განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.08.2018
საქმის ნომერი
010210018001559081
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
29.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018001559081

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე 2/ბ-672-18 წ. 29 აგვისტო 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ზ---------------, ჟ--–-----------–-–---–-, გ----------------, ჯ--–------------, მ------------------–---, ზ---------------, მ-------------, გ-------–--------- პ------–----- შ--------------------“ ზ------------–--–---–- (დირექტორი)

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბა-----ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 12 აგვისტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს N A 1--------021-001 განკარგულების საფუძველზე, შპს „ფ----- კ-------“-მ შეიძინა უძრავი ქონება-საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ქ, ბა-----ი, და----–--ა გო--ო, ა------- პი-----––---------–ის გზ-----–--–ი N---ში, რომელსაც 2014 წლიდან იყენებდა თავისი შეხედულებისამებრ. მასში აწარმოა სარემონტო სამუშაოები, შეიძინა სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთები, რის შემდეგაც, კ-------ის დირექტორი ზ------------–--–---–- იყენებდა საცხოვრებლად. 2016 წლის 2- სექტემბერს, ზ------------–--–---–-ს ნების საწინააღმდეგოდ, მოპასუხეებმა უკანონოდ დაიკავეს სადავო უძრავი ქონება და მიუხედავად მესაკუთრის არაერთი გაფრთხილებისა, არ ათავისუფლებენ სადავო სახლს. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი ქონებით. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი, მართალია მოსარჩელეს საკუთრებაში ირიცხება, თუმცა მის მფლობელობას ახორციელებენ მოსარჩელეს თანხმობით. გარდა ამისა, აუქციონზე შეძენის შემდეგ, მოსარჩელესთან შეთანხმდნენ ქონების გამოსყიდვაზე, რომლისთვისაც თანხის დიდი ნაწილი-17000 აშშ დოლარი უკვე გადახდილი აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადაო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობენ კანო--ს დაცვით და ფლობენ მართლზომიერად. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს „ფ----- კ-------ს“ მოთხოვნა მოპასუხეების, ზ------ ოს----ის, ჟ--–-----------–-–---–-ს, გ------- ოს----ის, ჯ--–--- ოს----ის, მ----- თა---------–--ის, ზ------ ოს----ის, მ---- ოს----ისა და გ-------– ოს----ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე. 2. მოპასუხეების ზ------ ოს----ის, ჟ--–-----------–-–---–-ს, გ------- ოს----ის, ჯ--–--- ოს----ის, მ----- თა---------–--ის, ზ------ ოს----ის, მ---- ოს----ისა და გ-------– ოს----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს, ქ. ბა-----ში, ა------- პი-----––---------–ის გზ-----–--–ი #2--ში მდებარე, შპს „ფ----- კ-------ს“ (ს/ნ 4--------) საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით - 0----------- და უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით - 0-----------) გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - შპს „ფ----- კ-------ს“ (ს/ნ 4--------). 3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. 4. მოპასუხეებს ზ---------------ს, ჟ--–-----------–-–---–-ს, გ----------------ს, ჯ--–------------ს, მ------------------–---ს, ზ---------------ს, მ-------------ს და გ-------–---------ს მოსარჩელე შპს „ფ----- კ-------ს“ სასარგებლოდ, დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარისა და სხვა საპროცესო ხარჯების ანაზღაურება 542.10 ლარის ოდენობით. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. საჯარო რეესტრში 0----------- ს/კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ბა-----ში, ა------- პი-----––---------–ის გზ-----–--–ი N---ში, 2014 წლის 14 აგვისტოდან წარმოადგენს მოსარჩელე შპს „ფ----- კ-------ს“ საკუთრებას, რომელსაც მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოპასუხეები: ზ---------------, ჟ--–-----------–-–---–-, გ----------------, ჯ--–------------, მ------------------–---, ზ---------------, მ-------------, გ-------–--------- და მიუხედავად მესაკუთრის მოთხოვნისა არ ათავისუფლებენ საცხოვრებელ სახლს. 2.2. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი, 2015 წლის 24 მარტით დათარიღებული საგადახდო დავალების თანახმად, მოპასუხე ჟ--–-----------–-–---–-ს მიერ, შპს „ფ----- კ-------ს“ ანგარიშზე ჩარიცხულია 8946 აშშ დოლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 170-ე, 172-ე, 311-312-ე მუხლებზე და განმარტა: საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, აღიარებული და უზრუნველყოფილია. სკ-ის 170-ე მუხლი ითვალისწინებს საკუთრების კანო--სმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის უნდა გადანაწილდეს შემდეგი ფორმით: მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების და მოპასუხის მხრიდან ამ ქონებით სარგებლობის განხორციელებაში ხელშეშლის თაობაზე, მოპასუხემ კი, უნდა ამტკიცოს სამართლებრივი საფუძვლით უძრავი ქონების ფლობის ფაქტი. საჯარო რეესტრის ჩანაწერების თანახმად, 2014 წლიდან უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენ ის ფაქტი, რომ მოპასუხეები ფლობენ ამ ქონებას და მესაკუთრის მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებენ მას. ამდენად, არსებობს სკ-ის 170-172-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები. 2.4. გაზიარებული არ იქნა მოპასუხეთა მსჯელობა ქონების მართლზომიერად ფლობის თაობაზე, და რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება უძრავი ქონების გამოსყიდვის შესახებ და ამ შეთანხმების ფარგლებში, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილია ქონების გამოსასყიდი თანხა 9000 აშშ დოლარამდე. სასამართლომ აღნიშნა, რომ უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით მხარეების მიერ დადებული ნებისმიერი გარიგების ნამდვილობისათვის, კანო--თ გათვალისწინებულია, მხოლოდ წერილობითი ფორმა. ამასთან, მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის უძრავი ქონების სამართლებრივი საფუძვლით ფლობის ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეზეა, რომელმაც ამ ფაქტის დასადასტურებლად, სსკ-ის 102.3 მუხლის შესაბამისად, წერილობითი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. 2.5. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი, 2015 წლის 24 მარტით დათარიღებული საგადახდო დავალება, რომლითაც, მოპასუხე ჟ--–-----------–-–---–-ს მიერ, შპს „ფ----- კ-------ს“ ანგარიშზე გადარიცხული იქნა 8946 აშშ დოლარი, არ იქნა მიჩნეული სათანადო მტკიცებულებად, რომლითაც დადასტურდებოდა უძრავ ქონებაზე გარიგების დადებისა და მართლზომიერი ფლობის ფაქტი. სასამართლომ მიუთითა, რომ, წარმოდგენილი ქვითარი არ შეიცავდა რაიმე ინფორმაციას გადახდილი თანხის დანიშნულების შესახებ, ასევე, იმ ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი, რომ აღნიშნული თანხა მოპასუხის მიერ გადახდილი იყო, როგორც უძრავი ქონების გამოსასყიდი ღირებულება, ვერ წარმოშობდა უძრავი ნივთის მიმართ მოპასუხის რაიმე უფლებას. 2.6. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელესთან ქონების გამოსყიდვის თაობაზე შეთანხმების არსებობა ვერ დადასტურდებოდა მოწმის სახით დაკითხული პირთა ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ უძრავ ქონებაზე სარემონტო სამუშაოები მოპასუხეების ჩართულობით წარმოებდა იმ მიზნით, რომ რამდენიმე წლის მანძილზე უძრავი ქონების გაქირავების შედეგად ამონაგები თანხის სანაცვლოდ, მოსარჩელე კ-------ა უძრავ ქონებას საკუთრებაში დაუბრუნებდა ყოფილ მესაკუთრეებს. 2.7. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მტკიცება უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის შესახებ უსაფუძვლოა; მესაკუთრეს უფლება აქვს შეუზღუდავად ისარგებლოს ნივთით, ამ მიზნით მოითხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხის ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ქონება. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, შპს „ფ----- კ-------ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს მიერ, სადავო ქონების აუციონზე შეძენის შემდეგ, მოპასუხეებს მოსარჩელესთან შეთანხმებით გადახდილი აქვთ ქონების გამოსყიდვის საფასურის ნაწილი-17000 აშშ დოლარი, ასევე, მოპასუხეთა ჩართულობით და ფიზიკური ძალის გამოყენებით შესრულდა სარემონტო სამუშაოები, რაც ქონებაზე მოპასუხეთა მართლზომიერ მფლობელობას ადასტურებს. 3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ფაქტებს, ასევე არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რამაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია. აღნიშნული კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელზე უარის თქმის საფუძველია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს „ფ----- კ-------ს“ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ბა-----ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.2. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.3.-2.7. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები- სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, კერძოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებში. 4.4. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. სკ-ის 170-ე მუხლი ითვალისწინებს საკუთრების კანო--სმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს. ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. 4.5. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა. ამასთან, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. 4.6. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, მოპასუხეებს გააჩნიათ თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობდა თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის, შპს „ფ----- კ-------ს“ ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება. სადავო საკითხთან მიმართებაში პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტებს, სასამართლოსათვის არ მიუთითებიათ კანო--თ გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის თაობაზე და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აპელანტი არ წარმოადგენს შპს „ფ----- კ-------ს“ საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელს და ამ ქონების დაკავების უფლება არ გააჩნია. 4.7. ის ფაქტი, რომ 2015 წლის 24 მარტს მოპასუხე ჟ--–-----------–-–---–-ს მიერ, შპს „ფ----- კ-------ს“ ანგარიშზე ჩარიცხულია 8946 აშშ დოლარი, რომლის მიზნობრიობა არ ირკვევა, მოპასუხეებს ვერ აქცევს სკ-ის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლზომიერ მფლობელად. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებისა, შპს „ფ----- კ-------ს“ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას. 4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, შპს „ფ----- კ-------ს“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ზ------ ოს----ის, ჟ--–-----------–-–---–-ს, გ------- ოს----ის, ჯ--–--- ოს----ის, მ----- თა---------–--ის, ზ------ ოს----ის, მ---- ოს----ისა და გ-------– ოს----ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ზ------ ოს----ის, ჟ--–-----------–-–---–-ს, გ------- ოს----ის, ჯ--–--- ოს----ის, მ----- თა---------–--ის, ზ------ ოს----ის, მ---- ოს----ისა და გ-------– ოს----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბა-----ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტთა მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-160 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ზ------ ოს----ის, ჟ--–-----------–-–---–-ს, გ------- ოს----ის, ჯ--–--- ოს----ის, მ----- თა---------–--ის, ზ------ ოს----ის, მ---- ოს----ისა და გ-------– ოს----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს, ბა-----ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე