განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2018
საქმის ნომერი
190210115751230
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 190210115751230

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2078-1- 15 მ---ი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლეები – ნათია გუჯაბიძე, ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) – ვ-–----------------------

წარმომადგენელი - თ--------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი) - თ----------–-----

წარმომადგენელი - ლ----------------–-–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 02 მარტის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანამესაკუთრედ ცნობა

 

ვ-–----------------------ს მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

თ----------–-----ს მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

ვ-–----------------------ს სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. ქ. რ-------–--------------–-------------ში მდებარე მოპასუხე თ----------–-----ს საკუთრებაში არსებული #-- პრივატიზებული ბინის (ს/კ 0------------------) 3/4 წილის მესაკუთრედ ცნობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით ვ-–----------------------ს სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ვ-–--------- დ----------- ცნობილ იქნა ქ. რ-------–--------------–-------------ში მდებარე მოპასუხე თ----------–-----ს საკუთრებაში არსებული #-- ბინის (ს/კ 0------------------) (64 კვ.მ.-ის 1/3 წილის) 21.44 კვ. მ.-ის მესაკუთრედ; დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ-–----------------------მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილდება.

 

4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, ასევე, თ----------–-----მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილდებაზე უარის თქმა.

 

თ----------–-----ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

5. სასამართლომ არასწორად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად დაადგინა, რომ ვ-–---------------------- სადავო ბინაში ცხოვრობდა.

 

6. სასამართლოს განმარტებით, 0--------- წლის N1-------- გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილის მიხედვით ვ-–----------------------ს საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. რ--------, რ---------–-- ქ. 1-/4-, თუმცა სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ამავე განაჩენის მიხედვით მოსარჩელე 1--- წლის ოქტომბრიდან დაპატიმრებამდე - 0--------- წლამდე ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ. რ-------–-, დ-------- ქ. 3---ში. შესაბამისად, ვ-–----------------------ს საცხოვრებელ ადგილად ითვლებოდა ქ. რ--------, დ-------- ქ. 3-- და არა ქ. რ--------, რ---------–-- ქ. 1-/4-, რადგან ის 6 თვეზე მეტ ხანს ფაქტობრივად ცხოვრობდა დ-------- ქ. 3---ში (მას შემდეგ რაც ის დაქორწინდა მ------ ი------ს ძე ასულ ნ-------–ზე და მასთან ერთად ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე სიმამრთან და მეუღლესთან ერთად).

 

7. ცნობაში, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო, ნათლად არის მითითებული, რომ ვ-–---------------------- იყო კმაყოფაზე მყოფი პირი. ეს კი ცალსახად არ ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელე სადაო ბინაში ცხოვრობდა მუდმივად.

 

8. სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-1- მუხლის პირველი აბზაცის დანაწესით „მოქალაქის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ის ადგილი სადაც იგი ცხოვრობს მუდმივად ან უპირატესად“. ვ-–---------------------- სადაო ბინაში არ ცხოვრობდა არც უპირატესად და მითუმეტეს არც მუდმივად. იგი 1--- წლის 1 აგვისტოდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში იყო გაწვეული 1--- წლის 1- თებერვლამდე. ამავე წლის ოქტომბერში მან იქორწინა და 1--- წლის 4 მ---ამდე (დაპატიმრებამდე) ცხოვრობდა მეუღლის და სიმამრის სახლში; 1--- წლიდან 8 წელი და 6 თვე იგი სასჯელს იხდიდა სიმამრის მკვლელობისთვის, გაძლიერებული რეჟიმის შრომა გასწორების კოლონიაში.

 

9. ვ-–----------------------ს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმის, რომ ის მუდმივად ცხოვრობდა სადავო ბინაში და, შესაბამისად, წარმოადგენდა ძირითად დამქირავებელთან ერთად მუდმივად მცხოვრებ ოჯახის წევრს.

 

10. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაადგენს, რომ აქვს ბინაზე პრეტენზიის უფლება, მოსარჩელეს 1/3 წილი მაინც არ ეკუთვნის იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ბინაში თ----- ვ--–-----სთან ერთად მუდმივად, 1--- წლიდან ცხოვრობდნენ მისი მეუღლე - ნ-----–---- ვ--–----ი და შვილი, შესაბამისად თუ სასამართლო უსაფუძვლოდ მაინც დაადგენს, რომ ბინაზე წილი დ-----------საც ეკუთვნის ეს უნდა იყოს არა 1/3, არამედ 1/4.

 

11. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განახორციელება დაეკისრათ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებსა ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-7-ე მუხლის დანაწესით უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას პირი მოიპოვებს თუკი 15 წლის განმავლობაში საკუთრების რეგისტრაცია არსებობდა მის სახელზე და ამ ხნის მანძილზე ფლობდა როგორც საკუთარს. ამავე კოდექსის 1507-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესით სამოქალაქო კოდექსის 1-5-1-8-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის ვადა აითვლება 1993 წლის 23 ივლისიდან - საკუთრების უფლების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებიდან.

1994 წლის მ----- თვიდან სადაო ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია თ----- ვ--–-----ს სახელზე, რაც საკმარისი საფუძველია სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის.

 

ვ-–----------------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

12. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ ვ-–----------------------მ კანონისმიერი მემკვიდრეობა მიიღო 1--- წლის 5 ივნისს მინისტრთა კაბინეტის მიერ 1992 წლის 01 თებერვლის #1-- დადგენილების მიღების შემდეგ და შესაბამისად, ბინის მოსარგებლედ უკვე ითვლებოდა ბებია - ო-–--- დ----------- და მამა - ე----- დ-----------. შესაბამისად, სადავო ბინიდან მისი წილი მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე ეს სასამართლომ განსაზღვრა.

 

13. სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხე მხარის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის ნაწილის გადახდა, რაც უსაფუძვლოა, რადგან მოპასუხე მხარეს არ ჰქონია წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

1-. განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ არსებობს თ----------–-----ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

17. 0----.1972 წელს ო-–-- დ-----------ს სახელზე ქ. რ-------–-, რ---------–-- ქუჩაზე მდებარე სახლი №1-, ბინა 4--ზე გაიცა ბინათსარგებლობის №2--- ბინის ორდერი, ორ ოთახიან საცხოვრებელ ბინაზე, ფართით 36 კვ.მ. ორდერში ფართზე მოსარგებლეებად მითითებულები იყვნენ სამი პირი: ო-–-- დ----------- - მოსარჩელის ბებია, ე----- დ----------- - მოსარჩელის მამა და თ-----ა ტ-------–---–ი - მოსარჩელის დედა (მოპასუხე).

 

18. მოსარჩელის მამა ე----- დ----------- გარდაიცვალა 0--------- წელს; მოსარჩელის ბებია ო-–-- დ----------- გარდაიცვალა 0--------- წელს.

 

19. მოსარჩელის დედამ - თ-----ა ტ-------–---–მა (მოპასუხე) 1--- წელს იქორწინა და მიიღო მეუღლის გვარი ვ--–-----. მოპასუხეს მეორე ქორწინებიდან 1--- წელს შეეძინა შვილი ნ-----–-ა ვ--–-----.

 

20. 1--- წლის 21 დეკემბერს მოსარჩელის დედამ მოპასუხე თ----------–-----მ ქ. რ-------–-, რ---------–-- ქუჩაზე მდებარე #1-/4- ბინა, რომელიც ორდერით ო-–-- დ-----------ს გამოეყო, მოახდინა ბინის პრივატიზაცია თავის სახელზე. პრივატიზაციის ხელშეკრულება დარეგისტრირდა იმჟამად მოქმედ ტექინვენტარიზაციის ბიუროში 1--------- წელს. ბინის პრივატიზებისას მოსარჩელეს პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

 

21. სადაო უძრავი ქონება მდებარე, ქ. რ-------–-, რ---------–-- ქუჩაზე კორპუსი #1-, ბინა #-- საჯარო რეესტრში მოპასუხე თ----------–-----ს სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 0--------- წელს საკადასტრო კოდით 0------------------, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია პრივატიზაციის ხელშეკრულება #1-----, დამოწმების თარიღი 2--------- წელი, ნოტარიუსი მ. ნ----–---–ი, ფართობით 64.32 კვ.მ.

 

22. მოსარჩელე არის მამკვიდრებელ ო-–-- დ-----------ს ანდერძისმიერი მემკვიდრე; მოსარჩელემ მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღო, რაც დგინდება 0--------- წელს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით.

 

23. მოსარჩელე 0--------- წლიდან 1--------- წლამდე პერიოდში იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში საქართველოს ფარგლებს გარეთ.

 

24. მოსარჩელეს, საქართველოს პრეზიდენტის 2--------- წლის #2-- ბრძანებულებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო.

 

25. სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ-–---------------------- პრივატიზაციის პერიოდში სადავო ბინაში აღარ ცხოვრობდა 6 თვეზე მეტი ვადით, რაც დავის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების შესაბამისად, სადავო ფართზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს გამორიცხავს.

 

26. „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ 1--- წლის 1 თებერვლის N1-- დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.

 

27. 1--- წლის 1 თებერვლის N1-- დადგენილებით განსაზღვრული ბინის პრივატიზების უფლება გააჩნია როგორც პირს, ვისზეც გაიცა ორდერი და ვინც წარმოადგენს ფართის დამქირავებელს‚ ასევე დანარჩენ, მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს. ამასთან სარგებლობის უფლება‚ ერთ შემთხვევაში, წარმოიშობა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სხვა შემთხვევაში, დამქირავებელთან მცხოვრები ოჯახის წევრობის ინსტიტუტის არსებობის შემთხვევაში და მათ გააჩნიათ ყველა ის უფლება, რომლითაც სარგებლობს დამქირავებელი.

 

28. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პრივატიზაციის დროისათვის სადავო ბინაში მისამართზე - ქ. რ--------, რ---------–-- ქუჩაზე 1-/4-, რეგისტრირებული იყვნენ მოპასუხე თ----------–-----, მოსარჩელე ვ-–---------------------- და მოპასუხის შვილი და მოსარჩელის ნახევარდა - ნ-----–-ა ვ--–-----.

 

29. პალატა განმარტავს, რომ პირის რეგისტრაცია თავისთავად არ წარმოადგენს ფართზე უფლების მომპოვებელ გარემოებას, ისევე როგორც რეგისტრაციის არარსებობა თავისთავად არ წარმოადგენს საცხოვრებელ ფართზე უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს. ბინის პრივატიზაციის უფლება უკავშირდება ბინის მართლზომიერი სარგებლობის უფლებას. რეგისტრაცია პირის საცხოვრებელ ადგილს არ წარმოშობს და არც აუქმებს. საცხოვრებელი ადგილი შეიძლება არსებობდეს რეგისტრაციის გარეშეც და პირიქით. საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლებამოვალეობანი განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის 20-ე მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრები უცხოელთა რეგისტრაციის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით, საცხოვრებელი ადგილი სავალდებულოდ არ უკავშირდება რეგისტრაციის ადგილს.

 

30. რეგისტრაცია წარმოადგენს საცხოვრებელ ფართზე პირის მიერ ბინის პრივატიზების მხოლოდ ერთ-ერთ საფუძველს და არა ერთადერთ ფაქტორს, რომელსაც შეუძლია, მხოლოდ მინიშნების როლი შეასრულოს. სამოქალაქო კოდექსის 20-ე მუხლის თანახმად, მოქალაქის საცხოვრებელ ადგილად აირჩევა ადგილი, რომელსაც მოქალაქე ირჩევს. საცხოვრებელი ადგილის არჩევა არის პირის ნება, რომელიც ნებისმიერ აქტზე მაღლა დგას. ე.ი. ბინის პრივატიზაციის უფლების არსებობის დასადგენად საჭიროა იმის დადგენა: მიატოვა თუ არა მოსარჩელემ სადავო საცხოვრებელი ფართი, დადებით შემთხვევაში – რა პერიოდიდან (აქ იგულისხმება ჩაწერის ინსტიტუტის გაუქმებამდე და საბინაო კოდექსის მოქმედების პერიოდში მიტოვება), საცხოვრებლად სხვა ადგილას გადასვლას ჰქონდა მუდმივი თუ დროებითი ხასიათი, შეწყვიტა თუ არა მოდავე მხარემ სადავო ბინასთან საყოფაცხოვრებო კავშირი, რა ინტენსივობით იყენებდა სადავო საცხოვრებელს. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება სხვაგან გადასვლის შემთხვევაში მოშლილად უნდა ჩაითვალოს და ასეთ შემთხვევაში პირი ავტომატურად კარგავს გადასვლის დღიდან საცხოვრებელი სადგომით სარგებლობასა და, შესაბამისად, ფართის პრივატიზაციის უფლებას. პალატა აღნიშნავს, რომ აქ სადავო საცხოვრებელი ფართის მიტოვებაში იგულისხმება საბინაო კოდექსის მოქმედების პერიოდში, ე.წ. „ჩაწერის ინსტიტუტის“ გაუქმებამდე, ექვსი თვის განმავლობაში ფართის მიტოვება, რაც საბინაო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, ფართზე უფლების დაკარგვას იწვევდა.

 

31. საქმის მასალების გამოკვლევის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პრივატიზაციის დროს ვ-–----------------------ს სადავო ბინაში ცხოვრების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. კერძოდ:

 

31.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მესამე ნაწილის შესაბამისად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.

 

31.2. ვ-–----------------------ს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს: მოსარჩელის სახელზე გაცემულ კანონისმიერ მეკვიდრეობის მოწმობას, 1--------- წლის ცნობას და ქ. რ--------ს საქალაქო სასამართლოს 0--------- წლის გამამტყუნებელ განაჩენს.

 

31.3. სააპელაციო პალატა თითოეულ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებაში საცხოვრებელი მისამართის მითითების საფუძვლის და მიზნის შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები სადავო საცხოვრებელი სადგომით მუდმივად სარგებლობის ფაქტობრივი გარემოების მტკიცებისათვის უტყუარ მტკიცებულებებად ვერ განიხილება იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ მითითებულ დოკუმენტებში მოსარჩელის მისამართად რ---------–-- ქუჩა 1-/4--ის მითითება განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ მოსარჩელე ამ მისამართზე იყო რეგისტრირებული, ხოლო რეგისტრაციის ადგილი, სადავო პერიოდში, როგორც წესი, პირდაპირ მიეთითებოდა შესაბამის დოკუმენტებში.

 

31.4. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია, ქ. რ--------ს საქალაქო სასამართლოს 0--------- წლის #1------- გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით ნაწილში მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია რ---------–-- ქუჩა 1-/4-, თუმცა ამავე განაჩენის სამოტივაციო ნაწილში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების (მოწმეთა ჩვენებების და თავად ვ-–----------------------ს განმარტებით ) გამოკვლევის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად აქვს მიჩნეული, რომ მოსარჩელე 1--- წლის ოქტომბრის თვიდან, დაქორწინების შემდგომ, ცოლთან ერთად ცხოვრობდა სიმამრის - ი----- ნ-------–ის საცხოვრებელ ბინაში, მისამართზე ქ. რ--------, დ-------- ქ.#---. ამავე განაჩენის თანახმად, სწორედ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრება გახდა ი----- ნ-------–ის მხრიდან სიძესთან (მოსარჩელესთან) „სისტემატური კამათის საფუძველი“, რა დროსაც სიმამრი ვ-–----------------------სგან მოითხოვდა „ბინის დატოვებას“, ხოლო 1--- წლის აპრილის თვეში აღნიშნულ ნიადაგზე ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვის გამო, ვ-–----------------------ს მხრიდან ჩადენილი იქნა სიმამრის მკვლელობა (იხ: განაჩენი, ტ--------------). ამრიგად, აღნიშნული განაჩენით პალატას უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე 1--- წლის ოქტომბრის თვიდან დაპატიმრებამდე 0--------- წლამდე ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ. რ-------–-, დ-------- ქუჩა #----ში.

 

31.5. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ საბინაო კოდექსის მოქმედების პერიოდში, ე.წ. „ჩაწერის ინსტიტუტის“ გაუქმებამდე, ექვს თვეზე მეტი ვადით მიატოვა სადავო საცხოვრებელი ფართი, რამაც საბინაო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისა და, შესაბამისად, ფართის პრივატიზაციის უფლების ავტომატურად დაკარგა განაპირობა.

 

32. რაც შეეხება, ვ-–----------------------ს სააპელაციო პრეტენზიას ბებიის სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით, პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასკვნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.1--- წლის #1-- დადგენილების მიღებამდე, საბინაო კოდექსის 60-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო საბინაო ფონდიდან საცხოვრებელი ბინები ორდერში მოთითებულ პირებს გადაეცემოდათ მხოლოდ სარგებლობის უფლებით, ხოლო უშუალოდ ბინის მესაკუთრეს სახელმწიფო წარმოადგენდა. შესაბამისად, მოსარჩელის ბებიას - ო-–-- დ-----------ს და ორდერში ჩაწერილ პირებს სადაოდ გამხდარი ბინა გადაცემული ჰქონდათ მხოლოდ სარგებლობის უფლებით.

 

32.1. დადგენილია, რომ ო-–-- დ----------- გარდაიცვალა 0--------- წელს, ხოლო ე----- დ----------- გადაიცვალა 0--------- წელს. მათი გარდაცვალების დღიდან გაისხნა სამკვიდრო მათ სახელზე საკუთრების უფლებით არსებულ ქონებაზე სსსრ სამოქალაქო სამართლოს კოდექსის 54--ე მუხლის შესაბამისად. როგორც ო-–-- დ-----------ს ასევე, ე----- დ-----------ს გარდაცვალების დროისათვის მათ სამკვიდრო ქონებაში ვერ შევიდოდა მათთვის ორდერის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემული სახელმწიფო საკუთრება - სადავო ბინა, ვინაიდან იგი მათ საკუთრებას არ წამოადგენდა, ასევე მოსარჩელეზე როგორც ო-–-- დ-----------ს ანდერძისმიერ მემკვიდრეზე, არ გადავიდოდა და სამკვირო მასაში ვერ შევიდოდა ბინის წილის პრივატიზების უფლება, ვინაიდან მინისტრთა კაბინეტის #1-- დადგენილება მიღებულია ო-–-- დ-----------ს გარდაცვალების შემდეგ. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იგი მართებულად არ დაკმაყოფილდა.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ----------–-----ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

საპროცესო ხარჯები

 

34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

35. მოცემულ შემთხვევაში, ვ-–----------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თ----------–-----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, ვ-–----------------------ს თ----------–-----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 292 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ-–----------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თ----------–-----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

3. შეიცვალოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

4. ვ-–----------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

5. ვ-–----------------------ს თ----------–-----ს სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 292 ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლეები ნათია გუჯაბიძე ქეთევან მესხიშვილი