განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.07.2018
საქმის ნომერი
020210018002348351
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
18.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210018002348351

საქმე №2/ბ-639-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ივლისი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

მურთაზ მეშველიანი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი: ნ-----–- ო------–---–-

მოწინააღმდეგე მხარე: კ---- შ-----, ი------- ჯ------

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განჩინების კანონიერება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინება

გამოარკვია:

 

2018 წლის 13 მარტს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ-----–- ო------–---–--, მოპასუხედ დაასახელა კ---- შ-----, ი------- ჯ------ და მოპასუხეთათვის თანხის დაკისრება მოითხოვა.

2018 წლის 27 მარტს, ნ-----–- ო------–---–-- განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე კ---- შ-----ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (კუთვნილ წილს) მდებარე: ქ. ზ-----------–------------------------- უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №4----------- ყადაღის დადება მოითხოვა.

განმცხადებლის განმარტებით, იგი ითხოვს მოპასუხე კ---- შ-----სათვის 2015 წლის 08 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10 570 აშშ დოლარის დაკისრებას, რაც მსესხებლის, კ---- შ-----ს ნაცვლად გადახდილი იქნა პარმენ კუთხაშვილის მიერ.

2018 წლის 16 თებერვალს, პარმენ კუთხაშვილმა, კ---- შ-----საგან თანხის მოთხოვნის უფლება დაუთმო ნ-----–- ო------–---–-.

მოსარჩელე თვლის, რომ არსებობს აუცილებლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა, ვინაიდან, მოპასუხემ შესაძლოა გაასხვისოს მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, რაც სასამართლოს მიერ სავარაუდოდ მისაღებ გადაწყვეტილებას აღუსრულებელს გახდის.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ქ. ზ--------–---–-------------------------ში მდებარე, №4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მოპასუხე კ---- შ-----ს (პირადი №-----------) კუთვნილ 25% წილს.

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნისა და გარკვეულწილად, სარჩელის ფასის შესაბამისი.

ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის, არის მასთან ან სხვა პირთან.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელს თან ერთვის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც, №4----------- საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე 25% წილის მესაკუთრეა მოპასუხე კ---- შ-----.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლებისა და მხარის მიერ მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის, ასევე დავის საგნის მოცულობის გათვალისწინებით, შუამდგომლობა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა უნდა დაედოს მოპასუხე მხარის კუთვნილ უძრავ ქონებას.

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხე კ---- შ-----მ და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით წარმოადგენდა თავისი მარწმუნებლის - ი------- ჯ------ს ინტერესებს, რაც დასტურდება მითითებული ხელშეკრულების შინაარსით. მართალია, ხელშეკრულების ბოლო ფურცელზე მსესხებლის გრაფაში ხელმოწერა განხორციელებულია კ---- შ-----ს მიერ, თუმცა ეს ქმედება მან განახორციელა, როგორც ი------- ჯ------ს წარმომადგენელმა. ამიტომ, გაუგებარია მოსარჩელეს პრეტენზია ამ საკითხთან დაკავშირებით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ქ. ზ--------–---–-------------------------ში მდებარე, №4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მოპასუხე კ---- შ-----ს (პირადი №-----------) კუთვნილ 25% წილზე.

სასამართლომ განმარტა, რომ რამდენადაც მოპასუხის პოზიცია დამყარებულია წარმომადგენლობის საკითხზე, სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 107-ე და 709-ე მუხლების მიხედვით, ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დროს კ---- შ----- მოქმედებდა მისი მარწმუნებლის სახელით და არ წარმოადგენდა მსესხებელს, მის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნა სარჩელში მითითებული გარემოებების საფუძველზე, იურიდიულად დასაბუთებული არ არის.

შესაბამისად, საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ნ-----–- ო------–---–-- და მისი გაუქმება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების განჩინების დასაბუთება არასწორია. სასამართლოს შეფასება, რომ კ---- შ----- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით წარმოადგენდა თავის მარწმუნებლის - ი------- ჯ------ს ინტერესებს, არ დასტურდება მითითებული ხელშეკრულების შინაარსით.

ამდენად, კ.შ-----ს საჩივარში მოყვანილი ფაქტები ჭეშმარიტებას არ შეესაბამება და სასამართლოს არ უნდა გაეზიარებია.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების

დასაბუთება

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ-----–- ო------–---–--, მოპასუხედ დაასახელა კ---- შ-----, ი------- ჯ------ და მოპასუხეთათვის თანხის დაკისრება მოითხოვა.

2018 წლის 27 მარტს, ნ-----–- ო------–---–-- განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე კ---- შ-----ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (კუთვნილ წილს) მდებარე: ქ. ზ-----------–------------------------- უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №4----------- ყადაღის დადება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ქ. ზ--------–---–-------------------------ში მდებარე, №4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მოპასუხე კ---- შ-----ს (პირადი №-----------) კუთვნილ 25% წილს.

დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხე კ---- შ-----მ და მისი გაუქმება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ქ. ზ--------–---–-------------------------ში მდებარე, №4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მოპასუხე კ---- შ-----ს (პირადი №-----------) კუთვნილ 25% წილზე.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ნ-----–- ო------–---–-- და მისი გაუქმება მოითხოვა

დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის ეს ჩანაწერი თავისთავად გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას (სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში), რასაც მოსარჩელე მოითხოვს. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს, მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება.

ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან, პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები უნდა შექმნას.

თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ №4----------- საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე 25% წილის მესაკუთრეა მოპასუხე კ---- შ-----.

ნ-----–- ო------–---–-ს სარჩელით ირკვევა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს კ---- შ-----ს ნაცვლად, პარმენ კუთხაშვილის მიერ, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის თანხის დაკისრება.

ამდენად, განმცხადებლის (პარმენ კუთხაშვილის უფლებამონაცვლე ნ-----–- ო------–---–-ს) მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სკ-ის 986-ე მუხლი) და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივაც.

თუკი დაკმაყოფილდება ნ-----–- ო------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან მის აღსრულებამდე მოპასუხე გაასხვისებს მის კუთვნილ უძრავ ქონებას, ან დატვირთავს იპოთეკით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შემძენის კეთილსინდისიერებისა და იპოთეკარის უპირატესობის გათვალისწინებით, შესაძლოა გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს, მოცემულ საქმეზე სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

შესაბამისად, განმცხადებლის მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფა აუცილებელია-დასაბუთებულია.

1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება, რომლითაც დადგენილი იქნა, რომ კ---- შ----- მოქმედებდა მისი მარწმუნებლის სახელით, არ წარმოადგენდა მსესხებელს და რომ მის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნა სარჩელში მითითებული გარემოებების საფუძველზე იურიდიულად დასაბუთებული არ იყო-გაზიარებული ვერ იქნება.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლად საჩივრის ავტორის (კ.შ-----ს) მიერ მითითებულ საკითხებს, რომლებიც საქმის არსებით მხარეს და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას ეხება, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საპროცესო ეტაპზე სასამართლო არ აფასებს და შემოიფარგლება, მხოლოდ იმის გარკვევით, რამდენად არსებობს ასეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

განსახილველ შემთხვევაში, სწორედ სადავო ქონების განკარგვის თავიდან აცილება წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით კ---- შ-----ს საჩივარში მითითებულ გარემოებებს, არასწორად დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა, რის გამოც, დაუსაბუთებელი განჩინებები გამოიტანა.

შესაბამისად, ნ-----–- ო------–---–-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინება, რომლითაც გაუქმდა ამავე სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნა ყადაღა ქ. ზ--------–---–-------------------------ში მდებარე, №4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მოპასუხე კ---- შ-----ს (პირადი №-----------) კუთვნილ 25% წილზე.

კ---- შ-----ს საჩივარი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----–- ო------–---–-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინება;

3. არ დაკმაყოფილდეს კ---- შ-----ს საჩივარი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებისა და ამ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, რომლითაც ყადაღა დაედო ქ. ზ--------–---–-------------------------ში მდებარე, №4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მოპასუხე კ---- შ-----ს (პირადი №-----------) კუთვნილ 25% წილზე;

4. სახელმწფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

მურთაზ მეშველიანი