განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002044971 (3ბ/466-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - დ-------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ე---------------–--–ი
მესამე პირი - სს „ს----------–---------“
წარმომადგენელი - გ--------–---–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ-------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 4 ივნისს დ-------------–--ესა და სს ,,ს----------–--------ს’’ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N3------, რომლის მიხედვით დ-------------–--ეზე გაიცა კრედიტი 1121,00 ლარის ოდენობით, წლიური 48%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე დართული გადახდის გრაფიკების შესაბამისად. მოსარჩელეს სს ,,ს----------–---------ს’’ წინაშე 2017 წლის 04 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა შემდეგი დავალიანებები: ძირი - 1121,00 ლარი, სარგებელი - 559,23 ლარი და საურავი - 09 ლარი, სულ 2059,32 ლარის ოდენობით.
2.2. დ-------------–--ეს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით აცნობეს, რომ 2017 წლის 08 ივნისს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, წარმოების ნომერი: S----------. მას ასევე განუმარტეს, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა ერთ-ერთი მოქმედება: სრულად დაეფარა აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება, დაეფარა დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა, განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას, წერილობით ეღიარებინა მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევდა, წერილობით ეღიარებინა მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა, წარედგინა განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურდა აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. აღნიშნული შეტყობინება ჩაჰბარდა დ-------------–--ის მეუღლეს ი-------------–--ეს 2017 წლის 19 ივნისს. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ-------------–--ეს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ წერილობით არ დაუფიქსირებია, მას სხვა რაიმე განმარტებითაც არ მიუმართავს მოპასუხისათვის დადგენილ 10 დღიან ვადაში.
2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიურომ საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროს აცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის წარმოებაშია სს ,,ს----------–---------ს’’ განცხადება 1-------- დავალიანების გადახდევინების თაობაზე. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 9110 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა დაერეგისტრირებინა ყადაღა რესპონდენტ დ-------------–--ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ბ---------ის რაიონი, სოფელი ტ--, საკადასტრო კოდი N6-----------. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა 2017 წლის 19 ივნისის N1------------- გადაწყვეტილება დ-------------–--ის სახელზე რიცხულ ქონებაზე, მდებარე ბ---------ის რაიონი, სოფელი ტ--, საკადასტრო კოდი N6----------- ყადაღის რეგისტრაციის შესახებ.
2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 10 ივლისს გაიცა ბრძანება №S----------/2----- დავალიანების გადახდევინების შესახებ. ბრძანების თანახმად, დ-------------–--ეს დაეკისრა 1150 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. შეტყობინება 2017 წლის 14 ივლისს ჩაჰბარდა ადრესატს დ-------------–--ეს (პ/ნ-----------).
2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 10 ივლისს გაიცა მიმართვა №S----------/2----- ბრძანების აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის NS----------/2----- ბრძანების ბათილად ცნობას, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებთან.
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 912-ე მუხლი განსაზღვრავს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების ზოგადი პრინციპებს, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. გამარტივებული წარმოება არ დაიშვება, თუ მოთხოვნის წამოყენება დამოკიდებულია ჯერ კიდევ შეუსრულებელ საპასუხო ვალდებულებაზე. გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიშვება მაშინაც, როდესაც მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ დავის განხილვისა და გადაწყვეტის განსხვავებული წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დავის არბიტრაჟის მიერ განხილვა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააღსრულებო ბიურომ გამარტივებული საქმისწარმოება დაიწყო ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ სს „ს----------–---------ს“ განცხადების საფუძველზე.
2.8. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 913-ე მუხლის თანახმად, მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. იმავე კანონის 914-ე მუხლის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების სავალდებულო რეკვიზიტებს. მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას, მან უნდა მიუთითოს რესპონდენტის ქონება, ქონების საიდენტიფიკაციო მაჩვენებლები და გადაიხადოს ასეთი ღონისძიებისათვის განსაზღვრული საფასური. იმავე კანონის 917 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. იმავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვარვს შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტებს, რომლებიც არის: ა) გამარტივებული წარმოების ნომერი; ბ) აპლიკანტის დასახელება, დაყენებული მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი; გ) მითითება იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტება იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობა, ანგარიშსწორების წესი და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტები. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რესპონდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უნდა შეიცავდეს: ა) რესპონდენტის დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს; ბ) გამარტივებული წარმოების ნომერს, აპლიკანტის დასახელებას; გ) პროტესტის შემთხვევაში – მოთხოვნის სრულ უარყოფას (თუ რესპონდენტის წინააღმდეგ მიმართულია რამდენიმე აპლიკანტის მოთხოვნა − აღნიშვნას იმის შესახებ, თუ რომელ მოთხოვნას უარყოფს რესპონდენტი); მოთხოვნის სრულად აღიარების შემთხვევაში – მითითებას მოთხოვნის სრულად ცნობის შესახებ; მოთხოვნის ნაწილის აღიარების შემთხვევაში – მითითებას იმის შესახებ, თუ მოთხოვნის რომელ ნაწილს ცნობს რესპონდენტი; დ) რესპონდენტის (უფლებამოსილი პირის) ხელმოწერას. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 ივნისის შეტყობინება დ-------------–--ეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა ზემოთმითითებულ 5 დღიან ვადაში, კერძოდ, 2017 წლის 19 ივნისს. ამასთან, შეტყობინება შეიცავდა კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ სავალდებულო რეკვიზიტებს.
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში - მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. ზემოაღნიშნული კანონის 917 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება. იმავე კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 ივნისის შეტყობინება გამარტივებული წარმოების შესახებ რესპონდენტ დ-------------–--ის მიმართ 2017 წლის 19 ივნისს ჩაჰბარდა მისი ოჯახის წევრს - მეუღლეს ი-------------–--ეს. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოქმედებით სააღსრულებო ბიუროს მიერ დაცული იქნა კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის დანაწესი. იმავე კანონის 9194 მუხლის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აქვს აღსრულების წინასწარი საფასური. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება აპლიკანტსა და რესპონდენტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში დავალიანების გადახდევინების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის N NS----------/2----- ბრძანება ჩაჰბარდა დ-------------–--ეს პირადად, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ ამ ნაწილშიც დაცულია კანონის 9194 მუხლის მოთხოვნა.
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნები დააფუძნა ისეთ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომელთა მტკიცების ტვირთიც ეკისრებოდა თავად მას შესაბამისი სახისა და შინაარსის მტკიცებულებების წარმოდგენის გზით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოში ვერ წარადგინა მოპასუხე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისაგან განსხვავებული ფაქტების ადეკვატური მტკიცებულებანი.
2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები, რის გამოც დ-------------–--ის სარჩელი მიჩნეული უნდა იქნას უსაფუძვლოდ და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ დ-------------–--ესა და სს ,,ს----------–--------ს’’ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №3------, რომლის მიხედვით დ-------------–--ეზე გაიცა კრედიტი 1121.00 ლარის ოდენობით, წლიური 48/%-ის დარიცხვით. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ დ-------------–--ეს სს ,,ს----------–---------ს’’ წინაშე ერიცხებოდა დავალიენებები: ძირი - 1121ლ, სარგებელი - 559,23 ლარი და საურავი 379,09 ლარი, სულ 2059,32 ლარის ოდენობით, რაც აპელანტის მითითებით, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან რეალურად მას სს ,,ს----------–--------თან’’ არ გაუფორმებია ხელშეკრულება 1121.00 ლარის კრედიტის თაობაზე.
3.2. აპელანტი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, სასამართლოს მიერ არ იქნა ყურადღება გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ ს----------–--------თან არ ჰქონია სახელშეკრულებო ურთიერთობა, არ აუღია სესხი, სასამართლოს წინაშე კი არ ყოფილა წარმოდგენილი აღნიშული ფაქტის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა მის მიერ კრედიტის აღების ფაქტი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 4 ივნისს დ-------------–--ესა და სს ,,ს----------–--------ს’’ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N3------, რომლის მიხედვით დ-------------–--ეზე გაიცა კრედიტი 1121,00 ლარის ოდენობით, წლიური 48%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე დართული გადახდის გრაფიკების შესაბამისად. მოსარჩელეს სს ,,ს----------–---------ს’’ წინაშე 2017 წლის 04 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა შემდეგი დავალიანებები: ძირი - 1121,00 ლარი, სარგებელი - 559,23 ლარი და საურავი - 09 ლარი, სულ 2059,32 ლარის ოდენობით.
4.3. დ-------------–--ეს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით აცნობეს, რომ 2017 წლის 08 ივნისს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, წარმოების ნომერი: S----------. მას ასევე განუმარტეს, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა ერთ-ერთი მოქმედება: სრულად დაეფარა აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება, დაეფარა დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა, განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას, წერილობით ეღიარებინა მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევდა, წერილობით ეღიარებინა მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდა, წარედგინა განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურდა აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. აღნიშნული შეტყობინება ჩაჰბარდა დ-------------–--ის მეუღლეს ი-------------–--ეს 2017 წლის 19 ივნისს. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ-------------–--ეს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ წერილობით არ დაუფიქსირებია, მას სხვა რაიმე განმარტებითაც არ მიუმართავს მოპასუხისათვის დადგენილ 10 დღიან ვადაში.
4.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიურომ საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროს აცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის წარმოებაშია სს ,,ს----------–---------ს’’ განცხადება 1-------- დავალიანების გადახდევინების თაობაზე. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 9110 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა დაერეგისტრირებინა ყადაღა რესპონდენტ დ-------------–--ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ბ---------ის რაიონი, სოფელი ტ--, საკადასტრო კოდი N6-----------. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა 2017 წლის 19 ივნისის N1------------- გადაწყვეტილება დ-------------–--ის სახელზე რიცხულ ქონებაზე, მდებარე ბ---------ის რაიონი, სოფელი ტ--, საკადასტრო კოდი N6----------- ყადაღის რეგისტრაციის შესახებ.
4.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 10 ივლისს გაიცა ბრძანება №S----------/2----- დავალიანების გადახდევინების შესახებ. ბრძანების თანახმად, დ-------------–--ეს დაეკისრა 1150 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. შეტყობინება 2017 წლის 14 ივლისს ჩაჰბარდა ადრესატს დ-------------–--ეს (პ/ნ-----------).
4.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 10 ივლისს გაიცა მიმართვა №S----------/2----- ბრძანების აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
სამართლებრივი დასაბუთება
4.7. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.10. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 912-ე მუხლი განსაზღვრავს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების ზოგადი პრინციპებს, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. გამარტივებული წარმოება არ დაიშვება, თუ მოთხოვნის წამოყენება დამოკიდებულია ჯერ კიდევ შეუსრულებელ საპასუხო ვალდებულებაზე. გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიშვება მაშინაც, როდესაც მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ დავის განხილვისა და გადაწყვეტის განსხვავებული წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დავის არბიტრაჟის მიერ განხილვა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააღსრულებო ბიურომ გამარტივებული საქმის წარმოება დაიწყო ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ სს „ს----------–---------ს“ განცხადების საფუძველზე.
4.11. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 913-ე მუხლის თანახმად, მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. იმავე კანონის 914-ე მუხლის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების სავალდებულო რეკვიზიტებს. მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას, მან უნდა მიუთითოს რესპონდენტის ქონება, ქონების საიდენტიფიკაციო მაჩვენებლები და გადაიხადოს ასეთი ღონისძიებისათვის განსაზღვრული საფასური. იმავე კანონის 917 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. იმავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვარვს შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტებს, რომლებიც არის: ა) გამარტივებული წარმოების ნომერი; ბ) აპლიკანტის დასახელება, დაყენებული მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი; გ) მითითება იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტება იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობა, ანგარიშსწორების წესი და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტები. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რესპონდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უნდა შეიცავდეს: ა) რესპონდენტის დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს; ბ) გამარტივებული წარმოების ნომერს, აპლიკანტის დასახელებას; გ) პროტესტის შემთხვევაში – მოთხოვნის სრულ უარყოფას (თუ რესპონდენტის წინააღმდეგ მიმართულია რამდენიმე აპლიკანტის მოთხოვნა − აღნიშვნას იმის შესახებ, თუ რომელ მოთხოვნას უარყოფს რესპონდენტი); მოთხოვნის სრულად აღიარების შემთხვევაში – მითითებას მოთხოვნის სრულად ცნობის შესახებ; მოთხოვნის ნაწილის აღიარების შემთხვევაში – მითითებას იმის შესახებ, თუ მოთხოვნის რომელ ნაწილს ცნობს რესპონდენტი; დ) რესპონდენტის (უფლებამოსილი პირის) ხელმოწერას. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 ივნისის შეტყობინება დ-------------–--ეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა ზემოთმითითებულ 5 დღიან ვადაში, კერძოდ, 2017 წლის 19 ივნისს. ამასთან, შეტყობინება შეიცავდა კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ სავალდებულო რეკვიზიტებს.
4.12. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში - მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. ზემოაღნიშნული კანონის 917 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება. იმავე კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 15 ივნისის შეტყობინება გამარტივებული წარმოების შესახებ რესპონდენტ დ-------------–--ის მიმართ 2017 წლის 19 ივნისს ჩაჰბარდა მისი ოჯახის წევრს - მეუღლეს ი-------------–--ეს. შესაბამისად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოქმედებით სააღსრულებო ბიუროს მიერ დაცული იქნა კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის დანაწესი. იმავე კანონის 9194 მუხლის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აქვს აღსრულების წინასწარი საფასური. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება აპლიკანტსა და რესპონდენტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში დავალიანების გადახდევინების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის N NS----------/2----- ბრძანება ჩაჰბარდა დ-------------–--ეს პირადად, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ ამ ნაწილშიც დაცულია კანონის 9194 მუხლის მოთხოვნა.
4.13. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნები დააფუძნა ისეთ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომელთა მტკიცების ტვირთიც ეკისრებოდა თავად მას შესაბამისი სახისა და შინაარსის მტკიცებულებების წარმოდგენის გზით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოში ვერ წარადგინა მოპასუხე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისაგან განსხვავებული ფაქტების ადეკვატური მტკიცებულებანი.
4.14. სააპელაციო საჩივარში მოსარჩელე სადავოდ ხდის გასაჩივრებულ ბრძანებას არა იმ საფუძვლით, რომ მისი გამოცემისას დარღვეულია მატერიალური ან საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, არამედ აპელანტი მიუთითებს, რომ მას სს ,,ს----------–--------თან’’ არანაირი ხელშეკრულება არ გაუფორმებია, თანხა არ აუღია და შესაბამისად, ბანკის წინაშე დავალიანება არ გააჩნია, რის გამოც არ არსებობდა გამარტივებული გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას დავალიანების არ არსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმის მასალების მიხედვით, დ-------------–--ეს სს ,,ს----------–---------ს’’ წინაშე ნამდვილად გააჩნია დავალიანება. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 4 ივნისის საკრედიტო ბარათის განაცხადით დგინდება, რომ დ-------------–--ეს გადაეცა სს ,,ს----------–---------ს’’ საკრედიტო ბარათი, რომელზეც ჩარიცხული იყო თანხა 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნული საკრედიტო ბარათის განაცხადს ხელს აწერს როგორც ბანკის წარმომადგენელი, ასევე მოსარჩელე დ-------------–--ეც. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ სს ,,ს----------–---------დან’’ მოსარჩელეს ათვისებული აქვს თანხები, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული თანხების ბრუნვის ისტორიაც. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ, როდესაც მოსარჩელეს ჩაჰბარდა შეტყობინება თანხის ნებაყოფლობით დაფარვის შესახებ, იქვე განემარტა, რომ 10 დღის ვადაში შეეძლო განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ და უარი ეთქვა თანხის გადახდაზე, თუ არ ეთანხმებოდა დავალიანების მოთხოვნას. მოსარჩელემ თვითონვე დაადასტურა, რომ ასეთი პროტესტი არ წარუდგენია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ1’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ-------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე