განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002279872
საქმე N3ბ/1557-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტები (მოსარჩელეები) - ჯ------- ჯ-----, ზ---- ჯ-----, კ------- ჯ-----, ნ----- ფ-----;
წარმომადგენელი - გ------- ნ-------–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის №---- ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის -დევნილისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის №---- ბრძანება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის №---- ბრძანება;
1.4 . ბათილად იქნეს ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის №---- ბრძანება;
1.5. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ჯ------- ჯ-----სთვის, ზ---- ჯ-----სთვის, კ------- ჯ-----სთვის, ნ----- ფ-----სთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე;
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სამინისტრომ გამოიკვლია ყველა არსებითი გარემოება და მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელეებისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმა. სადავო აქტები გამოცემულია ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით ჯ------- ჯ-----ს, ნ----- ფ-----ს, ზ---- ჯ-----ს და კ------- ჯ-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. 2013 წლის ნოემბერში დევნილთა რეგისტრაცია გაიარეს მოსარჩელეებმა ნ----- ფ-----მ, ჯ------- ჯ-----მ, კ------- ჯ-----მ და ზ---- ჯ-----მ, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნების მიხედვით, დევნილად რეგისტრირებულნი იყვნენ 1999 წლიდან და მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე იურიდიულ და ფაქტიურ მისამართად უფიქსირდებოდათ ქ. ს-------, ძ---–----ის ქუჩა №--, ბინა №-. სარეგისტრაციო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მათი დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ხელახალი იდენტიფიცირება და აღნიშნულის თაობაზე წერილით მიმართა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას, რომლისგანაც ეცნობა, რომ მოსარჩელეებს 1993 წლამდე ქ. ს------ში, ძ---–----ის ქუჩა №--, ბინა №--ში მუდმივად არ უცხოვრიათ. აღნიშნულ მისამართზე მათ ოჯახს გააჩნდა საკუთრება.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 16 დეკემბრის №---------- წერილის თანახმად, ჯ------- ჯ-----, ნ----- ფ-----, ზ---- ჯ----- არ იყვნენ ქ. ს------ში, ძ---–----ის ქუჩა №--, ბინა №-- ში მუდმივი მცხოვრები პირები. აღნიშნულ მისამართზე მათ ოჯახს გააჩნდა საკუთრება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის №--- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 18 თებერვლის №------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ნ----- ფ-----ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 24 მარტის №--- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 18 თებერვლის №------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ჯ------- ჯ-----ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 24 მარტის №--- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 18 თებერვლის №------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ზ---- ჯ-----ს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 24 მარტის №--- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 18 თებერვლის №------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, კ------- ჯ-----ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. (ს.ფ. 25-38);
4.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების - ნ----- ფ-----ს, კ------- ჯ-----ს, ჯ------- ჯ-----ს და ზ---- ჯ-----ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის №---, №---, №--- და №--- ბრძანებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემა მოსარჩელეთა მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28 იანვრის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. (ს.ფ. 25-38); (ს.ფ. 39-60); (ს.ფ. 61-63);
4.3 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, მოსარჩელეებს გასაუბრება ჩაუტარდათ და საქმეში არსებული დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2017 წლის 8 ნოემბრის გასაუბრების კითხვარში მოსარჩელე ნ----- ფ-----მ აღნიშნა, რომ იგი 1959 წლის 19 იანვარს დაიბადა წ--–------აში. 1979 წელს იქორწინა წ--–------აში, 1976-1993 წლებში მუშაობდა სოფელი ჯ----ის ე---------ის კ---------ში სასწავლო ოსტატად, მისი შვილები - ზ---- და კ------- ჯ----ები 1986-1999 წლებში სწავლობდნენ წ--–------ის რაიონის სოფელი ჯ----ის საშუალო სკოლაში. მისი მეუღლე - ჯ------- ჯ-----, 1978-2000 წლებში მუშაობდა ე------ის ჰ------- ს--–-–--ში განყოფილების უფროსად. მის ოჯახს დაუსრულებელი სახლი ჰქონდა ქ. ს------ში, რომელზეც საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა ქ. ს------ში, ნათესავის ბინაში, რომელიც დატოვა 1993 წლის აგვისტოში.
საქმეში არსებული დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2015 წლის 4 თებერვლის გასაუბრების კითხვარში მოსარჩელე ნ----- ფ-----მ მიუთითა, რომ ქ. ს------ში, მის მშენებარე ბინაში შეიჭრნენ აფხაზები და დასახლდნენ. მისმა ოჯახმა ვერ მოახერხა იქ ცხოვრება, რის გამოც ცხოვრობდნენ წ--–------ის რაიონის სოფელ ჯ----ში და ქ. ს------ში ცხოვრება ვერ მოასწრეს ომის გამო.
საქმეში არსებული დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2014 წლის 25 ივნისის და 2015 წლის 13 თებერვლის გასაუბრების კითხვარში მოსარჩელე ჯ------- ჯ-----ს და ნ----- ფ-----ს შვილებმა - კ------- ჯ-----მ და ზ---- ჯ-----მ, ასევე აღნიშნეს, რომ ქ. ს------ში, მათ მშენებარე ბინაში შეიჭრნენ აფხაზები და დასახლდნენ. მისმა ოჯახმა ვერ მოახერხა იქ ცხოვრება, რის გამოც ცხოვრობდნენ წ--–------ის რაიონის სოფელ ჯ----ში და ქ. ს------ში ცხოვრება ვერ მოასწრეს ომის გამო.
საქმეში არსებული დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2017 წლის 23 ივნისის გასაუბრების კითხვარში მოსარჩელე ჯ------- ჯ-----მ განმარტა, რომ იგი დაიბადა წ--–------აში, 1979 წელს იქორწინა წ--–------აში.
1978-2000 წლებში, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა ე---------ში და ჰ-------პროექტში (ქ. თბილისი). მისი შვილები საშუალო სკოლაში დადიოდნენ წ--–------ის სოფელ ჯ----ში. 1990 წელს ქალაქკომმა გადასცა მშენებარე ბინა ქ. ს------ში, სადაც არ ჩაწერილა. იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა ქ. ს------ში, ნათესავის ბინაში, რომელიც დატოვა 1993 წლის აგვისტოში.
დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 19 დეკემბრის №-------------- მოხსენებითი ბარათით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნები, რომლითაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ჯ------- ჯ-----სთვის, ნ----- ფ-----სთვის, ზ---- ჯ-----სთვის და კ------- ჯ-----სთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა. (ს.ფ. 127-136); (ს.ფ. 145-152); (ს.ფ. 155-161); (ს.ფ. 164-169); (ს.ფ. 111-126);
4.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის №----,№----, №----, №---- ბრძანებებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 19 დეკემბრის №-------------- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე ჯ------- ჯ-----ს, ნ----- ფ-----ს, ზ---- ჯ-----ს და კ------- ჯ-----ს უარი ეთქვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე (ს.ფ. 103-110);
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნ-----დ შეაფასა:
5.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 16 დეკემბრის №---------- წერილის თანახმად, ჯ------- ჯ-----, ნ----- ფ-----, ზ---- ჯ----- არ იყვნენ ქ. ს------ში, ძ---–----ის ქუჩა №--, ბინა №--ში მუდმივი მცხოვრები პირები. აღნიშნულ მისამართზე მათ ოჯახს გააჩნდა საკუთრება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, მოსარჩელეებს გასაუბრება ჩაუტარდათ და დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2017 წლის 8 ნოემბრის გასაუბრების კითხვარში მოსარჩელე ნ----- ფ-----მ აღნიშნა, რომ იგი 1959 წლის 19 იანვარს დაიბადა წ--–------აში. 1979 წელს იქორწინა წ--–------აში, 1976-1993 წლებში მუშაობდა სოფელი ჯ----ის ე---------ის კ---------ში სასწავლო ოსტატად, მისი შვილები - ზ---- და კ------- ჯ----ები 1986-1999 წლებში სწავლობდნენ წ--–------ის რაიონის სოფელი ჯ----ის საშუალო სკოლაში. მისი მეუღლე - ჯ------- ჯ-----, 1978-2000 წლებში მუშაობდა ე------ის ჰ------- ს--–-–--ში განყოფილების უფროსად. მის ოჯახს დაუსრულებელი სახლი ჰქონდა ქ. ს------ში, რომელზეც საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა ქ. ს------ში, ნათესავის ბინაში, რომელიც დატოვა 1993 წლის აგვისტოში.
საქმეში არსებული დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2015 წლის 4 თებერვლის გასაუბრების კითხვარში მოსარჩელე ნ----- ფ-----მ მიუთითა, რომ ქ. ს------ში, მის მშენებარე ბინაში შეიჭრნენ აფხაზები და დასახლდნენ. მისმა ოჯახმა ვერ მოახერხა იქ ცხოვრება, რის გამოც ცხოვრობდნენ წ--–------ის რაიონის სოფელ ჯ----ში და ქ. ს------ში ცხოვრება ვერ მოასწრეს ომის გამო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეები ზ---- ჯ----- და კ------- ჯ----- 1986-1999 წლებში სწავლობდნენ წ--–------ის რაიონის სოფელი ჯ----ის საშუალო სკოლაში და იმავე სოფელში ცხოვრობდნენ, მათი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მათ მშობლებს მუდმივად სხვა ადგილზე ეცხოვრათ, არასრულწლოვანი შვილებისაგან მუდმივად განცალკევებით, მით უფრო, რომ მათი სამუშაო ადგილი, მითითებულ პერიოდში, ასევე წ--–------ის რაიონის სოფელი ჯ----ში იყო და ზემოთ აღნიშნულ კითხვარებში მოსარჩელეებმა თვითონ აღნიშნეს, რომ მათი ქ. ს------ში საცხოვრებლად გადასვლა ვერ მოხერხდა საცხოვრებელი სახლის დაუსრულებლობისა და სხვა პირების შეჭრის გამო. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 16 დეკემბრის №---------- წერილის თანახმად, ჯ------- ჯ-----, ნ----- ფ-----, ზ---- ჯ----- არ იყვნენ ქ. ს------ში, ძ---–----ის ქუჩა №--, ბინა №-- ში მუდმივი მცხოვრები პირები.
ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, 1993 წლამდე, მოსარჩელეთა მუდმივი ცხოვრების ფაქტს ადასტურებს წ--–------ის რაიონის სოფელ ჯ----ში და საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა.
სასამართლომ მოწმეთა განმარტებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მათი მითითებებით, ისინი ყოველდღიურად ვერ ხედავდნენ მოსარჩელეებს და შესაძლებელი იყო თვეში ერთხელ ან ორჯერ ენახათ. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდულობით მოსარჩელეთა ქ. ს------ში ნახვა და მათთან შეხვედრა, უტყუარად ვერ დაადასტურებს მოსარჩელე ჯ------- ჯ-----ს და ნ----- ფ-----ს ქ. ს------ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს, რადგან მათი ქ. ს------ში თუნდაც პერიოდულად, დროებით, გარკვეული მიზნით ყოფნა და მხოლოდ საკუთრების უფლება ქ. ს------ში მდებარე უძრავ ნივთზე, როგორც ზემოთ აღინიშნა, ვერ განსაზღვრავს მუდმივი ცხოვრების ფაქტს.
6. ჯ------- ჯ-----ს, ზ---- ჯ-----ს, კ------- ჯ-----სა და ნ----- ფ-----ს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6.1. ჯ------- ჯ-----ს, ზ---- ჯ-----ს, კ------- ჯ-----სა და ნ----- ფ-----ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტების განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, მოსარჩელეებს გასაუბრება ჩაუტარდათ და საქმეში არსებული დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2017 წლის 08 ნოემბრის გასაუბრების კითხვარში მოსარჩელე ნ----- ფ-----მ აღნიშნა, რომ 1959 წლის 19 იანვარს დაიბადა წ--–------აში. 1979 წელს იქორწინა წ--–------აში 1976-1993 წლებში მუშაობდა სოფელ ჯ----ის ე------ ჰესის კ---------ში სასწავლო ოსტატად, მისი შვილები - ზ---- და კ------- ჯ----ები 1986-1999 წლებში სწავლობდნენ წ--–------ის რაიონის სოფელ ჯ----ის საშუალო სკოლაში. მისი მეუღლე - ჯ------- ჯ-----, 1978 – 1993 წლებში მუშაობდა ე------ის ჰ---------–--ის განყოფილების უფროსად. მის ოჯახს დაუსრულებელი სახლი ჰქონდა ქ. ს------ში, რომელზეც საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა ქ. ს------ში, ნათესავის ბინაში, რომელიც დატოვა 1993 წლის აგვისტოში.
საქმეში არსებული დევნილისის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2017 წლის 23 ივნისის გასაუბრების კითხვარში მოსარჩელე ჯ------- ჯ-----მ განმარტა, რომ იგი დაიბადა წ--–------აში, 1979 წელს იქორწინა წ--–------აში. 1978-2000 წლებში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა ე---------ში და ჰ-------პროექტში (ქ. თბილისი). მისი შვილები საშუალო სკოლაში დადიოდნენ წ--–------აში სოფელ ჯ----ში. 1990 წელს ქალაქკომმა მისცა მშენებარე ბინა ქ. ს------ში, სადაც არ ჩაწერილა. იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა ქ. ს------ში, ნათესავის ბინაში, რომელიც დატოვა 1993 წლის აგვისტოში.
მიუხედავად აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ აქტიურად გამოიყენა და მიუთითა იგივე ნ----- ფ-----ს და ჯ------- ჯ-----ს 2015 წლის 04 და 13 თებერვლის გასაუბრების ოქმებზე, ხოლო გასაუბრების ოქმებში არსებული წინააღმდეგობრივი განმარტებები გადაწონა და გადაწყვიტა 2015 წელს განხორციელებული კრების ოქმის სასარგებლოდ, მაშინ როდესაც როგორც საქმეში არსებული 2017 წლის 29 მარტის უზენაესი სასამართლოს განჩინება გვაუწყებს ძველი ადმინისტრაციული წარმოება ბათილად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი წარმოების შედეგად მიეღო ახალი ფაქტობრივი გარემოებები და ახლიდან მისულიყო საბოლოო დასკვნამდე.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს ახსნა-განმარტება მიეცა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ე---------ის კ---------ი და ე------ის ჰ------- ს--–-–--ი წარმოადგენდნენ უზარმაზარ კომპანია - ჰოლდინგებს, მართალია ამ სამსახურებს სათაო ოფისები განთავსებული იყო სხვადასხვა ქალაქში, თუმცა უშუალოდ მოსარჩელეებს შრომა და ცხოვრება უწევდათ, ს------ში, სწორედ ამიტომ მიიღეს ბინა ს------ში და არა ჯ----ში.
აპელანტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა ასევე მოსარჩელე ჯ------- ჯ-----ს განმარტებები, რომ 1978- 2000 წლებში, სხვადასხავა თანამდებობაზე მუშაობდა ე---------ში და სოფელ ჯ----ში. 1990 წელს ქალაქკომმა გადასცა მშენებარე ბინა ქ. ს------ში, სადაც არ ჩაწერილა. იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა ქ. ს------ში, ნათესავის ბინაში, რომელიც დატოვა 1993 წლის აგვისტოში.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმის ნომერი: ბს-1227-1213(კ-11)). აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცნებები „საცხოვრებელი ადგილი“ და „რეგისტრაციის ადგილი“.
საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება- მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით.
"საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის დადგენა.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული დავის ფარგლებში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადასტურებას დევნილობამდე წარმოადგენდა თუ არა აპელანტების მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ქ. ს-------.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 16 დეკემბრის №---------- წერილის თანახმად, ჯ------- ჯ-----, ნ----- ფ-----, ზ---- ჯ----- არ იყვნენ ქ. ს------ში, ძ---–----ის ქუჩა №--, ბინა №--ში მუდმივი მცხოვრები პირები. აღნიშნულ მისამართზე მათ ოჯახს მხოლოდ გააჩნდა საკუთრება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, მოსარჩელეებს გასაუბრება ჩაუტარდა და დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2017 წლის 8 ნოემბრის გასაუბრების კითხვარში მოსარჩელე ნ----- ფ-----მ აღნიშნა, რომ იგი 1959 წლის 19 იანვარს დაიბადა წ--–------აში. 1979 წელს იქორწინა წ--–------აში, 1976- 1993 წლებში მუშაობდა სოფელი ჯ----ის ე---------ის კ---------ში სასწავლო ოსტატად, მისი შვილები - ზ---- და კ------- ჯ----ები 1986-1999 წლებში სწავლობდნენ წ--–------ის რაიონის სოფელი ჯ----ის საშუალო სკოლაში. მისი მეუღლე - ჯ------- ჯ-----, 1978-2000 წლებში მუშაობდა ე------ის ჰ------- ს--–-–--ში განყოფილების უფროსად. მის ოჯახს დაუსრულებელი სახლი ჰქონდა ქ. ს------ში, რომელზეც საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა ქ. ს------ში, ნათესავის ბინაში, რომელიც დატოვა 1993 წლის აგვისტოში.
საქმეში არსებული დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2015 წლის 4 თებერვლის გასაუბრების კითხვარში მოსარჩელე ნ----- ფ-----მ მიუთითა, რომ ქ. ს------ში, მის მშენებარე ბინაში შეიჭრნენ აფხაზები და დასახლდნენ. მისმა ოჯახმა ვერ მოახერხა იქ ცხოვრება, რის გამოც ცხოვრობდნენ წ--–------ის რაიონის სოფელ ჯ----ში და ქ. ს------ში ცხოვრება ვერ მოასწრეს ომის გამო.
საქმეში არსებული დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2014 წლის 25 ივნისის და 2015 წლის 13 თებერვლის გასაუბრების კითხვარში მოსარჩელე ჯ------- ჯ-----ს და ნ----- ფ-----ს შვილებმა - კ------- ჯ-----მ და ზ---- ჯ-----მ, ასევე აღნიშნეს, რომ ქ. ს------ში, მის მშენებარე ბინაში შეიჭრნენ აფხაზები და დასახლდნენ. მისმა ოჯახმა ვერ მოახერხა იქ ცხოვრება, რის გამოც ცხოვრობდნენ წ--–------ის რაიონის სოფელ ჯ----ში და ქ. ს------ში ცხოვრება ვერ მოასწრეს ომის გამო.
საქმეში არსებული დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2017 წლის 23 ივნისის გასაუბრების კითხვარში მოსარჩელე ჯ------- ჯ-----მ განმარტა, რომ იგი დაიბადა წ--–------აში, 1979 წელს იქორწინა წ--–------აში.
1978-2000 წლებში, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა ე---------ში და ჰ-------პროექტში (ქ. თბილისი). მისი შვილები საშუალო სკოლაში დადიოდნენ წ--–------ის სოფელ ჯ----ში. 1990 წელს ქალაქკომმა გადასცა მშენებარე ბინა ქ. ს------ში, სადაც არ ჩაწერილა. იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა ქ. ს------ში, ნათესავის ბინაში, რომელიც დატოვა 1993 წლის აგვისტოში.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთვევაში დადასტურებულია ის გარემოება, რომ აპელანტები ზ---- ჯ----- და კ------- ჯ----- 1986-1999 წლებში სწავლობდნენ წ--–------ის რაიონის სოფელი ჯ----ის საშუალო სკოლაში და იმავე სოფელში ცხოვრობდნენ. ამასთან, როგორ ზემოთ აღინიშნა, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 16 დეკემბრის №---------- წერილის თანახმად, ჯ------- ჯ-----, ნ----- ფ-----, ზ---- ჯ----- არ იყვნენ ქ. ს------ში, ძ---–----ის ქუჩა №--, ბინა №-- ში მუდმივი მცხოვრები პირები.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას 2018 წლის 20 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე აპელანტმა ჯ------- ჯ-----მ განმარტა, რომ მას ქალაქკომის მიერ გადაცემულ ბინაში ქ. ს------ში არ უცხოვრია და მან ვერ მოასწრო ქ. ს------ში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა, რამდენადაც ამ დროისათვის ს------ში უკვე დაიწყო არეულობა, ხოლო ზ---- ჯ-----მ განმარტა, რომ ის და მისი ძმა ძირითადად წ--–------აში ცხოვრობდნენ. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 15:47:12 -15:57:52);
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, 1993 წლამდე მოსარჩელეთა მუდმივი ცხოვრების ფაქტს ადასტურებს წ--–------ის რაიონის სოფელ ჯ----ში და არა დღეისათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე; მართალია მოსარჩელეებს გააჩნდათ საცხოვრებელი ბინა ქ. ს------ში, თუმცა მათ იქ საცხოვრებლად გადასვლა ვერ მოასწრეს იქ განვითარებული საომარი მდგომარეობის გამო; საქმეში არ არის წარმოდგენილი და არც სააპელაციო სასამართლოში იქნა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულება, რომელიც ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 2124, 2125, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ------- ჯ-----ს, ზ---- ჯ-----ს, კ------- ჯ-----სა და ნ----- ფ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -