განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.09.2018
საქმის ნომერი
010210118002500331
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 0-0-10-1800-500331

#2/ბ-714-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 სექტემბერი 20-8 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ს-------–---- საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

კერძო საჩივრის ავტორი: ლ---- ბ--------

მოწინააღმდეგე მხარე: ქ--–-- ბ-------- მ----–----–-------- მ-----

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს 20-8 წ-–-- 21 ივნისის განჩინება

დავის საგანი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

20-8 წ-–-- 24 მაისს, ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ---- ბ--------მ, მოპასუხედ დაასახელა ქ--–-- ბ-------- მ----–----–-------- მ----- აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ბ-------- მ----–----–-------- მერის 2--- წ-–-- 8 ნ--------- N- ბ--------- 1.6. პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, გასაჩივრებული ბ--------- მოქმედების შეჩერება.

მოსარჩელის განმარტებით, 200- წ-–-- 0- სექტემბერს, ქ--–-- ბ-------- მთავრობასა და ლ---- ბ--------ს შორის, ნოტარიულად გაფორმებული N------ იჯარის ხელშეკრულებით, მოსარჩელე მხარეს 10 წ-–-- ვადით იჯარის უფლებით, კ-----ბ---ის მოსაწყობად სარგებლობაში გადაეცა ქ. ბ------–-, ზ---------- ზ---––-, კ---- ბ--- „----“-ს მიმდებ---ე ტერიტორიაზე, 200.00 კვ.მ.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N 0-.0-.0-.0--- შეთანხმებისამებრ, მოსარჩელემ ამ მიწის ნაკვეთზე ააშენა კომერციული ობიექტი, კეფე-ბ---ის შენობა.

20-1 წ-–-- 29 ივლისს, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და მას ეწოდა აღნაგობის ხელშეკრულება, ამასთან, შეიცვალა აღნაგობის საზღაურიც.

აღნაგობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 20-5 წ-–-- 0- სექტემბერს, რომლის გაგრძელებაზე მოპასუხემ უარი განაცხადა და 2--- წ-–-- 08 იანვრის ბრძანებით შეწყვეტილად ჩაითვალა, ხოლო კანონით დადგენილი თანხები, რაც მოსარჩელის მიერ აშენებული კ-----ბ---ის საბაზრო ღირებულების 2/3-ს შეადგენს არ აუნაზღაურებია.

ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-8 წ-–-- 15 ივნისის განჩინებით, ლ---- ბ--------- სარჩელი, ქ--–-- ბ-------- მ---–----–-------- მ------ მიმართ, განსაჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს ს-------–---- საქმეთა კოლეგიას.

ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს ს-------–---- საქმეთა კოლეგიის 20-8 წ-–-- 21 ივნისის განჩინებით, ლ---- ბ--------- წარმომადგენლის, ზ------ ც-–--–---- სარჩელი და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ პასუხობდა საქართველოს ს-------–---- საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ დაზუსტებული არ იყო სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, ს-------–---- სამართალწარმოებაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა არ შეიძლება ყოფილიყო ს-------–---- სარჩელის საგანი, რის გამოც მოსარჩელეს უნდა მოეხდინა მოთხოვნის მოდიფიცირება.

გარდა ამისა, სარჩელი უნდა პასუხობდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს, შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით და გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო ბაჟი.

მოცემულ შემთხვევაში, დავა მიეკუთვნება ს-------–---- საქმეთა კატეგორიას, სარჩელი კი შედგენილია ადმინისტრაციული სარჩელის ფორმაში და არ პასუხობს შესაბამისი ნიმუშის მოთხოვნებს.

აღნიშნული გარემოებები, ს-------–---- საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,, თ ’’ პუნქტის თანახმად, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია, რის გამოც, მოსარჩელეს ასევე უარი უნდა ეთქვას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ლ---- ბ--------- წარმომადგენელმა ზ------ ც-–--–---- და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-8 წ-–-- 21 ივნისის განჩინება დაუსაბუთებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი თავისი შინაარსით წარმოადგენს ს-------–---- სამართლებრივ დავას, რაც არასწორია, ვინაიდან, სარჩელით სადავოა მ------ მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი-ბრძანება, რომელმაც პირდაპირ და უშუალო ზიანი მიაყენა მათ, რაც გამოიხატება იმაში, რომ შეწყვეტილად ჩაითვალა 200- წელში გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულება, თანაც ხელშეკრულების ვადის გასვლიდან ექვსი თვის შემდეგ ისე, რომ კანონით დადგენილი წესით არ განხორციელებულა არცერთი პროცედურა. საუბ---ია იმაზე, რომ აქტის გამოცემისას არ ჩატარებულა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რითაც დაირღვა სზაკ-ის 32-ე და 34-ე მუხლები.

სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მ----–----–-------- მ------ ბრძანება არის ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, მოცემულ სამართალწარმოებას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი, რის გამოც არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირობები, დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.

ამდენად, მისი განხილვა უნდა მომხდარიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ასევე, უნდა დაკმაყოფილებულიყო მათი შუამდგომლობა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შეჩერების შესახებ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ ლ---- ბ--------- წარმომადგენლის ზ------ ც-–--–---- კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 20-8 წ-–-- 24 მაისს, ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ---- ბ---------, მოპასუხედ დაასახელა ქ--–-- ბ-------- მ----–----–-------- მ----- და აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ბ-------- მ----–----–-------- მერის 2--- წ-–-- 8 ნ--------- N- ბ--------- 1.6---------- ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ იმავდროულად მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, გასაჩივრებული ბ--------- მოქმედების შეჩერება.

დადგენილია, რომ ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-8 წ-–-- 15 ივნისის განჩინებით ლ---- ბ--------- სარჩელი, ქ--–-- ბ-------- მ---–----–-------- მ------ მიმართ, განსაჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს ს-------–---- საქმეთა კოლეგიას.

დადგენილია, რომ ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს ს-------–---- საქმეთა კოლეგიის 20-8 წ-–-- 21 ივნისის განჩინებით, ლ---- ბ--------- წარმომადგენლის, ზ------ ც-–--–---- სარჩელი და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში.

დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ლ---- ბ--------- წარმომადგენელმა ზ------ ც-–--–---- და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს:

საქართველოს ს-------–---- საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ს-------–---- საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ ლ---- ბ--------- სარჩელი აღიარებითია, კერძოდ მოსარჩელე მოითხოვს ბ-------- მ----–----–-------- მერის მიერ გამოცემული იმ ბ--------- ბათილად ცნობას, რომლითაც შეწყვეტილად იქნა ცნობილი აღნაგობის ხელშეკრულება, ამასთან სარჩელით ირკვევა, რომ მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს მის მიერ აშენებული კომერციული ობიექტის, კ-----ბ---ის საბაზრო ღირებულების 2/3-ის ანაზღაურებასთან მიმართებაში.

კერძო საჩივრის ავტორის მიერ სადავოა საქმის განხილვის სამართალწარმოების წესი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სარჩელის საფუძველი განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და უკავშირდება სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას. სარჩელის საფუძველი განაპირობებს დავის განსჯადობას.

ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელია დავა წარმოშობილი იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული, ასევე სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო.

ს-------–---- საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს ს-------–----, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქ--–--ეებს, მოქ--–--ეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის, როგორც საჯარო-სამართლებრივი, ისე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, სარჩელში მოპასუხედ მითითებულია ადმინისტრაციული ორგანო, თუმცა ლ---- ბ--------- სარჩელი თავისი შინაარსით წარმოადგენს ს-------–-----სამართლებრივი ურთიერთობიდან, კერძოდ აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღიარებით სარჩელს, ამასთან მხარის მითითებით, სადავოა ამ ხელშეკრულების ფარგლებში აშენებული ნაგებობის ღირებულების 2/3-ის ანაზღაურების საკითხი, რაც ცალსახად უნდა შემოწმდეს ს-------–---- კოდექსის ნორმებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავა თავისი შინაარსით არ არის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი, ს-------–---- კატეგორიას მიეკუთვნება, რის გამოც სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს ს-------–---- საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ, სარჩელს მიღებაზე ეთქმევა უარი.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სარჩელი განხილული უნდა იქნეს ს-------–---- სამართალწარმოების წესით, ამასთან იგი წარდგენილია საქართველოს ს-------–---- საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ შედგენილი არ არის ს-------–---- სარჩელის ფორმაში, დაზუსტებული არ არის დავის სასარჩელო მოთხოვნა და კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, გადახდილი არ არის სახელმწიფო ბაჟი, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ამდენად, აღნიშნული გარემოება გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას რის გამოც, უცვლელად უნდა დარჩეს ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს 20-8 წ-–-- 21 ივნისის განჩინება.

საქართველოს ს-------–---- საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

 

სააპელაციო სასამართლოს ს-------–---- საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ---- ბ--------- (წარმომადგენელი- ზ------ ც-–--–---) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს, ბ-------- საქ--–--ო სასამართლოს 20-8 წ-–-- 21 ივნისის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე