განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.09.2018
საქმის ნომერი
330210018002305109
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002305109

საქმე №2ბ/2646-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი

სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი

 

პირველი აპელანტი - ვ--–------ე გ-------ა

წარმომადგენელი -

მეორე აპელანტი - ია ს-----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ალიმენტის გადახდა

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

პირველი აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

მეორე აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ია ს-----ის (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ვ--–------ე გ-------ას (პირადი №1----------) მიმართ: მოპასუხე ვ--–------ე გ-------ას (პირადი №1----------) დაეკისრა არასრულწლოვანი ე-–--- გ-------ას (დაბადებული 2016 წლის 22 ივნისს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 14 თებერვლიდან) ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა; არ დაკმაყოფილდა ია ს-----ის (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ვ--–------ე გ-------ას (პირადი №1----------) მიმართ 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1 მოსარჩელე ია ს-----ე და მოპასუხე ვ--–------ე გ-------ა არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას;

 

2.2 ია ს-----ე, არასრულწლოვან ე-–--- გ-------ასთან ერთად, ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ცხოვრობს მისამართზე თბილისი, მ------------------------------. ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 570 (ხუთას სამოცდაათი) ლარს;

 

2.3 მოსარჩელე ია ს-----ე 2016 წლის ივნისის თვემდე დასაქმებული იყო ბუღალტრის პოზიციაზე. მითითებული პერიოდიდან იგი აღარ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი;

 

2.4 მოპასუხე ვ--–------ე გ-------ა ია ს-----ეს 2016 წლის მარტის თვიდან 2018 წლის იანვრის თვის ჩათვლით არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა -აღზრდისა და საცხოვრებელი ბინის ქირის გადახდის მიზნით ურიცხავდა გარკვეულ ოდენობის თანხას: 2017 წლის 11 აპრილს - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს, 2017 წლის 06 აპრილს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 30 მარტს - 600 (ექვსასი) ლარს, 2017 წლის 27 იანვარს - 600 (ექვსასი) ლარს, 2017 წლის 18 იანვარს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 09 იანვარს - 200 (ორასი) ლარს, 2016 წლის 29 დეკემბერს - 600 (ექვსასი) ლარს, 2016 წლის 28 ოქტომბერს - 600 (ექვსასი) ლარს, 2016 წლის 17 ოქტომბერს - 400 (ოთხასი) ლარს, 2016 წლის 29 სექტემბერს - 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარს, 2016 წლის 25 ივნისს - 550 (ხუთას ორმცოდაათი) ლარს, 2016 წლის 11 აგვისტოს - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს, 2017 წლის 15 ოქტომბერს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 27 აგვისტოს - 700 (შვიდასი) ლარს, 2017 წლის 18 ივნისს - 200 (ორასი) ლარს, 2017 წლის 27 ნოემბერს - 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარს, 2016 წლის 19 მარტს - 250 ლარს, 2016 წლის 30 მარტს - 665 (ექვსას სამცოდახუთი) ლარს, 2016 წლის 28 აგვსიტოს - 100 (ასი) ლარს, 2016 წლის 03 დეკემბერს - 1460 (ათას ოთხას სამოცი) ლარს, 2016 წლის 03 დეკემბერს - 100 (ასი) ლარს, 2016 წლის 05 დეკემბერს - 800 (რვაასი) ლარს, 2017 წლის 07 თებერვალს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 18 თებერვალს - 300 (სამასი) ლარს, 2017 წლის 29 აპრილს - 700 (შვიდასი) ლარს, 2017 წლის 19 ივნისს - 600 (ექვსასი) ლარს, 2017 წლის 20 ივლისს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 25 ივლისს - 600 (ექვსასი) ლარს, 2017 წლის 30 სექტემბერს - 600 (ექვსასი) ლარს, 2017 წლის 05 ოქტომბერს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 19 ოქტომბერს - 400 (ოთხასი) ლარს, 2017 წლის 23 ოქტომბერს - 700 (შვიდასი) ლარს, 2017 წლის 06 ნოემბერს - 300 (სამასი) ლარს, 2017 წლის 05 დეკემბერს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 14 დეკემბერს - 150 (ას ორმცოდაათი) ლარს, 2017 წლის 29 დეკემბერს - 600 (ექვსასი) ლარს, 2018 წლის 03 იანვარს - 40 (ორმოცი) ლარს, 2018 წლის 18 იანვარს - 80 (ოთხმოცი) ლარს, 2018 წლის 22 იანვარს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 14 აპრილს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 05 მაისს - 150 (ას ორმოცდაათი) ლარს, 2017 წლის 29 მაისს - 600 (ექვსასი) ლარს, 2017 წლის 31 მაისს - 200 (ორასი) ლარს, 2017 წლის 03 ივნისს - 50 (ორმოცდაათი) ლარს, 2018 წლის 13 იანვარს - 100 (ასი) ლარს, 2016 წლის 18 ივნისს - 700 (შვიდასი) ლარს, 2016 წლის 28 მაისს - 230 (ორას ოცდაათი) აშშ დოლარს, 2016 წლის 28 აპრილს - 230 (ორას ოცდაათი) აშშ დოლარს, 2016 წლის 29 მარტს - 230 (ორას ოცდაათი) აშშ დოლარს, 2016 წლის 24 თებერვალს - 230 (ორას ოცდაათი) აშშ დოლარს, 2016 წლის 29 ივლისს - 230 (ორას ოცდაათი) აშშ დოლარს, 2016 წლის 11 აგვისტოს - 100 (ასი) აშშ დოლარს, 2016 წლის 18 აგვისტოს - 250 (ორას ორმცოდაათი) აშშ დოლარს, 2017 წლის 20 ივნისს - 100 (ასი) აშშ დოლარს, 2017 წლის 19 დეკემბერს - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს;

 

2.5 დადგენილია, რომ მოპასუხე ვ--–------ე გ-------ა შრომისუნარიანია.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6 ია ს-----ეს და ვ--–------ე გ-------ას 2016 წლის 22 ივნისს შეეძინათ შვილი ე-–--- გ-------ა;

 

2.7 სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით, ია ს-----ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება;

 

2.8 მოპასუხე ვ--–------ე გ-------ა 2018 წლის 29 იანვრიდან აღარ მუშაობს შპს ,,ზ-------------–------ში“; სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით, ვ--–------ე გ-------ას მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 7825 (შვიდი ათას რვაას ოცდახუთი) ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 1565 (ათას ხუთასი სამოცდახუთი) ლარს;

 

სასამართლოს მითითებით, საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე ვ--–------ე გ-------ას მიერ სამეწარმეო სფეროში დასაქმებისა და ამ საქმიანობიდან შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება მოპასუხე ვ--–------ე გ-------ას სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ფაქტი;

 

2.9 სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ია ს-----ის განმარტებით, არასრულწლოვანს კვებისათვის ყოველთვიურად ესაჭიროება - 280 (ორას ოთხმოცი) ლარი, სამოსისათვის - 100 (ასი) ლარი, კომუნალური გადასახადებისათვის - 30 (ოცდაათი) ლარი, ხოლო საცხოვრებელი ბინის ქირისათვის - 142.5 ლარი;

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარეს არასრულწლოვანი ბავშვისათვის 3.2.4. პუნქტში მითითებული ხარჯების აუცილებლობის თაობაზე საწინააღმდეგო პოზიცია თავის ახსნა- განმარტებაში არ დაუფიქსირებია. მოსარჩელის მიერ დასახელებული კომუნალური გადასახადის 120 (ას ოცი) ლარი უნდა განახევრდეს (საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობენ დედა-შვილი) და მიღებული თანხის (60 ლარის) ნახევარი უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანი რჩენა-აღზრდის საჭიროებისათვის. იმავე პრინციპის გამოყენებით, საცხოვრებელი ბინის ქირის ოდენობა იანგარიშება 142.5 ლარის ოდენობით. სასამართლომ სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია ბავშვის ჯანმრთელობის დაზღვევისათვის ყოველთვიურად 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდის თაობაზე.

 

2.10 მოსარჩელე ია ს-----ეს არასრულწლოვანი ე-–--- გ-------ასათვის არ გაუწევია ხარჯი, რაც გამოწვეული იქნებოდა განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა);

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბავშვის მიმართ განსაკუთრებული გარემოებების (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა) არსებობასა და აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ია ს-----ის მიერ ხარჯის გაწევის ფაქტს.

 

2.11 თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული N2/99 -09 სააღსრულებო ფურცელი (საქმის წარმოების N01/09 -03-03314), რომლის თანახმად, ,,ჯ-------------------“, ა-–-------------–---ს და ვ--–------ე გ-------ას დაეკისრათ თანხის გადახდა სს ,,პ-------------------ს“ სასარგებლოდ;

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლომ ასევე მიუთითა ამავე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12. სასამართლოს მითითებით მოსარჩელე ია ს-----ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი ე-–--- გ-------ა, რომელიც დაიბადა 2016 წლის 22 ივნისს (3.2.1).

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ია ს-----ე და მოპასუხე ვ--–------ე გ-------ა არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. ია ს-----ე არასრულწლოვან ე-–--- გ-------ასთან ერთად ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე და ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 570 (ხუთას სამოცდაათი) ლარს (3.1.1., 3.1.2). უდავოა ის გარემოება, რომ მოპასუხე ვ--–------ე გ-------ა ია ს-----ეს 2016 წლის მარტის თვიდან 2018 წლის იანვრის თვის ჩათვლით არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისა და საცხოვრებელი ბინის ქირის გადახდის მიზნით ურიცხავდა გარკვეულ ოდენობის თანხას (3.1.4). მოსარჩელე ია ს-----ე შრომისუნარიანია. იგი 2016 წლის ივნისის თვემდე დასაქმებული იყო ბუღალტრის პოზიციაზე. მითითებული პერიოდიდან იგი აღარ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ია ს-----ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება (3.1.3., 3.2.2).

 

სასამართლოს განმარტებით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით, ვ--–------ე გ-------ას მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 7825 (შვიდი ათას რვაას ოცდახუთი) ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 1565 (ათას ხუთასი სამოცდახუთი) ლარს. მოპასუხე ვ--–------ე გ-------ა 2018 წლის 29 იანვრიდან აღარ მუშაობს შპს ,,ზ-------------–------ში“. (3.2.3).

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მოსარჩელე მხარე მითითებით, მოპასუხე ვ--–------ე გ-------ა ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ფლობს წილს საწარმოში, აქვს საკმაოდ მაღალი შემოსავალი და ასევე, სარგებლობს ძვირადღირებული ავტომანქანით. აღნიშნულ გარემოებათა დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება მხარეს არ აქვს წარმოდგენილი. მხოლოდ მხარის განმარტების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მის მოსაზრებას, მოწინააღმდეგე მხარის ვ--–------ე გ-------ას სამეწარმეო სფეროში დასაქმებისა და სტაბილური, მაღალი შემოსავლის მიღების თაობაზე. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული N2/99-09 სააღსრულებო ფურცელი (საქმის წარმოების N01/09-03-03314), რომლის თანახმად, ,,ჯ-------------------“, ა-–-------------–---ს და ვ--–------ე გ-------ას დაეკისრათ თანხის გადახდა სს ,,პ-------------------ს“ სასარგებლოდ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, მით უფრო, საქმის მასალებით არ დასტურდება კრედიტის მიღების მიზნობრიობა. საკრედიტო დავალიანების წარმოშობის თარიღის გათვალისწინებით, იგი არ უკავშირდება არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებს. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელი იყოა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. სასამართლომ განმარტა, რომ მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს არასრულწლოვანი ე-–--- გ-------ას გარდა სხვა პირი კმაყოფაზე არ ჰყავს. მშობელთა ინტერესების დაბალანსებისას, გასათვალისწინებელია, რომ მშობელი რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

სასამართლომ მიუთითა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის ,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ვ--–------ე გ-------ა თანახმა იყო, არასრულწლოვანი ე-–--- გ-------ას ალიმენტის სახით გადაეხადა 80 (ოთხმოცი) ლარი. სასამართლომ განუმარტა ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. სასამართლოს განმარტებით, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა კი უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ია ს-----ის განმარტებით, არასრულწლოვანს კვებისათვის ყოველთვიურად ესაჭიროება - 280 (ორას ოთხმოცი) ლარი, სამოსისათვის - 100 (ასი) ლარი. მითითებული ხარჯების აუცილებლობის თაობაზე საწინააღმდეგო პოზიცია თავის ახსნა-განმარტებაში არ დაუფიქსირებია (3.2.4). მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელე ია ს-----ის და არასრულწლოვანი ე-–--- გ-------ას ქირით ცხოვრებისა და ყოველთვიურად ქირის სახით 570 (ხუთას სამოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდის ფაქტი. კომუნალურ გადასახადთან მიმართებით, მოსარჩელის განმარტების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდის ინტერესების შესაბამისად, აუცილებელი კომუნალური გადასახადის ოდენობა უნდა დადგინდეს შემდეგი სახით: მოსარჩელის მიერ მითითებული 120 (ას ოცი) ლარი უნდა განახევრდეს (ქირით ცხოვრობენ დედა-შვილი) და მიღებული თანხის (60 ლარის) ნახევარი უნდა იქნეს გათვალისწინებული ალიმენტის ოდენობის დადგენისას. იმავე პრინციპის გამოყენებით, საცხოვრებელი ბინის ქირის ოდენობა დაინგარიშება 142.5 ლარის ოდენობით. ვინაიდან მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი სახლი, ხოლო მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა შეთავაზება არასრულწლოვან ბავშვს ეცხოვრა მასთან. სასამართლო სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას ბავშვის ჯანმრთელობის დაზღვევისათვის ყოველთვიურად 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდის თაობაზე. სასამართლო მხედველობაში იღებს (კვების, სამოსის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობის მაქსიმუმი შეადგენს იანვრის, თებერვლის თვისათვის 175 (ას სამოცდათხუთმეტი) ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მონაცემებით, მოპასუხე ვ--–------ე გ-------ას საშუალო შემოსავალი 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის თვის ჩათვლით შეადგენს 447.1 ლარს, რომლის ნახევარი (ან ნახევარზე მეტი) უნდა იქნეს მიმართული არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის მიზნებისათვის მისავე საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. უმუშევრობის ფაქტი უპირობოდ არ წარმოადგენს მოპასუხისათვის ალიმენტის მინიმალური ოდენობის დაკისრების საფუძველს. უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა და სხვადასხვა წყაროებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით.

 

2.13. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ვ--–------ე გ-------ასათვის არასრულწლოვანი შვილის, ე-–--- გ-------ას (დაბადებული 2016 წლის 22 ივნისს), დამატებითი ხარჯის სახით ერთჯერადად, უკვე გაწეული ხარჯის 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელე მხარემ დამატებით ხარჯების მოთხოვნას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ არასრულწლოვანისათვის საჭირო ყველა ხარჯი (ჯანმრთელობის დაზღვევის თანხა, ორთოპედიული ფეხსაცმლის შესაძენი თანხა და 2018 წლის იანვრის თვის ბინის ქირა) გაიღო თავად.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ დამატებითი ხარჯის სახით მოთხოვნილი თანხა ან უკვე გაღებული ხარჯის ანაზღაურებას უნდა ემსახურებოდეს, ან დადგენილი უნდა იყოს მისი აუცილებელობა კონკრეტული ოდენობით ასევე კონკრეტული მიზნებისათვის. მოსარჩელე ია ს-----ეს არასრულწლოვანი ე-–--- გ-------ასათვის არ გაუწევია ხარჯი, რაც გამოწვეული იქნებოდა განსაკუთრებული გარემოებებით. საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბავშვის მიმართ განსაკუთრებული გარემოებების (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა) არსებობასა და აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ია ს-----ის მიერ ხარჯის გაწევის ფაქტს (3.2.5). მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებანი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს არასრულწლოვანი ბავშვის დამატებით ხარჯებში მოპასუხე მხარის მონაწილეობის ვალდებულებას, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლით დადგენილი დანაწესისა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს მოპასუხე ვ--–------ე გ-------ასათვის არასრულწლოვანი ე-–--- გ-------ას სასარგებლოდ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის სახით თანხის დაკისრების საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. ვ--–------ე გ-------ას სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის განცხადებით, იგი დასაქმებული იყო შპს ,,ზ-------------–------"-ში (ს/კ 220391298), 2018 წლის 29 იანვრიდან განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო იმ პერიოდში, როდესაც მოპასუხე ვ--–------ე გ-------ას ჰქონდა სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი სრულად იღებდა მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდაში, თუმცა დღეის მდგომარეობით, მოპასუხე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი, მისი ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მის მიმართ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება - სასმართლოს მიერ მის მიმართ დაკისრებული საკმაოდ სოლიდურ თანხის - 257865.98 ევროს ოდენობით ამოღების მიზნით. ამასთან, ამ ეტაპზე, მოკლებულია რეალურ შესაძლებლობას მცირეწლოვან შვილს ყოველთვიურად გადაუხადოს სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტი - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლის განსაზღვრისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო არასწორად დაეყრდნო სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მონაცემებს, რომლის მიხედვით მოპასუხე ვ--–------ე გ-------ას საშუალო შემოსავალი 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის თვის ჩათვლით მიიჩნია, რომ შეადგენს - 447.1 ლარს, რაც არ წარმოადგენს ფიქსირებულ და ყოველთვიურად სტაბილურ შემოსავალს. აპელანტს სრულიად ბუნდოვნად და დაუსაბუთებლად მიაჩნია, თუ რის საფუძველზე განსაზღვრა სასამართლომ გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა, ვინაიდან საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს და ასახავს აპელანტის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, რომლის მიხედვით ცალსახაა, რომ აპელანტს არ გააჩნია არც სტაბილური და მით უმეტეს - სოლიდური შემოსავალი და არც რაიმე სახის სამეწარმეო საქმიანობას ეწევა იგი.

 

აპელანტის მითითებით, ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან, ხოლო მოპასუხის რეალური მატერიალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სამართლიან და გონივრულ ალიმენტის ოდენობას წარმოადგენს - 80 (ოთხმოცი) ლარი, რა ნაწილშიც მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი. აპელანტის განმარტებით მას უარი არ უთქვამს მისი მცირეწლოვანი შვილისადმი მამის ვალდებულებისის/მოვალეობის შესრულებაზე, თუმცა, ვინაიდან დღეის მდგომარეობით საკმაოდ მძიმეა მოპასუხის ეკონომიკური მდგომარეობა, მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე ვ--–------ გ-------ასათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადასახდელი თანხის - 170 (ას სამოცდაათი) ლარის დაკისრების ნაწილში.

 

3.2. ია ს-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მხრიდან არ იქნა გამოკვლეული არასრულწლოვანი ე-–--- გ-------ას საჭიროებები, რომელიც არის 1 წლისა და 10 თვის. აპელანტის განმარტებით, მან სასამართლოს მიაწოდა სრული ინფორმაცია მისი და მისი შვილის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. აპელანტი ცხოვრობს ქირით, რომლის ყოველთვიური ქირა შეადგენს 570 ლარს. 2017 წლიდან მოპასუხემ შეწყვიტა აპელანტისა და მისი შვილის ფინანსური დახმარება, რამაც გამოიწვია საცხოვრებელი ბინის დავალიანების დაგროვება. 2000 ლარის ნაწილში მოთხოვნა, წარმოადგენს ბინის დავალიანებისათვის განკუთვნილ თანხას. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მოთხოვნა 700 ლარის მოთხოვნის ნაწილში, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს აღნიშნულის დაკმაყოფილებასაც. აპელანტი ყოველთვიურად იხდის შვილის ჯანმრთელობის დაზღვევისათვის საჭირო თანხას, რომლის დასადასტურებლადაც წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. აპელანტის მითითებით, მას შემდეგ, რაც მოპასუხემ შეწყვიტა მათთვის ფინანსური დახმარების გაწევა, იძულებული გახდა აეღო საბანკო სესხი, რომელსაც ადასტურებს წარმოდგენილი ხელშეკრულებით.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ გამოთხოვილი იქნა შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია მოპასუხის შემოსავლების შესახებ, სადაც დაფიქსირებულია ყოველთვიური შემოსავალი. გარდა ამისა, მოპასუხეს აქვს სხვა ისეთ შემოსავალიც, რომელიც არ ფიქსირდება მის სახელზე, ამის შესახებ ინფორმაცია აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა წერილობითი ფორმით. აპელანტის განმარტებით, მოპასუხეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას არ აქვს შესაბამისი შემოსავალი. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ დანიშნული 250 ლარი არასრულწლოვანისათვის არის უბრალო ფორმალობა და იგი ვერანაირ საჭიროებას ვერ უზრუნველყოფს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ვ--–------ გ-------ას და ია ს-----ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ--–------ გ-------ას სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- მოსარჩელე ია ს-----ე და მოპასუხე ვ--–------ე გ-------ა არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას;

- ია ს-----ე, არასრულწლოვან ე-–--- გ-------ასთან ერთად, ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ცხოვრობს მისამართზე თბილისი, მ------------------------------. ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 570 (ხუთას სამოცდაათი) ლარს;

- მოსარჩელე ია ს-----ე 2016 წლის ივნისის თვემდე დასაქმებული იყო ბუღალტრის პოზიციაზე. მითითებული პერიოდიდან იგი აღარ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი;

- მოპასუხე ვ--–------ე გ-------ა ია ს-----ეს 2016 წლის მარტის თვიდან 2018 წლის იანვრის თვის ჩათვლით არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა -აღზრდისა და საცხოვრებელი ბინის ქირის გადახდის მიზნით ურიცხავდა გარკვეულ ოდენობის თანხას: 2017 წლის 11 აპრილს - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს, 2017 წლის 06 აპრილს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 30 მარტს - 600 (ექვსასი) ლარს, 2017 წლის 27 იანვარს - 600 (ექვსასი) ლარს, 2017 წლის 18 იანვარს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 09 იანვარს - 200 (ორასი) ლარს, 2016 წლის 29 დეკემბერს - 600 (ექვსასი) ლარს, 2016 წლის 28 ოქტომბერს - 600 (ექვსასი) ლარს, 2016 წლის 17 ოქტომბერს - 400 (ოთხასი) ლარს, 2016 წლის 29 სექტემბერს - 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარს, 2016 წლის 25 ივნისს - 550 (ხუთას ორმცოდაათი) ლარს, 2016 წლის 11 აგვისტოს - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს, 2017 წლის 15 ოქტომბერს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 27 აგვისტოს - 700 (შვიდასი) ლარს, 2017 წლის 18 ივნისს - 200 (ორასი) ლარს, 2017 წლის 27 ნოემბერს - 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარს, 2016 წლის 19 მარტს - 250 ლარს, 2016 წლის 30 მარტს - 665 (ექვსას სამცოდახუთი) ლარს, 2016 წლის 28 აგვსიტოს - 100 (ასი) ლარს, 2016 წლის 03 დეკემბერს - 1460 (ათას ოთხას სამოცი) ლარს, 2016 წლის 03 დეკემბერს - 100 (ასი) ლარს, 2016 წლის 05 დეკემბერს - 800 (რვაასი) ლარს, 2017 წლის 07 თებერვალს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 18 თებერვალს - 300 (სამასი) ლარს, 2017 წლის 29 აპრილს - 700 (შვიდასი) ლარს, 2017 წლის 19 ივნისს - 600 (ექვსასი) ლარს, 2017 წლის 20 ივლისს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 25 ივლისს - 600 (ექვსასი) ლარს, 2017 წლის 30 სექტემბერს - 600 (ექვსასი) ლარს, 2017 წლის 05 ოქტომბერს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 19 ოქტომბერს - 400 (ოთხასი) ლარს, 2017 წლის 23 ოქტომბერს - 700 (შვიდასი) ლარს, 2017 წლის 06 ნოემბერს - 300 (სამასი) ლარს, 2017 წლის 05 დეკემბერს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 14 დეკემბერს - 150 (ას ორმცოდაათი) ლარს, 2017 წლის 29 დეკემბერს - 600 (ექვსასი) ლარს, 2018 წლის 03 იანვარს - 40 (ორმოცი) ლარს, 2018 წლის 18 იანვარს - 80 (ოთხმოცი) ლარს, 2018 წლის 22 იანვარს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 14 აპრილს - 100 (ასი) ლარს, 2017 წლის 05 მაისს - 150 (ას ორმოცდაათი) ლარს, 2017 წლის 29 მაისს - 600 (ექვსასი) ლარს, 2017 წლის 31 მაისს - 200 (ორასი) ლარს, 2017 წლის 03 ივნისს - 50 (ორმოცდაათი) ლარს, 2018 წლის 13 იანვარს - 100 (ასი) ლარს, 2016 წლის 18 ივნისს - 700 (შვიდასი) ლარს, 2016 წლის 28 მაისს - 230 (ორას ოცდაათი) აშშ დოლარს, 2016 წლის 28 აპრილს - 230 (ორას ოცდაათი) აშშ დოლარს, 2016 წლის 29 მარტს - 230 (ორას ოცდაათი) აშშ დოლარს, 2016 წლის 24 თებერვალს - 230 (ორას ოცდაათი) აშშ დოლარს, 2016 წლის 29 ივლისს - 230 (ორას ოცდაათი) აშშ დოლარს, 2016 წლის 11 აგვისტოს - 100 (ასი) აშშ დოლარს, 2016 წლის 18 აგვისტოს - 250 (ორას ორმცოდაათი) აშშ დოლარს, 2017 წლის 20 ივნისს - 100 (ასი) აშშ დოლარს, 2017 წლის 19 დეკემბერს - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს;

- დადგენილია, რომ მოპასუხე ვ--–------ე გ-------ა შრომისუნარიანია.

- ია ს-----ეს და ვ--–------ე გ-------ას 2016 წლის 22 ივნისს შეეძინათ შვილი - ე-–--- გ-------ა;

- სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით, ია ს-----ის მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება;

- მოპასუხე ვ--–------ე გ-------ა 2018 წლის 29 იანვრიდან აღარ მუშაობს შპს ,,ზ-------------–------ში“; სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით, ვ--–------ე გ-------ას მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 7825 (შვიდი ათას რვაას ოცდახუთი) ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 1565 (ათას ხუთასი სამოცდახუთი) ლარს;

- მოსარჩელე ია ს-----ის განმარტებით, არასრულწლოვანს კვებისათვის ყოველთვიურად ესაჭიროება - 280 (ორას ოთხმოცი) ლარი, სამოსისათვის - 100 (ასი) ლარი, კომუნალური გადასახადებისათვის - 30 (ოცდაათი) ლარი, ხოლო საცხოვრებელი ბინის ქირისათვის - 142.5 ლარი;

- მოსარჩელე ია ს-----ეს არასრულწლოვანი ე-–--- გ-------ასათვის არ გაუწევია ხარჯი, რაც გამოწვეული იქნებოდა განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა);

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული N2/99 -09 სააღსრულებო ფურცელი (საქმის წარმოების N01/09 -03-03314), რომლის თანახმად, ,,ჯ-------------------“, ა-–-------------–---ს და ვ--–------ე გ-------ას დაეკისრათ თანხის გადახდა სს ,,პ-------------------ს“ სასარგებლოდ;

 

4.2. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, გასათვალისწინებელია მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესი. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი ე-–--- გ-------ა ცხოვრობს დედასთან - ია ს-----ესთან ერთად, რომელიც მოცემული მდგომარეობით უმუშევარია და არ გააჩნია შემოსავალი, მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სტაბილური შემოსავალი მოსარჩელე მხარეს არც დღეის მდგომარეობით აქვს და არც განქორწინების საქმის მიმდინარეობისას გააჩნდა, როგორც ამას საქმის განხილვისას თავად უთითებდა, თუმცა მშობელთა ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ არის სტაბილური მატერიალური შემოსავლების მქონე, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტს ვ--–------ე გ-------ას პოზიციას მის მძიმე მატერიალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რამდენადაც, პალატის შეფასებით, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს დადგენილი ალიმენტის შემცირების საფუძველი, რამდენადაც მას შრომისუნარიანობის დაქვეითებისა ან/და დაკარგვის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია, ხოლო, რაც შეეხება მხარის მატერიალურ მდგომარეობას, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აპელანტ ვ--–------ე გ-------ას ყოველთვიური მატერიალური შემოსავლის ოდენობა, წარმოდგენილი საქმის მასალებით, არ დასტურდება. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით, ვ--–------ე გ-------ას მიერ 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 7825 (შვიდი ათას რვაას ოცდახუთი) ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 1565 (ათას ხუთასი სამოცდახუთი) ლარს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აპელანტს, გარდა არასრულწლოვანი ე-–--- გ-------ასი, სხვა პირის რჩენის ვალდებულება არ აკისრია. შესაბამისად სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს აპელანტი გ-------ას სააპელაციო საჩივრის არგუმენტაციის გაზიარებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.

 

პალატა მიუთითებს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

პალატა მიუთითებს, რომ ვერ გაიზიარებს აპელანტ ია ს-----ის მტკიცებას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაანგარიშებული ალიმენტის ოდენობა არ აკმაყოფილებს არასრულწლოვან ე-–--- გ-------ას საჭიროებებს, პალატა შენიშნავს, რომ თავად მოსარჩელე ია ს-----ის განმარტებით, არასრულწლოვანს კვებისათვის ყოველთვიურად ესაჭიროება - 280 (ორას ოთხმოცი) ლარი, სამოსისათვის - 100 (ასი) ლარი, კომუნალური გადასახადებისათვის - 30 (ოცდაათი) ლარი, ხოლო საცხოვრებელი ბინის ქირისათვის - 142.5 ლარი. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული კომუნალური გადასახადის 120 (ას ოცი) ლარი უნდა განახევრდეს (საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობენ დედა-შვილი) და მიღებული თანხის (60 ლარის) ნახევარი უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანი რჩენა-აღზრდის საჭიროებისათვის. იმავე პრინციპის გამოყენებით, საცხოვრებელი ბინის ქირის ოდენობა იანგარიშება 142.5 ლარის ოდენობით, ამასთან, პალატის შეფასებით, სასამართლომ სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია ბავშვის ჯანმრთელობის დაზღვევისათვის ყოველთვიურად 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდის თაობაზე.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა არის სწორედ თვეში 250 ლარი. პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. ცხადია, ალიმენტის გადამხდელ მშობელთან მისი დანარჩენი შვილების ცხოვრების შემთხვევაში მათ სარჩენ არასრულწლოვანთან მიმართებით რაიმე სახის უპირატესობა არ ენიჭებათ. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას (იხ. სუსგ Nას-1356-1194-2010, 04.03.2011 წელი). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, აპელანტის - ვ--–------ე გ-------ას მატერიალური მდგომარეობისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ალიმენტის ოდენობის შეცვლის, კერძოდ, თვეში 250 ლარზე ნაკლები ოდენობით განსაზღვრის, ხოლო აპელანტ ია ს-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლების ფარგლებში - ალიმენტის ოდენობის გაზრდისა და თვეში 700 ლარის ოდენობით განსაზღვრის წინაპირობები.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრების პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ვ--–------ე გ-------ას და ია ს-----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება.

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია სულხანიშვილი