განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002238198
საქმე N3ბ/1168-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ვ------- გ------–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
წარმომადგენელი - ხ----- შ----–--ე;
მესამე პირი - ქ------- ც--–--ე;
წარმომადგენელი - თ----- ს-------ა;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება;
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის და 05 მარტის განჩინებები მტკიცებულებათა გამოთხოვნის შესახებ;
1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის და 05 მარტის განჩინებები და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითა სარჩელი დაკმაყოფილდება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით ვ------- გ------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დ--------------–--------------ის თანამდებობაზე (№-----) გამოცხადებულ კონკურსში ვ------- გ------–-–---–მა მიიღო მონაწილეობა და კონკრეტულ დოკუმენტებთან ერთად წარადგინა განაცხადი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შუალედური პასუხი, №----- ვაკანსიაზე განაცხადთან დაკავშირებით, ვ------- გ------–-–---–ს ეცნობა 2017 წლის 14 ნოემბერს, 10:59 საათზე.
2017 წლის 15-16 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა გასაუბრება დ--------------–--------------ის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან, მათ შორის, 2017 წლის 15 ნოემბერს - ვ------- გ------–-–---–თან. გასაუბრების პროცესი აისახა აუდიო-ვიდეო მასალაზე (ს.ფ.12-13; 17; 54-62; 71).
2.2.2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, 2017 წლის 17 ნოემბერს გამოქვეყნდა ინფორმაცია დ--------------–--------------ის ვაკანტურ თანამდებობაზე დარეგისტრირებულ კონკურსანტებთან გასაუბრების დასრულების შესახებ და ასევე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბერს 11:00 საათზე დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგი. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად გატანილი იქნა დ--------------–--------------ის კონკურსზე დარეგისტრირებული კანდიდატების კენჭისყრა (ს.ფ. 83; 109).
2.2.3. 2017 წლის 20 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა დ--------------–--------------ის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების ღია კენჭისყრა, დ--------------–--------------ის თანამდებობაზე დასანიშნად. კენჭისყრის შედეგად, ვ------- გ------–-–---–მა მიიღო 0 (ნული) ხმა, ხოლო ქ------- ც--–--ემ - 14 ხმა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1------ გადაწყვეტილებით ვ------- გ------–-–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დ--------------–--------------ის ვაკანტურ თანამდებობაზე ჩატარებული კონკურსის შედეგების მიხედვით, მისმა კანდიდატურამ ვერ მოაგროვა თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელი ხმათა საჭირო რაოდენობა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე დ--------------–--------------ის ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა ქ------- ც--–--ე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის №1---- გადაწყვეტილებით, ქ------- ც--–--ე 2017 წლის 21 ნოემბრიდან არჩეულ იქნა დ--------------–-------------ად, 5 წლის ვადით (ს.ფ. 14; 27; 28; 52).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. სასამართლომ მიუთითა შრომითი უფლების დაცვის მარეგულირებელ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობაზე, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლზე; ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 21-ე, 23-ე მუხლებზე; „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე და ევროპის სოციალური ქარტიის პირველ მუხლზე.
2.3.2. სასამართლომ, ასევე, მიუთითა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 511 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომელთა თანახმად, მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება დ--------------–--------------ის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს დ--------------–--------------ი. დ--------------–-------------ს 5 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამ კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-9 მუხლის „ა1“ ქვეპუნქტითა და 271 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 272 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს დ--------------–--------------ის თანამდებობის დასაკავებლად.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 272 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დ--------------–--------------ობის კანდიდატის საკითხს განიხილავს ორ ეტაპად. კონკურსის პირველი ეტაპი გულისხმობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალური მხარის შემოწმებას და კონკურსის მეორე ეტაპზე გასვლის უფლების მქონე კანდიდატთა შერჩევას. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატებთან გასაუბრებასა და ამ მუხლის მე-6-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღებას.
რეგლამენტის მითითებული მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები კი ადგენს, რომ გასაუბრების დასრულების შემდეგ ტარდება კენჭისყრა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთ კანდიდატს. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა, ტარდება ხელახალი კენჭისყრა საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის. თუ პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობს ყველა მათგანი. თუ ხელახალი კენჭისყრისას კვლავ ვერ შეირჩა კანდიდატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განმეორებით აცხადებს კონკურსს საერთო წესის მიხედვით.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებებზე, რომ ვ------- გ------–-–---–ი წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დ--------------–--------------ის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატს (პრეტენდენტს). მან დასაქმების პორტალის - www.hr.gov.ge -ს საშუალებით გამოცხადებულ კონკურსზე გააკეთა ელექტრონული განაცხადი. აღნიშნული კონკურსის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენდა გასაუბრება, რომელიც ჩატარდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, 2017 წლის 15 და 16 ნოემბერს. გასაუბრება სხვა კანდიდატებთან ერთად გაიარეს ვ------- გ------–-–---–მა და ქ------- ც--–--ემ. განხორციელდა გასაუბრების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის სხდომის ოქმით დგინდება, რომ საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება დ--------------–--------------ის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის შესარჩევად, კერძოდ, კენჭი უყარეს 17 კანდიდატს და ამასთან, კენჭისყრის შედეგად, ვ------- გ------–-–---–მა მიიღო 0 (ნული) ხმა, ხოლო ქ------- ც--–--ემ - 14 (თოთხმეტი) ხმა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსში მონაწილე კანდიდატების აპლიკაციების შესწავლის, კონკურსის გასაუბრების ეტაპზე კანდიდატებთან გასაუბრების, მათი პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით შეფასება გამოხატა საკუთარი ხმის მიცემით კონკრეტული კანდიდატების მიმართ. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ კონკურსში ვ------- გ------–-–---–მა ვერ მიიღო ვერცერთი წევრის ხმა და იგი ყველა მათგანის მიერ შეფასდა უარყოფითად. ამასთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობა (თოთხმეტი ხმა) მიიღო ქ------- ც--–--ემ.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის პოზიციაზე საბჭოს (კომისიის) წევრების მიერ ვ------- გ------–-–---–თან გასაუბრებისას დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დ--------------–-------------ად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია. ამდენად, მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული მოთხოვნები არის ფორმალური ხასიათის და იმ შემთხვევაში თუ მათ რომელიმე კანდიდატი არ აკმაყოფილებს, ადგილი ექნება კონკურსის პირველივე ეტაპზე მის უარყოფითად შეფასებას და იგი არ იქნება გადაყვანილი კონკურსის მეორე - გასაუბრების ეტაპზე. შესაბამისად, სასამართლო დაეთანხმა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წარმომადგენელს და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან - განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებისაგან, თუ ორივე ეტაპზე მოხდება მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფორმალური კრიტერიუმებით შეფასება, ვერ განხორციელდება კანდიდატების კვალიფიკაციის შეფასება.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით, რომლითაც არის დარეგულირებული დ--------------–--------------ის უფლებამოსილება და მისი არჩევის წესი, კანდიდატის მიმართ დასმული შეკითხვები უნდა ემსახურებოდეს მისი კვალიფიკაციის შეფასებას. განსახილველ შემთხვევაში კი, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არის დასაბუთებული, თუ რომელი შეკითხვა იყო მოცემულ წესთან შეუსაბამო და არ ემსახურებოდა მოსარჩელის კვალიფიკაციის შეფასებას.
მოსარჩელემ სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად, ასევე, მიუთითა გასაუბრების ეტაპის თარიღის შეტყობინება არაგონივრულ ვადაში (7 დღეზე ნაკლებ ვადაში), კერძოდ, მას 2017 წლის 14 ნოემბერს ეცნობა 2017 წლის 15 ნოემბერს მასთან დანიშნული გასაუბრების ეტაპის თარიღის შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც მოსარჩელე მონაწილეობდა კონკურსში, წარადგინა განაცხადი და მისმა კანდიდატურამ დააკმაყოფილა კონკურსის პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევის ეტაპი, შესაბამისად, მისთვის მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო გასაუბრებაზე გასვლა. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, ამ ვადის დარღვევის მიუხედავად მზად იყო გასაუბრებაზე გასასვლელად. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, ეს გარემოება გავლენას ვერ მოახდენს კონკურსის შედეგებზე.
ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგი წევრების მხრიდან გამარჯვებული კანდიდატს მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე (დ--------------–-------------ად არჩეული პირი იცნობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგ წევრებს, კერძოდ, მათთან იმყოფებოდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში).
სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მიმართებით მოსარჩელის განმარტებები ატარებს მხოლოდ ზოგად ხასიათს, არ არის რაიმე კონკრეტული გარემოება მითითებული. ამდენად, მოსარჩელის მითითება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე დაუსაბუთებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რა პროცედურული ნორმების დარღვევით იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვ------- გ------–-–---–ის კანდიდატურა არ იქნა არჩეული დ--------------–--------------ის ვაკანტურ თანამდებობაზე.
2.3.3. სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის N1---- გადაწყვეტილებით, ქ------- ც--–--ე 2017 წლის 21 ნოემბრიდან არჩეულ იქნა დ--------------–-------------ად, 5 წლის ვადით.
სარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის N1---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, რამდენადაც მოსარჩელემ ვერ მიუთითა მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლებზე, დაუსაბუთებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის N1---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა. მით უმეტეს, როდესაც ეს უკანასკნელი წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ“ პუნქტის მიხედვით, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებასა და სარგებელს. აღსანიშნავია, რომ მითითებული გადაწყვეტილებით ქ------- ც--–--ე დანიშნული იქნა კონკრეტულ თანამდებობაზე და ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას.
სასამართლომ განმარტა, რომ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მითითებული აქტით პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მისი კანონიერი უფლებისა და ინტერესისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ------- გ------–-–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, უსაფუძვლოა ვ------- გ------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, კერძოდ, დაევალოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელახლა ჩაატაროს გასაუბრება და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, მიიღოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის ფაქტობრივად დასაბუთებული. საბჭოს წევრის მიერ მის მიმართ ფორმალური უარყოფითი შეფასება არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმის დასკვნისთვის, რომ საბჭოს წევრმა განახორციელა პროფესიული ან/და პიროვნული შესაძლებლობების შეფასება, ხოლო თუ განახორციელა იყო თუ არა შეფასება ობიექტური და მიუკერძოებელი.
აპელანტი განმარტავს, რომ გასაუბრების მიზანს წარმოადგენს კანდიდატის კვალიფიკაციის საკმარისობისობის შემოწმება. თუმცა, გასაუბრებისას დასმული კითხვების შინაარსი არ უნდა სცილდებოდეს ვაკანტური თანამდებობის ფუნქციონალური დანიშნულების და მისი კომპეტენციის რეალიზების სამართლებრივ ჩარჩოს. კითხვები, რომლებიც არ უკავშირდება სამუშაოს ფუნქციონალურ ჩარჩოს ითვლება არარელევანტურად და დისკრიმინაციულადაც. საბჭოს წევრების მიერ დასმული შეკითხვები შეუსაბამო იყოს დისციპლინური წარმოების საგნობრივ ფორმატთან და მოცულობასთან.
აპელანტი აღნიშნავს, რომ გასაუბრების თარიღის თაობაზე ეცნობა გასაუბრებამდე 1 დღით ადრე, რაც წარმოადგენდა არაგონივრულ ვადას კანდიდატის გასაუბრებისთვის მოსამზადებლად. სისხლის სამართლის მატერიალური/საპროცესო კანონმდებლობაში სიახლეების და სხვა სამართლებრივი საკითხების გადამეორებას გეგმავდა 2017 წლის 15,16,17 ნოემბერს. გასაუბრების გონივრულ ვადაში დანიშვნა, გავლენას მოახდენდა კონკურსის შედეგებზე
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ კონკურსანტების არათანაბარ, არათანაზომიერ მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებულნი. მაგალითად: ქ. ც--–--ის მიმართ დასმული კითხვები თემატურად და შინაარსობრივად განსხავავებული იყო და, იმავდროულად. ქ. ც--–--ესთან გასაუბრების ხარისხი შედარებით ზედაპირული იყო, რაც გამოწვეული იყო საბჭოს წევრებსა მას შორის შრომითი ურთიერთობიდან ჩამოყალიბებული სუბიექტური პოზიტიური დამოკიდებულების გამო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დაირღვა ადმინისტრაციული ურთიერთობების პრინციპი - ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი (ნ. გ---------), რომელიც შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან, აგრეთვე სახელმწიფო სამსახურში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების მიზნით, შექმნილი კოლეგიური ორგანოს (კომისიის, საბჭოს ან სხვა) მიუკერძოებლობის პრევენციის მთავარი პრინციპი - შეფასების პროცესში, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს კოლეგიური ორგანოს წევრმა, თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. მაგალითად, ამგვარ გარემოებებს მიეკუთვნება შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე კანდიდატის მიმართ წინასწარ შექმნილი პოზიტიური განწყობა.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს ზაკ-ის 601 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტები პირდაპირ ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. გასაუბრებისას იგი და ქ. ც--–--ე საბჭოს მხრიდან ჩაყენებულ იქნენ არათანაზომიერ და არათანაბარ მდგომარეობაში/ პირობებში, რაც ირიბი დისკრიმინაციის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. აპელანტი მითთებული პოზიციის არგუმენტად მიუთითებს, რომ საბჭოს მხრიდან მოხდა თემატურად, შინაარსობრივად (და ა.შ) არათანაზომიერი/ არათანაბარი კითხვების დასმა, კანდიდატების მიმართ საბჭოს წევრების მიერ განსხვავებული ემოციური დამოკიდებულება და ქცევა, მოტივირებული იმ ფაქტორით, რომ ქ. ც--–--ე იყო სასამართლო ხელისუფლების მოხელე, მისი სისტემის ნაწილი და ა.შ.
აპელანტი სადავოდ ხდის რა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის და 5 მარტის საოქმო განჩინებებს განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული იქნა თუ არა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები, ანდა მასთან მიმართებაში განხორციელდა თუ არა დისკრიმინაციული მოპყრობა, შეიძლება გამოკვლეული იქნეს მხოლოდ საბჭოს წევრების ქმედების (მასთან და ქ------- ც--–--ესთან გასაუბრებისას) ურთიერთშედარებით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობის შემოწმების ერთადერთ პროცესუალურ საშუალებას შედარებითობა წარმოადგენდა, რომლის უზრუნველყოფა ქ. ც--–--ესთან გასაუბრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერსის საშუალებით შეიძლება მიღწეულიყო, თუმცა საქალაქო სასამართლომ მართლმსაჯულება განახორციელა არაჯეროვნად, კერძოდ, გამოიკვლია - მხოლოდ მოსარჩელესთან მიმართებაში რამდენად სწორად დაისვა კითხვები, რაც არასაკმარისია ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად.
აპელანტი ზემოაღნიშნულის საფუძველზე ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება, ასევე 2018 წლის 20 თებერვლის და 05 მარტის განჩინებები უნდა დარჩეს უცვლელად.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დ--------------–--------------ის თანამდებობაზე (№-----) გამოცხადებულ კონკურსში ვ------- გ------–-–---–მა მიიღო მონაწილეობა და კონკრეტულ დოკუმენტებთან ერთად წარადგინა განაცხადი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შუალედური პასუხი, №----- ვაკანსიაზე განაცხადთან დაკავშირებით, ვ------- გ------–-–---–ს ეცნობა 2017 წლის 14 ნოემბერს, 10:59 საათზე.
2017 წლის 15-16 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა გასაუბრება დ--------------–--------------ის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან, მათ შორის, 2017 წლის 15 ნოემბერს - ვ------- გ------–-–---–თან. გასაუბრების პროცესი აისახა აუდიო-ვიდეო მასალაზე.
4.1.2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, 2017 წლის 17 ნოემბერს გამოქვეყნდა ინფორმაცია დ--------------–--------------ის ვაკანტურ თანამდებობაზე დარეგისტრირებულ კონკურსანტებთან გასაუბრების დასრულების შესახებ და ასევე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბერს 11:00 საათზე დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგი. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად გატანილი იქნა დ--------------–--------------ის კონკურსზე დარეგისტრირებული კანდიდატების კენჭისყრა (ს.ფ. 83; 109).
4.1.3. 2017 წლის 20 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა დ--------------–--------------ის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების ღია კენჭისყრა, დ--------------–--------------ის თანამდებობაზე დასანიშნად. კენჭისყრის შედეგად, ვ------- გ------–-–---–მა მიიღო 0 (ნული) ხმა, ხოლო ქ------- ც--–--ემ - 14 ხმა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1------ გადაწყვეტილებით ვ------- გ------–-–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დ--------------–--------------ის ვაკანტურ თანამდებობაზე ჩატარებული კონკურსის შედეგების მიხედვით, მისმა კანდიდატურამ ვერ მოაგროვა თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელი ხმათა საჭირო რაოდენობა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე დ--------------–--------------ის ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა ქ------- ც--–--ე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის №1---- გადაწყვეტილებით, ქ------- ც--–--ე 2017 წლის 21 ნოემბრიდან არჩეულ იქნა დ--------------–-------------ად, 5 წლის ვადით.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველი დავისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს კონკურსის ფარგლებში ვ------- გ------–-–---–თან ჩატარებული ჩასაუბრება პროცედურული და სამართლებრივი თვალსაზრისით თანხვედრაში იყო თუ არა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან. ამასთან, უნდა შეფასდეს ქ------- ც--–--ის მიმართ გამოცემული აქტის კანონიერება, რომლის ფარგლებშიც უნდა დადგინდეს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობა. აქვე მნიშვნელოვანია შეფასდეს, განსახილველ დავაზე ქ------- ც--–--ის გასაუბრების ოქმის გამოთხოვის აუცილებლობა.
დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ გამოცხადდა კონკურსი დ--------------–--------------ის ვაკანტურ თანამდებობაზე, სადაც მონაწილეობა მიიღო ვ------- გ------–-–---–მა. კონკურსის შედეგები გამოვლინდა საბჭოს წევრთა კენჭისყრის საფუძველზე. ვ------- გ------–-–---–მა ვერ მიიღო საბჭოს ვერც ერთი წევრის ხმა, ხოლო კონკურსანტმა ქ------- ც--–--ემ დააგროვა საბჭოს წევრთა 14 ხმა, რაც მის მიმართ დადებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.
ვ------- გ------–-–---–ი უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ასახელებს კონკურსის გასაუბრების ეტაპზე ერთი დღით ადრე დაბარებას, რაც მიაჩნია არაგონივრულ ვადად; ასევე, მიუთითებს მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციული მოპყრობაზე ქ------- ც-–----სთან შედარებით. მნიშვნელოვანია შეფასდეს თითოეული დასახელებული გარემოება, როგორც სადავო აქტების კანონიერების განმსაზღვრელი.
პალატა აღნიშნავს, რომ დ--------------–--------------ის საქმიანობის საკითხს არეგულიებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. ხსენებული კანონის 511 მუხლი განსაზღვრავს დ--------------–--------------ის ინსტიტუტის არსებობის ძირითად მიზანს/ფარგლებს, კერძოდ: მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება დ--------------–--------------ის სამსახური. ამდენად, დ--------------–--------------ი გვევლინება მართლმსაჯულების სისტემაში სამოსამართლო დისციპლინის დაცვის გარანტად. დარღვევების შემთხვევაში მან უნდა უზრუნველყოს საკითხის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევა. პალატას მიაჩნია, რომ მითითებული საქმიანობის განხორციელება უსათუოდ მოითხოვს კვალიფიკაციის მაღალ დონეს. თავის მხრივ კვალიფიკაცია წარმოადგენს კონკრეტულ შრომით საქმიანობაში პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციათა ფლობის დონეს. ყოველივე აღნიშნული კი ვერ მიიღწევა დროის მცირე შუალედში. აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ გასაუბრების ეტაპზე 1 დღით ადრე დაბარება არ წარმოადგენს გონივრულ ვადას, მას სურდა სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის გამეორება, რაც ვერ შეძლო. პალატას მიაჩნია, რომ კონკურსანტის გასაუბრებაზე დაბარება გონივრული ვადით ადრე ემსახურება იმ მიზანს, რომ პირმა ობიექტურ გარემოებათა გათვალისწინებით შეძლოს კონკურსზე გამოცხადება, იგი არ ემსახურება აღნიშნულ ვადაში კვალიფიკაციის დონის ამაღლებას. იმ შემთხვევაში თუკი გასაუბრებაზე ერთი დღით ადრე დაბარება გახდებოდა მისი კონკურსზე გამოუცხადებლობის მიზეზი, აღნიშნული შესაძლებელია კონკურსანტის კანონიერ უფლებათა შეზღუდვის საფუძველი ყოფილიყო. განსახილველ შემთხვევაში საბჭოს მიერ ვ------- გ------–-–---–ის გასაუბრებაზე დაბარება 1 დღით ადრე არ გამხდარა მისი კონკურსზე გამოცხადების დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელესთან მიმართებით ვადის გონივრულობა დაცული იყო. მოცემულ პირობებში იგი ვერ გახდება სადავო აქტების კანონიერების განმსაზღვრელი გარემოება.
აპელანტი მიუთითებს საბჭოს მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლება - იყოს დაცული დისკრიმინაციის ყველა ფორმისგან, განმტკიცებულია როგორ ეროვნული კანონმდებლობით, ასევე არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს. კანონის წინაშე თანასწორობა, უწინარესად, ყველასთვის თანაბარი უფლებებით, პრივილეგიებითა თუ იმუნიტეტით სარგებლობის უფლებას გულისხმობს, რომლებიც თანაბრადაა დაცული კანონის საფუძველზე. მოცემული კონსტიტუციური ნორმა განსაზღვრავს, თუ რა ნიშნის მიხედვით არ შეიძლება ადამიანებისადმი დიფერენცირებული მიდგომა. იგი უზრუნველყოფს, რომ ყველას სამართლებრივი დაცვის თანაბარი საშუალებები გააჩნდეს და არ დაიჩაგროს სხვადასხვა მიზეზთა გამო. თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფის საშუალებად განიხილება შესაძლებლობათა თანასწორობა, რაც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შანსი. მისი უზრუნველყოფა არსებითია კონკურენციის სფეროში. იგი სახელმწიფოს ავალდებულებს ყველასათვის თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას, მათ შორის კონკურსებისა და სამსახურში აყვანის დროს.
პალატა აღნიშნავს, რომ დ--------------–--------------ის კონკურსის საფუძველზე არჩევის დათქმა გათვალისწინებულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით, ხოლო ამავე თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 272 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს დ--------------–--------------ის თანამდებობის დასაკავებლად. ამავე მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დ--------------–--------------ობის კანდიდატის საკითხს განიხილავს ორ ეტაპად. კონკურსის პირველი ეტაპი გულისხმობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალური მხარის შემოწმებას და კონკურსის მეორე ეტაპზე გასვლის უფლების მქონე კანდიდატთა შერჩევას. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატებთან გასაუბრებასა და ამ მუხლის მე-6-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღებას. რეგლამენტის მითითებული მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები კი ადგენს, რომ გასაუბრების დასრულების შემდეგ ტარდება კენჭისყრა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთ კანდიდატს. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა, ტარდება ხელახალი კენჭისყრა საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის. თუ პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობს ყველა მათგანი. თუ ხელახალი კენჭისყრისას კვლავ ვერ შეირჩა კანდიდატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განმეორებით აცხადებს კონკურსს საერთო წესის მიხედვით. ამდენად, სადავო ურთიერთობას არეგულირებს დასახელებული სამართლებრივი ნორმები, რაც გულისხმობს, რომ დ--------------–--------------ის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი უნდა ჩატარდეს მათ შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მირ გამოცხადებულ კონკურსზე ყველა პირს თანაბრად შეეძლო მიეღო მონაწილეობა, კანონით დადგენილ კრიტერიუმთა დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამგვარი უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა მათ შორის მოსარჩელესაც. კონკურსი შედგებოდა ორი ეტაპისაგან - განაცხადთა გადარჩევისა და გასაუბრებისაგან. მოსარჩელე გადაყვანილ იქნა მეორე ეტაპზე.
საქმეზე წარმოდგენილი გასაუბრების ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ საბჭოს წევრებმა მოსარჩელეს დაუსვეს არაერთი შეკითხვა სამართლის სხვადასხვა დარგიდან. ამასთან, რიგ შემთხვევებში დასმულ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხის არ არსებობის დროს, მას შესთავაზეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და მსჯელობა, რაც კიდევ ერთხელ არწმუნებს სასამართლოს, რომ გასაუბრების ჩატარება მიზნად ისახავდა კონკურსანტის ლოგიკური აზროვნებისა და მისი კვალიფიკაციის დონის განსაზღვრას და არა მის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას. გაჟღერებული კითხვებით და მიმდინარე გასაუბრებით არ მომხდარა კონკურსანტის რაიმე სახის კანონიერ უფლებათა და ინტერესთა ხელყოფა.
აპელანტი მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ ქ------- ც--–--ეს გააჩნდა გარკვეული შრომითი ურთიერთობა საბჭოს რამოდენიმე წევრთან და აღნიშნულმა განაპირობა მიღებული შედეგი. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ვერ მიიღო საბჭოს წევრთა ვერც ერთი ხმა, ქ------- ც--–--ე კი არჩეულ იქნა საბჭოს წევრთა 14 ხმით. ამასთან, დ--------------–--------------ის აირჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მოსარჩელის მიერ დასახელებულ პირთა ხმების გაბათილების შემთხვევაშიც კი ადგილი არ ექნობოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას, მით უფრო მოსარჩელესთან მიმართებით. ამდენად, აპელანტის მიერ დასახელებული პოზიცია უსაფუძვლოა და არ ქმნის სადავო აქტების ბათილად ცნობის წინაპირობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ დ--------------–--------------ის კონკურსზე ვ------- გ------–-–---–ის მიმართ არ დარღვეულა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, არ დასტურდება მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი რაიმე ნიშნით, რაც მისი სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მიუთითებს. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რა პროცედურული ნორმების დარღვევით იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვ------- გ------–-–---–ის კანდიდატურა არ იქნა არჩეული დ--------------–--------------ის ვაკანტურ თანამდებობაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის №1---- გადაწყვეტილება და 27 ნოემბრის №1/349-03 წერილი მიღებულია კოლეგიური ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას შეისწავლის ისინი მიზანშეწონილობის კუთხით, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს ამგვარი აქტების მხოლოდ კანონიერება. კერძოდ, მათი გამოცემისას დაცულია თუ არა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ფორმალური და მატერიალური მოთხოვნები.
პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (Nბს-300-291(კ-13) 26.09.2013წ.), რომლის თანახმად, ,,კოლეგიური ორგანოს, სათათბირო ორგანოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემოწმება დაიშვება მხოლოდ კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.“ ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსი ჩატარდა დადგენილი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით, არ დარღვეულა აქტის გამოცემისათვის დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად სასამართლოს სადავო აქტები მიაჩნია კანონიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად, ამასთან, მათი მიზანშეწონილობის საკითხს სასამართლო ვერ გამოიკვლევს.
სააპელაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ ქ------- ც--–--ის მიმართ გამოცემული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის N1---- გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამგვარი აქტის ბათილად ცნობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება სხვა პირისთვის.
იმ პირობებში როდესაც ვ------- გ------–-–---–ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ კანონიერად არის მიჩნეული, ქ------- ც--–--ის მიმართ გამოცემული აქტი ვერ მოახდენს მის კანონიერ უფლებათა და ინტერესთა ხელყოფას. შესაბამისად, პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.
რაც შეეხება აპელანტის მიერ გასაჩივრებულ განჩინებებს, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა ქ------- ც--–--ის გასაუბრების ოქმის გამოთხოვის თაობაზე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს შუამდგომლობათა დაკმაყოფილებაზე და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი. განსახილველ დავაზე არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა და უპირველესად, სასამართლოს კვლევის საგანი იყო თავად ვ------- გ------–-–---–ის მიმართ გამოცემული აქტის კანონიერების საკითხის შესწავლა. ვინაიდან, ხსენებული აქტის კანონიერების დადგენა იმთავითვე გამორიცხავდა ქ------- ც--–--ის მიმართ გამოცემული აქტის უკანონობას, მოსარჩელის ნაწილში. მოსარჩელის მიმართ გამოცემული აქტის კანონიერების დადგენას ვერ უზრუნველყოფდა ქ------- ც--–--ის გასაუბრების ოქმის შესწავლა. იგი განსახილველ საქმეზე არ წარმოადგენდა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას.
ოქმის გამოთხოვის მთავარ მოტივად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ კონკურსანტთა მიმართ არ იყო დასმული მსგავსი შეკითხვები. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულის დადასტურების პირობებშიც კი იგი ვერ გახდებოდა სადავო აქტების კანონიერების განმსაზღვრელი გარემოება, რამეთუ საკონკურო კომისიას გააჩნია ფართო დისკრეცია კონკურსანტის კვალიფიკაციის დადგენის მიზნით დაუსვას ნებისმიერი სირთულის შეკითხვა როგორც სამართლის დარგიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კვალიფიკაციის დონის განსაზღვრა შესაძლებელია არა მხოლოდ სამართლებრივ საკითხთა ცოდნით, არამედ კონკურსანტისთვის უცნობ სამართლებრივ საკითხზე დასაბუთებული პოზიციის წარდგენის შესაძლებლობით, რაც ავლენს ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის გადაწყვეტილების დასკვნას მასზედ, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5.2. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ვინაიდან განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ------- გ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა