განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2018
საქმის ნომერი
330210015001050269
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1547-16 17 აპრილი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივა-- - ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი – სს ,,თ--–---“

წარმომადგენელი - ვ-----------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ე-–---------------------ი“

წარმომადგენელი - ლ------–----------- (დირექტორი), ა---–----–---–ი,დავის საგა-- - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ე-–---------------------ის“ სარჩელი სს „თ--–---ს“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.

 

სს „თ--–--ს“ შპს „ე-–---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2----–-–----------------- №4--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10 884.75 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 10 470.14 ლარი, პირგასამტეხლო - 414.61 ლარი.

 

სს „თ--–--ს“ შპს „ე-–---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2----–-–----------------- №4--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 6.28 ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე _ გადაწყვეტილების აღსრულებამდე და 2015 წლის 19 თებერვლის №4--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6 348.8 ლარისა და პირგასამტეხლოს - 3.80 ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2----–-–----------------ს შპს „ე-–-------------------სა“ და სს „თ--–--ს“ შორის დაიდო №4--------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა სს „თ--–---ს“ №6-- პროექტის მიხედვით თ---–--–-- პ------–-ს ქუჩაზე მდებარე „დ-----------–---“-ს ს-–----------–------–---------–----–------- და ტრანსფორმატორის შეცვლის ს--–-----–------------–-- სამუშაოს შესრულება. შესასრულებელი სამუშაოსათვის საჭირო მასალის ნაწილი ეკუთვნოდა მოსარჩელეს, ხოლო - დარჩენილი ნაწილის, ხელშეკრულების დადებისთანავე, მიწოდების ვალდებულება იკისრა მოპასუხე სს „თ--–--მა“, რის თაობაზეც მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო მასალის გადაცემის აქტი.

 

2.2. ხელშეკრულების შესრულების ვ--------------------- არაუგვიანეს 2----–-–------------------

 

_ მოპასუხე სს „თ--–---ს“ საპასუხო ვალდებულებას წარმოადგენდა, შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ შპს „ე-–---------------------ი“-სთვის 11 879.65 ლარის გადახდა.

 

2.3. 2----–-–----------------- №4--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა - 10 470.14 ლარი.

 

2.4. 2----–-–----------------–- მხარეთა შორის დაიდო ნარდობის №4--------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს, სს „თ--–---ს“ №7-- პროექტის საფუძველზე, უნდა შეესრულებინა ს--–-----–------------–-- სამუშაოები შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

- შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 8510.75 ლარი.

 

2.5. № 4--------- ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 10 470.14 ლარი გაქვითულ იქნა დარიცხული პირგასამტეხლოს ღირებულებით, რაც საერთო ჯამში შეადგენდა - 16 818.94 ლარს.

პირგასამტეხლოსა და შესრულებულ სამუშაოს შორის არსებული სხვაობა - 6348.80 ლარი გაიქვითა მხარეთა შორის არსებული №4--------- ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 8510.75 ლარის ანგარიშში.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თ------–------- რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2----–-–----------------ს შპს „ე-–-------------------სა“ და სს „თ--–--ს“ შორის გაფორმებული №4--------- ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;

მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალით, ვინაიდან მან დროულად ვერ უზრუნველყო მოსარჩელისათვის სამუშაოების შესასრულებლად პროექტით გათვალისწინებული მასალების მიწოდება.

 

ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა სს „თ--–---ს“ №C-- 6-- პროექტიის მიხედვით თ---–--–-- პ------–-ს ქუჩაზე მდებარე „დ-----------–---“-ს ს-–----------–------–---------–----–------- და ტრანსფორმატორის შეცვლის ს--–-----–------------–-- სამუშაოს დასრულება 30 დეკემბრის ჩათვლით (ს.ფ. 29); კონკრეტულად, 2----–-–----------------ის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ე-–-------------------ს“ უნდა დაემონტაჟებინა: 1. - 24 ა-----–---- მ---–----–---- კარადა - 2 ცალი;

2. - 16 ა-----–---- მ---–----–---- კარადა - 8 ცალი; 3. - ქ--------------/(10) ტრანსფორმატორის გარეშე; 4. - ძ--–------ ტრანსფორმატორი 1000/6(10).

 

მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ მოსარჩელეს 2----–-–----- დ-------------- დასრულებული ჰქონდა მოსამზადებელი სამუშაოები, სს. „თ--–---ს“ 20---–-–--------------ის N1------- წერილით დასტურდება, რომ შპს „ე-–-------------------ის“ ვირტუალურ საწყობზე 16 ა-----–---- მ---–----–---- კარადები გაიწერა 30 დეკემბერს და მოსარჩელის მიერ მათი გატანაც მოხდა იმავე დღეს 30 დეკემბერს (ს.ფ. 149); ფაქტიურად, 27 დეკემბრიდან _ 30 დეკემბრის დაახლოებით 16 საათამდე, სამუშაოების დაწყება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ მოპასუხის მიერ მისაწოდებელი ძირითადი მასალები მოსარჩელეს მიეწოდა დაგვიანებით. აღნიშნულს ასევე ადასტურებს მოწმეთა ჩვენებებიც (ს.ფ. 184-203). იმის გამო, რომ მოპასუხის მხრიდან დაგვიანებით მოხდა მასალების მოწოდება, მოსარჩელემ მიმართა სს „თ--–--ს“ სამონტაჟო სამუშაოებისთვის დამატებითი ვადის - 5 დღის განსაზღვრის თხოვნით (ს.ფ. 41); საპასუხო წერილი მოსარჩელეს არ მიუღია.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება ვადის გაგრძელების თაობაზე, რამდენადაც პროექტი ითვალისწინებდა არსებული ძ--–------ ტრანსფორმატორის 160/6 შეცვლას, აღნიშნული სამუშაოს შესრულება მ-------------------–--------------–--- და ძ--–------ ტრანსფორმატორის დემონტაჟს. მ-----–------ის გ----–-- სს „თ--–---სთვის“ შესაძლებელი გახდა 2----–-–-------------ს. ამდენად, მოსარჩელემ ამავე დღეს შეასრულა ტრანსფორმატორის დემონტაჟი და მოპასუხის საწყობიდან ახალი - 360/6 ტრანსფორმატორის გამოტანა და მონტაჟი. ორი მრიცხველის ტრანსფორმატორთან შეუთავსებლობის გამო, მოსარჩელემ ვერ შეძლო ამ უკანასკნელის დაყენება. მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოს შესრულება დაასრულა 2----–-–-------------ს, რის თაობაზეც 2----–-–-------------ს აცნობა მოპასუხეს, რათა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის თანახმად მომხდარიყო სამუშაოს დასრულებულად ჩათვლა.

მოპასუხის მითითებით, სამუშაო დასრულებულად ჩაითვლებოდა მას შემდეგ რაც შპს „ე-–---------------------ი“ შეცვლიდა დ---- ტრანსფორმატორებს. მოპასუხე სს „თ--–---ს“ მიერ 20---–-–---------------------–--------------–----------, მოსარჩელემ დაამონტაჟა ტრანსფორმატორები და იმავე დღესვე აცნობა მოპასუხეს სამუშაოს დასრულების თაობაზე. 2----–-–------------ის მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხემ დაადასტურა სამუშაოს მიღების ფაქტი და შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. საქმის გადაწყვეტისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით და მიუთითა, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლომ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით დადაგინა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელემ, 2----–-–----------------ს შპს „ე-–-------------------სა“ და სს „თ--–--ს“ შორის გაფორმებული №4--------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად. 2----–-–------------ის მიღება-ჩაბარების აქტით (ს.ფ. – 65) მოპასუხემ დაადასტურა სამუშაოს მიღების ფაქტი და შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა - 10 470.14 ლარი. სს „თ--–--ს“ მითითებული თანხა უნდა გადაეხადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. მოპასუხის მხრიდან აღნიშნული ვალდებულება მოსარჩელის მიერ შეხსენების შემდეგაც არ შესრულებულა. სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც ასევე დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით (ს.ფ. 184-203) და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ, ანგარიშფაქტურებით, (ს.ფ. 34-40) სს. „თ--–---“-ს 20---–-–--------------ის N1------- წერილით დასტურდება, რომ შპს „ე-–-------------------ის“ ვირტუალურ საწყობზე 16 ა-----–---- მ---–----–---- კარადები გაიწერა 30 დეკემბერს და მოსარჩელის მიერ მათი გატანაც მოხდა იმავე დღეს 30 დეკემბერს დღის მეორე ნახევარში (ს.ფ. 149), დასახელებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს ჩამოუყალიბდა შ------- რწმენა იმის შესახებ, რომ მოპასუხე მხარეს 2----–-–----------------ს სრულყოფილად და უშეცდომოდ რომ გადაეცა მასალები მოსარჩელისათვის (მოპასუხე ვალდებული იყო დროულად მიეწოდებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული მასალები მოსარჩელისათვის, ვინაიდან ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების ვადა გ------------- 5 დღით ის მოიცავდა პერიოდს 2----–-–------------------------------------------–ით), ეს უკანასკნელი 2----–-–-----------------------------------დე დაასრულებდა სამუშაოებს და შესაბამისად, შესრულების ვადაგადაცილებას ადგილი არ ექნებოდა. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გ----------თა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის საპატიო გ----------დ მიიჩნია სასამართლომ მოსარჩელის მხრიდან შესრულების ვადაგადაცილება, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხის მოქმედებაზე იყო დამოკიდებული დროულად მიეწოდებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მან დროულად, გონივრულ ვადაში მიაწოდა საქონელი მოსარჩელე მხარეს, მოპასუხეზე გადავიდა, თუმცა, არსებულის საწინააღმდეგო მან ვერ დაადასტურა. სასამართლომ შეაფასა მოწმე ზ------ დ---–---- ჩვენება, რომლის მიხედვით (ს.ფ. – 184-203) მათ მუშაობის დაწყების საშუალება მიეცათ 2----–-–---------------ის 16 საათიდან, იმ დღეს იმუშავეს ოთხი საათის განმავლობაში, მუშაობის გაგრძელების საშუალება მათ მიეცათ 31 დეკემბერს დილის 9 საათიდან, სამუშაოები დაასრულეს 16 საათზე. ამდენად, სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად დაადგინა ფაქტობრივი გ---------- იმის შესახებ, რომ იმავე დღეს მოსარჩელე მხარე დაასრულებდა სამუშაოებს, რომ არ დაშვებულიყო შეცდომა მოპასუხის მხრიდან, კერძოდ, 2----–-–----------------ს მოპასუხის მიერ სამი ცალი ტრანსფორმატორის ნაცვლად გადაცემული იქნა ერთი ცალი ტრანსფორმატორი (იხ. მოწმეთა ჩვენებები ს.ფ. 184-203, 211-222), რომლის შეცვლაც სადღესასწაულო დღეების გამო ვერ მოხერხდა 2015 წლის 8 იანვრამდე, მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა ასევე, რომ 8 იანვარს ისევ მოპასუხე მხარის მიერ დაშვებული შეცდომის გამო ვერ დასრულდა სრულყოფილად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, მოპასუხე მხარის მიერ ისევ შეცდომით, სხვა კოდებით იქნა მიწოდებული 2 ცალი ტრანსფორმატორი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა არ მომხდარა მოსარჩელე მხარის ბრალით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა განაპირობა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალების დაგვიანებით მიწოდებამ და მოპასუხე მხარის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებამ.

 

2.5 იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ საპატიო გ----------დ მიიჩნია მოსარჩელის მხრიდან შესრულების ვადაგადაცილება, ჩათვალა, რომ არ არსებობდა №4--------- ხელშეკრულების 4.1. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გაქვითვის სამართლებრივი საფუძველი, რაც განახორციელა მოპასუხე მხარემ (ს.ფ. – 66).

 

სასამართლოს შეფასებით, იმისათვის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის თანახმად ვალდებულება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით შეწყდეს, აუცილებელია არსებობდეს ამისათვის განსაზღვრული წინაპირობები; კერძოდ, გაქვითვა პრაქტიკულად ნიშნავს გამქვითავის, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის მოთხოვნის განხორციელებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა რეალურად უნდა არსებობდეს, ანუ თანაგაქვითადი უნდა იყოს და ის უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნის ნამდვილობის პირობებს, რათა მისი განხორციელება რეალურად შესაძლებელი იყოს და რაც მთავარია, მოთხოვნა უდავო უნდა იყოს. თუკი მოთხოვნა არის სადავო, კრედიტორის მხრიდან, ამ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან (რომელიც შესრულებული სამუშაოსათვის ითხოვს თანხის ანაზღაურებას) ასეთი მოთხოვნა არ გამოდგება (რომელიც №4--------- ხელშეკრულების შესრულების ვადაგადაცილების შედეგად წარმოშობილი პირგასამტეხლოს ითხოვს) საპასუხო მოთხოვნად.

 

სასამართლომ სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე შეაფასა უკანონოდ მოპასუხის მიერ 2015 წლის 20 ივლისს განხორციელებული ჩათვლა 6 348.8 ლარის ნაწილში და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სრულყოფილად უნდა ანაზღაურებოდა 2015 წლის 19 თებერვლის №4--------- ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება 6 348.8 ლარის ოდენობით.

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან მოპასუხე მხარემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება, კერძოდ არ გადაიხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 10 470.14 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ 2----–-–----------------- №4--------- ხელშეკრულების 6.9. პუნქტის საფუძველზე, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა 2015 წლის 24 აპრილიდან, წერილობითი გაფრთხილებიდან სარჩელის შეტანამდე - 2015 წლის 28 ივლისამდე 66 დღის პირგასამტეხლო 10 470.14X0.06=414.61 ლარი და სარჩელის შ---------- _ 2----–-–---------–---დან _ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით დაყოვნებული თანხის 10 470.14 ლარის 0.06%-ის 6.28 ლარის გადახდა და 2015 წლის 19 თებერვლის №4--------- ხელშეკრულების 6.9. პუნქტის საფუძველზე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების 6 348.8 ლარის გადაუხდელობისათვის ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით დაყოვნებული თანხის 0.06%-ის _ 3.80 ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა დავის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში წარმოდგენილი 2----–-–------------ის მიღება-ჩაბარების აქტი; კერძოდ, აპელანტის მოსაზრებით, ხსენებული აქტით სს ,,თ--–--მა“ დაადასტურა შესრულებული სამუშაოს ხარისხი, თუმცა სამუშაოების შესრულების ვადის დაგვიანებაზე გამოთქვა პრეტენზია და მხარეთა შორის 2----–-–----------------ს გაფორმებული ხელშეკრულების 6.1. 6.2. 6.3. მუხლების (მხარეთა პასუხისმგებლობა) შესაბამისად, სააქციო საზოგადოებას წარმოეშვა შპს ,,ე-–---------------------ისათვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებამოსილება.

 

3.2. აპელანტის შეფასებით, სასამართლო გადაწყვეტილების გ------------ არასწორად დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, ვინაიდან მათი განმარტებით, შპს ,,ე-–---------------------მა“ 2----–-–---------------ის ჩათვლით დაასრულა კარადების სამონტაჟო სამუშაოები, მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ე-–-------------------ის“ 31 დეკემბრის წერილით დგინდება, რომ ამ დროისათვის ხსენებული სამუშაოები დასრულებული არ იყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ შპს ,,ე-–-------------------მა“ დაარღვია სს ,,თ--–---ს“ მიერ სამუშაოების შესრულებისათვის მიცემული ყველა ვადა, ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და შესაბამისად, დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავი; აქედან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე გ------–- არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში იკვლევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- 2----–-–----------------ს შპს „ე-–-------------------სა“ და სს „თ--–--ს“ შორის დაიდო №4--------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა სს „თ--–---ს“ №6--პროექტის მიხედვით, თ---–--–-- პ------–-ს ქუჩაზე მდებარე „დ-----------–---“-ს ს-–----------–------–---------–----–------- და ტრანსფორმატორის შეცვლის ს--–-----–------------–-- სამუშაოს შესრულება. შესასრულებელი სამუშაოსათვის საჭირო მასალის ნაწილი ეკუთვნოდა მოსარჩელეს, ხოლო - დარჩენილი ნაწილის, ხელშეკრულების დადებისთანავე მიწოდების ვალდებულება იკისრა მოპასუხე სს „თ--–--მა“, რის თაობაზეც მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო მასალის გადაცემის აქტი;

 

- ხელშეკრულების შესრულების ვ--------------------- არაუგვიანეს 2----–-–------------------

 

- მოპასუხე სს „თ--–---ს“ საპასუხო ვალდებულებას წარმოადგენდა, შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ შპს „ე-–---------------------ი“-სთვის 11 879.65 ლარის გადახდა;

 

- 2----–-–----------------- №4--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა - 10 470.14 ლარი:

 

- 2----–-–----------------–- მხარეთა შორის დაიდო ნარდობის №4--------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელეს სს „თ--–---ს“ № - 7-- პროექტის საფუძველზე უნდა შეესრულებინა ს--–-----–------------–-- სამუშაოები შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

- შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 8510.75 ლარი:

 

- № 4--------- ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 10 470.14 ლარი გაქვითულ იქნა დარიცხული პირგასამტეხლოს ღირებულებით, რაც საერთო ჯამში შეადგენდა - 16 818.94 ლარს. პირგასამტეხლოსა და შესრულებულ სამუშაოს შორის არსებული სხვაობა - 6348.80 ლარი გაიქვითა მხარეთა შორის არსებული №4--------- ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 8510.75 ლარის ანგარიშში:

 

- პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა არ მომხდარა შპს ,,ე-–---------------------ის“ ბრალით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა განაპირობა აპელანტის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალების დაგვიანებით მიწოდებამ და მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი სამუშაოსათვის საჭირო მასალის მიწოდებისას დაშვებული შეცდომების გამოსწორებამ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების მიმართ სს ,,თ--–---ს“ არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ სასამართლომ ფაქტობრივი გარემოების დადგენისას არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

4.2 სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1. მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გ------------, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2----–-–----------------ს შპს „ე-–-------------------სა“ და სს „თ--–--ს“ შორის დადებული №4--------- ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოსათვის საჭირო მასალის ნაწილი ეკუთვნოდა მოსარჩელეს, ხოლო - დარჩენილი ნაწილის ხელშეკრულების დადებისთანავე მიწოდების ვალდებულება იკისრა სს „თ--–--მა“, რის თაობაზეც მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო მასალის გადაცემის აქტი.

 

