განაჩენი

სისხლის სამართლის 03.08.2018
საქმის ნომერი
010141318700063881
ინსტანცია
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141318700063881

საქმე №1/ა.გ 459-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 აგვისტო, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ლევან თევზაძე

მანუჩარ კაპანაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ-------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განაჩენით, ქ.თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორ ხათუნა კუსრაშვილსა და ბრალდებულ გ-------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

გ-------------–---–ი (დაბადებული 1-----–-–----------------------------------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრდა და გამსოაცდელ ვადად დაუდგინდა 4(ოთხი)წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 3 000(სამი ათასი)ლარის ოდენობით.

გ-------------–---–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

გ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 19 თებერვლიდან.

2018 წლის 19 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ-------------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ-------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციოურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე-ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი), ნარკოტიკული საშუალება - ,,დეზომორფინის’’ დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განაჩენით, გ-------------–---–ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით - 0,0000000013 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ,,დეზომორფინის’’ უკანონო შეძენა- შენახვაში.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ გ-------------–---–ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე - სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - როგორც ნარკოტიკული საშუალების სახეობის, ისე მისი ოდენობის გათვალისწინებით და შესაბამისად, ამ მუხლით დანიშნულ სასჯელზე.

ამასთან, მსჯავრდებულ გ-------------–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარი - დღეის მდგომარეობით გადახდილი აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული გ-------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული, მოსახდელად დარჩენილი პირობითი სასჯელისგან და ამ მიმართებით ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 213 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ გ-------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განაჩენში გ-------------–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება;

3. მსჯავრდებული გ-------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული და მოსახდელად დარჩენილი სასჯელისგან - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, იმავე საგამოცდო ვადით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას;

6. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: მ. კაპანაძე

 

ლ. თევზაძე