განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210118002372291
№2/ბ-734-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 აგვისტო 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ხათუნა ხომერიკი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოპასუხე): ი-–-- ჩ--------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): შპს ,,ს--- ჯ------“
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინებისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
გამოარკვია:
2018 წლის 27 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს "ს--- ჯ------ს" წარმომადგენელმა, მოპასუხეებად დაასახელა შპს "მ–------–- 17", ი-–-- ჩ--------–---–- და მოპასუხეთათვის სოლიდარულად 25 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს ი-–-- ჩ--------–---–-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თ---–-----------–-------------------------------------, ს---------------- ბინა №1, ფართი 108.50 კვ.მ (ს/კ 0----------------------).
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, შპს "ს--- ჯ-------" 2015 წლის 12 ოქტომბერს, მხარეთა შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე შპს "მ–------–- 17"-ს მიაქირავა 1100 ცალი სამშენებლო დგარი 5.00 მ-იანი (17.12). ერთეულზე ქირა შეადგენდა 5.30 ლარს.
ხელშეკრულების შესრულების თაობაზე, სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ი-–-- ჩ--------–---–--, ამასთან ხელშეკრულების 4.2 მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით გადაეხადათ არსებული დავალიანების (გადასახდელი თანხის) 3%.
ერთი თვის სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ქირავნობის საგანი დაბრუნებული იქნა, თუმცა ქირის თანხა სრულად გადახდილი არ ყოფილა, რის გამოც ძირითადმა დავალიანებამ შეადგინა 9319 ლარი, ხოლო შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, მხარეთა დავალიანებამ შეადგინა 25000 ლარი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ დღეის მდგომარეობით მოპასუხები სამეწარმეო საქმიანობას ფაქტობრივად ვეღარ ახორციელებენ, აღარ გააჩნიათ შემოსავალი და ქონება, ამასთან ი-–-- ჩ--------–---–- მიმართული აქვს სამაკლერო ორგანიზაციებისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე და თუკი გამოყენებული არ იქნება უზრუნველყოფის ღონისძიება და მოპასუხე ი-–-- ჩ--------–---–- მოახდენს მის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციას, ეს გარემოება გაართულებს ან შეუძლებელს გახდის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით, შპს "ს--- ჯ------ს" განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; ი-–-- ჩ--------–---–- (პ/ნ 0----------) აეკრძალა, მის სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თ---–-----------–-----------------------, (ნაკვეთი№1) ფართი (მშენებარე) 108.50 კვ.მ, ს---------------- სართული №----------- (ს/კ 0----------------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან, ხოლო ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს, მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
განცხადებაზე თანდართული, 26.03.2018წ. მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–-----------–------------------------------------------------–------------------------------------–---------------- 108.50 კვ.მ (ს/კ 0----------------------), საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი-–-- ჩ--------–---–-ს (პ/ნ 0----------) სახელზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამ კუთხით მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება.
სასარჩელო მოთხოვნის (მოცულობის) გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ი-–-- ჩ--------–---–- (პ/ნ 0----------) უნდა აეკრძალოს, მის სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხული უძრავ ქონების, მდებარე ქ. თ---–------------–------------------------------------------------------–-------------------------------------–------------, 108.50 კვ.მ (ს/კ 0-----------------------) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
ამგვარი სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, თავიდან იქნება აცილებული ქონების შესაძლო გასხვისების საშიშროება, ანუ ის საფრთხე, რაზეც განმცხადებელი მიუთითებდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ი-–-- ჩ--------–---–-- და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2015 წლის 12 ოქტომბერს, ხოლო ყოველთვიური ქირავნობის ღირებულება შეადგენდა 5300 ლარს. შპს ,,მ–------–- 17“-მა განახორციელა ანგარიშსწორება 2015 წლის დეკემბრის თვეში.
საქმეში არსებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული დოკუმენტით დასტურდება შპს ,,მ–------–- 17“-ის მიერ, შპს ,,ს--- გ-------------“ 10 000 ლარის გადახდა, რასაც მოსარჩელე არ უთითებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უსაფუძვლოა.
მოსარჩელე შპს ,,ს--- გ-------“ მიერ სარჩელის აღძვრა გამოწვეულია მოპასუხის, შპს ,,მ–------–- 17“-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით. ი-–-- ჩ--------–---–- არავითარი ვალდებულება არ აკისრია მოსარჩელის მიმართ. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იგი წარმოადგენდა შპს ,,მ–------–- 17“-ის დირექტორსა და 100 %-იან პარტნიორს, რის გამოც, მესამე პირების, მათ შორის მოსარჩელეს წინაშე მისი პასუხისმგებლობა შეზღუდულია.
მის ნაწილში ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებით თავდებობის ხელშეკრულებაა და სსკ-ის 894-ე მუხლის შესაბამისად, იგი უფლებამოსი-–-- უარი განაცხადოს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
გარდა ამისა, განჩინებით აკრძალულ უძრავ ნივთზე, სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, სამი სხვადასხვა სესხის უზრუნველსაყოფად რეგისტრირებულია იპოთეკა. ეს ქონება გამოიყენება მისი სესხების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, ხდება არსებული სესხების რეფინანსირება, რაც განჩინების მიღების შემდგომ შეუძლებელი გახდა და რამაც განაპირობა საქართველოში არსებული კომერციული ბანკებისგან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აურაცხელი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.
ვინაიდან, აკრძალვის საგანი შეიცავს 108 კვ.მ. ფართს, არ არის სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული, ამასთან, რამდენიმე პირის მიერ აქვს შეთავაზება ქონების რამდენიმე ნაწილად დაყოფისა და შემდგომ რეალიზაციის თაობაზე, რაც ასევე შეუძლებელია განჩინების მიღების შედეგად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ი-–-- ჩ--------–---–-ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
დადგენი-–--, რომ 2018 წლის 27 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს "ს--- ჯ------ს" წარმომადგენელმა, მოპასუხეებად დაასახელა შპს "მ–------–- 17", ი-–-- ჩ--------–---–- და მოპასუხეთათვის სოლიდარულად 25 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს ი-–-- ჩ--------–---–-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თ---–-----------–----------------------- (ნაკვეთი №1), ს---------------- ბინა №1, ფართი 108.50 კვ.მ (ს/კ 0----------------------).
დადგენი-–--, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით, შპს "ს--- ჯ------ს" განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; ი-–-- ჩ--------–---–- (პ/ნ 0----------) აეკრძალა, მის სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თ---–-----------–-----------------------, (ნაკვეთი№1) ფართი (მშენებარე) 108.50 კვ.მ, ს---------------- სართული №----------- (ს/კ 0----------------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ი-–-- ჩ--------–---–--, მისი გაუქმება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სსკ-ის 199-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენება მოითხოვა.
დადგენი-–--, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატა განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
26.03.2018წ. მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენი-–--, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩ------------------------------------------–---------- სადარბაზო 1, ს--------–--------------1, 108.50 კვ.მ (ს/კ 0---------------------------), საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი-–-- ჩ--------–---–-ს (პ/ნ 0----------) სახელზე.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს ქირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების-25 000 ლარის მოპასუხეებზე დაკისრება.
ამდენად, განმცხადებლის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სკ-ის 531-ე, 463-ე მუხლები) და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივა.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზე, განახორციელოს გარკვეული მოქმედება, დაკისრებული თანხა გადასცეს მოსარჩელეს. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა მოპასუხის ქონებაზე იძულებითი აღსრულება.
შესაბამისად, თუკი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ეს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან მის აღსრულებამდე გასხვისდება მოპასუხის კუთვნილი ქონება, ან დაიტვირთება იპოთეკით, შესაძლოა მოპასუხეს აღარ აღმოაჩნდეს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ქონება, ან ფულადი თანხა, რაც გაართულებს, ან შეუძლებელს გახდის შპს ,,ს--- ჯ------ს“ სასარგებლოდ მის აღსრულებას.
გაზიარებული ვერ იქნება საჩივრის ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მას, რის გამოც უნდა გაუქმდეს მის მიმართ დადგენილი აკრძალვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც.
ამავე კანონის მე-4 მუხლის, 102.3 და 103-ე მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები და მტკიცებულებებს წარუდგენენ სასამართლოს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია საჩივრის ავტორმა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ მიზეზით, რომ ამ ღონისძიებით შედეგად ვეღარ ახდენს ყადაღადადებული ქონების გამოყენებას სხვა პირების მიმართ ვალდებულების შესრულების მიზნით, რაც დიდი ოდენობით პირგასამტეხლოს წარმოშობს, თუმცა მის მიერ მითითებული ფაქტების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც დაუსაბუთებელს ხდის მის მსჯელობას.
ასევე გაზიარებული ვერ იქნება საჩივრის ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და რომ ის არ წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნაზე პასუხისმგებელ სუბიექტს. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოებები დადგენილი უნდა იქნეს საქმის არსებითი განხილვის დროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დასაბუთებული განჩინება გამოიტანა, აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, ი-–-- ჩ--------–---–-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-–-- ჩ--------–---–-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინება.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ხათუნა ხომერიკი