დადგენილია ის გ----------–, რომ შპს ,,ე-–---------------------მა“, წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოს შესრულების შემდგომ, არერთხელ მიმართა მოპასუხე სს „თ--–--ს“ მასალების გადაცემის თაობაზე, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულდა, იმაზე მითითებით, რომ აღნიშნული მასალის გადაცემას ელოდნენ მიმწოდებლისგან, რომელმაც მხოლოდ 2----–-–----------------ს გადასცა შპს „ე-–---------------------ს“ მასალის ნაწილი, გარდა - ძ--–------ და დ---- ორი ტრანსფორმატორისა. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შედგა მასალის მიღება-ჩაბარების აქტი. საქმის მასალებით დგინდება ის გ----------–, რომ პროექტი ითვალისწინებდა არსებული ძ--–------ ტრანსფორმატორის 160/6 შეცვლას, აღნიშნული სამუშაოს შესრულება მ-------------------–--------------–--- და ძ--–------ ტრანსფორმატორის დემონტაჟს. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2----–-–----- დ-------------- დასრულებული ჰქონდა მოსამზადებელი სამუშაოები, სს „თ--–---ს“ 20---–-–--------------ის N1------- წერილით დასტურდება ისიც, რომ შპს „ე-–-------------------ის“ ვირტუალურ საწყობზე 16 ა-----–---- მ---–----–---- კარადები გაიწერა 30 დეკემბერს და მოსარჩელის მიერ მათი გატანაც მოხდა იმავე დღეს 30 დეკემბერს (ს.ფ. 149), საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით აგრეთვე დგინდება, რომ მ-----–------ის გ----–-- სს „თ--–---სთვის“ შესაძლებელი გახდა 2----–-–-------------ს, ხოლო შპს ,,ე-–---------------------მა“ ამავე დღეს შეასრულა ტრანსფორმატორის დემონტაჟი და მოპასუხის საწყობიდან ახალი - 360/6 ტრანსფორმატორის გამოტანა და მონტაჟი. ორი მრიცხველის ტრანსფორმატორთან შეუთავსებლობის გამო, მოსარჩელემ ვერ შეძლო ამ უკანასკნელის დაყენება. მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოს შესრულება დაასრულა 2----–-–-------------ს, რის თაობაზეც 2----–-–-------------ს აცნობა აპელანტს, რათა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის თანახმად მომხდარიყო სამუშაოს დასრულებულად ჩათვლა. სს „თ--–---ს“ მიერ 20---–-–---------------------–--------------–---------- შპს ,,ე-–---------------------მა“ დაამონტაჟა ტრანსფორმატორები და იმავე დღესვე აცნობა აპელანტს სამუშაოს დასრულების თაობაზე. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება ისიც, რომ 08 იანვარს სს ,,თ--–---ს“ მიერ დაშვებული შეცდომის გამო ვერ დასრულდა სრულყოფილად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, მოპასუხე მხარის მიერ ისევ შეცდომით, მიწოდებული იქნა 2 ცალი სხვა ტრანსფორმატორი. 2----–-–------------ის მიღება-ჩაბარების აქტით კი აპელანტმა დაადასტურა სამუშაოს მიღების ფაქტი და შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებულ აქტში არ არის მითითებული აპელანტის მხრიდან მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადის დარღვევის თაობაზე პრეტენზიის გამოთქმის შესახებ;

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასებით, ს--------–----- პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა არ მომხდარა შპს ,,ე-–---------------------ის“ ბრალით, რაც შესაძლოა გამხდარიყო მისთვის აპელანტის მხრიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი, მეტიც, საქმის მასალებით დგინდება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა განაპირობა სწორედ აპელანტის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალების დაგვიანებით და შეცდომით მიწოდებამ;

ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, სს ,,თ--–---ს“ მხრიდან აპელირება იმ გ----------ზე, რომ მან სადავოდ გახადა მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან 2----–-–----------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა და აღნიშნული გ----------, წარდგენილი მტკიცებულებები, არასწორად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ, საფუძველს მოკლებულია.

 

4.3. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გ------------ არ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ე-–-------------------ის“ 2----–-–---------------ის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ამ დროისათვის ხსენებული სამუშაოები დასრულებული არ იყო, პალატა შენიშნავს, რომ სადავო წერილის შინაარსიდან გამომდინარე დგინდება სწორედ ის გ----------, რომ სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა უშუალოდ აპელანტის მხრიდან მასალების დაგვიანებით მიწოდების გამო და მას პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადო შეფასება მისცა.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პერეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გ----------–- გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის და აპელანტის - სს ,,თ--–---ს“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 689.35 ლარი, უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სს ,,თ--–---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /

 

მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/

 

/გოგიტა თოთოსაშვილი/