განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002379880
საქმე №1/ბ-647-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივლისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ნ-------------ის, ა---------–---–ის,მსჯავრდებულ: ა---------–--------–--ის,ადვოკატ: ი------------–---–ის,მონაწილეობით,ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------–---------------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1-----–-–--------------ს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: ბ----------------------------------–-----–--------- და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-----------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის განაჩენით ა---------–--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ა---------–--------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 12:00 საათიდან 13:00 საათამდე დროის პერიოდში, ქალაქ თ---–--–--------------------------ში მდებარე ბინა N30-ში, ა---------–--------–--ემ მეუღლეს, რ--------------------ეს მუშტები ჩაარტყა სახისა და თავის არეში, ორივე ხელი მოუჭირა კისერში, ათრია თმით, დააგდო ძირს და რამდენჯერმე დაარტყა ფეხები თავისა და ტანის არეში, შემდეგ კი წყლით სავსე ბოთლი ჩაარტყა თავში. ა---------–--------–--ის აღნიშნულმა ქმედებებმა რ--------------------ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი და რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა მის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათთან, კერძოდ, ა---------–--------–--ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათი და მისი პიროვნების შესახებ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ინფორმაცია მეტყველებს, რომ მსჯავრდებული საკუთარი მეუღლისათვის კვლავ საფრთხის წყაროს წარმოადგენს. მართალია, ა---------–--------–--ემ აღიარა და მოინანია დანაშაული, თუმცა მისი პირობითი მსჯავრის ქვეშ, თავისუფლებაში დატოვება აფუძნებს ხელახალ რეალურ საფრთხეს.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა---------–--------–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ავტანდილ უგრელიძის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: რ---------------------ის, ბ--–-----------ის, ლ---------------ის, კ---------------–---–ის, ნ--–---------–--ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, რ-----------------–--ის სამედიცინო დოკუმენტაციით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ტანსაცმლის ამოღების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი და რელევანტური სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ დანაშაული ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა---------–--------–--ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა დაზარალებულ რ--------------------ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, იგი თანახმაა ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, ვინაიდან არც ადრე და არც დღეის მდგომარეობით არანაირი პრეტენზია არ აქვს ა---------–--------–--ესთან.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
ასევე პალატა ა---------–--------–--ისათვის სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულის განმარტებით მეუღლესთან მოგვარებული აქვს ქონებრივი დავა და ამჟამად არის განქორწინებული, ცხოვრობენ ცალ-ცალკე, შესაბამისად მათ შორის კონფლიქტის მიზეზიც (ეჭვიანობა) აღარ არსებობს, რაც გამორიცხავს აპელანტის მოსაზრებას, რომ ა---------–--------–--ე მეუღლისათვის კვლავ საფრთხის წყაროს წარმოადგენს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ა---------–--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ა---------–--------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ა---------–--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 24 თებერვლიდან 2018 წლის 11 აპრილის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა---------–--------–--ეს დაეკისროს მოვალეობა-პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ მოცემულ სს საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
რ--------------------ის ჟაკეტი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს; ანაწმენდები და ქსოვილის ნაჭრები, რ--------------------ის სისხლის ნიმუში-განადგურდეს;
01 ცალი კომპიუტერული დისკი - დარჩეს საქმეში, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი