განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2018
საქმის ნომერი
130210016001232095
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 130210016001232095

საქმე №2ბ/5727-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები - გელა ქირია

ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

I. აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) : სს ,,ე-----------------------ა“

წარმომადგენელი - შ--–-- გ--------ე

 

II. აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - სს „გ---------ა“

წარმომადგენელი - გ------- ბ-----ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

I. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

II. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სს გ---------ას“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სააქციო საზოგადოება ,,ე-----------------------ას“ სააქციო საზოგადოება ,,გ---------ას“ სასარგებლოდ დაეკისრა თმენის კომპენსაცია 130 424.67 ლარი (ასოცდა ათი ათას ოთხას ოცდაოთხი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ხ-–----–----------- 6021.14 მეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი 7 ცალი ტრანსფორმატორით, 7 ცალი ელექტროჯიხურით და 1 ცალი ზეთიანი ამომრთველით ეკუთვნის სააქციო საზოგადოება ,,გ---------ას“, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( ს.ფ.67-68);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.2. 2008 წლის 1 იანვრიდან დღემდე ,,გ---------ას“ გადამცემი ხაზით სარგებლობს სააქციო საზოგადოება ,,ე-----------------------ა“, რომელიც განაწილების ლიცენზიატია;

 

2.3. ,,ე-----------------------ა“ ელექტროენერგიას ატარებს ,,გ---------ას“ ორი - 0.4 კვტ. (დაბალი ძაბვა) და 6/10 კვტ. (მაღალი ძაბვა) სიმძლავრის სადენით. 2008 წლის 1 იანვრიდან, ქსელით სარგებლობისათვის, მოპასუხეს მოსარჩელისათვის თანხა არ გადაუხდია.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებას;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.4. მხარეებმა წარმოადგინეს ცნობები 2008 წლის 1 იანვრიდან ,,გ---------ას“ ქსელში მოპასუხის მიერ გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესახებ. საქმის არსებითი განხილვისას, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ არ ეთანხმება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ცნობას მხოლოდ 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 სექტემბრამდე მაღალი ძაბვით გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის ნაწილში და მის მიერ ამ პერიოდში გატარებული ელექტრენერგიის გატარების საფასური, იმ დროისათვის მოქმედი ტარიფის მიხედვით, 35 000 ლარით მეტია ვიდრე მოპასუხის მიერ აღნიშნულისა.

 

2.5. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს შეეხება. მისი ძირითადი ნაწილი ხანდაზმულია და უარს ამბობს შესრულებაზე (იხ.შესაგებელი).

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მიუხედავად მოთხოვნისა, მოსარჩელემ არ წარმოადგინა მონაცემები ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (-------- შესაბამისი დადგენილების შესაბამისად გატარების საფასურის გაანგარიშებისათვის.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, მოთხოვნის ვადის გარკვეულ პერიოდებში მოქმედებდა ს------ მიერ ლიცენზიატი მფლობელისათვის დაწესებული გატარების სხვადასხვა ტარიფი - 2008 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 ივლისამდე - 6/10 კვტ. ძაბვაზე - 0.580 თეთრი კვტ.სთ-ზე, 220/380 ძაბვაზე - 1.320 თეთრი კვტ.სთ-ზე, 2010 წლის 1ივლისიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე - 6/10კვტ. ძაბვაზე - 2.59 თეთრი კვტ.სთ-ზე, 220/280 კვტ.ძაბვაზე - 3.6 თეთრი კვტ.სთ-ზე, 2014 წლის 1 სექტემბრიდან - 6/10 კვტ. ძაბვაზე - 2.064 თეთრი კვტ.სთ-ზე, 220/380 ძაბვაზე - 6.837 თეთრი კვტ.სთ-ზე.

 

შესაბამისად, მოითხოვს, რადგან ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 461 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უფლება აქვს აირჩიოს გატარების საფასური ან თმენის კომპენსაცია, მოპასუხეს დაეკისროს თმენისათვის კომპენსაცია და მისი ოდენობა განისაზღვროს აღნიშნული ტარიფის შესატყვისად - 2008 წლის1 იანვრიდან 2010 წლის 1 ივლისამდე თმენის კომპენსაცია განისაზღვროს მაღალი და დაბალი ძაბვის სადენებით გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის, შესაბამისად, 0.580 თეთრსა და 1.320 თეთრზე (ტარიფზე) ნამრავლით. იგივე წესით - 2010 წლის 1 ივლისიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე და - 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე, - მოქმედი ტარიფების გატარებული ელექტროენერგიის ოდენობაზე ნამრავლით.

 

იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე მოითხოვს თმენის კომპენსაციას 2015 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდისათვის, მოპასუხის მიერ მისი ქსელით სარგებლობა დღეის მდგომარეობითაც გრძელდება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს შეეხება. თვითონ მოსარჩელეც ცალკეული პერიოდებისათვის მოითხოვს თმენის კომპენსაციას, რაც ადასტურებს, რომ მოპასუხეს პერიოდულად აქვს ვალდებულებები შესასრულებელი. ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამი წელია.

 

,,გ---------ამ“ განსახილველი სარჩელით სასამართლოს მიმართა 2015 წლის 13 ოქტომბერს. აღნიშნულის, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, გონივრული გაანგარიშებიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს თმენის კომპენსაცია 2012 წლის სექტემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ,,გ---------ას“ ქსელით სარგებლობისათვის, რადგან 2014 წლის პირველ იანვრამდე არ არსებობდა ტარიფი არალიცენზიატი საწარმოს ქსელით ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის გატარებისათვის და თმენის კომპენსაცია, ამ პერიოდისათვის, განისაზღვრებოდა სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, რადგან საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის (-------- 2008 წლის 18 სექტემბრის N-------------–--ით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც არ არის ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

2014 წლის 1 იანვრიდან კი ამოქმედდა ს------ 2013 წლის 30 დეკემბრის N-------------–--ით დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები“, რომლითაც, როგორც მისი მე-3 მუხლის პირველ პუნქტშია აღნიშნული, დარეგულირდა ურთიერთობა, ერთის მხრივ, განაწილების ლიცენზიატს და მეორე მხრივ, ქსელის მფლობელს შორის, რომელიც არ არის განაწილების, გადაცემის ლიცენზიატი. ქსელით სარგებლობისათვის თმენის კომპენსაცია ამ ,,წესებით“ უკვე აღარ არის გათვალისწინებული.

 

მოსარჩელემ უარი განაცხადა ს------ 2013 წლის 30 დეკემბრის N-------------–--ით დამტკიცებული ,,წესების“ მიხედვით მისი ქსელით ელექტროენერგიის გატარების საფასურის გაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების წარმოდგენაზე და ამ წესების შესაბამისად გატარების საფასურის მოპასუხისათვის დაკისრებაზე, რადგან მიაჩნია, რომ ამ ,,წესების“ ამოქმედების შემდეგაც - 2014 წლის პირველი იანვრიდან მისი ქსელით სარგებლობისათვის, აქვს თმენის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ეს ,,წესები“ კი გატარების საფასურს შეეხება, რომელსაც, კანონით მისთვის მინიჭებული გატარების საფასურსა და თმენის კომპენსაციას შორის არჩევის უფლებიდან გამომდინარე, არ ითხოვს. საჭირო მონაცემების წარდგენის გარეშე კი შეუძლებელია 2014 წლის პირველი იანვრის შემდეგ გატარების საფასურის გაანგარიშება.

 

მოსარჩელე მიუთითებს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 461 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქსელის მფლობელს უფლება აქვს მოითხოვოს, ქსელით სარგებლობისათვის, გატარების საფასური ან თმენის კომპენსაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ იმავე ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ 2011 წლის 21 ივნისის კანონმა დაავალდებულა საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ა დაემტკიცებინა მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები და ს------ 2013 წლის 30 დეკემბრის N-------------–--ით დამტკიცდა „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები“, რაც 2014 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. მანამდე არალიცენზიატის ქსელით სარგებლობისათვის გატარების საფასურის ტარიფი არ არსებობდა. ის დაწესდა, კანონის შესაბამისად, ს------ 2013 წლის 30 დეკემბრის N-------------–--ით. მას უკუქცევითი ძალა არ აქვს. ამიტომ, 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლამდე, მხარეთა ურთიერთობისას, ის არ უნდა იქნეს გამოყენებული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თმენისათვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, 2014 წლის პირველი იანვრის შემდეგ ქსელით სარგებლობისათვის მოსარჩელეს არ აქვს, რადგან ამ დროიდან უკვე დაწესდა არალიცენზიატის კუთვნილი ქსელით გატარების საფასური დარეგულირდა მათ შორის ელექტროენერგიის გატარებასთან დაკავშირებული ურთიერთობა. ამ დადგენილებით, თმენის კომპენსაცია გათვალისწინებული არ არის.

 

ამ დადგენილების ამოქმედებამდე კი, გათვალისწინებული იყო თმენის კომპენსაციაც. ამდენად, მოპასუხეს უნდა გადახდეს თმენისათვის კომპენსაცია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით, რომლის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე, მის შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერში აღნიშნული დამატებითი მახასიათებლები, ის გარემოება, რომ ,,გ---------ას" აქვს ქსელის მომსახურების ვალდებულება.

 

ანალოგიურ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის Nას-803-762-2013 განჩინებაში აღნიშნულია, რომ ლიცენზიატებისათვის დადგენილ ელექტროენერგიის გატარების ტარიფში შედის სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაზე მომსახურების ფასი და ივარაუდება, რომ ტარიფი მოიცავს ყველა იმ ხარჯს რაც აუცილებელია ელექტროენერგიის გატარებისათვის. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ არალიცენზიატი მფლობელის თმენის საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ანალოგიური ურთიერთობის მიმართ ს------ მიერ დადგენილ სატარიფო განაკვეთის ზღვრულ ოდენობას. საკომპენსაციო თანხა შეიძლება იყოს იმავე ოდენობის, რაც დადგენილია ლიცენზიატებს შორის, ან - ამ ტარიფზე ნაკლები, რადგან ს------ 2008 წლის 18 სექტემბრის N-------------–--ით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს, სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობისათვის, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იმავე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის.

 

აღნიშნულისა და იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე ლიცენზიატებისათვის გატარების ტარიფი იყო მაღალი ძაბვის სადენით გატარებისათვის 2.59 თეთრი კვტ.სთ.-ზე და დაბალი ძაბვის სადენით გატარებისათვის - 3.6 თეთრი კვტ.სთ.ზე, ამ პერიოდში მოპასუხემ მოსარჩელის ქსელით გაატარა - დაბალი ძაბვის სადენით - 1702.379 კვტ.სთ. და მაღალი ძაბვის სადენით - 3967.665 კვტ.სთ. ელექტროენერგია, სასამართლოს მიაჩნია, რომ თმენისათვის კომპენსაციის გონივრული ოდენობა უნდა დადგინდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე მაღალი ძაბვის სადენით გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის 0.02 ლარზე ნამრავლით და დაბალი ძაბვის სადენით გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის 0.03 ლარზე ნამრავლით, რაც არის - მაღალი ძაბვის სადენით სარგებლობისათვის - 79 3533 ლარი, დაბალი ძაბვის სადენით სარგებლობისათვის - 51 07137 ლარი, სულ - 130 424. 67 ლარი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6 . სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო კოდექსის: 180-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

 

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 461 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა. ს------ 2008 წლის 18 სექტემბრის N-----------------–--ით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

ამდენად, თმენისათვის კომპენსაცია უნდა განისაზღვროს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სადაც ამ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა არ არის, რაც სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალოგიით გამოყენების საფუძველია - როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ანალოგიურ საქმეზე მიღებულ განჩინებაშია აღნიშნული (Nას-803-762-2013);

 

სასამართლომ მიუთითა, 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;

 

სასამართლომ მიუთითა 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 461 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ ქსელის მფლობელ ,,გ---------ას“, რომელსაც მისი ქსელით სარგებლობის თმენას კანონი ავალდებულებს, ასევე კანონი ანიჭებს უფლებას მოითხოვოს თმენისათვის კომპენსაცია.

 

სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

І აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, დაადგინა გატარების ტარიფი. ამასთან, "გონივრულ ოდენობად" მიიჩნია მაღალი ძაბვის სადენით გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობისთვის 0.02 ლარი და დაბალი ძაბვის სადენით გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობისთვის 0.03 ლარი. სასამართლოს უნდა ემსჯელა მაინც კანონმდებლობით დადგენილ პარამეტრებზე და შესაბამისად, აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს უნდა დაედგინა ამისთვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ: საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის 18.09.2008წ. №-------------–--ით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, "განაწილების ლიცენზიატსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, ელექტროენერგიის საფასურის გაძვირება." იმავე მუხლის მე-4 ნაწილით კი, "განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იგივე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის". აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, "გონივრული" ოდენობის განსაზღვრისათვის აუცილებელია დადგინდეს: (1.) რა ფარგლებში არ გამოიწვევს კომპენსაცია ელექტროენერგიის გაძვირებას; (2.) გატარებისათვის გამოყენებული ქსელის ძაბვა და ტექნიკური პარამეტრები; (3.) რას ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იგივე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის. უდავოდ საყურადღებოა, რომ სასამართლოს არცერთი ამ გარემოებათაგანი არ დაუდგენია. სასამართლოს ცალ-ცალკე არ დაუდგენია მაღალი და დაბალი ძაბვის ქსელის სიგრძეც კი, ისე განსაზღვრა ტარიფი ძაბვების მიხედვით. ტექნიკური პარამეტრების დაუდგენლობა კი, თავისთავად გამორიცხავს შედარების შესაძლებლობას იგივე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელისათვის კომისიის მიერ დადგენილ ტარიფებთან, რაც ცხადია საჭიროებს (4.) შესადარებელი ქსელის ტექნიკურ პარამეტრების დადგენასაც. უდავოდ გასათვალისწინებელია, რომ ქსელების ტექნიკური პარამეტრების დადგენის შემთხვევაში, ობიექტურად გამორიცხულია შესადარებლად სს "ე-----------------------ას" ქსელის შერჩევა. უდავოდ გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოიყენა სს "ე-----------------------ას" ქსელით" გატარებისათვის დადგენილთანაგან ყველაზე მაღალი ტარიფები.

 

3.1.2. აპელანტი განმარტავს, რომ აღწერილობითი ნაწილის ბოლო აბზაცში მითითებულია, რომ "2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე ლიცენზიატებისთვის გატარების ტარიფი იყო მაღალი ძაბვის სადენით გატარებისთვის 2.59 თეთრი კვტ.სთ-ზე და დაბალი ძაბვის სადენით გატარებისთვის-3.6 თეთრი კვტ.სთ.-ზე. ცალკე საკითხია, რომ სამართლებრივად არასწორია №-------------–--ის გამოყენება განსახილველი საკითხის რეგულირებისას. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასამართლოს ეს მითითება თავისთავად არასწორია. №-------------–--ით განსაზღვრულია არაერთი ტარიფი, არაერთი ლიცენზიანტის ქსელისათვის, ამასთან რეგულირება განსხვავებულია როგორც ქსელის მესაკუთრის, ისე მოსარგებლე სუბიექტის გათვალისწინებითაც (რაც კიდევ ერთხელ ასაბუთებს, რომ ეს ცალსახად განსხვავებული ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმებია), კერძოდ მითითებულ პერიოდში ლიცენზიანტების ქსელით ელექტროენერგიის გატარების ტარიფები იყო (იხ. №-------------–--ა, მუხლი 7) - 6-10 კვ ქსელით - 2,59 და 0,58 (განსხვავება მოსარგებლე სუბიექტის და არა ქსელის მიხედვით); 0,4 კვ ქსელით - 3,6 და 1,32 (განსხვავება მოსარგებლე სუბიექტის და არა ქსელის მიხედვით).

 

აპელანტის მითითებით, საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.10.14წ. №ას-803-762-2016 განჩინებაზე აპელირებით სასამართლო თავადვე უთითებს, რომ "თმენის საკომპენსაციო თანხა შეიძლება იყოს იმავე ოდენობის, რაც დადგენილია ლიცენზიანტებს შორის, ან ამ ტარიფზე ნაკლები.." ლიცენზიანტებს შორის გატარებისათვის კი ზემოთხსენებული ტარიფებიდან დადგენილია 6-10 კვ - 0,58 თეთრი/კვტსთ (მუხლი 7, ნაწილი 1, პუნქტი" ბ.ბ" და მუხლი 7, ნაწილი 2, პუნქტი "ა.ბ.") , 0,4კვ - 1,320 თეთრი/კვტსთ (მუხლი 7, ნაწილი 1, პუნქტი "ბ.გ" და მუხლი 7, ნაწილი 2, პუნქტი "ა.გ."), აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ გამოყენებული ტარიფები კი ეხება არალიცენზიანტ მოსარგებლეებს. შესაბამისად, სასამართლო გონივრული ტარიფის განსაზღვრისას ეწინააღმდეგება როგორც თავისავე მსჯელობას, ისე მის მიერვე მითითებულ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ს------ 18.09.08წ. №-------------–--ით დამტკიცებული "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების" მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმად, "განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იგივე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის".

 

3.1.3. აპელანტის მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ის, რომ მოსარჩელეს აქვს საკუთრებაში ხაზი, რომელსაც მოპასუხე იყენებს მისი აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად და რომ ამისთვის კანონმდებლობით მესაკუთრეს შეუძლია კომპენსაცია მოითხოვოს - რეალურად სადავოც არ ყოფილა. სადავო იყო კომპენსაციის ოდენობა, რაც სასამართლომ ცალსახად ყოველგვარი დასაბუთების მცდელობის გარეშე განსაზღვრა. დავუშვათ, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს უნდა დაედგინა რა იქნებოდა კომპენსაციის გონივრული ოდენობა. აპელანტის განმარტავს, რომ სასამართლო თავისი გადაწყვეტილების საფუძვლად, გასაჩივრებულ ნაწილში, უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის №ას-803-762-2013 განჩინებას (რომელსაც ასევე ეწინააღმდეგება) და ნორმატიულ აქტს (საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის 18.09.2008წ. №-------------–--ას), სადაც იმპერატიული ფორმით წერია, რა უნდა იქნას გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობის დასადგენად მხარეთა მიერ (მე-15 მუხლი). ის, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ოდენობა სასამართლომ უნდა დაადგინოს, ცხადია არ ნიშნავს, რომ ეს იმპერატიული მოთხოვნები სასამართლომ არ უნდა გაითვალისწინოს. "გონივრული ტარიფი" ვერ იქნება რაღაც მხოლოდ სასამართლოს სუბიექტურ შეხედულებაზე დამოკიდებული აბსოლუტური სიდიდე. გონივრულობა მხოლოდ მსჯელობიდან შეიძლება გამომდინარეობდეს, მით უფრო, რომ კანონმდებლობა (რომელიც სადავო პერიოდშიც ცალსახად მოქმედებდა) პირდაპირ აწესებს შეფასების გარკვეულ პარამეტრებს. კომპენსაციის ოდენობის სწორად, ყველა მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინებით განსაზღვრა შეიძლება მარტივი არ არის და გარკვეულ სპეციალურ ცოდნას საჭიროებს.. მსჯელობა შესაძლოა იყოს სწორი, ან არასწორი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი საერთოდ არ შეიცავს მსჯელობის მცდელობას. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო უბრალოდ მიუთითებს, რომ გონივრულად მიაჩნია მაღალი ძაბვის სადენით გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობისთვის 0.02 ლარი და დაბალი ძაბვის სადენით გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობისთვის 0.03 ლარი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით "გონივრულად" მიჩნეული ტარიფი თითქმის 10-ჯერ აღემატება იმავე ქსელით სარგებლობისათვის 2006 წლიდან 2014 წლამდე დამკვიდრებულ ერთიან, უცვლელ სასამართლო პრაქტიკას, რომელიც გონივრულ კომპენსაციას განსაზღვრავდა 0,2 თეთრის ოდენობით 6-10 კვ ძაბვაზე და 0.45 თეთრის ოდენობით 0.4 კვ ძაბვაზე ისევ ს------ მიერ და სარჩელში მითითებული ქსელის შეძლებისდაგვარად მსგავსი ქსელებისათვის ინდივიდუალური აქტებით განსაზღვრულ ოდენობაზე დაყრდნობით. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.02.2006წ. განჩინება საქმე №ას631-910-05, თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.03.09წ. გადაწყვეტილება, საქმე №2/3864-08, იმავე სასამართლოს 27.05.10წ. გადაწყვეტილება, საქმე №2/8942/09; ზუგდიდიდს რაიონული სასამართლოს 22.02.11წ. გადაწყვეტილება, საქმე №2/600-2010; თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.05.11წ. გადაწყვეტილება, საქმე №2/2418-11, სენაკის რაიონული სასამართლოს 31.05.11წ. გადაწყვეტილებები, საქმე №2/75-2011 და საქმე №2/74-2011; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 06.06.11 განჩინება, საქმე №ას-335-319-2011; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.02.12წ. გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/2019-11 და სხვა..)

 

3.1.4. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. მართალია სასამართლო პირდაპირ არ უთითებს "ელექტროენერგიის ტარიფებს შესახებ" ს------ 2008 წლის 4 დეკემბრის №-------------–--აზე, მაგრამ გამოიყენა მითითებული ნორმატიული აქტი ტარიფის დადგენისას. კერძოდ, აღწერილობითი ნაწილის ბოლო აბზაცში მითითებულია, რომ "2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე ლიცენზიატებისთვის გატარების ტარიფი იყო მაღალი ძაბვის სადენით გატარებისთვის 2.59 თეთრი კვტ.სთ-ზე და დაბალი ძაბვის სადენით გატარებისთვის-3.6 თეთრი კვტ.სთ.-ზე". ს------ №-------------–--ა (მისი ყველა მუხლი) სპეციალურია, მხოლოდ მასში მითითებულ კონკრეტულ სუბიექტებს ეხებათ და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, სპეციალური ნორმების გამოყენება ანალოგიით შეუძლებელია. ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები სპეციფიკური სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობებია. დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით, ამ ურთიერთობების არსებითი პირობები ექვემდებარება ნორმატიულ რეგულირებას. "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს 30.04.99 წლის კანონით პირდაპირ განსაზღვრულია კანონმდებლის მიზანი - ურთიერთობების ნორმატიული რეგულირება და განსაზღვრულია ურთიერთობების ცალკეული ტიპების მარეგულირებელი ადმინისტრაციული ორგანოები. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის "ზ" და "თ" პუნქტების თანახმად, ელექტროენერგეტიკის სფეროში ტარიფების მეთოდოლოგია და ტარიფები ექვემდებარება რეგულირებას საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის დადგენილებით. 21.06.11 წლის საკანონმდებლო ცვლილება და "მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების" შესახებ 30.12.13 წლის №-------------–--ის მიღება თავისთავად უდაოდ ადასტურებს, რომ მანამდე ეს საკითხი კანონით რეგულირებული არ იყო (ანუ, ეს საკითხი არ რეგულირდებოდა არც 04.12.08 წლის №-------------–--ით "ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ", რომელზეც სასამართლო მიუთითებს ტარიფის დადგენისას). საყურადღებოა ისიც, რომ თუნდაც ანალოგიის დაშვების შემთხვევაშიც(რასაც არ ვეთანხმებით და არასწორია), სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოიყენა №-------------–--ის ის ნორმები, რომლებიც გატარების უფრო მაღალ ტარიფებს განსაზღვრავდა და არა ის, რომელიც ირიბად მანამდე გამოყენებულ იქნა სასამართლოს მიერვე მითითებულ პრაქტიკაში.

 

3.1.5. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ როდესაც არსებობს ურთიერთობის მოსაწერიგებელი პირდაპირი ნორმა, სულ მცირე დასაბუთებას მაინც საჭიროებს, თუ რატომ არ უნდა იქნეს გამოყენებული ანალოგიით ს------ №-------------–--ა და რატომ უნდა იქნეს გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველ ნაწილს, მით უფრო, რომ ამ მუხლს არ გააჩნია ის ფართო შინაარსი, რასაც მიაწერს სასამართლო და ცალსახაა, რომ ეს მუხლი არ არეგულირებს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების წესს. კანონმდებელი ერთდროულად, ერთ მცნებად საუბრობს თმენის ვალდებულებასა და გატარების ვალდებულებაზე (ს------ 18.09.08 №-------------–--ის მე-15 მუხლი) და არა ისე, როგორც სასამართლო წარმოაჩენს, რომ გატარების ტარიფი სხვა არის და თმენის კომპენსაცია სხვა. შესაბამისად ცალსახაა, რომ №-------------–--ით გამოანგარიშებული საფასურიც მოიცავს ლიცენზიატის მიერ გასაცემ კომპენსაციას ამ ვალდებულების შესრულებისათვის.

 

3.1.6. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ცალსახად ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას, რომლითაც გონივრული ტარიფი განსაზღვრული იყო ისევ ს------ მიერ და სარჩელში მითითებული ქსელის შეძლებისდაგვარად მსგავსი ქსელებისათვის ინდივიდუალური აქტებით განსაზღვრულ ოდენობაზე დაყრდნობით და არა ლიცენზიატების ქსელებთან დაუსაბუთებელი შედარებით (იხ. დასაბუთება - მითითება გასაჩივრების აბსოლუტურ საფუძვლებზე). ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება (4-ჯერ აღემატება ტარიფის ოდენობა) სასამართლოს მიერვე მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.10.14 წლის №ას-803-762-2013 განჩინებასაც და გონივრულ კომპენსაციას განსაზღვრავს უკვე 18.09.08წ. №-------------–--ით დამტკიცებული "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის ცალსახა დარღვევით. (იხ. მე-2 ფაქტობრივი უსწორობა). ას-803-762-2013 საქმეზე მიღებული განჩინება გაზიარებულ იქნა შემდგომ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებშიც (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.01.16წ. განჩინება საქმე №2ბ/2486-15, იმავე სასამართლოს 13.04.16წ. გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/4290-15) და ხაშურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ პრაქტიკასაც ეწინააღდეგება. განსახილველ საქმეზე საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნულ განჩინებაშიც მითითებულია, რომ „ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეული მომსახურების ფასი წარმოადგენს ამ სახის მესაკუთრისთვის არსებულ ეკონომიკურ ინტერესს, რომელიც წარმოადგენს თმენის ვალდებულებისათვის საკომპენსაციო საფასურს.“ ის, რომ "გატარება" მოიცავს "თმენის კომპენსაციას" უკვე არაერთგზის განმარტებულია სასამართლო პრაქტიკით. ანალოგიურ ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავაზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 11 მარტის განჩინებით საქმეზე №1ა-1174-1104-2015 გატარების საფასური დაადგინა ს------ 2013 წლის 30 დეკემბრის მ---------------–--ის თანახმად, 0.0016 თეთრი 1 კვ/სტ-ზე (იმ კონკრეტულ შემთხვევაში). აპელანტის მითითებით, აღნიშნული განჩინებით გაზიარებულ იქნა და ნაწილობრივ ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №-------- გადაწყვეტილების 4.20 ნაწილის თანახმად, „უდავო ფაქტია და რეალობა, რომ რაიმე სხვა დანიშნულებით ქსელის გამოყენება შეუძლებელია. ერთადერთი დანიშნულება ქსელისა-შეიძლება იყოს მასში ელ.ენერგიის გატარება, რაშიც მომხმარებელი იხდის კიდეც საზღაურს კანონით დადგენილი წესით.“ გადაწყვეტილების 4.21 ნაწილის თანახმად, „ცალკე თმენისათვის კომპენსაციის გადახდა-პალატის მოსაზრებით, ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ მესაკუთრისთვის, რომელიც ითმენს სხვა მესაკუთრის ზემოქმედებას მის საკუთრებაზე და ეს ზემოქმედება აღემატება მისი საკუთრების ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიურად დასაშვებ ფარგლებს.“ გადაწყვეტილების 4.31 ნაწილის თანახმად კი, „სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ელ.ენერგიის გატარების საფასური მოიცავს ელ.ენერგიის ქსელით სარგებლობისათვის თმენის ვალდებულებისათვის გადასახდელ საფასურს და სხვა ყველა იმ ხარჯს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეულ მომსახურებას“.

 

3.1.7. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა: ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონის 461 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების ) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან /და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გატარების საფასურის გაანგარიშების წესები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებისათვის დგინდება კომისიის დადგენილებით“. ს------ 2008 წლის 18 სექტემბრის №-------------–--ის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, „თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების’’ შესაბამისად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დამკვიდრებული პრაქტიკით უკვე არაერთგზის განმარტებულია, რომ "გატარება" მოიცავს "თმენის კომპენსაციას". ს------ №-------------–--ა ასახავდა და ასახავს მხოლოდ იმას, თუ რას ითვალისწინებს კომისია ლიცენზიატების ქსელით გატარებისათვის, №-------------–--ა კი პირდაპირ იძლევა საშუალებას ფორმულით განისაზღვროს რას ითვალისწინებს კომისია მოსარჩელის კუთვნილი ქსელით გატარებისათვის... ცალსახაა, რომ 2012-2013 წლებში "გონივრული კომპენსაციის" ოდენობა გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს 2014 წლიდან ნორმატიულად დადგენილ ოდენობასთან. ქსელის მფლობელს აქვს ნორმატიულად დადგენილი ოდენობით კომპენსაციის მიღების უფლება, თუმცა მოსარჩელეს უფლების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებებითა და ამ უფლების რეალიზაციის მიზნით საჭირო დოკუმენტაციით ჯერ არ მოუმართავს, მეტიც, მან სასამართლოს მორიგების ეტაპზეც, ჩვენი წერილობითი მიმართვის მიუხედავად, ეს დოკუმენტაცია არ წარმოადგინა, რაც იმით ახსნა, რომ ითხოვს მხოლოდ თმენის კომპენსაციას, რადგან კანონით განსაზღვრული გატარების საფასურის ოდენობა მისთვის მიუღებელია (როგორც მოსარჩელემ განმარტა, მისი გაანგარიშებით გაცილებით ნაკლები თანხა ეკუთვნის გატარებისთვის)...

 

3.1.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მითითებით, უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა და სასამართლოს მიერ მისი ნაწილობრივ დაკმაყოფილება უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

 

ІІ აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.2.1. აპელანტის მოსაზრებით, ყოველი ვალდებულების წარმოშობისთვის უნდა არსებობდეს იურიდიული ფაქტი. უნდა არსებობდეს იურიდიული ფაქტები პერიოდულად შესასრულებელი ცალკეული ვალდებულებების წარმოშობისთვისაც. სინამდვილეში, ვალდებულება და არა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებები წარმოიშვა სს “გ---------ას“ ქსელით სარგებლობის გამო. ამ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსამართლის ფანტაზიის ნაყოფია და იოტისოდენადაც არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა თითქოსდა ს------ 2013 წლის №-------------–--ა გამორიცხავს კანონით გათვალისწინებული თმენის კომპენსაციის გადახდას და ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ (2014 წლის 1 იანვარი), ქსელის მფლობელს აღარ გააჩნია კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 46 პრიმა მუხლის მეოთხე პუნქტი, რომლის თანახმადაც ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისთვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა. სასამართლოს განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ დასახელებული ნორმა იძლევა მხოლოდ გატარების საფასურის მოთხოვნის შესაძლებლობას და არ ანიჭებს ქსელის მფლობელს თმენის კომპენსაციის მოთხოვნის უფლებამოსილებას, თუმცა ეს პირდაპირაა მითითებული კანონში.

 

აპელანტი განმარტავს, რომ “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 46 პრიმა მუხლში მოცემულია ალტერნატივა. ალტერნატივა ნიშნავს ერთადერთი არჩევანის გაკეთების აუცილებლობას ორი ურთიერთგამომრიცხველი შესაძლებლობიდან. დასკვნა, რომლის თანახმადაც ალტერნატივისას შეიძლება მხოლოდ ერთი ქმედება განხორციელდეს ეწინააღმდეგება თავად კატეგორიის - “ალტერნატივა“ - არსს. ამასთან, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 46 პრიმა მუხლში ალტერნატივის სახით მოცემული ორი სხვადასხვა კატეგორია – თმენის კომპენსაცია და გატარების საფასური - იგივეა, იმისი თქმის ტოლფასია, რომ ურთიერთგამომრიცხველი შეიძლება იგივე იყოს.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 374-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ ალტერნატიული ვალდებულებიდან უნდა შესრულდეს ერთ-ერთი (ალტერნატიული ვალდებულებანი), არჩევის უფლება აქვს მოვალეს, თუკი ხელშეკრულებიდან, კანონიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისთვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა – ნათელი ხდება, რომ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, განსახილველ შემთხვევაში, სწორედ სს “გ---------ას“ გააჩნია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სს “გ---------ას“ შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ გატარების საფასური და არა თმენის კომპენსაცია ავტომატურად იწვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის დარღვევასაც, რადგან მხოლოდ მოსარჩელეა უფლებამოსილი განსაზღვროს საკუთარი მოთხოვნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვერც სასამართლო და ვერც სს “ენერგო პრო ჯორჯია“ ვერ დაადგენს, თუ რას მოითხოვს ან რა უნდა მოითხოვოს სს “გ---------ამ“. მოთხოვნის განსაზღვრა მხოლოდ სს “გ---------ას“ პრეროგატივაა.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა “ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმად საკანონმდებლო აქტებს აქვს პირატესი ძალა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.

 

გათვალისწინებული არ იქნა, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - “მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ შესახებ ს-----ის 2003 წლის 30 დეკემბრის №-------------–--ა (შემდგომში “№-------------–--ა“) ვერ შეცვლის საკანონმდებლო აქტის - “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 46 პრიმა მუხლის მეოთხე პუნქტის შინაარსს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ თუკი დადგინდა, რომ დასახელებული ნორმატიული აქტები კოლიზიურია, მაშინ უნდა იმოქმედოს კანონმა და არა კანონქვემდებარე აქტმა – ს------ დადგენილებამ. გარდა ნორმატიული აქტების იერარქიის გაუთვალისწინებლობის მიზეზისა, დასკვნა მცდარია იმ მხრივაც, რომ სინამდვილეში, ს-----ის 2003 წლის 30 დეკემბრის №-------------–--ა და “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 46 პრიმა მუხლის მეოთხე პუნქტი ერთმანეთს არ ეწინააღმდგება.

 

აღნიშნული ნორმა სასამართლომ არასწორად განმარტა მიუთითა რა, რომ “თმენის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ ქსელით სარგებლობისთვის მოსარჩელეს არა აქვს, რადგან ამ დროიდან უკვე დაწესდა არალიცენზიატის კუთვნილი ქსელით გატარების საფასური დარეგულირდა მათ შორის ელექტროენერგიის გატარებასთან დაკავშირებული ურთიერთობა. ამ დადგენილებით თმენის კომპენსაცია გათვალისწინებული არ არის“. ანუ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომ როგორც კი ს----მა დაადგინა “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 46 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული ალტერნატიული ვალდებულებიდან ერთ-ერთის გამოთვლის წესი, ალტერნატივა მოისპო, კანონში მოცემული მეორე მოთხოვნა _ კომპენსაცია თმენისთვის - გაქარწყლდა და კანონმა შეწყვიტა არსებული რედაქციით მოქმედება.

 

აპელანტის მითითებით, ასეთი ინტერპრეტაცია არასწორია იმ მხრივაც, რომ “№-------------–--ის“ გამოცემისას ს----ი-ს მიზანი მხოლოდ გატარების საფასურის დადგენა იყო და არა ზოგადად მესაკუთრისათვის მისაკუთვნებელი თანხის დადგენა. გარდა ამისა, ს----ი არც იყო უფლებამოსილი განესაზღვრა კანონში მოცემული მეორე ალრტენატიული მოთხოვნის - თმენის კომპენსაციის – ოდენობა, რადგანაც მისი გამოანგარიშება სამოქალაქო კოდექსის თანახმად უნდა მოხდეს.

 

აპელანტი მიუთეთებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1 ნაწილზე რომელიც უპირობოდ ადგენს, რომ “თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში”; მე-2 ნაწილი აზუსტებს, რომ “ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება”, ხოლო ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ “დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა”.

 

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლის თანახმადაც “№-------------–--ის“ ამოქმედების შემდეგ, არალიცენზიატ მესაკუთრეს შეიძლება მიეცეს მხოლოდ გატარების საფასური და არ უნდა მიეცეს თმენის კომპენსაცია – ანტიკონსტიტუციურია.

 

აპელანტი მიუთითებს იმისი მტკიცება, რომ ერთ მესაკუთრეს აქვს პრივილეგია, რადგან მეორე მათგანს არ გააჩნია ლიცენზია (სახელმწიფომ სს “გ---------ას“ ლიცენზია ანტიკონსტიტუციურად ჩამოართვა, რაც უკვე დადგინდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით) - იქნება კონსტიტუციის ისეთი ცნობილი დებულებების გაუთვალისწინებლობა, როგორიცაა – ყველა თანასწორია კანონის წინაშე (მე-14 მუხლი) და სახელმწიფო ცნობს და აღიარებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს (მათ შორის საკუთრების უფლებას), როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. სახელწიფო შეზღუდულია ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

აპელანტი განმარტავს, რომ თანასწორობის პრინციპი გულისხმობს არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თანაბრად შეფასებას. ამ მოთხოვნის დარღვევაა, როდესაც რომელიმე მხარე იზღუდება ან ენიჭება უპირატესობა გონიერი, საქმის არსიდან გამომდინარე საფუძვლის არსებობის გარეშე. თმენის კომპენსაციის ოდენობისთვის ლიცენზიის არსებობა, რომელიმე მხარისათვის უპირატესობის მინიჭებისა ან შეზღუდვის ფაქტორი ვერ გახდება. მაგალითად, გონივრული და საქმის არსიდან გამომდინარე არ იქნება ავტომანქანით სარგებლობის ღირებულება განვასხვავოთ იმისდამიხედვით – აქვს თუ არა მესაკუთრეს მართვის მოწმობა ან თოფის ღირებულება განვსაზღვროთ იმისდამიხედვით აქვს თუ არა მის მფლობელს ტირის გახსნის უფლება.

 

აპელანტის მიუთთებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, კომპენსაციის განსაზღვრისას, სავსებით მართებულად გამოდის მესაკუთრის ინტერესიდან და არ ახდენს მესაკუთრეთა უფლებრივ დიფერენციაციას ლიცენზიატობისდა მიხედვით, რასაც თვისობრივი მნიშვნელობა არც გააჩნია. პირიქით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იქეთკენაა მიმართული, რომ იგივე მდგომარეობაში მყოფმა მესაკუთრეებმა მიიღონ იგივე თანხა, მიუხედავად ლიცენზიის ფლობისა.

 

აპელანტი განმარტავს, რომ ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეული მომსახურების ფასი წარმოადგენს ამ სახის მესაკუთრისათვის არსებულ ეკონომიკურ ინტერესს, რომელიც წარმოადგენს თმენის ვალდებულებისათვის საკომპენსაციო საფასურს. ანუ, თმენის კომპენსაციის ის ოდენობა, რასაც მოითხოვს სს “გ---------ა“ ითვალისწინებს, როგორც განაწილების ლიცენზიატის, ასევე, მომხმარებლის ინტერესის დაცვასაც.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა და არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის “სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა“ - მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნების, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებისთვის აუცილებელია ორი პირობის არსებობა – მოთხოვნა უნდა იყოს სახელშეკრულებო და წარმოიშობოდეს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან. აპელანტის განმარტებით, არც ერთი ზემოაღნიშნული პირობა არ არსებობს. კერძოდ: სს “გ---------ას“ მოთხოვნა სახელშეკრულებო არ არის. ამას პროცესუალური მოწინააღმდეგეც არ უარყოფს და პირიქით უთითებს, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა 2008 წელს. არც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია მითითებული, რომ თითქოსდა სს “გ---------ას“ მოთხოვნა სახელშეკრულებოა.

 

აპელანტი განმარტვს, რომ ყოველი ვალდებულების წარმოშობისთვის უნდა არსებობდეს იურიდიული ფაქტი. უნდა არსებობდეს იურიდიული ფაქტები პერიოდულად შესასრულებელი ცალკეული ვალდებულებების წარმოშობისთვისაც.

 

აპელანტი განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაზე უნდა გავრცელებულიყო სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 10 წელიწადს, თუმცა სასამართლომ დასახელებული ნორმა არ გამოიყენა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

 

დადგენილია, რომ ხაშურში სს ,,გ---------ას” საკუთრებაში რეგისტრირებულია 6021.14 მეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი 7 ცალი ტრანსფორმატორით, 7 ცალი ელექტროჯიხურით და 1 ცალი ზეთიანი ამომრთველით, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი.

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ შპს „--------------------------, რომელიც წარმოადგენს ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტს, ელექტროენერგიას ატარებს ,,გ---------ას“ ორი - 0.4 კვტ. (დაბალი ძაბვა) და 6/10 კვტ. (მაღალი ძაბვა) სიმძლავრის სადენით. უდავოა, რომ 2008 წლის 1 იანვრიდან, ქსელით სარგებლობისათვის, მოპასუხეს მოსარჩელისათვის თანხა არ გადაუხდია.

 

უდავოა, რომ 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდში მოპასუხემ მოსარჩელის ქსელით გაატარა - დაბალი ძაბვის სადენით - 1702.379 კვტ.სთ. და მაღალი ძაბვის სადენით - 3967.665 კვტ.სთ. ელექტროენერგია.

 

დადგენილია, რომ შპს „--------------------------- სს ,,გ---------ასთვის’’ გატარებული ელექტროენერგიის მომსახურების ღირებულება არ გადაუხდია.

 

ვინაიდან, მხარეებს შორის ურთიერთობა არ არის მოწესრიგებული ხელშეკრულებით, შესაბამისად, არ არის განსაზღვრული სს ,,გ---------ას” კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობის საფასურიც.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილებით ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობის საფასურის ოდენობა 1 კვტ/სთ-ზე განისაზღვრა მაღალი ძაბვის სადენით გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის 0.02 ლარით და დაბალი ძაბვის სადენით გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის 0.03 ლარით, რომლის ჯამურმა ოდენობამ 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე შეადგინა 130 424.67 ლარი (1 702 379 კვ.ელექტროენერგია X 0.03 თეთრზე, 3 967 665 კვ.ელექტროენერგია X 0.02 თეთრზე ). ამასთან, 2008 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე გატარებული მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს „-------------------------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდის ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საფასურს და მიაჩნია, რომ მისი ოდენობა არასწორად იქნა განსაზღვრული. თავის მხრივ, სს ,,გ---------ა’’ სადავოდ ხდის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილს 564 488.97 ლარის დაკისრების თაობაზე და მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია. ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს. ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად, გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).

 

ნიშანდობლივია, რომ მოპასუხე სს ,---------------------------- პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე (ტ. I, ს.ფ.138-151); ვინაიდან, წინამდებარე სარჩელი, 2008 წლის 1 2012 წლის 1 სექტემბრამდე გატარებული ელექტროენერგიის ღირებულების მოთხოვნის ნაწილში, აღძრულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 13 ოქტომბერს, არ დგინდება ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში სასამართლოსადმი მიმართვის გზით ან/და ვალდებული პირის მიერ აღიარების გზით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა, ამასთან, მოპასუხე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ხანდაზმულობის ვადის გასვლა, მატერიალური თვალსაზრისით, გამორიცხავს პირის მოთხოვნის იძულებით განხორცილების შესაძლებლობას.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ს------ 2008 წლის 18 სექტემბრის №-------------–--ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში წესები) არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.

 

ხსენებული დადგენილების მე-15 მუხლის თანახმად, ელექტროენერგიის გაატრებისა და ელექტროენერგეტიკული მომსახურების ხელშეკრულება იდება განაწილების ლიცენზიატსა და ელექტროენერგიის ქსელის მფლობელს შორის, კერძოდ, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატას, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მიაჩნია, რომ, მართალია, მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ ერთმანეთთან, მაგრამ 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე, მოპასუხე სს „ე-----------------------ა“ სარგებლობდა მოსარჩელის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით და მითითებულ პერიოდში გატარებული ჰქონდა მაღალი ძაბვის 3 967 665 კვ. ელექტროენერგია და დაბალი ძაბვის 1 702 379 კვ. ელექტროენერგია და ამით უზრუნველჰყოფდა თავის მომხმარებლამდე ელექტროენერგიის მიწოდებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, რაც უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული ნორმისა და საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებობდა მოსარჩელის კუთვნილი მაღალი ძაბვის ელექტროხაზებით ელექტროენერგიის გატარების მომსახურების ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედი წესების შესაბამისად ელექტროხაზების მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს მისი ქსელით სარგებლობისათვის მომსახურების საფასურის გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდში მოპასუხემ მოსარჩელის ქსელით გაატარა - დაბალი ძაბვის სადენით - 1702.379 კვტ.სთ. და მაღალი ძაბვის სადენით - 3967.665 კვტ.სთ. ელექტროენერგია. მხარეები შეთანხმებულნი არ ყოფილან ტრანზიტის და ენერგეტიკული მომსახურების ტარიფზე. გამომდინარე იქიდან, რომ სადავო პერიოდზე მხარეთა შორის არ ყოფილა შეთანხმება კონკრეტულ ტარიფზე და არც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაუდგენია ტარიფის ოდენობა, ამიტომ, კონკრეტულ შემთხვევაში, თავად საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს და განსაზღვროს სს ,,გ---------ასთვის’’ გონივრული ტარიფი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ს------ მიერ ელექტროენერგიის გატარებისათვის და ენერგეტიკული მომსახურებისათვის ამგვარი ძაბვის ელექტროგადამცემი ელექტროხაზისათვის დადგენილ ტარიფთან.

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ანდა წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა.

 

საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის 2008 წლის 18 სექტემბერი N-------------–--ით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

ამდენად, განსახილველი წესები ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციის განსაზღვრისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე მიუთითებენ.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ნორმატიული აქტები უთითებენ სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე საკომპენსაციო თანხის განსაზღვრაზე, პირდაპირ ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არ არის, რაც კანონის ანალოგიით გამოყენების საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია).

 

პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ ურთიერთობისათვის ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზეც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

 

ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „განსახილველი ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ“ (№ას-744-801-2011. 13 ოქტომბერი, 2011 წელი).

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სს ,,გ---------ას’’ საკუთრებაში არსებული ელქსელებით სარგებლობს სს ,---------------------------- ხოლო სს ,,გ---------ას’’, როგორც არალიცენზიანტი მფლობელის, ამ სარგებლობის მიმართ თმენის ვალდებულება განსაზღვრულია ზემომითითებული სპეციალური სამართლებრივი აქტებით („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N-------------–--ით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”), ხოლო, სამოქალაქო კოდექსის გამოყენება განპირობებულია ამ სამართლებრივი აქტებში მითითებების საფუძველზე, სარგებლობის მიმართ თმენის ვალდებულებისათვის საკომპენსაციო თანხის განსაზღვრისათვის.

 

ამრიგად, როგორც ზემოთაც აღინიშნა, მსგავს ფაქტობრივ გარემოებებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის ნორმატიული აღწერილობა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, განვმარტოთ ამ ნორმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის შინაარსისა და მისი მოცულობის სამართლებრივი კრიტერიუმები.

 

პალატა განმარტავს, რომ „თმენის ვალდებულება“ წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს, რაც განსხვავდება ზიანის ინტიტუტისაგან. ზიანის ანაზღაურება ემსახურება იმ მდგომარეობის აღდგენას, რომელიც იარსებებდა, ამ ქმედებას, რომ არ გამოეწვია პირის ინტერესების დაუშვებელი ხელყოფა. ამასთან ერთად, როგორც წესი, ამ ხელყოფის გამომწვევია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ხოლო, აუცილებელი გზით სარგებლობის თმენის ვალდებულება უკავშირდება მართლზომიერ ქმედებას, რაც კანონით არის დადგენილი და მესაკუთრეს საკუთრებაში არსებულ მიწაზე სხვა პირის მიერ აუცილებელი გზით სარგებლობისათვის აკისრებს „თმენის ვალდებულებას“.

 

ამდენად, კომპენსაციას ექვემდებარება ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით. შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი.

 

განსახილველი საქმის თავისებურების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გაირკვეს ელქსელების საშუალო მესაკუთრის ინტერესი (იგივე სიგრძისა და სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის სარგებლობისას გატარებული ელექტროენერგიის მოცულობის გათვალისწინებით).

 

მითითებული საკითხის გარკვევისათვის პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის 2008 წლის 4 დეკემბრის N-------------–--ით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ წესებს.

 

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს წესები არეგულირებენ ლიცენზიანტებს შორის არსებულ სატარიფო სისტემას, მისი გამოყენება ატარებს სახელმძღვანელო ხასიათს, რომელიც გვეხმარება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილი საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრისას, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელობა ენიჭება მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილებას, სხვის მიერ მისი საკუთრების შეზღუდვის გამო, თმენის ვალდებულებისათვის, მაგრამ განსახილველი ურთიერთობის თავისებურება ვლინდება იმაში, რომ სს ,,გ---------ას’’ საკუთრებას წარმოადგენს ხ-–----–----------- 6021.14 მეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი 7 ცალი ტრანსფორმატორით, 7 ცალი ელექტროჯიხურით და 1 ცალი ზეთიანი ამომრთველით, რომელსაც ეს უკანასკნელი ვერ გამოიყენებს სხვა დანიშნულებით გარდა იმისა, რომ გაატაროს ელექტროენერგია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს არა ზოგადად მითითებული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევის წინაპირობები (რომელშიც ივარაუდება ის შემთხვევები, როდესაც მესაკუთრეს შეხედულებისამებრ შეეძლო გამოეყენებინა მიწის ნაკვეთი თუ არა აუცილებელი გზასთან დაკავშირებული თმენის ვალდებულება), არამედ ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარებაზე თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე, საშუალო მესაკუთრის ინტერესი ამ შეზღუდვის არ არსებობის შემთხვევაში.

 

ზუსტად, რომ განსახილველი დავის სპეციფიკის თანახმად, საშუალო მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილების ერთგვარ ნიმუშს წარმოადგენს საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის 2008 წლის 4 დეკემბრის N--------------–--ით დამტკიცებული წესები. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი დავა ეხება არალიცენზიანტი მესაკუთრის უფლებებს, მითითებული სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოვიყენოთ არა, როგორც პირდაპირი გამოყენების წყარო, არამედ - სახელმძღვანელო, რადგან ს------ მიერ ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის წესისა და პრინციპების განსაზღვრა გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტის, მოხმარების, სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების, გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებისა და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენისას.

 

ამ ტარიფების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ამ ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი კრიტერიუმები, კერძოდ, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის 2011 წლის 8 ივნისის №------------–----- მიღებული „ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ (ძალადაკარგულია ე------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის 0-------------------------–-----) მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ტარიფი არის ფასების განაკვეთების სისტემა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ანგარიშსწორება. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის გატარების ტარიფი არის განაწილების ლიცენზიანტის მიერ გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით, სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეული მომსახურების ფასი. ამავე აქტის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, ელექტროენერგიის გატარების ტარიფები დგინდება ელექტროენერგიის მომხმარებლებისათვის იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებიც დადგენილია ამ მომხმარებლების მომსახურებაზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისად, ელექტროენერგიის გატარებაზე გაწეული მომსახურების ფასი წარმოადგენს ამ სახის მესაკუთრისათვის არსებულ ეკონომიკურ ინტერესს, რომელიც წარმოადგენს თმენის ვალდებულებისათვის საკომპენსაციო საფასურს (იხ. სუსგ 10.10.2014წ. №ას-803-762-2013).

 

2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები“, რომლითაც დარეგულირდა ურთიერთობა, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს და მეორე მხრივ, ქსელის მფლობელს შორის, რომელიც არ არის განაწილების, გადაცემის ლიცენზიატი. ამ ,,წესებით“, რომელიც ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზეა მიღებული, თმენის კომპენსაცია გათვალისწინებული აღარ არის. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 1 იანვრის შემდგომ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს აღნიშნული ,,წესები“, რომლის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გაანგარიშებისათვის მონაცემები მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს ე------------------–---–-----------------------–-------–------------–---------ის 2008 წლის 4 დეკემბრის N-------------–--ით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ მე-7 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სს „ე-----------------------ასათვის” 6-10 კილოვოლტი ძაბვის საფეხურზე ელექტროენერგიის გატარების ზღვრული ტარიფია 0,580 თეთრი.

 

პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, რომ ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს, სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იმავე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერი N--------------–----- დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-15 მუხლის მე-4 ნაწილი). ამდენად, მითითებული წესის მიხედვით ამ ურთიერთობისათვის განაწილების ლიცენზიატს შეუძლია, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იგივე ან იმაზე ნაკლები ტარიფი, რაც დადგენილია ს------ მიერ ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიდის ერთმნიშვნელოვან და ლოგიკურ დასკვნამდე, რომ სს ,,გ---------ას’’ ელქსელით სარგებლობისათვის ამ უკანასკნელის თმენის ვალდებულებისათვის საკომპენსაციო თანხა 1 კვ.სთ-ზე არ უნდა აღემატებოდეს 0,580 თეთრს.

 

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის ხანდაზმულობის გათავლისწინებით, სასამართლოში სარჩელის აღძვრის თარიღის გათვალისწინებით, 2012 წლის სექტემბრამდე ხანდაზმულია. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დააკისრა თმენის კომპენსაცია მისი ქსელით 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე სარგებლობისათვის, ხოლო 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ ურთიერთობის მიმართ კი თმენის კომპენსაცია გათვალისწინებული არ არის და მოსარჩელეს გატარების საფასურის მოთხოვნის უფლება აქვს, რაც არ გამოიყენა და არ წარმოადგინა გატარების საფასურის დადგენისათვის საჭირო მონაცემები.

 

ამდენად, 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, სს „ე-----------------------ას“ მიერ სს ,,გ---------ასთვის“ ყოველ გატარებულ 1 კვტ.სთ ელ. ენერგიაზე გადასახდელი გონივრული ტარიფი უნდა განისაზღვროს მაღალი ძაბვის სადენით გატარებული ელექტოროენერგიაზე 0.02 ლარით და დაბალი ძაბვის სადენით ელექტროენერგიაზე 0.03 ლარით, დაბალი ძაბვის სადენით 1 702 379 კვტ. საათი ელექტროენერგიის გატარებისათვის შეადგენს 51 071.37 ლარს ხოლო მაღალი ძაბვის სადენით - 3 967 665 კვტ. საათი ელექტროენერგიის გატარებისთვის შეადგენს 79 353.30 ლარს. კომპენსაციის აღნიშნული ოდენობა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გონივრულ შესაბამისობაშია ელექტროხაზების მესაკუთრისათვის მისი ქსელით სარგებლობის და ამ ქსელების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მომსახურებასთან.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტ სს ,,გ---------ას“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 7000 ლარის ოდენობით რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში. აპელანტ სს ,, ე-----------------------ას“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5217 ლარის ოდენობით რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს ,,ე-----------------------ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სს ,,გ---------ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.

 

4. სს ,,ე-----------------------ას“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 5217 ლარის ოდენობით;

 

5. სს ,,გ---------ას“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია 7000 ლარის ოდენობით;

 

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები გელა ქირია

 

ოთარ სიჭინავა