განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100118002445039- 1ბ/966-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
07 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: მ--–-------------------------------------------, დაბადებული 1----–-–-----------------საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ოჩამჩირის რაიონი, სოფელი ტ---––-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–----------------------------–-------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ პროკურორმა თ-----------------ამ და მოითხოვა მსჯავრდებულ მ--–---------------------ს მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, ვინაიდან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფდა სასჯელის მიზნებს.
სასამართლომ დაადგინა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით მ--–---------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 30 ივნისს.
2017 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე თბილისში, მეტროსადგურ ,,დელისის’’ ზედა ვესტიბულში, განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი მა-–--------------- ატარებდა ცივ იარაღს ქარხნული წესით დამზადებულ მჩხვლეტავ-მჭრელ დანას, მაფიქსირებელი მოწყობილობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მ--–---------------- მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: მ--–---------------- და ფ------------------–---–-- გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის N218/ცი დასკვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის მ--–---------------- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით კრიმინალიზებულია ცივი იარაღის ტარება იმ პირის მიერ ვინც ნასამართლევია განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ან ცივი იარაღის ტარებისათვის. დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ასევე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დანაშაულის საგანია ცივი იარაღი, ხოლო ობიექტურის მხრივ გამოიხატება ცივი იარაღის ტარებაში, იმ პირის მიერ ვინც ნასამართლევია განზრახ მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ან ცივი იარაღის ტარებისათვის, ანუ ცივი იარაღის ტარებას წინ უნდა უსწრებდეს პირის ნასამართლობა განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ან ანალოგიური ქმედებისათვის როცა ეს ნასამართლობა არაა მოხსნილი ან გაქარწყლებული. იარაღის ტარება ესაა ისეთი გარემოება, რომ პირს თან აქვს ცივი იარაღი, უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელზე.
დანაშაული დამთავრებულია ცივი იარაღის ტარების მომენტიდან. მოცემული დანაშაული დენადია, იგი ფორმალური შემადგენლობისაა და არაა აუცილებელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა. სუბიექტურ მხრივ მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. დანაშაული ბრალის ფორმის მიხედვით პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, პირმა იცის რომ ატარებს ცივ იარაღს, რაც მას კანონით ეკრძალება და სურს ეს.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ მ--–---------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული (მძიმე) დანაშაულის ჩადენისათვის, მიუხედავად აღნიშნულისა 2017 წლის 27 იანვარს მა-–--------------- ატარებდა ცივ იარაღს.
პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადასტურებულია, რომ განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი მ--–---------------ა ატარებდა ცივ იარაღს. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მა-–---------------მ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება (განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ) დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ--–---------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს;
მ--–---------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მ--–--------------------- სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ემუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
ამასთან პალატა, მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარეს სასჯელთან დაკავშირებით ამგვარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით ნამსჯელია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით და ზემოთ აღნიშნული განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით მ--–---------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ხოლო რაც შეეხება ნასამართლობას იგი წარმოადგენს 2381 მუხლის მაკვალიფიცირებელ ნიშანს და არ მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი, მ--–---------------- მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ პროკურორ თ-----------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. მა-–--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით;
4. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 21 ივნისიდან.
5. ნივთიერი მტკიცებულება დანა, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი