განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.09.2018
საქმის ნომერი
020210018002512097
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210018002512097

№2/ბ-754-18წ.

ganCineba

საქართველოს სახელით

05 სექტემბერი 2018 წ. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი: მ------- მ------

მოწინააღმდეგე მხარე: ჟ----- კ-----–---–--, მ--------- ქ----------, ბ------ კ-----–---–--, დ---- ჯ--–--------, ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება

სააპელაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2018 წლის 25 ივნისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ---------------მ, მოპასუხეებად დაასახელა ჟ----- კ-----–---–--, მ--------- ქ----------, ბ------ კ-----–---–--, დ---- ჯ--–-------- და ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- სამინისტრო და მოპასუხეთა შორის დადებული, 2016 წლის 22 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით, მ---------------ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსკ-ის 177-178-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დავის ფაქტობრივი გარემოებების გრაფა არ იყო შევსებული თანმიმდევრულად და სრულად, კერძოდ:

1) სარჩელის დავის ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მის მიერ სადავოდ იყო გამხდარი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება ფ-------- ს------- წინააღმდეგ, რომელიც განიკარგა ამჟამინდელი მოპასუხეების სასარგებლოდ.

2) სარჩელიდან კონკრეტულად არ ირკვეოდა ძალაში იყო, თუ არა, პრივატიზაციის ხელშეკრულება, ხოლო, თუ იგი ძალაში იყო, ამ პირობებში გაუგებარია, როგორ მიიღწევა წინამდებარე სარჩელით განსაზღვრული დავის საგნის იურიდიული შედეგი.

სასამართლომ, მოსარჩელეს განუმარტა, რომ მას ეტაპობრივად უნდა გაევლო სამართლებრივი გზები, კერძოდ, პირველ რიგში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ის ხელშეკრულება (ხელშეკრულებები), რომელიც წინ უძღვოდა 2016 წლის 22 ივლისის სადავო ხელშეკრულებას.

გარდა ამისა, დავის განხილვისას, მოპასუხედ მითითებული უნდა იქნეს ხელშემკვრელი მხარეები - გამყიდველი და მყიდველი.

წარმოდგენილი სარჩელით, მოსარჩელე არ დავობს ყველა ხელშეკრულებაზე.

ამრიგად, დასაზუსტებელია მოთხოვნა და მოპასუხე პირთა წრე. ამასთან ერთ-ერთ მოპასუხეს წარმოადგენს ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- სამინისტრო, თუმცა ხელშეკრულებაში მისი მონაწილეობის მიზნის თაობაზე, სარჩელში აღნიშნული არ არის, ასევე, მითითებული არ არის ამ მოპასუხის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

გარდა ამისა, მოსარჩელე მ------- მ------, 2016 წლის ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვს, ხოლო სარჩელის აღძვრის იურიდიულ ინტერესს ვერ ასაბუთებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, რაც ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ---------------მ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელი შედგენილია და პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მასში სრულყოფილად და თანმიმდევრულად არის ასახული მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებებთან დაკავშირებით. ხოლო ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულებები, ფაქტის დასადასტურებლად საკმარისია, თუ არა, ეს საკითხი სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე არ უნდა გადაწყდეს.

დავის ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში მითითებული აქვს, რომ 2015 წლის 7 მაისს, სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ფ-------- ს------- წინააღმდეგ და მოითხოვა, სადავო ბინაზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის-პრივატიზაციის ხელშეკრულების ბთილად ცნობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. სარჩელზე დასართავი დოკუმენტაციის მოგროვებისას, შემთხვევით გაიგო, რომ აღნიშნული ბინა გადაუფორმებიათ მოპასუხეებად მითითებულ პირებს. შესაბამისად, სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზეც მიმართა, რაც არ დაკმაყოფილდა.

სარჩელში მოპასუხედ მითითებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს ხელშეკრულებაში მონაწილეობის მიზანი არის ის, რომ მოპასუხეები არიან დევნილები, მათ მიერ სახლის შესყიდვების პროექტის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული წესით, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, ნასყიდობის საფასურის გადამხდელი, სწორედ სამინისტროა, რითაც ის ხელშეკრულების მონაწილე მხარეა.

წარმოდგენილი სარჩელით მისი იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის პირობებში, სარჩელით მოთხოვნილი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობით, მას როგორც დაინტერესებულ პირს წარმოეშობა უფლება, ხოლო საჯარო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს ვალდებულება ძალადაკარგულად გამოაცხადოს რეგისტრაცია.

სწორედ, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების მონაწილე პირმა ფ-------- საჯაიამ, ლ----- პ--------ს მიყიდა პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებული სადავო ბინა, თუმცა საკუთრების უფლებით აღნიშნული ბინა საჯარო რეესტრში თავის სახელზე დაირეგისტრირა.

მას შემდეგ, რაც ლ----- პ-------- ავად გახდა, ის უვლიდა მას. ლ-----ს სურვილი ჰქონდა ფ-------- ს----------- კანონიერად შეძენილი ბინა მ.მ------- სახელზე დაერეგისტრირებინა და მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ გადაეცა მისთვის საკუთრების უფლებით, რაც ვერ მოახერხა ფ-------- ს------- უკანონო ქმედების გამო.

ლ----- პ-------- გარდაცვლილია, ხოლო მ. მ------, მისი მოვლა-პატრონობისათვის შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩა.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ მ------- მ------- კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადენილია, რომ 2018 წლის 25 ივნისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ---------------მ, მოპასუხეებად დაასახელა ჟ----- კ-----–---–--, მ--------- ქ----------, ბ------ კ-----–---–--, დ---- ჯ--–-------- და ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- სამინისტრო და მოპასუხეთა შორის გაფორმებული, 2016 წლის 22 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით, მ---------------ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.

დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ---------------მ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” პუნქტით სარჩელში უნდა აღინიშნოს ,,ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი”.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეებზე ერთგვაროვან პრაქტიკასთან მიმართებაში განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს იურიდიული ინტერესი ასეთი აღიარების მიმართ. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის კი აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე; მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში, ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.

აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას სარჩელი თვით ვალდებულების შესრულების თაობაზე.

ამდენად, აღიარებითი სარჩელი აღიძვრება მხოლოდ მაშინ, როცა მიკუთვნებითი სარჩელის გამოყენება არ არის შესაძლებელი. ყოველთვის, როცა მოსარჩელეს შეუძლია მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელით სარგებლობა, აღიარებითი სარჩელის გამოყენება დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ იქნება ამ უკანასკნელით სამართლებრივად დაინტერესებული, რადგან მას შესაძლელობა აქვს სარჩელის სხვა ფორმით უკეთესად მიაღწიოს მიზანს.

აღიარებითი სარჩელის დროს, განსხვავებით მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელისაგან, მოსარჩელეს უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება.

როგორც მ------- მ------- სარჩელის შინაარსით და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ირკვევა, მოსარჩელის მიზანია, ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 22 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დადებული ერთი მხრივ, დ---- ჯ--–--------სა და მეორე მხრივ ჟ----- კ-----–---–--ს, მ--------- ქ----------ს, ბ------ კ-----–---–--ს და საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის, როგორც მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება, თუმცა ასეთი აღიარებით მომავალში რა შედეგის მიღწევა სურს მოსარჩელეს მოპასუხეებთან მიმართებაში სარჩელში მითითებული არ არის.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში იურიდიული ინტერესის მითითება მიზნად ისახავს, რომ მას მოჰყვეს კონკრეტულად ის შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს უნდა მოპასუხესთან მიმართებაში.

სარჩელში მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელე მომავალში ფ-------- ს------- მიმართ აღძრავს სარჩელს ლ----- პ--------ს მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, ვერ გახდება ჟ----- კ-----–---–--ს, მ--------- ქ----------ს, ბ------ კ-----–---–--ს, დ---- ჯ--–--------ს და ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- სამინისტროს მიმართ, მ.მ------- აღიარებითი სარჩელის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

გარდა ამისა, წარმოდგენილი სარჩელით, ერთ-ერთ მოპასუხეს წარმოადგენს ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–-----------–-----–---–--- სამინისტრო, თუმცა მოსარჩელე არ უთითებს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული მოპასუხის მაიდენტიფიცირებელ მონაცემს (საიდენტიფიკაციო ნომერს).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 186-ე მუხლის პირველი მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით...

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მ------- მ------- სარჩელი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 178-ე და 180-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სწორად ეთქვა სარჩელს მიღებაზე უარი, აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ------- მ------- კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე