განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.08.2018
საქმის ნომერი
080210018001414122
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
01.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018001414122

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-538-18 01 აგვისტო 2018 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - დ----- გა-----–--ე ო----- სუ--–---–ი ი-----–--- გა-----–--ე ა---------– ბუ--------ე

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 09 მარტს, ძმიშვილს- დ----- გა-----–--ეს აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-------–-------–---------------–------------ში, რადგან იგი უვლიდა ავადმყოფობის დროს. უძრავი ქონების გადაფორმების შემდგომ, ძმისშვილმა უარი განუცხადა დახმარებაზე და გამოხატა უმადურობა, კერძოდ, წავიდა ქ. თბილისში, აღარ ჩამოვიდა და ვინაიდან სჭირდებოდა ქიმიოთერაპია, იძულებული გახდა მიემართა ეკლესიის მრევლისათვის, რათა მათი დახმარებით გადაადგილებულიყო სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად. მოპასუხემ, მასთან საუბარში თანხმობა განაცხადა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებაზე, თუმცა შემდეგ, ტელეფონით დაუკავშირდა თბილისიდან და უთხრა: „განუკურნებელი სენი გჭირს, მალე მოკვდები და ბინა მაინც მე დამრჩებაო“. ამდენად, მოპასუხემ მის მიმართ გამოხატა დიდი უმადურობა, რაც უნდა გახდეს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე დ----- გა-----–--ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულება არ დადებულა შემდეგში ზრუნვა-მოვლის პირობით. მჩუქებელი არ უნდა ელოდეს დასაჩუქრებულისაგან რაიმე სარგებელს, რადგანაც კანონი არ ავალდებულებს ჩუქების გამო სამაგიეროს გადახდას. მიუხედავად ამისა, იგი ყველანაირად უწევდა დახმარებას მამიდას, გაუკეთა ოპერაცია და ამჟამადაც აქცევს ყურადღებას.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. ი-----–--- გა-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. გაუქმდეს, ი-----–--- გა-----–--ეს და დ----- გა-----–--ეს შორის, 2016 წლის 09 მარტს დადებული ნაჩუქრობის ხელშეკრულება და საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ქ-------–-------–--------------–------------ში აღირიცხოს ი-----–--- გა-----–--ის საკუთრებად; 3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქ--------------–--------------–-----------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით N-------------------, დარჩეს ძალაში. 4. დ----- გა-----–--ეს, ი-----–--- გა-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის- 650 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯის- 500 ლარის გადახდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2016 წლის 09 მარტს, ი-----–--- გა-----–--ემ, დ----- გა-----–--ეს აჩუქა უძრავი ნივთი მდებარე, ქ. ქ-------–-------–--------------–------------ში, რაზეც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. 2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- გი-------ემ აჩვენა, რომ არის ი-----–--- გა-----–--ის მეზობელი, მოსარჩელემ გაიკეთა რთული ოპერაცია, რის შემდეგაც დაუნიშნეს ქიმიოთერაპია. იმ პერიოდში მოპასუხე მამიდასთან იყო, თუმცა მეორე ქიმიოთერაპიის დროს აღარ მისულა, რის გამოც მეზობლები ეხმარებოდნენ ავადმყოფს გადაადგილებაში, სახლის დალაგებაში, წამლების მიღებაში. დ----- გა-----–--ე ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისიდან აღარ ჩამოსულა. 2.3. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე გ------–- ბა----–--ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ცხოვრობს ი-----–--- გა-----–--ის ბინის ქვედა სართულზე, სადაც გაიგონა მოსარჩელის კივილი, ავიდა ზემოთ და შეესწრო მხარეების სატელეფონო საუბარს, რა დროსაც მოპასუხემ მამიდას უთხრა შეურაცხმყოფელი სიტყვები. 2.4. ი-----–--- გა-----–--ე და დ----- გა-----–--ე არიან მამიდა და ძმისშვილი. მოსარჩელე ხელშეკრულების გაფორმებისას და შემდეგაც ცხოვრობს გაჩუქებულ ბინაში. ი-----–--- გა-----–--ემ მოპასუხეს საცხოვრებელი სახლი აჩუქა ავადმყოფობის პერიოდში, რადგან ეშინოდა რომ დარჩებოდა მარტო, უმწეო მდგომარეობაში. იგი იმედოვნებდა, რომ ძმისშვილი ოპერაციის და შემდგომ პერიოდში დაეხმარებოდა მოვლა-პატრონობით, თუმცა ოპერაციის გაკეთებიდან ერთი თვის შემდეგ, მოპასუხე მოსარჩელესთან აღარ მისულა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524–ე, 529-ე, 530-ე მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4-ე, 102-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა: შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ, აღძრან თუ არა დავა სასამართლოში, როგორ წარმართონ ან როგორ დაასრულონ იგი. მათ ასევე შეუძლიათ, თავად გადაწყვიტონ საქმის რომელი ფაქტობრივი გარემოებები მოახსენონ და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს. მხარეთა მიერ წარდგენილი მოთხოვნებისა და მოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება კი, მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა. ამდენად, სასარჩელო განცხადებაში დასახელებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს, კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს დასაჩუქრებული პირის მხრიდან უმადურობის ან მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. 2.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ი-----–--- გა-----–--ემ ვერ შეძლო, დასაჩუქრებული პირის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დადასტურება, კერძოდ, მისი განმარტებით, მოპასუხე ტელეფონით დაუკავშირდა თბილისიდან და უთხრა: “განუკურნებელი სენი გჭირს, მალე მოკვდები და ბინა მაინც მე დამრჩებაო“, ასევე მოპარა ფული. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად დაიკითხა მოწმეები, რომელთაგან ნ----- გი-------ემ განმარტა, რომ იგი პირადად არ შესწრებია ამ საუბარს, მეორე მოწმე გ------–- ბა----–--ემ კი მისცა არადამაჯერებელი განმარტება. გარდა ამისა, ეს ფაქტი (მხარეთა საუბარი მოწმის თანდასწრებით) არაა მოხსენიებული სარჩელში, მასზე არ უსაუბრია მოსარჩელეს ახსნა-განმარტების სტადიაზეც, რაც ნაკლებად სარწმუნოს ხდის მოწმე გ------–- ბა----–--ის ჩვენებას. ასევე, არ დასტურდება სხვისი ნივთების მოპარვა, ანუ ქურდობა, რადგან აღნიშნული გარემოება შეიძლება დადასტურდეს, მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. 2.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე არ დასტურდება დასაჩუქრებულის მხრიდან უმადურობის ფაქტი. მართლია, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ერთი თვის შემდეგ მოპასუხე აღარ უვლიდა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ მამიდას, თუმცა ეს ვერ ჩაითვლება უმადურობად, რადგან ქონების უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) დროს, დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა ხდება მისი მხრიდან საპასუხო შესრულების გარეშე. ზოგადად, ის ფაქტი, რომ მოპასუხე სათანადო მზრუნველობას არ იჩენს და ყურადღებას არ აქცევს მოსარჩელეს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დასკვნას იმის შესახებ, რომ დასაჩუქრებულმა გამჩუქებლის მიმართ დიდი უმადურობა გამოიჩინა, ან ამით აყენებს მას მძიმე შეურაცხყოფას. 2.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მხარეებმა სასამართლოს უნდა მოახსენონ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნას და მოთხოვნის შინაარსი. მიზანშეწონილია, მაგრამ არაა აუცილებელი, იმ სამართლებრივ საფუძველზე - ნორმაზე მითითება, რომელსაც მათი მოთხოვნა ან შესაგებელი ემყარება. სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული, ასევე არც კანონის იმპერატიული დათქმაა, გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. მაშინაც კი, თუ მხარეები განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით არასწორ ან არამყარ სამართლებრივ პოზიციას ირჩევენ, თუ საქმის მასალებზე დაყრდნობით და სხვაგვარი დასაბუთებით, კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, მოსამართლეს სხვა გზის არჩევის უფლება აქვს. სწორედ, აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (იხ.სუსგ №ას-941-979-2011; 01.11.2011წ.). 2.9. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, არ არსებობს სკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, თუმცა სახეზეა სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი წინაპირობები, კერძოდ: დადგენილია და სადავოდ არ ხდება, რომ მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ და საქმის განხილვის პერიოდშიც, ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში და მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია; იგი არის ხანდაზმული და საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას. ამდენად, ქონების გაჩუქებით ი-----–--- გა-----–--ე უდავოდ ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში, მას მოესპო იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი ქონებიდან მიიღოს სარგებელი და ხანდაზმულობის ასაკში ქონების ხარჯზე უზრუნველყოს საკუთარი მინიმალური საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დაკმაყოფილება. გარდა ამისა, არსებობს რეალური საფრთხე, რომ გამჩუქებელი დარჩეს საცხოვრებლის გარეშე, ვინაიდან მესაკუთრე არ არის შეზღუდული, რომ განკარგოს მის საკუთრებაში არსებული ქონება. რაც შეეხება მოპასუხეს, ის ცხოვრობს ქ. თბილისში ოჯახთან ერთად. შესაბამისად, ხელშეკრულების გაბათილება არ ჩააგდებს მძიმე მდგომარეობაში. 2.10. ვინაიდან, სახეზეა სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის კვალიფიკაციის საფუძველი და არ არსებობს მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება - დასაჩუქრებულის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება, აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ი-----–--- გა-----–--ეს და დ----- გა-----–--ეს შორის, 2016 წლის 09 მარტს დადებული ნაჩუქრობის ხელშეკრულება და საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ქ-------–-------–--------------–------------ში, უნდა აღირიცხოს ი-----–--- გა-----–--ის საკუთრებად.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. სასამართლომ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მოსარჩელეს არც სარჩელში და არც სასამართლო სხდომაზე არ განუცხადებია. ამდენად, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას. 3.2. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებდა მძიმე შეურაცხყოფაზე და უმადურობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები არ დასტურდებოდა, თუმცა თავისი ინიციატივით მიუთითა სხვა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ქონების გასხვისებით მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამის მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და არც მოსარჩელეს განუცხადებია, რომ ქონების გაჩუქებით ის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. იგი დღესაც ფლობს და სარგებლობს სადაო ბინით და მისთვის მოპასუხეს არასოდეს ხელი არ შეუშლია და არც აპირებს ხელის შეშლას. 3.3. სასამართლო სხდომაზე ასევე დადასტურდა, რომ მოსარჩელეს აქვს დანაზოგი თანხები. იგი პირიქით, მეზობლებსაც კი სესხად აძლევს თანხებს, თუ ამის საჭიროება იქნება. ეს გარემოება სასამართლო სხდომაზე დაადასტურა თვით მოსარჩელის მიერ დასახელებულმა მოწმემ. ამდენად, სასამართლო სრულიად უკანონოდ უთითებს ნორმას და არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. 3.4. ი-----–--- გა-----–--ემ, ახსნა-განმარტების ეტაპზე სასამართლოში განმარტა, რომ დ----- გა-----–--ე მას მოექცა უმადურად, რაც სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა. ასევე, მოსამართლე უდავოდ განიხილავს მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, რაც არასწორია. თვით მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ი-----–--- გა-----–--ე დღეის მდგომარეობით გამოჯანმრთელებულია და მას არავის დახმარება არ სჭირდება. უფრო მეტიც, ასეთი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, დასაჩუქრებული იღებს ვალდებულებას გაუწიოთ მას რა სახის დახმარებაც დაჭირდება. ამასთან, არც არასოდეს მიუტოვებია, როდესაც ი-----–--- გა-----–--ეს სჭირდებოდა გვერდზე დგომა. 3.5. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, თავისი ინიციატივით გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლი, მაშინ, როდესაც მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნულზე საერთოდ არ აპელირებდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. ი-----–--- გა-----–--ე და დ----- გა-----–--ე არიან მამიდა და ძმისშვილი. ი-----–--- გა-----–--ეს ჰყავს ერთი შვილი, რომელიც ისრაელის სახელმწიფოში ცხოვრობს. 2016 წლის 09 მარტს, ი-----–--- გა-----–--ემ, დ----- გა-----–--ეს აჩუქა 20 000 ლარად ღირებული უძრავი ნივთი-საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ქ-------–-------–--------------–------------ში, რაზედაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება და ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა დ----- გა-----–--ის საკუთრებაში (ს.ფ.14-15, 19-20, 30). 4.2. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჩუქების საგანი წარმოადგენდა ი-----–--- გა-----–--ის ერთადერთ საცხოვრებელ სახლს და, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას და მის შემდეგაც, გაჩუქებულ ბინაში ცხოვრობს ი-----–--- გა-----–--ე. 4.3. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი-----–--- გა-----–--ე დაავადებული იყო სწორი ნაწლავის სიმსივნით, მე-3 სტადია, რის გამოც გაუკეთდა ოპერაცია 2016 წლის 14 მარტს (იხ.18.08.სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 16:17:06), ხოლო ოპერაციის შემდგომ დაენიშნა და ჩაიტარა ქიმიოთერაპიის 5 (ხუთი) პროცედურა. 4.4. ი-----–--- გა-----–--ემ, მოპასუხეს საცხოვრებელი სახლი აჩუქა ავადმყოფობის პერიოდში, მისი მითითებით, ეშინოდა რომ დარჩებოდა მარტო, უმწეო მდგომარეობაში. იგი იმედოვნებდა, რომ ძმისშვილი ოპერაციის და შემდგომ პერიოდში დაეხმარებოდა მოვლა-პატრონობით, თუმცა ოპერაციის გაკეთებიდან ერთი თვის შემდეგ, მოპასუხე მოსარჩელესთან აღარ მისულა. 4.5. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- გი-------ემ აჩვენა, რომ არის ი-----–--- გა-----–--ის მეზობელი. მოსარჩელემ გაიკეთა რთული ოპერაცია, რის შემდეგაც დაუნიშნეს ქიმიოთერაპია. იმ პერიოდში, მოპასუხე მამიდასთან იყო, თუმცა მეორე ქიმიოთერაპიის დროს და მის შემდეგაც ერთი წლის განმავლობაში თბილისიდან აღარ ჩამოსულა. ი-----–--- სთხოვდა დახმარებას, მას უნდოდა დ-----ი მის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ არ ჩამოდიოდა. ამიტომ, ი-----–---ს თავად (ნ.გი-------ე) დაჰყვებოდა საავადმყოფოში. 4.6. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------–- ბა----–--ემ აჩვენა, რომ ცხოვრობს ი-----–--- გა-----–--ის ბინის ქვედა სართულზე. ავადმყოფობის დროს ეხმარებოდა გადაადგილებაში, საჭმელს უკეთებდა, ლოგინს უსწორებდა. ერთ დღეს გაიგონა მოსარჩელის კივილი, ავიდა ზემოთ და შეესწრო მხარეების სატელეფონო საუბარს, რა დროსაც მოპასუხემ მამიდას უთხრა შეურაცხმყოფელი სიტყვები. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ჩუქების ხელშეკრულებიდან, ამასთან, მოსარჩელე, ჩუქების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ, დასაჩუქრებულმა გამოავლინა მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (სკ-ის 529.1 მუხლი). 4.8. პალატა განმარტავს, რომ კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება დაიშვება, თუმცა სასამართლო ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეაფასოს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენდა თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება შეფასდეს უმადურობის გამოვლინებად და ჩუქების გაუქმების საფუძვლად. 4.9. სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის შესაბამისად, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე. ჩუქების ხელშეკრულება უსასყიდლოა. სწორედ უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. თავად გამჩუქებელმა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა გამჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით. კონკრეტული ფაქტი, წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ, მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა შეაფასოს, იჩენდა თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან იყო თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. 4.10. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ი-----–--- გა-----–--ე და დ----- გა-----–--ე არიან მამიდა და ძმისშვილი; ი-----–--- გა-----–--ეს ჰყავს ერთი შვილი, რომელიც ისრაელის სახელმწიფოში ცხოვრობს; ჩუქების საგანი-ქ. ქ-------–-------–--------------–------------ში მდებარე, 20000 ლარად ღირებული უძრავი ნივთი-საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა ი-----–--- გა----–--ის ერთადერთ საცხოვრებლ სახლს; ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტისათვის (09.03.2016წ) ი-----–--- გა-----–--ე დაავადებული იყო მძიმე ონკოლოგიური სენით- სწორი ნაწლავის სიმსივნით (მე-3 სტადია) და ემზადებოდა ოპერაციისათვის; ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-5 დღეს, ი-----–--- გა-----–--ეს გაუკეთდა ქირურგიული ოპერაცია და დაენიშნა ქიმიოთერაპიის პროცედურები. მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ დ----- გა-----–--ემ, მიუხედავად ი-----–--- გა-----–--ის მხრიდან თხოვნისა, უარი განაცხადა ოპერაციის შემდგომ მის მზრუნველობაზე, რის გამოც მოსარჩელე, ქიმიოთერაპიის პროცედურებზე მეზობლებისა და სხვა პირთა დახმარებით გადაადგილდებოდა საავადმყოფოში, საჭმელს მეზობლები უკეთებდნენ და ყოველდღიურად ზრუნავდნენ მასზე, ხოლო დ----- გა-----–--ე ერთი წლის განმავლობაში თბილისიდან მასთან არ ჩასულა. პალატა მიიჩნევს, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც ჩუქების ხელშეკრულების დადების დროისათვის ი-----–--- გა-----–--ე დაავადებული იყო მძიმე ონკოლოგიური სენით, ემზადებოდა ოპერაციისათვის, ოპერაციის შემდგომ კი ესაჭიროებოდა სპეციალური მკურნალობა და განსაკუთრებული მოვლა, რაზედაც თხოვნის მიუხედავად დასაჩუქრებულმა უარი განაცხადა და ერთ წლის განმავლობაში საერთოდაც არ მოუკითხავს, პალატა მიიჩნევს, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით, დ----- გა-----–--ის მოქმედება მამიდის მიმართ, რომელმაც უმწეო მდგომარეობაში მყოფმა, ერთადერთი საცხოვრებელი სახლი აჩუქა ძმისშვილს, მაშინ როდესაც თავისი შვილიც ჰყავდა, უნდა ჩაითვალოს ი-----–--- გა-----–--ის (მამიდის) მიმართ დიდი უმადურობის გამოხატვად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ადგენს, რომ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე ფაქტობრივ- სამართლებრივი წანამძღვრები სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვისათვის. 4.11. . სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. 4.12. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით აღიარებული დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ რა დავის საგანს, ანუ მოთხოვნის ფარგლებს, თავადვე უთითებენ მათი მოთხოვნის დასაბუთებისათვის ფაქტობრივ გარემოებებს. ამავე კოდექსის 248-ე მუხლით, სასამართლო ამ ფარგლებითაა შებოჭილი და უფლებამოსილი და ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება, მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მოსარჩელის მოთხოვნას. სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა მძიმე შურაცხყოფისა და უმადურობის მოტივით (სკ-ის 529-ე მუხლი), მიუთითა იმ ფაქტებზე, რაც მისი მოსაზრებით მძიმე შურაცხყოფასა და უმადურობას ადასტურებდა და წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები. ასეთ პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა არა ის გარემოება, ქონების გასხვისებით გამჩუქებელი აღმოჩნდა, თუ არა მძიმე მდგომარეობაში, არამედ დასაჩუქრებულმა დ----- გა-----–--ემ მიაყენა, თუ არა გამჩუქებელს მძიმე შურაცხყოფა და გამოიჩინა თუ არა მის მიმართ უმადურობა. სააპელაცო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა დავის საგანს (სსსკ-ის 248-ე მუხლი), როდესაც იმსჯელა რომ მოსარჩელეს მოთხოვნას ჩუქების გაუქმებაზე, ასევე წარმოადგენდა ქონების გასხვისების გამო, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნა (სკ-ის 530-ე მუხლი), რადგანაც არც სარჩელში და არც სასამართლო სხდომაზე ასეთ ფაქტებზეზე მითითება არ მომხდარა და ამ მოტივით ჩუქების გაუქმება დავის საგანი არ ყოფილა. ზემოაღნიშნულის გამო, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის, რაც, სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონის დარღვევით მიღებულად მიჩნევისა და მისი გაუქმების საფუძველია. 4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. 4.14. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა დავის საგანს (სსსკ-ის 248-ე მუხლი), არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. მიუხედავად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ამავე კოდექსის 385.2 მუხლის თანახმად, მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სკ-ის 529-ე მუხლის საფუძველზე, ი-----–--- გა-----–--ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის სრულად გაზიარების შესაძლებლობას.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ დ----- გა-----–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ი-----–--- გა-----–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს, 2016 წლის 09 მარტს, ი-----–--- გა-----–--ეს და დ----- გა-----–--ეს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონება, ქ. ქ-------–------–--------------–----------------- (ს.კ.0------------------) აღირიცხოს ი-----–--- გა-----–--ის საკუთრებად.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, სრულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე, დ----- გა-----–--ეს, ი-----–--- გა-----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სარჩელთან დაკავშირებით, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-650 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 500 ლარის გადახდა. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის დ----- გა-----–--ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-800 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები ვინაიდან, დაკმაყოფილდა ი-----–--- გა-----–--ის სასარჩელო მოთხოვნა, ძალაში უნდა დარჩეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქ--------------–--------------–-----------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით N-------------------.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ----- გა-----–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი-----–--- გა-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. გაუქმდეს, 2016 წლის 09 მარტს, ი-----–--- გა-----–--ეს და დ----- გა-----–--ეს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონება, ქ. ქ-------–------–--------------–----------------- (ს.კ.0------------------) აღირიცხოს ი-----–--- გა-----–--ის საკუთრებად;

5. დ----- გა-----–--ეს, ი-----–--- გა-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს, სარჩელთან დაკავშირებით, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-650 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 500 ლარის გადახდა;

6. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე