განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2018
საქმის ნომერი
120100118002441816
ინსტანცია
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002441816

საქმე №1/ბ-847-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 აგვისტო 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------------------–---–ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 2--------- წელს თბილისში, პ/ნ 2----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ.-----–--–-------–----------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენით გ------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადათ განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.

 

გ------------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 30 მარტს, ქ-----------–------–--–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------------------–---–მა შელაპარაკების გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ--------------ს, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში, ასევე ხელი მოუჭირა ყელში და თავი დაარტყმევინა იატაკზე, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ არის დაინტერესებული მართლმსაჯულების განხორციელებაში, ხოლო მოსამართლე მას შემამსუბუქებელ გარემოაბად უთვლის აღიარებას, რასაც ადგილი არ ჰქონია.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ------------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ------------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და განცხადებით; დადგენილებით ნ--------------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით; ბრალდებულ გ------------------–---–ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეთა დ-------------–---–ის, თ-------------–--ის, დ--------–---ის, ნ-----–---------–--–---–ის, გამოკითხვის ოქმებით; ნ-------------ის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; გ-------------------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები ფოტო ცხრილით; ნ--------------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები ფოტო ცხრილით; სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს ბრალდების მხარის აპელირებას სასჯელის დამძიმების საფუძვლად იმ გარემოების მითითებაზე, თითქოს მსჯავრდებული არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მოსამართლე კი მას შემამსუბუქებელ გარემოებად უთვლის აღიარებას, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

გ------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი.

 

არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი