განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/1280-17,საქმე N330310016001288362
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე
გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოსარჩელე) - ი--–------–-----------
წარმომადგენელი - ც------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - თ-------------–---–-, ნ----------–---, ი-----–----------–---–-, ე--------------–---–-, მ-------------, კერძო აღმასრულებელი - კ--------–---–---–-, რ---------–---–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის (ადმინისტრაციული საქმეN3/2167-16) გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
1.სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. ი--–------–-----------მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 11 მარტის N---------------- განკარგულება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 მარტის N--------------- გადაწყვეტილება მ------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 06 ოქტომბრისN--------------- გადაწყვეტილება გარიგების საფუძველზე რ---------–---–---–-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე; აღნიშნულ საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით მესამე პირად ჩაება თ-------------–---–-, ნ----------–---, ი-----–----------–---–-, ე--------------–---–-, მ-------------, კერძო აღმასრულებელი - კ--------–---–---–-, რ---------–---–---–-.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ი--–------–-----------ს სარჩელი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 11 მარტის N---------------- განკარგულების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 მარტის N--------------- გადაწყვეტილების მ------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 06 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილების, გარიგების საფუძველზე რ---------–---–---–-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა;
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. აღმასრულებელს - კ--------–---–---–ს 2014 წლის 12 დეკემბერს წარედგინა განაცხადი იძულებითი აღსრულების თაობაზე. განაცხადით წარდგენილ იქნა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 9 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი; სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის საფუძველი იყო
სანოტარო აქტი სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულების შესახებ (დამოწმებული ნოტრიუს ი------------ის მიერ 27.06.2014 წ. რეგისტრირებული სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ელექტრონული რეესტრის N---------); სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია. იპოთეკის საგანი იყო უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: ქ. თ---–---------------–------------------–------------, ფართი 88,26 კვ.მ. მესაკუთრის ი--–------–-----------ს უძრავი ქონება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.14.14.003.009.01.0--- სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ხსენებული დოკუმენტებში მითითებული არ იყო ი--–------–-----------ს მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია.
2.2. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2014 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა სესხის ძირითად თანხას 8000 აშშ დოლარი და 480 აშშ დოლარი (ორი თვის სარგებელი) + 2014 წლის 27 ნოემბრიდან პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის (0,1%) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე + სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯი 128,49 ლარი.
2.3. კერძო აღმასრულებლის მიერ წინადადება გადაწყვეტილების შესარულების შესახებ გაეგზავნათ მოვალეს - ი--–------–-----------ს მისამართზე, თ---–---------–-------------------, ასევე მოვალე თ-------------–---–ს, მისამართზე ა----------------------.
2.4. ექსპერტ აუდიტორის 2015 წლის 26 იანვარს გაცემული 1------- დასკვნის თანახმად, ი--–------–-----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თ---–---------------–------------------–------------, ფართი 88,26 კვ.მ. მესაკუთრის ი--–-------–----------ას უძრავი ქონება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.14.14.003.009.01.0--, შეფასდა 140 000 ლარად.
2.5. კერძო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი გზავნილი, რომელიც შეიცავდა წინადადებას გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ჩაბარდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ი--–------–-----------ს წარმომადგენლად დასახელებული პირის (ასევე მოვალის) თ--------------–---–ის შვილს ს---–-----------–---–ს .
საქმეში დაცული 2014 წლის 29 დეკემბერს შედგენილი ოქმის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ კერძო აღმასრულებელი გამოცხადდა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ ი--–------–-----------ს საკუთრებაში არსებულ ბინაში მოვალის გაფრთხილების მიზნით. ბინაში დახვდა ს---–-----------–---–ი. აღნიშნული პირის განმარტებით კერძო აღმასრულებელმა დაადგინა, რომ ი--–------–----------- იმჟამად წასული იყო საზღვარგარეთ.
2015 წლის 6 იანვრის N----------------- განკარგულებით გავრცელდა საჯარო შეტყობინება მოვალე ი--–------–-----------სათვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების მიზნით.
2.6. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 11 მარტის N----------------- განკარგულებით ი--–------–-----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თ---–---------------–------------------–------------, ფართი 88,26 კვ.მ. მესაკუთრის ი--–-------–----------ას უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.14.14.003.009.01.0--, იძულებით აუქციონზე შემძენი გახდა მ--------------. შემძენმა ქონება შეიძინა ნულოვან აუქციონზე 7000
ლარად. საქმის მასალებში ასევე დაცულია იძულებითი აუქციონის მიმდინარეობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საიდანაც დგინდება, რომ იძულებით აუქციონზე ი--–------–-----------ს საკუთრებაში არსებული ბინა გატანილი იყო აუდიტორული დასკვნით დადგენილი შეფასების მიხედვით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის შესაბამისად დადგენილი ფასით.
2.7. 2015 წლის 6 იანვრის N----------------- განკარგულებით გავრცელდა საჯარო შეტყობინება მოვალე ი--–------–-----------სათვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების მიზნით.
2.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 მარტის N--------------- გადაწყვეტილებით აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 11 მარტის N----------------- განკარგულების საფუძველზე დარეგისტრიდა მ------------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თ---–---------------–------------------–------------, ფართი 88,26 კვ.მ. მესაკუთრის ი--–------–-----------ს უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.14.14.003.009.01.0---
2.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილებით გარიგების საფუძველზე დარეგისტრირდა რ---------–---–---–-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თ---–---------------–---------, ს--------–------------------, ფართი 88,26 კვ.მ. მესაკუთრის ი--–------–-----------ს უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.14.14.003.009.01.0---
3.1. მოცემული დავის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" პუნქტი, 601 მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი, 22-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-41 და მე-5 ნაწილები, 2581-ე მუხლები.
3.2. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, მე-146 მუხლის პირველი პუნქტით, მე-147 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით, 183 მუხლის მე-10 პუნქტით, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით, 25-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით, 75-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით.
3.3. სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ" და ,,კ" ქვეპუნქტებზე, 21-23 მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლზე.
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 11 მარტის N----------------- განკარგულების გამოცემისას დარღვეული არ არის სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის მოთხოვნები. რაც შეეხება მხარის განმარტებას, რომ აღმასრულებელი არ იყო უფლებამოსილი წარმოებაში მიეღო უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი უძრავი ქონების მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რაც ეფუძნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ მინსკის კონვენციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტს, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ გაიზიარა, ვინაიდან საკითხის ამგვარი შეფასება აღმასრულებლის კომპეტენციას სცილდება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი არ ადგენს აღმასრულებლის უფლებამოსილებას, იკვლიოს აღსასრულებელი აქტის გაცემის კანონშესაბამისობა. იმ პირობებშიც, თუ დადასტურებული იქნებოდა ი--–------–-----------ს ყაზახეთის მოქალაქეობა, აღმასრულებელს არ გააჩნდა უფლებამოსილება უარი განეცხადებინა სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებაზე, ან შეეწყვიტა უკვე დაწყებული სააღსრულებო წარმოება (სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის/სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების საფუძვლები გათვალისწინებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით).
4.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა რომ გარემოებების შეფასება იძლევა იმის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ აუქციონის მომზადებისა თუ ჩატარებისას აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონისა და შესაბამისი წესის რაიმე ნორმა არ დარღვეულა, აუქციონი ჩატარდა ხსენებულ ნორმათა დაცვით და არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
4.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს ი--–------–-----------ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არღვევს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ მინსკის კონვენციის მოთხოვნებს, იმავე საფუძვლებით, რაც მითითებულია იმავე გადაწყვეტილების 7.3. პარაგრაფში. საქართველო იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლით დადგენილია რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პირობები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ კერძო აღმასრულებელი არ იყო უფლებამოსილი ყაზახეთის მოქალაქის მონაწილეობით დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი წარმოებაში
მიეღო სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ მინსკის კონვენციის მიხედვით.
4.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო არ არის უფლებამოსილი იკვლიოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტის სამართლებრივი საფუძვლები, ასევე მარეგისტრირებელი ორგანო პასუხს აგებს მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე, და არა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაზე („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3.6 მუხ.). გარდა ამისა, თითოეული სარეგისტრაციო წარმოება არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება, რომლებიც ერთმანეთთან სამართლებრივად და ფაქტობრივად დაკავშირებული არ არიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება რ---------–---–---–-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონშეუსაბამობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოებისას უძრავი ქონების გამსხვისებელი მესაკუთრე უკვე იყო მ------------- და აღნიშნულ წარმოებას ი--–------–-----------ს რაიმე უფლებასთან მიმართებით კავშირი ვერ ექნება.
4.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაასტურებდნენ მის მიერ სადავოდ გამხდარი სამართალურთიერთობის კანონშეუსაბამობას, რის გამოც სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი--–------–-----------ს წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
5.1. აპელანტი მიუთითებს, რომ კერძო აღმასრულებელს კ--------–---–---–ს 2014 წლის 09 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოება ნაწარმოები აქვს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის უხეში დარღვევებით, რადგან არ აქვს გათვალისწინებული უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტი - ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ", კონვენცია. საქმის მწარმოებელი აღმასრულებლისთვის ცნობილია, რომ საქმეს აწარმოებდა არა საქართველოს მოქალაქის მიმართ, არამედ ამ კონვენციით რეგულირებულ დსთ-ს წევრი სახელმწიფოს, ყაზახეთის სახელმწიფოს მოქალაქის მიმართ; რომლისთვისაც საქმის მწარმოებლის აღმასრულებლელი ვალდებული იყო სულ ცოტა ამ კონვენციის მე-6 მუხლის ბოლო წინადადების შესაბამისად სააღსრულებო წარწერათა ცნობისა და აღსრულებისათვის მოეთხოვა სამართლებრივი დახმარება ყაზახეთის სახელმწიფოსათვის.
5.2. აპელანტი თვლის, რომ აღმასრულებელმა არ გაითვალისწინა ხელშეკრულების 20-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 21-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე აბზაცის მითითება, რომლითაც ი--–------–-----------ს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით დავა უნდა განეხილა მხოლოდ სასამართლოს ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით და 21-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე აბზაცი, რომლითაც განსაკუთრებული კომპეტენცია გამომდინარეობს 20-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან და ამ კარის 2-5 ნაწილებით დადგენილი ნორმებიდან; აპელანტი ყურადღებას ამახვილებს ხელშემკვრელი მხარის შიდა კანონმდებლობაზე, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით, რის გამოც ი--–------–-----------ს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტაზე კომპეტენტური იყო მხოლოდ ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით სასამართლო და არა მხარეთა შეთანხმებით შეცვლილი ხელშეკრულების საფუძველზე.
5.3. აპელანტი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი დასაბუთებულია საქართველოს ყველა შიდა საკანონმდებლო აქტით, რომლებიც სასამართლოს აზრით სამართლიანად იქნა გამოყენებული აღსრულების ეროვნული ბიუროს, საჯარო რეესტრისა თუ კერძო აღმასრულებლის მიერ, მაგრამ არცერთი დასაბუთება არ არსებობს, თუ რატომ იყენებს სასამართლო ქვეყნის შიდა კანონმდებლობის მარეგულირებელ ნორმებს, მაშინ როდესაც სარჩელი წარდგენილია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე და იმის დასაბუთებით, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ჰქონდათ უფლება გამოეყენებინა ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, რადგან მოსარჩელე ი--–------–----------- ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეა, რომლის მიმართ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არ მოქმედებს, მისი მონაწილეობით დავა განხილულ უნდა იქნეს საერთაშორისო ხელშეკრულებით იმპერატიულად დადგენილი ნორმებით, რომელთა შეცვლის უფლება არავის არ აქვს და არც ექნება, მანამ სანამ საქართველო დსთ-ს ქვეყნების ხელშემკვრელი მხარეა და რომლებიც საქმის მწარმოებელ თითოეულ ორგანოს უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა.
5.4. აპელანტი თვლის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირი მიიჩნევდა , რომ ი--–------–-----------ს საქართველოში ჰყავდა წარმომადგენელი მანგოშვილის სახით, ის აუცილებელი პირობაც უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ წარმომადგენლობა საქართველოშიც და მთელ მსოფლიოში წარმოებს მხოლოდ მარწმუნებლის უფლებებითა და მოვალეობებით და არა პირიქით, წარმომადგენლობა მარწმუნებლის სტატუსის და მოქალაქეობის შეცვლას არ იწვევს.
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
7.1. აღმასრულებელს - კ--------–---–---–ს 2014 წლის 12 დეკემბერს წარედგინა განცხადება იძულებითი აღსრულების თაობაზე. (ტ.1.ს.ფ.123). ამ განცხადებით წარდგენილ იქნა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 9 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი; სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის საფუძველი იყო სანოტარო აქტი სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულების შესახებ (დამოწმებული ნოტრიუს ი------------ის მიერ 27.06.2014 წ. რეგისტრირებული სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ელექტრონული რეესტრის N---------); სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია. იპოთეკის საგანი იყო უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: ქ. თ---–---------------–------------------–------------, ფართი 88,26 კვ.მ. მესაკუთრის ი--–------–-----------ს უძრავი ქონება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.14.14.003.009.01.0--- სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ხსენებულ დოკუმენტებში მითითებული არ იყო ი--–------–-----------ს მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2014 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა სესხის ძირითად თანხას 8000 აშშ დოლარი და 480 აშშ დოლარი (ორი თვის სარგებელი) + 2014 წლის 27 ნოემბრიდან პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის (0,1%) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე + სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯი 128,49 ლარი. (ტ. 1. ს.ფ. 123-130).
7.2. კერძო აღმასრულებლის მიერ წინადადება გადაწყვეტილების შესარულების შესახებ გაეგზავნათ მოვალეს - ი--–------–-----------ს მისამართზე, თ---–---------–-------------------, ასევე მოვალე თ-------------–---–ს, მისამართზე ა----------------------.
ექსპერტ აუდიტორის 2015 წლის 26 იანვარს გაცემული 1------- დასკვნის თანახმად, ი--–------–-----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თ---–---------------–------------------–------------, ფართი 88,26 კვ.მ. მესაკუთრის ი--–-------–----------ას უძრავი ქონება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.14.14.003.009.01.0--, შეფასდა 140 000 ლარად.(ტ. 1, ს.ფ. 180-190).
7.3. კერძო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი გზავნილი, რომელიც შეიცავდა წინადადებას გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ჩაბარდა სესხისა და იპოთეკის
ხელშეკრულებაში ი--–------–-----------ს წარმომადგენლად დასახელებული პირის (ასევე მოვალის) თ--------------–---–ის შვილს ს---–-----------–---–ს (ტ. 1. ს.ფ.148-151). საქმეში დაცული 2014 წლის 29 დეკემბერს შედგენილი ოქმის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ კერძო აღმასრულებელი გამოცხადდა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ ი--–------–-----------ს საკუთრებაში არსებულ ბინაში მოვალის გაფრთხილების მიზნით. ბინაში დახვდა ს---–-----------–---–ი. აღნიშნული პირის განმარტებით კერძო აღმასრულებელმა დაადგინა, რომ ი--–------–----------- იმჟამად წასული იყო საზღვარგარეთ (ტ. 1. ს.ფ. 165).
7.4. 2015 წლის 6 იანვრის N----------------- განკარგულებით გავრცელდა საჯარო შეტყობინება მოვალე ი--–------–-----------სათვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების მიზნით. (ტ. 1. ს.ფ. 168).
7.5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 11 მარტის N----------------- განკარგულებით ი--–------–-----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თ---–---------------–------------------–------------, ფართი 88,26 კვ.მ. მესაკუთრის ი--–-------–----------ას უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.14.14.003.009.01.0--, იძულებით აუქციონზე შემძენი გახდა მ--------------. შემძენმა ქონება შეიძინა ნულოვან აუქციონზე 7000 ლარად. საქმის მასალებში ასევე დაცულია იძულებითი აუქციონის მიმდინარეობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საიდანაც დგინდება, რომ იძულებით აუქციონზე ი--–------–-----------ს საკუთრებაში არსებული ბინა გატანილი იყო აუდიტორული დასკვნით დადგენილი შეფასების მიხედვით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის შესაბამისად დადგენილი ფასით. (ტ. 1. ს.ფ. 206).
7.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 მარტის N--------------- გადაწყვეტილებით აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 11 მარტის N----------------- განკარგულების საფუძველზე დარეგისტრიდა მ------------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თ---–---------------–------------------–------------, ფართი 88,26 კვ.მ. მესაკუთრის ი--–------–-----------ს უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.14.14.003.009.01.0--- (ტ. 1. ს.ფ. 350).
7.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილებით გარიგების საფუძველზე დარეგისტრირდა რ---------–---–---–-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თ---–---------------–---------, ს--------–------------------, ფართი 88,26 კვ.მ. მესაკუთრის ი--–------–-----------ს უძრავი ქონების, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.14.14.003.009.01.0--- (ტ. 1.ს.ფ. 341).
7.8. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ, ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები, გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები, დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები, ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
7.9. იმავე მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად, იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელსაც სურს აღსასრულებლად წარადგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, ??????????? ????????? ????????? ????????? ???????????? მომსახურების საფასურის შესაბამისად დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, შეაფასოს ქონება. ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება შეიძლება დაიწყოს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშეც. აღსრულების ეროვნული ბიურო მის მიერ ქონების შეფასების შემდეგ კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას დადგენილი წინასწარი საფასურის გადახდისათვის. ამ ვადაში კრედიტორის მიერ აღნიშნული საფასურის გადაუხდელობა გამოიწვევს მისთვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღუსრულებლად დაბრუნებას.
7.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.
7.11. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმ საკითხთან მიმართებით, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ არის უფლებამოსილი იკვლიოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტის სამართლებრივი საფუძვლები, ასევე მარეგისტრირებელი ორგანო პასუხს აგებს მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე, და არა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაზე; „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეექვსე პუნქტში პირდაპირაა
მითითებული, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
7.12. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თითოეული სარეგისტრაციო წარმოება არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება, რომლებიც ერთმანეთთან სამართლებრივად და ფაქტობრივად დაკავშირებული არ არიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოსაზრება რ---------–---–---–-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონშეუსაბამობის თაობაზე გაზიარებული არ იქნა, ვინაიდან აღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოებისას უძრავი ქონების გამსხვისებელი მესაკუთრე უკვე იყო მ------------- და აღნიშნულ წარმოებას ი--–------–-----------ს რაიმე უფლებასთან მიმართებით კავშირი ვერ ექნება.
7.13. სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ აღმასრულებლის კომპეტენციას სცილდება იკვლიოს აღსასრულებელი აქტის გაცემის კანონშესაბამისობა. იმ პირობებშიც, თუ დადასტურებული იქნებოდა ი--–------–-----------ს ყაზახეთის მოქალაქეობა, აღმასრულებელს არ გააჩნდა უფლებამოსილება უარი განეცხადებინა სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებაზე, ან შეეწყვიტა უკვე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, რადგან ამგვარ შეზღუდვას არ ითვალისწინებს საერთაშორისო კერძო სამართლის კანონმდებლობა.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ უნდა იქნას მიჩნეული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 390-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს ი--–------–-----------ს სააპელაციო საჩივარი.
3. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა).
თავმჯდომარე მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები ნათია ქუთათელაძე
გიორგი ტყავაძე