განაჩენი

სისხლის სამართლის 23.08.2018
საქმის ნომერი
330100108002581446
ინსტანცია
თარიღი
23.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100108002581446

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

საქმე №1ბ/969-18 10 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის მდივანი: ანი ჭაბაშვილი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნ-------–--ე

 

დაზარალებული: ბ------------------ე

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ლ---------–------ა, დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, დ--–---------------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილი (1960 წლის რედაქციით), საქართველო სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია).

 

ადვოკატი: ფ----------------–---–ი, ზ-------------

 

თარჯიმანი: მ-------------–--ე

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ---------–------ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ფ----------------–---–მა და ზ-------------მ და ითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ მსჯავრდებულ ლ---------–------ას მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის გავრცელება და მსჯავრდებულის გათავისუფლება საქართველოს სსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ამავე კანონოს მე-3 მუხლის შესაბამისად მისი გათავისუფლება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) დანიშნული სასჯელისაგან.

 

ბრალდების მხარე დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1999 წლის თებერვლის თვეში ლ---------–------ამ, ს---------–------------–-----------------ში, სადაც ცხოვრობდა დროებით, გაიცნო მეზობლის ნ---------------ის ძმა - ბ------------------ე და განიზრახა ამ უკანასკნელთან შესულიყო ნდობაში და მოტყუებით დაუფლებოდა მისი და მისი ახლობლების ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ლ---------–------ამ მას უთხრა, რომ იგი მუშაობდა ტელევიზიაში, ჰყავდა დიდი საახლობლო წრე, პირადად იცნობდა ისრაელის ელჩს და თუ იგი მოძებნიდა ოთხ-ხუთ პიროვნებას, ისრაელში სამუშაოდ გამგზავრების მსურველს, გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, შეეძლო მათი გამგზავრება ისრაელში, სადაც დაასაქმებდა და ხელფასი ექნებოდა თითოეულს 1500 აშშ დოლარი. ლ---------–------ა იმდენად დამაჯერებლად საუბრობდა, რომ ბ------------------ეს ეჭვი არ შეპარვია მისი სიტყვების სიმართლეში, ვინაიდან ბ------------------ეს უნდოდა საზღვარგარეთ გამგზავრება სამუშაოს დაწყების მიზნით. აღნიშნულის შესახებ შეატყობინა მეზობლებს: გ--------–---–ს, გ-------------–--ეს და ა-–---------------–-----ეს, რომლებმაც ასევე სურვილი გამოთქვეს ისრაელში გამგზავრებაზე. ხსენებული პირები ბ------------------ემ შეახვედრა ლ---------–------ას, რომელმაც საკმაოდ დამაჯერებლად მათაც უთხრა იგივე, რაც ბ------------------ეს, რომ იგი პირადად იცნობდა ისრაელის ელჩს, იცნობდა საკმაოდ ცნობილ დიზაინერს ა------------–ს, რომლის დახმარებით იგი მათ გაამგზავრებდა ისრაელში. ლ---------–------ასთან საუბრის შემდეგ დარწმუნდნენ გ--------–---–ი, გ-------------–--ე და ა-–---------------–-----ე, რომ მას ნამდვილად შეეძლო მათი ისრაელში გამგზავრება და გამოთქვეს გამგზავრების სურვილი. ლ---------–------ამ, იმ მიზნით, რომ ხსენებულ პირებს არ გასჩენოდათ ეჭვი, რომ იგი მოტყუებით ცდილობდა მათი ფულადი თანხის დაუფლებას, ვითომდა საბუთების გასაკეთებლად ბ------------------ის დის, ნ---------------ის საცხოვრებელ ბინაში, მისამართლზე ქ. თბილისი, ს---------–------------–-----------------ში გამოართვა პასპორტები და თითოეულს 300 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდეგ ლ---------–------ამ მათ უთხრა, რომ საჭირო იყო მისი ისრაელში გამგზავრება, რათა დაეჩქარებინა მათთვის ვიზების გაკეთება და გამოართვა მგზავრობის ფული 800 აშშ დოლარი, საიდანაც 100 აშშ დოლარი იყო ბ------------------ის, 300 აშშ დოლარი ა-–---------------–-----ის, 400 აშშ დოლარი გ-------------–--ის, ხოლო გ--------–---–ის მიერ გადაცემული ფულადი თანხა 400 აშშ დოლარი, ბ------------------ემ გაუგზავნა ისრაელში. ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ ლ---------–------ამ მათ უთხრა, რომ საქართველოში უნდა შეეგროვებინა მათი გამგზავრებისათვის საჭირო საბუთები, ეჭვი რომ არ შეეტანათ აღნიშნულ პირებს, რომ იგი ატყუებდა, შეავსებინა თითქოსდა ანკეტები და ათარგმნინა ინგლისურ ენაზე და კვლავ სხვადასხვა მიზეზით, ხან ვითომდა საბუთებისათვის, ხან ვიზისათვის, დროდადრო ართმევდა ფულად თანხას. ამ დროის განმავლობაში ლ---------–------ა მოტყუებით დაეუფლა მთლიანობაში ბ------------------ის 900 აშშ დოლარს, გ-------------–--ის 850 აშშ დოლარს, ა-–---------------–-----ის 1100 აშშ დოლარს და გ---------–---–ის 1000 აშშ დოლარს.

 

მიუხედავად აღნიშნულისა ლ---------–------ამ განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა და განიზრახა მეზობლის ვ--–-------------–---–ის ქონებრივი დაზიანება, მოტყუებით. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ლ---------–------ამ ვ--–-------------–---–ის ვაჟს, კ------------–---–ს სთხოვა მიეცა ნება, რომ მისი ბინის ტელეფონიდან, რომლის ნომერი 7-------, გადაეყვანა პარალელური ხაზი მის ბინაში, რაზეც კ------------–---–მა მას კატეგორიული უარი განუცხადა. მიუხედავად აღნიშნულისა 1999 წლის აგვისტოს თვეში ლ---------–------ამ კ------------–---–ისა და ვ--–-------------–---–ი დაუკითხავად მათი ტელეფონის ნომრიდან გაიყვანა პარალელური ხაზი და ზარებს ახორციელებდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი საუბრების საფასურმა შეადგინა 283 ლარი და 91 თეთრი. როდესაც ვ--–-------------–---–ისათვის ცნობილი გახდა, რომ ლ---------–------ამ მის დაუკითხავად მისი ტელეფონის ნომრიდან გადაიყვანა პარალელური ხაზი, მან უსაყვედურა, რაზედაც ლ---------–------ა შეჰპირდა, რომ იგი გადაიხდიდა ტელეფონის საუბრის საფასურს. მიუხედავად ამისა აღნიშნული თანხა მან არ გადაიხადა და მიიმალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის საპელაციო სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულმა ლ---------–------ამ აღიარა მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, თავი ცნო დამნაშავედ და ითხოვა მის მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-3 მუხლების გავრცელება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ბ------------------ემ დაადასტურა გამოძიებაში და პირველ ინსტანციაში მიცემული ჩვენებები, რომ თავისი დის ნ---------------ის ოჯახში გაიცნო ლ---------–------ა, რომელმაც მას და მის მეზობლებს გ--------–---–ს, გ-------------–--ეს და ა-–---------------–-----ეს, თითქოსდა ისრაელში გამგზავრების სანაცვლოდ, გამოართვა სხვადასხვა ოდენობის აშშ დოლარი. თბილისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ბ------------------ემ აჩვენა, რომ მასაც და მის მეზობლებსაც: გ--------–---–ს, გ-------------–--ეს და ა-–---------------–-----ეს ზარალი სრულად აუნაზღაურდათ და ლ---------–------ას მიმართ პრეტენზია არ აქვთ, რის თაობაზეც დაწერეს განცხადებებიც. დაზარალებული ბ------------------ე თანახმაა ლ---------–------ას მიმართ გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი.

 

გარდა აღნიშნულისა ლ---------–------ას მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენა დადასტურებულია ასევე საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულების ა-–---------------–-----ის, გ-------------–--ის, გ--------–---–ის, ბ------------------ის, ვ--–-------------–---–ის დაკითხვის ოქმებით, მოწმეების: ნ---------------ის, ი-----–------–---–ის, კ------------–---–ის დაკითხვის ოქმებით, ნივთმტკიცების წარმოდგენისა და დათვალიერების შესახებ ოქმით, დადგენილებით ბრალდებულის სახით პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებ, დადგენილებებით სამოქალქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ ლ---------–------ამ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი სხვისი ქონების დაუფლება მოტყუებით და ნდობის ბოროტად გამოყენებით, ჩადენილი განმეორებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის რედაქცია), მანვე ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ---------–------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

ლ---------–------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და პალატას მიაჩნია, რომ ლ---------–------ას პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.

 

ამავე დროს, იმის გათვალისწინებით რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილია დაზარალებულების: ბ------------------ის, გ--------–---–ის, ა-–---------------–-----ის და გ-------------–--ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რითაც ისინი თანხობას გამოთქვამენ, რომ მსჯავრდებულ ლ---------–------ას მიმართ გამოყენებული იქნას 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი, პალატას მიაჩნია, რომ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ლ---------–------ა უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის რედაქცია) სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ---------–------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ფ----------------–---–ისა და ზ-------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 535-ე მუხლით, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ლ---------–------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ფ----------------–---–ის და ზ-------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ნოემბრის განაჩენში ლ---------–------ას მიმართ შევიდეს ცვლილება.

ლ---------–------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით;

2012 წლის 28 დეკემბრის, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ლ---------–------ა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;

 

_ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით;

2012 წლის 28 დეკემბრის, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ლ---------–------ა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

ლ---------–------ას მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ლ---------–------ა გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. თეთრაული