განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002404745
საქმე №1ბ/777-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ლ-------------ის, ნ------------–---–ის,მსჯავრდებულ: ლ-------------–---–ის,მსჯავრდებულის ადვოკატ: გ-----------ს
მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-------------–---–ის მიმართ, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, დაბადებული 1----–-–-------------ს, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებულის: თ---–-----------------------------–-------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–------------–-----------------------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ-------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ლანა გრატიაშვილი დაახლოებით 8 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ-------------–---–თან. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ლ-------------–---–ი, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - ლ------------–---–ს, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სისტემატიურად ამცირებდა მას. 2016 წლის ნოემბერში, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ლ-------------–---–მა ლ------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა და მიმართავდა მას უცენზურო სიტყვებით, აღნიშნულის შედეგად დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას. მანვე, 2017 წლის აგვისტოში, ლ------------–---–ს, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, მისამართზე ქ.------–-----------–-----------------------ში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, ლანძღავდა, უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა და აგინებდა მეუღლეს და მის ოჯახის წევრს - ძმას, რის შედეგადაც ლ------------–---–ი განიცდიდა მორალურ ტანჯვას. 2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ლ-------------–---–მა ლ------------–---–ს, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და აგინებდა, რის გამოც ლ------------–---–მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია. აღნიშნული ფაქტის შემდგომაც, ლ-------------–---–ი განაგრძობდა მეუღლის შეურაცხყოფასა და დამცირებას, რის გამოც კვლავ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა. მანვე, 2018 წლის 16 მარტს, საღამოს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ქ. თბილისში, ვარკეთილი 3, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე „N1 სამრეცხაოში“ ლ------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა, რის შედეგადაც ლ------------–---–მა განიცადა მორალური ტანჯვა. ოჯახის ახლობლები შეეცადნენ გაშველებას. აღნიშნულის მიუხედავად, ლ-------------–---–მა განაგრძო მეუღლის სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2016 წლის ნოემბერში, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ლ-------------–---–მა ლ------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მუშტი ჩაარტყა თავში, დარტყმის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 16 მარტს, საღამოს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ქ. თბილისში, ვარკეთილი 3, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე „N1 სამრეცხაოში“ ლ------------–---–ზე განახორციელა ძალადობა, კერძოდ, სახეში ხელი დაარტყა, ძირს დააგდო და წაქცეულს ტანზე მუშტებსა და ფეხებს ურტყამდა, რის შედეგადაც ლ------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ოჯახის ახლობლები შეეცადნენ გაშველებას. აღნიშნულის მიუხედავად, ლ-------------–---–მა განაგრძო მეუღლის ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ლ-------------–---–ის ძალადობრივი ქმედება აღკვეთეს ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენით ლ-------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი).
ლევან გერმისაშვილი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2016 წლის ნოემბრის ეპიზოდი).
ლ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
ლ-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, (2018 წლის 16 მარტის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 მარტს, საღამოს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ლ-------------–---–მა ქ. თბილისში, ვარკეთილი 3, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე „N1 სამრეცხაოში“ ლ------------–---–ზე განახორციელა ძალადობა, კერძოდ, სახეში ხელი დაარტყა, ძირს დააგდო და წაქცეულს ტანზე მუშტებსა და ფეხებს ურტყამდა, რის შედეგადაც ლ------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ოჯახის ახლობლები შეეცადნენ გაშველებას. აღნიშნულის მიუხედავად, ლევან გერმისაშვილმა განაგრძო მეუღლის ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ლ-------------–---–ის ძალადობრივი ქმედება აღკვეთეს ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენის გაუქმება ლ-------------–---–ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის ნაწილში და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ, ლ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის და შემდეგ ეპიზოდებშიც - სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის და დამცირების და 2016 წლის ნოემბრის ეპიზოდშიც - ფიზიკური შეურაცხყოფა და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარდგენილი იქნა არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელთა ერთობლიობა აშკარად და დამაჯერებლად მიუთითებდა, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნაწილში (ორი ეპიზოდი) არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რომ ლ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, კერძოდ: ლ------------–---–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება და 2017 წლის ნოემბრის თვეში ლ------------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა. სასამართლოს უნდა გაეზიარებინა დაზარალებულის ჩვენება მითითებულ ეპიზოდებშიც, თუ იგი იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას 2018 წლის მარტის თვის ეპიზოდში. ამასთან, საქმეში დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ იქნა ცნობილი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ-------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების, 2016 წლის ნოემბრის ეპიზოდები), ჩადენას.
ლ-------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 მარტის) ეპიზოდი) დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ლ--------------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: ს----------–----–---–ის, ლ-–--------ის, თ----------–--ის და პ---–-----–--–----ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციით.
რაც შეეხება ბლადების მხარის პოზიციას, რომ საქმეზე წარდგენილი იქნა არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელთა ერთობლიობა აშკარად და დამაჯერებლად მიუთითებდა, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნაწილში (ორი ეპიზოდი) არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რომ ლ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, კერძოდ: ლ------------–---–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება და 2017 წლის ნოემბრის თვეში ლ------------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა და სასამართლოს უნდა გაეზიარებინა დაზარალებულის ჩვენება მითითებულ ეპიზოდებშიც, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნულ ეპიზოდებში ლ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე საქმეში მოიპოვება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომლის სანდოობაში სასამართლოს ეჭვი შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ხოლო სხვა უტყუარი პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, მით უფრო, როდესაც თავად ლ-------------–---–ი უარყოფს აღნიშნული დანაშაულების ჩადენას.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ საქმეზე არ დასტურდება ის ფაქტი, რომ 2016 წლის ნოემბერში „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-------------–---–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ლანა გრატიაშვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე არ დასტურება ის ფაქტი, რომ ლ-------------–---–ი ეჭვიანობის ნიადაგზე, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, მეუღლეს ლ------------–---–ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას. მითუმეტეს სახელმწიფო ბრალმდებელს ზემოაღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არ აქვს მითითებული სააპელაციო საჩივარში და არც საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მიუთითებია.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ლ-------------–---–მა ჩაიდინა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების, 2016 წლის ნოემბრის ეპიზოდები) დანაშაული. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საკმარისია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ლ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
სააპელაციო პალატა, სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას - უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, აგრეთვე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მსჯავრდებულს, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ლ-------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი).
ლევან გერმისაშვილი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2016 წლის ნოემბრის ეპიზოდი).
ლ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ლ-------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი