განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2018
საქმის ნომერი
330100118002423273
ინსტანცია
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002423273

საქმე №1ბ/821-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 აგვისტო 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულ ვ----–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ----–-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ----–------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #0----------, განქორწინებულის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-------------–--------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენით ლ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ვ----–------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე,118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 24 მარტს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ------–--–---–----–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ----–-------ე და მისი ყოფილი მეუღლე ნ----------ე ისხდნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ ავტომობილში, რა დროსაც, ურთიერთშელაპარაკებისას, ვ----–------ემ თმა მოქაჩა და ხელი რამდენჯერმე დაარტყა ნ----------ეს სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ----–------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ----–-----------მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასამართლომ ვ----–------ისათვის სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა დაზარალებულის პოზიცია, რომ მის მიმართ ვ----–------ის მიერ სხვა დროსაც ჰქონდა ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტს და მათ შორის კონფლიქტური სიტუაცია არ ამოწურულა, თუმცა დაზარალებულის ეს განცხადება არაფრით არ დასტურდება, ვ----–------ის მიმართ ადრე შემაკავებელი ორდერი არ გაცემულა და გამოძიების პროცესში არ დაკითხულა არც ერთი პირი, რომელიც დაადასტურებდა კავაძის მხრიდან ვასაძის მიმართ ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მათ შორის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი გახდა, ვ----–------ის მიერ გამოთქმული მოთხოვნა, შეეწყვიტა ნ----------ეს მათი საერთო შვილების უცხო მამაკაცთან ტარება.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ვ----–------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას ვ----–------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების კ---------------ს, ვ--–--------------ის, ზ--------------–---–ის, ა-–-------------------ს გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ნ----------ის გამოკითხვის ოქმით, თავად ბრალდებულ ვ----–------ის აღიარებითი ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ ვ----–------ე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და არ არის წარსულში ნასამართლევი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, დაზარალებულის პოზიცია, რომ მის მიმართ ვ----–------ის მიერ სხვა დროსაც ჰქონია ადგილი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, რომ მათ შორის კონფლიქტური სიტუაცია არ არის ამოწურული და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ვ----–------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ვ----–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ----–-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ვ----–------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ----–-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 მარტიდან.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ერთი ცალი DVD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი