ. ბათუმში ზ. გ-------------ს ქუჩა, გ------–---–ის ქუჩა, მ. ა--–--ის ქუჩა, მ--–-–---–ის ქუჩა №1/5,2,1, 2/4/6-ში (საკადასტრო კოდი 0------------------) მდებარე უძრავი ქონება 2006წლის 29 ავისტოდან რეგისტრირებულია ნ--- ქ-------ის საკუთრებად. უფლების დამდგენი საბუთია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. 2.4. 2015 წლის 8 ნოემბერს დაახლოებით 09:00 საათიდან 10:35 საათის შუალედში თ---- ძ----------–---–მა მორგებული გასაღების გამოყენებით უკანონოდ შეაღწია ქ. ბათუმში გ-------–. ა. ა--–--ის ქ. №1 ბ. 53-ში მდებარე ნ------- მ-------ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ------- მ-------ის ფულად თანხას 5900 აშშ დოლარს და 400 ლარს, ლ--- ქ-------ის კუთვნილ თანხას 1220 ლარს, 1400 აშშ დოლარს და 600 ლარად ღირებულ ბიჟუტერიის სამკაულებს, მ------ მ-------ის კუთვნილ ოქროსა და ბიჟუტერიის სამკაულებს ღირებული 7280 ლარად, მ------ მ-------ის მაჯის საათს და სუნამოს ღირებული 618 ლარად. 2.5. 2015 წლის 29 ნოემბერს ოთხივე მოსარჩელე სისხლის სამართლის საქმეში ცნობილი იქნენ დაზარალებულებად. 2.6 . სისხლის სამართლის საქმის განხილვით სასამართლომ დაადგინა, რომ თ---- ძ----------–---–მა ქურდობის გზით გაიტაცა ნ------- მ-------ის ფულადი თანხა 5900 აშშ დოლარი, ლ--- ქ-------ის კუთვნილ თანხა 1220 ლარი, 1400 აშშ დოლარი და 600 ლარად ღირებული ბიჟუტერიის სამკაულები, მ------ მ-------ის კუთვნილი ოქროსა და ბიჟუტერიის სხვა სამკაულები ღირებული 7280 ლარად, მ------ მ-------ის მაჯის საათი და სუნამო ღირებული 618 ლარად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის განაჩენით თ---- ძ----------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი მოსარჩელეთა კუთვნილი ქონების ქურდობის გზით დაუფლებაში და საქ. სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. განაჩენი კანონიერ ძალაშია. 2.7. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ---- ძ----------–---–ი და ნ--- ქ-------ე რეგისტრირებული ქორწინებით შეუღლდენ 1990-იან წლებში. ნ--- ქ-------ე ამტკიცებს, რომ ისინი ფაქტობრივად დაშორებულნი არიან. სასამართლომ ნ--- ქ-------ის ჩვენება არ გაიზიარა. საქმეში წარმოდგენილი ჩხრეკის ოქმის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაჩხრიკა ნ--- ქ-------ის კუთვნილი სახლი მისამართზე ქ. ბათუმში ზ. გ-------------ს ქუჩა, გ------–---–ის ქუჩა, მ. ა--–--ის ქუჩა, მ--–-–---–ის ქუჩა №1/5,2,1, 2/4/6-ში (საკადასტრო კოდი 0------------------). ჩხრეკის დროს ბინაში იმყოფებოდა ნ--- ქ-------ე და თ---- ძ----------–---–ი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 992-ე მუხლით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლით მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით: მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. 2.11. საქმის განხილვით დადგენილია, რომ თ---- ძ----------–---–ს და ნ--- ქ-------ეს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა. შესაბამისად მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ--- ქ-------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლო თავად მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ქორწინების მოწმობა, მაშ საინტერესოა, სასამართლომ როგორ დაადგინა უდაო ფაქტად აღიშნული გარემოება, რომ თ---- ძ----------–---–ი და ნ--- ქ-------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 1990 წლიდან. 3.2. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სარჩელი, რომ დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელეთა (მოწინააღმდეგე მხარეთა) წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებს და ასევე თ---- ძ----------–---–ის მიმართ დამდგარ გამამტყუნებელ განაჩენს და სისხლის სამართლის საქმეებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ დაუშვა ფაქტობრივი უსწორობა, როდესაც გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ თურმე ნივთები, რომ თ---- ძ----------–---–მა გაიტაცა ეს დგინდება გამამტყუნებელი განაჩენით და თურმე სასამართლოსთვის მოსარჩელის ნივთების გატაცება თ---- ძ----------–---–ის მიერ სასამართლოსთვის კითხვის ქვეშ არ დგას. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე მეტყველებს ფაქტიურად ყველა მისი დებულება, თუ მოსამართლისეული მოსაზრებები და არგუმენტაციები. დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება, როგორც სამართლებრივად ასევე ფაქტობრივი თვალსაზრისითაც, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც არ ეყრდნობა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა საშუალებითაც დადასტურდებოდა მოწინააღმდეგე მხარის სარჩელში წარმოდგენილი მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ნ--- ქ-------ე და თ---- ძ----------–---–ი დაქორწინდნენ 1990 წლის 6 ოქტომბერს. 4.2. 2006 წლის 18 აგვისტოს, ე.ი. ქორწინების პერიოდში, ნ--- ქ-------ემ შეიძინა N0------------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება. 4.3. ამჟამად, ეს ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია აპელანტის სახელზე. 4.4. 2015 წლის 8 ნოემბერს თ---- ძ----------–---–ი ფარულად დაეუფლა მოსარჩელეთა კუთვნილ ნივთებს, კერძოდ: ნ------- მ-------ის კუთვნილ ფულს - 5900 აშშ დოლარს და 400 ლარს, ლ--- ქ-------ის ფულს - 1220 ლარს, 1400 აშშ დოლარს და 600 ლარად ღირებულ სამკაულებს, მ------ მ-------ის კუთვნილ, 7280 ლარად ღირებულ სამკაულებს და მ------ მ-------ის კუთვნილ 618 ლარად ღირებულ მაჯის საათსა და სუნამოს. 4.5. ამის გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის განაჩენით თ---- ძ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.6.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1158-ე მუხლების საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი. 4.7. პალატა ეთანხმება აპელანტს, რომ ქორწინების რეგისტრაცია გარკვეული სახის მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის არც-ერთ ეტაპზე მას ეს ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. 4.7.1. პირიქით, შესაგებელში იგი დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ თ---- ძ----------–---–თან 1990-იანი წლებიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. 4.7.2. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე, ეს ფაქტი საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად მიიჩნია დადასტურებულად. 4.7.3. ქორწინების რეგისტრაცია აპელანტმა მხოლოდ სააპელაციო საჩივრით გახადა სადავოდ. 4.7.4. პალატამ ეს შედავება დასაშვებად მიიჩნია, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1 ნაწილისა და მე-5 მუხლის საფუძველზე, დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა და 2018 წლის 27 მარტის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია აპელანტისა და თ---- ძ----------–---–ის ქორწინებისა და განქორწინების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეგისტრაციის შესახებ. 4.7.5. სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის წერილითა და თანდართული სააქტო ჩანაწერებით კი დგინდება, რომ აპელანტი და თ---- ძ----------–---–ი 1990 წლის 6 ოქტომბერს დაქორწინდნენ და დღემდე განქორწინებულები არ არიან. 4.7.6. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ მხარეთა ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე გარემოება მართებულად დაადგინა. 4.8. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა შეიძლება დადგინდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. 4.8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენიდან კი დგინდება, რომ თ---- ძ----------–---–მა მოსარჩელეებს, სწორედ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ოდენობის ზიანი მიაყენა. 4.8.2. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, ამიტომ, საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გარემოება სავსებით სწორად მიიჩნია დადგენილად. 4.9. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, პირმა შეიძლება სასამართლოს მიმართოს თავისი და არა სხვისი დარღვეული უფლების დასაცავად. 4.9.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდა არ დაკისრებია. 4.9.2. ამის შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, პალატა თ---- ძ----------–---–ისათვის თანხის დაკისრების მართლზომიერებას ვერც შეამოწმებს. 4.10. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები 6.1. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. 6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე ნ--- ქ-------ეს ნ------- მ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 500 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ნ--- ქ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. ნ--- ქ-------ეს ნ------- მ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 500 ლარის გადახდა;

4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

6. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

7. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ნანა კალანდაძე

ლაურა მიქავა