განაჩენი

სისხლის სამართლის 17.09.2018
საქმის ნომერი
330100117002172939
ინსტანცია
თარიღი
17.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/544-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ნანა გიგიტაშვილის, მარინე თათრიაშვილის მდივნობით,პროკურორ - მ---------------–--ლის,ადვოკატ- რ---–-------------ძის,მსჯავრდებულ - ლ-–----------ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლ-–----------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლ-–--------------------ას მიმართ - დაბადებული 1----–-–--------სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული: გ----------------------------–------------------------------–----; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–-----------------------------------------. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით:

 

ლ-–----------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩდენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

ლ-–----------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 01 ოქტომბრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

ლ-–----------ამ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 08 საათსა და 55 წუთზე, ლ-–----------ამ და სხვა პირმა - ჯგუფურად უკანონოდ შეაღწიეს ქ------–--–-----------------–------------–--------------------------ში მდებარე ე-–-------------ს საცხოვრებელ ბინა N--–-, სადაც ლ-–----------ა იარაღის გამოყენებით თავს დაესხა ამ უკანასკნელს, კერძოდ: იარაღიანი ხელის ე-–-------------სათვის თავში ჩარტყმისა და მისი ძირს დაგდების გზით, ფიზიკური ძალისა და ე.წ ,,წებოვანი ლენტის“ გამოყენებით, შეუკრა ხელები და ფეხები, რის შემდეგაც განხორციელებული სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ე-–-------------ს კუთვნილ თანხას 300 ლარამდე ოდენობით, ,,ნოკიასა“ და ,,სამსუნგის“ ფირმის ორ ცალ მობილურ ტელეფონს და მისი მეუღლის დ-----------–--ის კუთვნილ ე.წ. ,,სასტარტო სპორტულ“ იარაღს.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ-–----------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით და მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშნვნისას არ გაითვალისწინა მთელი რიგი შემამასუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ჰყავს მასზე მატერიალურად დამოკიდებული ორი მცირეწლოვანი შვილი და ავადმყოფი მამა.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივირის მოთხოვნა და იშუამდგომლა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.

 

პროკურორმა იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოას განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ლ-–----------ას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების - გ-----------ის, მ-----–-------–-–--ლის, დ-----------–--ის, ე-–-------------ს, გ------------ძის, ლ-------–--ის, შ-------------–-------------–-------------------------------–-–---–----------------------–---–------------------------------------------------ასა გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს; ლ-–----------ას პირადი ჩხრეკისა და ტანსაცმლის ამოღების ოქმებს; ასევე ე-–-------------ს კუთვნილი ტანსაცმლის ამოღების, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოცნობის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ-–----------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ-–----------ას მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ლ-–----------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს) და დამამძიმებელი (არ გამოვლენილა) გარემოებები, მათ შორის ისინიც, რომლებზეც დაცვის მხარე აპელირებს სააპელაციო საჩივარში, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე ბრალდებულის პიროვნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და დაზარალებულის პოზიცია, რომელსაც ზიანი აუნაზღაურდა და მსჯავრდებული მიმართ არ გააჩნია პრეტენზია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრულია სამართლიანი და კანონიერი მინიმალური სასჯელი, შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და განხორციელების ხერხის, მისი საზოგადეობრივი საშიშროების და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია ლ-–----------ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ლ-–----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი;

 

ლ-–----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

ლ-–----------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.

 

ლ-–----------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ლ-–----------ასგან და მისი დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ლ-–----------ას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ლ-–----------ას სუნის ნიმუშები, რომელიც ინახება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეოთხე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

ე-–-------------სგან ამოღებული ტანსაცმელის - ხალათის, ლ-–----------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ე.წ. სასტარტო იარაღის, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშების, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდების, მოშავო ფერის ღრუბელის, ე.წ. „პლასტელინისმაგვარი“ მასის, ორი ცალი წებოვანი ლენტის, ხელის კვლების და ბიოლოგიური მასალის, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის კვლების, შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის მოთავსებული ერთ ცალ CD დისკზე, 2 ცალი დისკის საკითხი, გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ლ. თევზაძე