განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1401001--002258101
საქმე №1/ბ-102-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის, ეკატერინე ობოლაძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ნა----------–-ას
ადვოკატ - რუ---------–--–--ის
მონაწილეობით,გამართლებულ - ლი-----------ის დასწრების გარეშე
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ლი-----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 7 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი 1----------, დაოჯახებულის, ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. ზ---------------------–-–---–----------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით ლი-----------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ლი-----------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 16 აპრილს და 5 ივნისს ლი-----------ე, შპს ,,ლ---ს“ სახელით, თაღლითურად დაეუფლა შპს ,,კ-------დან’’ 15 570,04 ლარის ღირებულების ფქვილსა და ქატოს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია---------–---–მა, რომელმაც წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ლი-----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ უგულებელყო ბრალდების მხარის უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა ლი-----------ის ბრალეულობას აღნიშნულ დანაშაულში. სასამართლომ სრულად გაიზიარა ლი-----------ის წინააღმდეგობრივი და ყოველგვარ რეალობას მოკლებული ჩვენება, მოწმეთა ჩვენებებიდან განაჩენში გადმოტანილია მხოლოდ დაცვის სასარგებლო ეპიზოდები. აპელანტის აზრით, ლი-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება შპს ,,კ-------’’-ს წარმომადგენელ ბე------------–-----ის, შპს ,,კ-------ს’’ დირექტორ მე-------------–---–ის, შპს „კ-------ს“ ყოფილი მარკეტინგის მენეჯერის ჯა-----–--------–--–---ის ჩვენებებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ ლი-----------ემ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით წარადგინა საჯარო რეესტრის ყალბი ამონაწერი და ყალბი ფოტოსურათები, ხოლო, მოწმეების: შო--------------ის, ჟუ–-------------ის და თი---------------ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ზ------------------------------–-----–-------ში ჰქონდათ ერთსართულიანი სახლი, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა 2008 წლის ნოემბრის თვეში. გაყიდულ მიწის ნაკვეთში არასოდეს მდგარა ორსართულიანი სახლი, ორსართულიანი კაპიტალური და კეთილმოწყობილი სახლი დგას მათ მეზობლად. აღნიშნული ასევე დასტურდება მოწმე გა-----------ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ ყველა საბუთი მოამზადა თავად ლი-----------ემ, მან ხელი ისე მოაწერა ხელშეკრულებას, რომ არც წაუკითხავს. აპელანტის აზრით, სასამართლომ მთლ----დ გაიზიარა ლი-----------ის ჩვენება, რომელიც წინააღმდეგობრივია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, საქმის არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ლი-----------ეს და მოწმე გა-----------ეს ჰქონდათ ერთიანი ბიზნესი და გა-----------ეს შპს ,,კ-------დან’’ წაღებული პროდუქციის რეალიზაციაში რაიმე ინტერესი გააჩნდა. აპელანტის აზრით, ლი-----------ისთვის ცნობილი რომ იყო სახლის დაწვის შესახებ, უტყუარად დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებით: მოწმე გა-----------ის ჩვენებით, თვით ბრალდებულის ჩვენებით, მოწმე ჯა-----–--------–--–---ის ჩვენებით, რომელიც პირადად ადასტურებს იმ გარემოებას რომ ლი-----------ემ მას დასარწმუნებლად მიუტანა სხვა სახლის ფოტოები. საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომელიც ასევე შპს ,,კ------ში’’ წარადგინა ფოტოებთან ერთად ლი-----------ემ და მიწის ნაკვეთის ნახაზით, რომელიც მოწმე კვ------ის განმარტებით შეადგინა ლი-----------ემ. ლი-----------ემ ასევე აღიარა სასამართლო პროცესზე, რომ შპს „ლ---ს“ სახელით წაღებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან მან პირადი ვალი გადაიხადა შპს ,,კ------თან’’, რაც დასტურდება საქმეში არსებული ი. მ. ,,ლი-----------ის’’ თანხის ბრუნვის ამონაწერიდანაც. აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლომ ამოსავალ წერტილად საქმეში მიიჩნია ფოტოსურათები. თუმცა, ფოტოსურათების არსებობა საქმის ვითარებას ძირეულად ვერ შეცვლიდა იქედან გამომდინარეც, რომ ფოტოსურათებზე უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც სასამართლომ არც კი გაიზიარა. მითუმეტეს რომ სანოტარო აქტის გაფორმება იპოთეკის ხელშეკრულების სახით არც მხრეს და არც ნოტარიუს არ ავალდებულებს ფოტოსურათების დართვას ხელშეკრულებაზე და სანოტარო აქტზე.
აპელანტი ითხოვს ლი-----------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
დაცვის მხარემ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მხედველობაში იღებს, რომ თაღლითობის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. მართლწინააღმდეგობა გულისხმობს, რომ პირი არ არის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი და მის მიერ ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება ხდება უკანონოდ. თაღლითობის სუბიექტური შემადგენლობა კი პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ამასთან, ქმედების განხორციელებისას დამნაშავეს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი. ამდენად, თუ უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დასტურდება ქონების დაუფლებისას პირის მოტყუების ფაქტი, ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი სავალდებულო ნიშანი, ურომლისოდაც ქმედების თაღლითობით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
მოცემულ შემთხვევაში, პალატის აზრით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ლი-----------ეს განზრახული ჰქონდა მოტყუებით დაუფლებოდა შპს ,,კ-------დან“ 15570, 04 ლარის ღირებულების ფქვილსა და ქატოს და ამ მიზნით საჯარო რეესტრის ყალბი ამონაწერის და გა-----------ის კუთვნილი, ორსართულიანი კაპიტალური სახლის ყალბი ფოტოსურათების წარდგენით შეცდომაში შეიყვანა შპს-ს წარმომადგენელი, მოიპოვა ნდობა, გააფორმა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და 2014 წლის 16 აპრილს და 05 ივნისს და შპს ,,ლ---ს“ სახელით თაღლითურად დაეუფლა მათ კუთვნილ ფქვილსა და ქატოს.
იმ ფაქტს, რომ 2014 წლის 12 აპრილს შპს „კ------სა“და შპს „ლ---ს“ შორის გაფორმდა პურის ფქვილისა და ქატოს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს „კ------ს“, ეტაპობრივად, ერთი წლის განმავლობაში, უნდა გაეყიდა, ხოლო შპს „ლ---ს“, უნდა ეყიდა ყოველ ჯერზე არაუმეტეს 15 000 ლარის ღირებულების პურის ფქვილი და ქატო, რომლის საფასურიც პროდუქციის მიწოდებიდან არაუგვიანეს ოცი დღის განმავლობაში უნდა გადაეხადა რაც არ გადაუხდია, არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ. დაცვის მხარე უარყოფს მოტყუების განზრახვას, კერძოდ:
გამართლებულმა ლი-----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ფიზიკურად არ შეეძლო სიარული, სამკვიდროს მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, აზომვითი საკადასტრო ნახაზი და სხვა საჭირო დოკუმენტები, რაც დაკავშირებული იყო ქონების მემკვიდრეობით მიღებასთან და რეგისტრაციასთან, მოამზადა გა-----------ემ. ლი-----------ემ აღნიშნა, მისთვის ცნობილი იყო, რომ გა-----------ეს ზ------------------------------–-----–-------ში ჰქონდა ბაბუისგან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება, კერძოდ, მიწის ნაკვეთი ზედ არსებული შენობა-ნაგებობით. აღნიშნული მას არ უნახავს, ვინაიდან გ--- კვ------ის განმარტებით სოფელი იყო მიუდგომელი. მისთვის ცნობილი იყო, რომ გ--- კვ------ეს ჰქონდა ორი სახლი, რომელთაგან ერთი - პატარა, დაიწვა, რასაც მისი პაპის გარდაცვალება მოჰყვა. მან არ იცოდა ხელშეკრულების გაფორმების დროს, რომ იპოთეკით დასატვირთი სახლი იყო დამწვარი, რადგან საჯარო რეესტრის ამონაწერში პირდაპირ მითითებული იყო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების შესახებ. მისივე განმარტებით, ჯა-----–-----–--–---ი ჩასული იყო ზესტაფონში მასთან და ის აუცილებლად პირადად შეამოწმებდა აღნიშნულ უძრავ ქონებას. მან უარყო ფოტოების წარდგენის ფაქტი და განმარტა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეებმა იხელმძღვანელეს საჯარო რეესტრის ამონაწერით.
აპელანტი აღნიშნავს, რომ ლი-----------ისთვის ცნობილი იყო სახლის დაწვის შესახებ, რაც დადასტურებულია თვით ლი-----------ის ჩვენებით, მოწმე გა-----------ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის ნახაზი შეადგინა ლი-----------ემ, მოწმე ჯა-----–--------–--–---ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა ის გარემოება, რომ დასარწმუნებლად ლი-----------ემ მას მიუტანა სხვა სახლის ფოტოები.
აპელანტის მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 07.04.2014 წელი, საკადასტრო კოდი 3-.08.43.1--) დასტურდება, რომ იმ მომენტისათვის შპს „ლ---ს“ დირექტორის - გა-----------ის საკუთრებაში იყო ზ------------------------------–-----–-------ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 2844 კვ. მ. ფართის, მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით №01/2, საკადასტრო კოდი 3-.08.43.1--, რომელზეც ყადაღა ან სხვა უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ იყო.
2014 წლის 14 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრემ - გა-----------ემ აიღო ვალდებულება 2014 წლის 12 აპრილის პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის №1------- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. იპოთეკის საგნად განისაზღვრა შპს „ლ---ს“ დირექტორის - გა-----------ის საკუთრებაში არსებული, ზ------------------------------–-----–-------ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 2844 კვ. მ. ფართის, მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით №01/2, ერთი მხრივ, უძრავი ქონების მესაკუთრემ - გა-----------ემ აიღო ვალდებულება ეცნობებინა იპოთეკარისათვის ყოველი საკითხის ან გარემოების შესახებ, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა იპოთეკის საგანზე, ხოლო მეორე მხრივ, იპოთეკარს - შპს „კ------ს“ მიენიჭა უფლებამოსილება ნებისმიერ დროს მოენახულებინა და შეემოწმებინა იპოთეკის საგანი.
2014 წლის 14 აპრილის №1------------- სანოტარო აქტით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებისას, ნოტარიუს ლი----------–---–თან მხარეთა მიერ წარდგენილ იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 07.04.2014 წელი, საკადასტრო კოდი 3-.08.43.1--), ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან შპს „კ-------ს“ შესახებ, 2014 წლის 12 აპრილის პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის №1------- ხელშეკრულება და შპს „კ-------ს“ წესდების ასლი, რის საფუძველზეც ნოტარიუსმა - ლი----------–---–მა შეასრულა სანოტარო მოქმედება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას გა-----------ემ განმარტა, ლი-----------ემ იცოდა, რომ მას სოფელ დ--–-------ში ჰქონდა უძრავი ქონება და შესთავაზა მისი იპოთეკით დატვირთვა. ვინაიდან, აღნიშნული უძრავი ქონება გა-----------ის გარდაცვლილი ბაბუის სახელზე იყო რეგისტრირებული, ისინი შეთანხმდნენ, რომ გა-----------ე ქონებას გადაიფორმებდა, ხოლო ქონების მემკვიდრეობით მიღებისა და რეგისტრაციის ხარჯებს მთლ----დ ლი-----------ე დაფარავდა, რის შემდეგაც აღნიშნული უძრავი ქონება იპოთეკით დაიტვირთებოდა, ლი-----------ე კი მარცვლეულსა და ფქვილს სარეალიზაციოდ შეიტანდა. გა-----------ის განმარტებით, ეს არ იყო მათი საერთო ბიზნესი, დახმარების სანაცვლოდ ლი-----------ე მას პურის ფქვილსა და ცოტაოდენ ფულს დაპირდა საჩუქრის სახით, რაზეც დასთანხმდა. მოწმის განმარტებით, ქონების გადაფორმების შემდეგ ლი-----------ესთან ერთად გაემგზავრა ქალაქ გორის წისქვილში იპოთეკის ხელშეკრულების გასაფორმებლად. თუმცა მისთვის უცნობია თუ რა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ლი-----------ე წისქვილის წარმომადგენლებთან და რა დოკუმენტები წარადგინა მან ხელშეკრულების გაფორმებისას, რადგან ქალაქ გორში, ლი-----------ესთან და მისთვის უცნობ პიროვნებასთან - წისქვილის თანამშრომელ ჯა-----–--ან ერთად ო---ხში შემდგარ მოლაპარაკებებს არ დასწრებია. ხელი ისე მოაწერა ხელშეკრულებას, რომ არ გასცნობია, აღნიშნულის შემდეგ კი იპოთეკის ხელშეკრულების გასაფორმებლად გაემგზავრნენ ქალაქ გორში ნოტარიუსთან, სადაც ლი-----------ის მითითებით, ხელი მოაწერა იპოთეკის ხელშეკრულებას, რომელსაც ასევე არ გასცნობია, იგი მიიჩნევდა, რომ იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მდებარე ზ------------------------------–-----–-------ში, რადგან აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებული სახლი 2008 წლიდან იყო დამწვარი, შემორჩენილი იყო მხოლოდ მისი ნანგრევები. მოწმემ აღნიშნა, რომ სახლის ფოტოსურათები მას საერთოდ არ უნახავს. არც მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენაში მიუღია მონაწილეობა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2012 წლის 29 ოქტომბრით დათარიღებული შპს ,,გ---------- 2008-ის“ მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვითი ნახაზზე მისი სახელით შესრულებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის, რადგან მას აღნიშნული დაწესებულებისათვის, ნახაზის შედგენის მიზნით არ მიუმართავს. მისთვის ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში მას ტელეფონით დაუკავშირდა ბიძა - შო--- კვ------ე და აცნობა, რომ სოფელ დ--–-------ში, მიწის ნაკვეთის ასაზომად მისულნი იყვნენ, მათ შორის ლი-----------ის შვილი - რო------ გო----ეც, თუმცა, კონკრეტულად რომელი ნაკვეთი აზომეს, გა-----------ისათვის უცნობია, რადგან სოფელ დ--–-------ში, მათ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთთან ერთად, აქვთ სხვა მიწის ნაკვეთებიც. მისივე განმარტებით, იგი თავს მოტყუებულად მიიჩნევს, რადგან მოგვიანებით, თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის დროს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება აუქციონზე გაიყიდა, ამის გამო მას სოციალური ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა ლი-----------ის შვილთან - რო------თან, რომელიც მას პირდებოდა, რომ უახლოს მომავალში უძრავ ქონებას გამოისყიდიდა და დაუბრუნებდა, თუმცა ქონება დღემდე არ არის დაბრუნებული.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ გა-----------ის ჩვენებას უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში ეწინააღმდეგება შპს ,,გ---------- 2008-ის“ მიერ მომზადებულ, საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული გარემოებები და მისი ავტორის - გუ------------ის ჩვენება, რომლის განმარტებით, 2012 საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადების მიზნით, მას მიმართა უშუალოდ გა-----------ემ და უთხრა, რომ სურდა ზ------------------------------–-----–-------ში მდებარე უძრავი ქონების თავის სახელზე დარეგისტრირება. მოწმემ აღნიშნა, რომ მან გადაამოწმა წარდგენილი საბუთები, კერძოდ, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, საარქივო ცნობა და სამკვიდრო მოწმობა, რის საფუძველზეც დარწმუნდა, რომ უძრავი ქონება ნამდვილად გა-----------ეს ეკუთვნოდა. საარქივო ცნობაში მითითებული იყო, რომ მიწის ნაკვეთზე აშენებული იყო ორსართულიანი სახლი, თუმცა, გუ------------ემ გა-----------ეს მოსთხოვა, უძრავი ქონების გადამოწმების მიზნით, ადგილზე წასულიყვნენ, რაზედაც გ---მ უარი უთხრა და ითხოვა აზომვითი ნახაზის მომზადება კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ორთოფოტოზე დაყრდნობით. გუ------------ის განმარტებით, მან გააფრთხილა გა-----------ე, რომ თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით რაიმე ცდომილება იქნებოდა, თვითონ აგებდა პასუხს, რის შემდეგაც საკადასტრო აზომვითი ნახაზი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ორთოფოტოზე დაყრდნობით მოამზადა. რუკაზე ჩანდა შენობა-ნაგებობა, რომლის კონტური დატანილ იქნა ნახაზზე, როგორც მოგვიანებით პოლიციაში გამოკითხვისას შეიტყო, სინამდვილეში სახლი, სადაც კონტური იყო მონიშნული რეალურად აღარ არსებობდა, დამწვარი იყო. გუ------------ის განმარტებით, ნახაზის შესრულებისას გა-----------ემ მას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა, რის გამოც პასუხისმგებლობა მან უნდა აიღოს.
რაც შეეხება შპს „კ-------ს“ ყოფილი მარკეტინგის მენეჯერის ჯა-----–--------–--–---ის ჩვენებას, მან სასამართლოში განმარტა, რომ ლი-----------ე იყო აღნიშნული შპს-ს კლიენტი, რომელიც, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, წლების განმავლობაში, ახდენდა „კ-------ს“ მიერ წარმოებული ფქვილისა და ქატოს შესყიდვას. 2014 წელს, ლი-----------ეს ჰქონდა შპს „კ-------ს“ ვალი 5000 ლარის ოდენობით, რის გამოც მან შპს „კ------ს“ შესთავაზა შპს ,,ლ---ს“ სახელით, მისი დირექტორის - გა-----------ის კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის გზით, შეესყიდა პურის ფქვილი და ქატო, საფასურის შემდგომი გადახდის პირობით, რაზედაც შპს „კ-------“ დათანხმდა. 2014 წელს, ქალაქ გორში, შპს „კ-------ს“ ადმინისტრაციულ შენობაში, პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, რასაც შპს „კ-------ს“ მხრიდან, ჯა-----–--------–--–---თან ერთად, ესწრებოდა შპს „კ-------ს“ ოფისმენეჯერი - ეკ-----–-–--ეც, ლი-----------ემ წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც, ზ------------------------------–-----–-------ში გა-----------ის საკუთრებაში ირიცხებოდა მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. ხელშეკრულების გაფორმებისას, ამონაწერთან ერთად, ლი-----------ემ წარადგინა ორსართულიანი კაპიტალური სახლის ფოტოსურათები და აღნიშნა, რომ იპოთეკით სწორედ აღნიშნული სახლის დატვირთვას აპირებდა და შეეძლოთ ენახათ შეთავაზებული უძრავი ქონება. ჯა-----–--------–--–---ის განმარტებით, მას აღნიშნული ქონება არ შეუმოწმებია, რადგან ენდო საჯარო რეესტრის ამონაწერში და ფოტოსურათებში ასახულ ინფორმაციას, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდისათვის სახლი რეალურად იყო დამწვარი, რის გამოც სააღსრულებო წარმოებისას, უძრავი ქონების რეალიზაცია მოხდა მნიშვნელოვნად დაბალ ფასად. ჯა-----–--------–--–---ის განმარტებით, ლი-----------ემ სრულად დაფარა მისი, როგორც ინდივიდუალური მეწარმის ვალი შპს „კ-------ს“ მიმართ, თუმცა, შპს „ლ---ს“ სახელით წაღებული პროდუქციის საფასური 15000 ლარის ოდენობით აღარ გადაიხადა. ლი-----------ემ ორსართულიანი სახლის ფოტოსურათების წარდგენით შპს „კ-------“ მოატყუა, რის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა რეალურად დაბალი ფასის მქონე უძრავი ქონება, ხოლო უძრავი ქონების რეალიზაციისას სახლი აღმოჩნდა დამწვარი და დავალიანების ამოღება ვეღარ მოხერხდა.
ის ფაქტი, რომ ლი-----------ემ ჯა-----–--------–--–---ს საჯარო რეესტრის ამონაწერთან ერთად, დასარწმუნებლად წარუდგინა ორსართულიანი სახლის ფოტოსურათები, ჯა-----–--------–--–---ის ჩვენების გარდა, არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, შპს „კ-------ს“ წარმომადგენელმა - ბ---- კ--–-----მა განმარტა, რომ სახლის ფოტოსურათები შპს „კ------ში“ დაცულ დოკუმენტებს არ ერთვის და შესაბამისად, მას არ უნახავს. აღნიშნულის თაობაზე მან იცის გადმოცემით, თანამშრომლების - ეკ-----–-–--ისა და ჯა-----–--------–--–---ისგან, რომლებიც ესწრებოდნენ ხელშეკრულებების გაფორმებას. ხოლო, შპს „კ-------ს“ კომერციულმა დირექტორმა, მე-------------–---–მა, განმარტა, რომ 2014 წელს მასთან მივიდნენ შპს „კ-------ს“ პროდუქციის რეალიზაციის იმდროინდელი უფროსი - ჯა-----–--------–--–---ი და მათი კლიენტი - ლი-----------ე, შეადგინეს ფქვილისა და ქატოს ნასყიდობის ხელშეკრულება და აღებული ვალდებულებების შესრულების გარანტად, იპოთეკით დატვირთეს უძრავი ქონება. იგი არც ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულებებს და არც თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის სახლის ფოტოსურათებს, არ გასცნობია, არც უძრავი ქონება არ შეუმოწმებია, რადგან პროდუქციის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი იყო ჯა-----–--------–--–---ი. მე-------------–---–მა ნოტარიუს ლი----------–---–თან მხოლოდ ფორმალურად მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, მოგვიანებით კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ იპოთეკით დაიტვირთა დამწვარი ბინა. მოწმემ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია ვინ იყო გა-----------ე და მეორე მხარიდან ხელშეკრულებებს ვინ მოაწერა ხელი, იგი ენდობოდა ჯა-----–--------–--–---ს, თუმცა, როგორც მისთვის ცნობილი გახდა, ლი-----------ემ ჯა-----–--------–--–---ი მოატყუა.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ლი-----------ის მიერ შპს „კ-------ს“ ვალის აღიარება, თავისთავად პროდუქციის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს არ გამორიცხავს, მაგრამ, მნიშვნელოვანია შემდეგი: უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დგინდება, რომ ლი-----------ისათვის ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებამდე ცნობილი იყო იპოთეკით დასატვირთი უძრავი ნივთის ნაკლოვანების შესახებ, მან ყალბი ფოტოსურათების წარდგენის გზით შეცდომაში შეიყვანა შპს „კ-------ს“ წარმომადგენლობა და ამ გზით შეძლო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ვინაიდან, გა-----------ემ სასამართლო სხდომაზე პირდაპირ არ დაადასტურა ლი-----------ის მიერ სადავო სახლის დაწვის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის ფლობის ფაქტი. მან გამოთქვა მხოლოდ ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ბრალდებულს აღნიშნულის შესახებ უნდა სცოდნოდა, რადგან მისი ბიძის - შო--- კვ------ისგან მიღებული ინფორმაციით, სადავო უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენის მიზნით, სოფელ დ--–-------ში იმყოფებოდა ლი-----------ის შვილი - რო------ გო----ე, რომელიც ნახავდა, რომ რეალურად მიწის ნაკვეთზე არსებული სახლი იყო დამწვარი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გა-----------ის ჩვენება ამ ნაწილში წინააღმდეგობაში მოდის მოწმე გუ------------ის ჩვენებასთან, რომელმაც სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადების მიზნით, მას მიმართა არა ლი-----------ის შვილმა - რო------ გო----ემ, არამედ თავად უძრავი ქონების მესაკუთრემ - გა-----------ემ. ხოლო, ლი-----------ემ, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეებმა იხელმძღვანელეს გა-----------ის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომელშიც აღნიშნული იყო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის შესახებ. ის ფაქტი, რომ ლ---- გ------ემ ნდობის მოსაპოვებლად წარადგინა ყალბი ფოტოსურათები დასტურდება, მხოლოდ ჯა-----–--------–--–---ის ჩვენებით, ხოლო, შპს „კ-------ს“ არქივში დაცულ დოკუმენტებში აღნიშნული ფოტოსურათები არ აღმოჩნდა, ფოტოსურათების შესახებ ასევე არ არის აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების აქტში მითითებულ ჩამონათვალშიც, სადაც დეტალურად ასახულია თუ რა დოკუმენტებზე დაყრდნობით შესრულდა სანოტარო მოქმედება.
ამდენად, პალატის აზრით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლი-----------ის განზრახვას წარმოადგენდა მოტყუების გზით დაუფლებოდა შპს ,,კ-------დან’’ 15 570,04 ლარის ღირებულების ფქვილსა და ქატოს, რაც გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მის მსჯავრდებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ლი-----------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ლი-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია. ყადაღა მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №12/63-15 განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, დაყადაღებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, კ--- დ-------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: მ--------–--------------------–--------–----ი, საკადასტრო კოდი 8-.07.11.3--. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება.
ლი-----------ეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს მოითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე