განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100210118002081605
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-211-2018 14 აგვისტო, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ირმა პერანიძე
გოჩა აბუსერიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ლ---- კ------ე, დ----- მ------–---–ი
წარმომადგენელი - ი----–------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს თ----- ბანკი
წარმომადგენელი - მ-----------–---–ი
დავის საგანი - სესხი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ს.ს. თ----- ბანკის (ს/კ2--------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლ---- კ------ეს (პ/ნ3----------) და დ----- მ------–---–ს (პ/ნ3----------) სოლიდარულად დაეკისრათ ს.ს. თ----- ბანკის სასარგებლოდ (2015 წლის 18 აპრილის N0-------- საკრედიტო ხელშეკრულება) 7564 (შვიდიათასხუთასსამოცდაოთხი) ლარი და 28 (ოცდარვა) თეთრი (საიდანაც 6528.46 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი არის 382 ლარი და 97 თეთრი, პირგასამტეხლო არის 652 ლარი და 85 თეთრი). ლ---- კ------ეს (პ/ნ3----------) და დ----- მ------–---–ს (პ/ნ3----------) სს. თ----- ბანკის სასარგებლოდ დაეკისრათ ასევე 2017 წლის 26 ივნისიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 69 ლარის და 63 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა - 835 (რვაასოცდათხუთმეტი) ლარისა და 56 თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი.). ლ---- კ------ეს (პ/ნ3----------) დაეკისრა სს. თ----- ბანკის სასარგებლოდ (2016 წლის 1 ივნისის N3----- საკრედიტო ხელშეკრულება) 462 (ოთხასსამოცდაორი) ლარისა და 15 (თხუთმეტი) თეთრის (საიდანაც 392 ლარი და 15 თეთრი არის ძირი თანხა, პირგასამტეხლო არის 70 ლარი. ლ---- კ------ეს (პ/ნ3----------) დაეკისრა სს. თ----- ბანკის სასარგებლოდ (2016 წლის 4 სექტემბრის N4----- საკრედიტო ხელშეკრულება) 309 ( სამასცხრა) ლარისა და 48 (ორმოცდარვა) თეთრი (საიდანაც 259ლარი და 48 თეთრი არის ძირი თანხა, ხოლო 50 ლარი არის პირგასამტეხლო). ლ---- კ------ეს (პ/ნ3----------) დაეკისრა სს. თ----- ბანკის სასარგებლოდ (2017 წლის 19 იანვრის N4----- საკრედიტო ხელშეკრულება) 895 ლარის (საიდანაც 795 ლარი არის ძირი თანხა, ხოლო 100 ლარი არის პირგასამტეხლო). ლ---- კ------ეს (პ/ნ3----------) დაეკისრა სს. თ----- ბანკის სასარგებლოდ (2016 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულება) 353 ლარის და 94 თეთრის (საიდანაც 301.00 ლარი არის ძირი თანხა, ხოლო 22,84 ლარი არის პროცენტი, პირგასამტეხლო არის 30,1 ლარი). ლ---- კ------ეს (პ/ნ3----------) სს თ----- ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა ასევე 2017 წლის 26 ივნისიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 4 ლარის და 51 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა - 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარისა და 18 თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი.). ლ---- კ------ეს (პ/ნ3----------) დაეკისრა ს.ს. თ----- ბანკის სასარგებლოდ (2016 წლის 10 ოქტომბრის საბანკო კრედიტის N3-------------- ხელშეკრულება) 34,24 ლარის (საიდანაც 26,25 ლარი არის ძირი თანხა, ხოლო 8 ლარი არის პირგასამტეხლო). ლ---- კ------ეს (პ/ნ3----------) დაეკისრა სს. თ----- ბანკის სასარგებლოდ (2017 წლის 09 იანვრის საბანკო კრედიტის N3-------------- ხელშეკრულება) 248.81ლარის (საიდანაც 218.81 ლარი არის ძირი თანხა, ხოლო 30 ლარი არის პირგასამტეხლო). ლ---- კ------ეს (პ/ნ3----------) დაეკისრა სს თ----- ბანკის სასარგებლოდ (2016 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტის N7----- ხელშეკრულება) 1554 ლარის და 37 თეთრის (საიდანაც 1301,27 ლარი არის ძირი თანხა, ხოლო 123,07 ლარი არის პროცენტი, პირგასამტეხლო არის 130,13 ლარი). ლ---- კ------ეს (პ/ნ3----------) სს თ----- ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს ასევე 2017 წლის 26 ივნისიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 26 ლარის და 02 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა - 312 (სამასთორმეტი) ლარისა და 24 თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი). სს თ----- ბანკს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 294 (ორასოთხმოცდათოთხმეტი) ლარი და 68 (სამოცდარვა) თეთრი. ლ---- კ------ეს და დ----- მ------–---–ს სოლიდარულად დაეკისრათ სს თ----- ბანკის სასარგებლოდ 31 ლარისა და 07 თეთრის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან), 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) და 20ლარის (აკრძალვის რეგისტრაციის საფასური) გადახდა. ლ---- კ------ეს და დ----- მ------–---–ს სოლიდარულად დაეკისრათ სს თ----- ბანკის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები 350 (სამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ლ---- კ------ეს დაეკისრა სს თ----- ბანკის სასარგებლოდ 27 ლარისა და 91 თეთრის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან) გადახდა. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2015 წლის 18 აპრილს ს.ს. ბანკი რ-------–---სა და მოპასუხე ლ---- კ------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 10200 ლარი 48 თვის ვადით . საპროცენტო განაკვეთი : წლიური 12.8 პროცენტი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ამას დამატებული პირგასამტეხლო დავალიანების 0,5 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. 2015 წლის 18 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ბანკი რ-------–---ს და დ----- მ------–---–ს შორის 2015 წლის 18 აპრილს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 13500 ლარით. მსესხებელთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა 2017 წლის 1 მარტს. 2017 წლის 27 ივნისს გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით N0-------- სესხზე დავალიანება არის 7337.47 ლარი, საიდანაც 6,528.46 არის ძირი თანხა, 382.97 ლარი არის პროცენტი, 426.04 არის ჯარიმა. 2.2. 2016 წლის 01 ივნისს ს.ს. ბანკი რ-------–---სა და მოპასუხე ლ----ი კ------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელისაგან მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 941.16 ლარი 12 თვის ვადით. საპროცენტო განაკვეთი: წლიური 0 პროცენტი. ყოველთვიური შენატანი 78.43 ლარი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ამას დამატებული პირგასამტეხლო დავალიანების 0,5 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეულია გადახდის ვადა. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2017 წლის 01 თებერვალს. 2017 წლის 27 ივნისს გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ლ---- კ------ეს 2016 წლის 01 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 610.38 ლარი, საიდანაც 392.15 არის ძირი თანხა და 218.23 არის ჯარიმა. 2.3. 2016 წლის 04 სექტემბერს ს.ს. ბანკი რ-------–---სა და მოპასუხე ლ----ი კ------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელისაგან მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 389.20 ლარი 12 თვის ვადით. საპროცენტო განაკვეთი: წლიური 0 პროცენტი. ყოველთვიური შენატანი 32.43 ლარი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ამას დამატებული პირგასამტეხლო დავალიანების 0,5 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეულია გადახდის ვადა. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2017 წლის 01 თებერვალს. 2017 წლის 27 ივნისს გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ლ---- კ------ეს 2016 წლის 04 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 379.04 ლარი, საიდანაც 259.48 არის ძირი თანხა და 119.56 ლარი არის ჯარიმა. 2.4. 2017 წლის 19 იანვარს ს.ს. ბანკი რ-------–---სა და მოპასუხე ლ----ი კ------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელისაგან მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 795.00 ლარი 12 თვის ვადით. საპროცენტო განაკვეთი: წლიური 0 პროცენტი. ყოველთვიური შენატანი 66.25 ლარი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ამას დამატებული პირგასამტეხლო დავალიანების 0,5 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეულია გადახდის ვადა. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2017 წლის 01 თებერვალს. 2017 წლის 27 ივნისს გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ლ---- კ------ეს 2017 წლის 19 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 955.07 ლარი, საიდანაც 795.00 არის ძირი თანხა და 160.07 ლარი არის ჯარიმა. 2.5. დადგენილია რომ 2016 წლის 10 თებერვალს ს.ს. ბანკი რ-------–---სა და მოპასუხე ლ----ი კ------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათზე ოვერდრაფტი სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ანგარიშზე დაშვებული იქნა საკრედიტო ლიმიტი 550 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი ოვერდრაფტით სარგებლობისთვის განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა - 2017 წლის 10 თებერვლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 10 რიცხვში. ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ამას დამატებული პირგასამტეხლო დავალიანების 0,5 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეულია ხელშეკრულების პირობები. 2017 წლის 27 ივნისს გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ლ---- კ------ეს 2016 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 323.84 ლარი, საიდანაც 301.00 არის ძირი თანხა და 22.84 ლარი არის პროცენტი. 2.6. 2016 წლის 10 ოქტომბერს ს.ს. თ----- ბანკსა და მოპასუხე ლ----ი კ------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელისაგან მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 157.50 ლარი 190 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთი: წლიური 0 პროცენტი. ყოველთვიური შენატანი 27.75 ლარი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ამას დამატებული პირგასამტეხლო დავალიანების 0,5 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეულია გადახდის ვადა. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2017 წლის 18 აპრილს. 2017 წლის 27 ივნისს გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ლ---- კ------ეს 2016 წლის 10 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 56.80 ლარი, საიდანაც 26.25 არის ძირი თანხა და 29.05 ლარი არის ჯარიმა. 2.7. 2017 წლის 09 იანვარს ს.ს. თ----- ბანკსა და მოპასუხე ლ----ი კ------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელისაგან მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 283.55 ლარი 357 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთი: წლიური 0 პროცენტი. ყოველთვიური შენატანი 25.13 ლარი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ამას დამატებული პირგასამტეხლო დავალიანების 0,5 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეულია გადახდის ვადა. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2017 წლის 01 მაისს. 2017 წლის 27 ივნისს გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ლ---- კ------ეს 2017 წლის 09 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 275.25 ლარი, საიდანაც 218.81 არის ძირი თანხა და 51.94 ლარი არის ჯარიმა. 2.8. 2016 წლის 04 მაისს ს.ს. ბანკი რ-------–---სა და მოპასუხე ლ----ი კ------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი ლიმიტით 1400 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი: წლიური 18 პროცენტი. კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 4 მაისამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ამას დამატებული პირგასამტეხლო დავალიანების 0,5 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ვადაგადაცილების ჯარიმა 100 ლარი ვადაგადაცილებული ჯარიმის 90 დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში. მსესხებლის მიერ დარღვეულია გადახდის ვადა. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2017 წლის ივნისში. 2017 წლის 27 ივნისს გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ლ---- კ------ეს 2016 წლის 04 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1583.80 ლარი, საიდანაც 1301.27 არის ძირი თანხა პროცენტი - 123.07 ლარი და 159.46 ლარი არის ჯარიმა. 2.9. ს.ს. ბანკი რ-------–---ს სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს ს.ს. თ----- ბანკი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. მხარეთა მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საპროცენტო განაკვეთი. სს ბანკი რ-------–---ს და მოპასუხე - ლ---- კ------ეს შორის 2015 წლის 18 აპრილს (საკრედიტო ხელშეკრულება N0--------) და 2016 წლის 10 თებერვალს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალსწინებული იქნა საპროცენტო სარგებელი, კერძოდ 2015 წლის 18 აპრილს საკრედიტო ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 12.8%-თ, 2016 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 18 %-ს, ხოლო 2016 წლის 04 მაისის (საკრედიტო ხელშეკრულება N7-----) ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 18%-ით. სასამართლომ განმარტაა, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებულიყო მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა 2015 წლის 18 აპრილის (საკრედიტო ხელშეკრულება N0--------), 2016 წლის 10 თებერვლის და 2016 წლის 04 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის ნაწილში კანონიერი იყო, შესაბამისად უნდა მომხდარიყო პროცენტის სახით მოთხოვნილი თანხების მოპასუხე მხარეზე სრულად დაკისრება, რაც შეადგენდა 2015 წლის 18 აპრილის N0-------- საკრედიტო ხელშეკრულებაზე - 382.97 ლარს, 2016 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებაზე - 22.84 ლარს და 2016 წლის 04 მაისის ხელშეკრულებაზე - 123.07 ლარს. 2.12. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. 2015 წლის 18 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ბანკი რ-------–---ს და დ----- მ------–---–ს შორის 2015 წლის 18 აპრილს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 13500 ლარით. სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. 2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. მოვალემ დაარღვია ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან. 2.14. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სსკ-ის 394.1-ე მუხლის თანახმად: მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სასამართლომ მიუღებელ შემოსავლად ის სარგებელი მიიჩნია, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებების დარღვევის გამო 2015 წლის 18 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს - ლ---- კ------ეს და დ----- მ------–---–ს სოლიდარულად უნდა დაკისრებოდათ 2017 წლის 26 ივნისიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 69 ლარის და 63 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა - 835 (რვაასოცდათხუთმეტი) ლარისა და 56 თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი), ხოლო 2016 წლის 10 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ---- კ------ეს 2017 წლის 26 ივნისიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 4 ლარის და 51 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა - 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარისა და 18 თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი.). ასევე 2016 წლის 04 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ---- კ------ეს უნდა დაკისრებოდა სს თ----- ბანკის სასარგებლოდ 2017 წლის 26 ივნისიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე თვეში 26 ლარის და 02 თეთრის გადახდა, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ერთი წლის გადასახდელისა- 312 (სამასთორმეტი) ლარისა და 24 თეთრისა (მიუღებელი შემოსავალი). 2.15.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეებს პირგასამტეხლო წერილობით ჰქონდათ შეთანხმებული და განსაზღვრული იყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის სხვადასხვა პროცენტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაკისრებოდათ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ლ---- კ------ემ და დ----- მ------–---–მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ აპელანტს დააკისრა თ----- ბანკის სასარგებლოდ 10510 ლარის გადახდა, რაც არის არასწორი, რადგანაც სასამართლომ არ გაიზიარა მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი აღიარებდა სს თ----- ბანკის მოთხოვნას ნაწილობრივ და ითხოვდა, რომ შესულიყო სასამართლო და სს თ----- ბანკი მის ეკონომიურ მდგომარეობაში და, ყოველთვიურად, სს თ----- ბანკის სასარგებლოდ ეხადა თანხა 200 ან 300 ლარის ოდენობით, ასევე ითხოვდა, რომ გაეუქმებინა მისთვის დარიცხული პროცენტების გადახდა და დაეკისრებინა სასამართლოს ძირი თანხის გადახდა, განწილვადებით, რაც არ გაიზიარა და არ დააკმაყოფილა. 3.2. რაც შეეხება დ----- მ------–---–ს, მისი პასუხისმგებლობა უნდა ყოფილიყო გაბათილებული, ვინაიდან ლ---- კ------ე თავზე იღებდა მოპასუხის მიმართ პასუხისმგებლობას, რაც არ გაიზიარა რაიონულმა სასამართლომ. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებია და გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2015 წლის 18 აპრილს სს ბანკ რ-------–---სა და ლ---- კ------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 10200 ლარი 48 თვის ვადით. საპროცენტო განაკვეთი წლიური 12.8 პროცენტი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ამას დამატებული პირგასამტეხლო დავალიანების 0,5 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. 4.1.1. 2015 წლის 18 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ბანკ რ-------–---ს და დ----- მ------–---–ს შორის 2015 წლის 18 აპრილს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 13500 ლარით. 4.1.2. მსესხებელთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა 2017 წლის 1 მარტს. 2017 წლის 27 ივნისს გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით N0-------- სესხზე დავალიანება არის 7337.47 ლარი, საიდანაც 6,528.46 არის ძირი თანხა, 382.97 ლარი არის პროცენტი, 426.04 არის ჯარიმა. 4.2. 2016 წლის 01 ივნისს სს ბანკ რ-------–---სა და ლ---- კ------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელისაგან მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 941.16 ლარი 12 თვის ვადით. საპროცენტო განაკვეთი: წლიური 0 პროცენტი. ყოველთვიური შენატანი 78.43 ლარი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ამას დამატებული პირგასამტეხლო დავალიანების 0,5 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. 4.2.1. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2017 წლის 01 თებერვალს. 2017 წლის 27 ივნისს გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ლ---- კ------ეს 2016 წლის 01 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 610.38 ლარი, საიდანაც 392.15 არის ძირი თანხა და 218.23 არის ჯარიმა. 4.3. 2016 წლის 04 სექტემბერს სს ბანკ რ-------–---სა და ლ---- კ------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელისაგან მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 389.20 ლარი 12 თვის ვადით. საპროცენტო განაკვეთი: წლიური 0 პროცენტი. ყოველთვიური შენატანი 32.43 ლარი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ამას დამატებული პირგასამტეხლო დავალიანების 0,5 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. 4.3.1. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2017 წლის 01 თებერვალს. 2017 წლის 27 ივნისს გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ლ---- კ------ეს 2016 წლის 04 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 379.04 ლარი, საიდანაც 259.48 არის ძირი თანხა და 119.56 ლარი არის ჯარიმა. 4.4. 2017 წლის 19 იანვარს სს ბანკ რ-------–---სა და ლ---- კ------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელისაგან მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 795.00 ლარი 12 თვის ვადით. საპროცენტო განაკვეთი: წლიური 0 პროცენტი. ყოველთვიური შენატანი 66.25 ლარი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ამას დამატებული პირგასამტეხლო დავალიანების 0,5 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. 4.4.1. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2017 წლის 01 თებერვალს. 4.4.2. 2017 წლის 27 ივნისს გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ლ---- კ------ეს 2017 წლის 19 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 955.07 ლარი, საიდანაც 795.00 არის ძირი თანხა და 160.07 ლარი არის ჯარიმა. 4.5. 2016 წლის 10 თებერვალს სს ბანკ რ-------–---სა და ლ---- კ------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათზე ოვერდრაფტი სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ანგარიშზე დაშვებული იქნა საკრედიტო ლიმიტი 550 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი ოვერდრაფტით სარგებლობისთვის განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა - 2017 წლის 10 თებერვლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 10 რიცხვში. ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ამას დამატებული პირგასამტეხლო დავალიანების 0,5 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. 4.5.1. მსესხებლის მიერ დარღვეულია ხელშეკრულების პირობები. 2017 წლის 27 ივნისს გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ლ---- კ------ეს 2016 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 323.84 ლარი, საიდანაც 301.00 არის ძირი თანხა და 22.84 ლარი არის პროცენტი. 4.6. 2016 წლის 10 ოქტომბერს სს თ----- ბანკსა და ლ---- კ------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელისაგან მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 157.50 ლარი 190 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთი: წლიური 0 პროცენტი. ყოველთვიური შენატანი 27.75 ლარი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ამას დამატებული პირგასამტეხლო დავალიანების 0,5 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. 4.6.1. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2017 წლის 18 აპრილს. 4.6.2. 2017 წლის 27 ივნისს გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ლ---- კ------ეს 2016 წლის 10 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 56.80 ლარი, საიდანაც 26.25 არის ძირი თანხა და 29.05 ლარი არის ჯარიმა. 4.7. 2017 წლის 09 იანვარს სს თ----- ბანკსა და ლ---- კ------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელისაგან მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 283.55 ლარი 357 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთი: წლიური 0 პროცენტი. ყოველთვიური შენატანი 25.13 ლარი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ამას დამატებული პირგასამტეხლო დავალიანების 0,5 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. 4.7.1. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2017 წლის 01 მაისს. 4.7.2. 2017 წლის 27 ივნისს გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ლ---- კ------ეს 2017 წლის 09 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 275.25 ლარი, საიდანაც 218.81 არის ძირი თანხა და 51.94 ლარი არის ჯარიმა. 4.8. 2016 წლის 04 მაისს სს ბანკი რ-------–---სა და მოპასუხე ლ----ი კ------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი ლიმიტით 1400 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი: წლიური 18 პროცენტი. კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 4 მაისამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ამას დამატებული პირგასამტეხლო დავალიანების 0,5 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ვადაგადაცილების ჯარიმა 100 ლარი ვადაგადაცილებული ჯარიმის 90 დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში. 4.8.1. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2017 წლის ივნისში. 4.8.2. 2017 წლის 27 ივნისს გაცემული დავალიანების ცნობით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ლ---- კ------ეს 2016 წლის 04 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1583.80 ლარი, საიდანაც 1301.27 არის ძირი თანხა პროცენტი - 123.07 ლარი და 159.46 ლარი არის ჯარიმა. 4.9. სს ბანკ რ-------–---ს სამართალმემკვიდრე სს თ----- ბანკია. სამართლებრივი დასაბუთება 4.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.10.1. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 403-ე, 405-ე, 407-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 799-ე, 891-ე და 895-ე მუხლების საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი. 4.11. პალატა არ იზიარებს აპელანტების პოზიციას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს ვალდებულების შესრულება უნდა გაეწილვადებინა. 4.11.1. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო აპელანტებთან საკრედიტო ურთიერთობა შეეწყვიტა და ვალის სრულად დაბრუნება მოეთხოვა. 4.11.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, ამ ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებისათვის კრედიტორის, ე.ი. მოსარჩელის თანხმობა იყო აუცილებელი. ის კი ამგვარ შესრულებას არ დასთანხმებია. 4.11.3. აპელანტებს შეცვლილ პირობებთან ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნით სარჩელი არ აღუძრავთ. 4.11.4. მეტიც, მათ სარჩელზე შესაგებელიც კი არ წარუდგენიათ. ამგვარ ვითარებაში კი სასამართლომ სავსებით სწორად მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. 4.12. პალატის აზრით, აპელანტების ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობა ვალდებულების შესრულებისაგან, მათ შორის, სესხზე დარიცხული სარგებლისაგან მათი გათავისუფლების საფუძველი არ არის. სხვა საფუძვლის თაობაზე კი მათ არ მიუთითებიათ. 4.12.1. ასეც რომ არ იყოს, რადგან აპელანტებს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენიათ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2331 მუხლის თანახმად, სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ჩაითვალა. 4.12.2. სარჩელში კი სს თ----- ბანკს სარგებლის გადახდის ვალდებულების თაობაზე მითითება ჰქონდა. 4.12.3. თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, აღნიშნული გარემოება საქმეში არსებული სესხის ხელშეკრულებებიდანაც დგინდებოდა. 4.13. პალატის აზრით, ვალდებულების დაფარვის თაობაზე ძირითადი მოვალის დაპირება თავდების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არის. 4.13.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, დ----- მ------–---–მა ვალდებულება იკისრა და მან იგი უნდა შეასრულოს. 4.14. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ლ---- კ------ისა და დ----- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ირმა პერანიძე
გოჩა აბუსერიძე