განაჩენი

სისხლის სამართლის 21.09.2018
საქმის ნომერი
330100116001228524
ინსტანცია
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001228524

საქმე №1ბ/598-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

ნინო სანდოძე

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ა----------–---–ის და ნ---------------ის

გამართლებულის: ი-----–------------–---–ის

ადვოკატის: გ-------------–-ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულის ი-----–------------–---–ის მიმართ. ი-----–----------–-–---–ი დაბადებულია 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, ლ--–-----------–---, კორპუსი N------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, მ---–------------- N1-----------ში. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ი-----–------------–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

ი-----–------------–---–ის აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 08:00 საათზე ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირი N37-ში მდებარე მიწისქვეშა კომპლექსში ი-----–------------–---–მა მოკვლის განზრახვით, თანნაქონი დანის გამოყენებით გ----------------–--ეს მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი გულმკერდის მარცხენა ნახევარში, პლევრის ღრუში, რომელიც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებათა მძიმე ხარისხს. ი-----–------------–---–მა განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგან მის მიერ გამოყენებული დანა დარტყმის შედეგად გადატყდა, ხოლო გ----------------–--ე გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად იგი გადაურჩა სიკვდილს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით:

 

ი-----–------------–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,108 მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------ემ.

 

სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ი-----–------------–---–ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რადგან ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლოს წარუდგინა ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა შეფასების შედეგად ობიექტური პირი დარწმუნდებოდა იმაში, რომ ი-----–------------–---–მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული. შესაბამისად, იგი ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და უნდა განესაზღვროს სამართლიანი სასჯელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ ნ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენი გამართლებულ ი-----–------------–---–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ფორმულირებული ბრალდების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა აანალიზებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მტკიცებულებებს, რომელთა ურთიერთშეჯერებით ნათელია, რომ მოცემული შემთხვევის დროს გამართლებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარი ინციდენტის შემსწრე გახდა არაერთი პირი, რომლებიც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით დაიკითხნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში. გარდა ამისა, საქმეზე მხარეთა შეჯიბრობითობის პრიციპის დაცვით გამოკვლეული იქნა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან ურთიერთშეჯერებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ი-----–----------–-–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, ხოლო აღნიშნული დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას პალატას აძლევს შემდეგი მტკიცებულებები:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ----------------–--ემ განმარტა, რომ 2015 წლის ოქტომბერში მუშაობდა რ---------–-------–- განთავსებულ სწრაფი კვების ობიექტში. 2015 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 06:00 საათზე სწრაფი კვების ობიექტში მასთან მივიდნენ მისი მეგობრები კ------------–---–ი და ი-----–------------–---–ი. მათ შეუკვეთეს მწვადი და მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს, ი-----–------------–---–ი იყო ნასვამ მდგომარეობაში. სწრაფი კვების ობიექტში ასევე იმყოფებოდნენ თ--------------–-–---–ი, ე-------------–-–---–ი და ზ---------------–---–ი. კ------------–---–სა და ი-----–------------–---–ს შორის საუბრის დროს წარმოიშვა კონფლიქტი, რასაც მოჰყვა ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება. მან შეიტყო, რომ კ------------–---–ის და მის საერთო მეგობარს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა ი-----–------------–---–ი, რასაც მოჰყვა კ------------–---–ისა და ი-----–------------–---–ის კონფლიქტი. რამდენიმე ხანში როგორც ი-----–------------–---–მა, ასევე კ------------–---–მა დატოვეს სწრაფი კვების ობიექტი, ხოლო მას უნდა შეედგინა ბაზარში შესაძენი პროდუქციის სია. რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც ტერიტორიას ტოვებდა, კიბეებზე შეხვდა ი-----–------------–---–ს, რომელიც იყო მეგობართან ერთად. ი-----–------------–---–ი კითხულობდა კ------------–---–ს, შემდეგ საუბარი წარიმართა თ--------------–-–---–სა და ი-----–------------–---–ს შორის. ისინი ხმამაღლა საუბრობდნენ. იგი მივიდა თ--------------–-–---–თან და ი-----–------------–---–თან. ცდილობდა, მათი საუბარი არ გადაზრდილიყო კონფლიქტში. თ--------------–-–---–სა და ი-----–------------–---–ს შორის მოხდა შელაპარაკება, ერთმანეთს ჰკრეს ხელი, რა დროსაც მან იგრძნო დანის დარტმა, მას ი-----–------------–---–მა დაარტყა დანა. როდესაც ი-----–------------–---–მა მეორეჯერ მოუქნია დანა, მას მხოლოდ დანის ხის ტარი მოხვდა. დაინახა დანის ტარი, რომელიც მის წინ კიბეებზე დავარდა. დანის დარტყმის შემდეგ ი-----–------------–---–ი გაიქცა. მას დანა ჭრილობაში ჰქონდა ჩარჩენილი, აიწია ტანსაცმელი და ნახა ჭრილობა, წავიდა ტაქსების გაჩერებისკენ, სადაც გააჩერა ტაქსი, რომელმაც სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. თავად გადასცა ექიმს ჭრილობიდან ამოღებული დანის პირი, რომელიც იქნებოდა დაახლოებით 5-7 სმ. მანვე განმარტა, რომ ნასამართლევია ხულიგნობისთვის. ი-----–------------–---–ის მხრიდან არ იყო დანის გამოყენების აუცილებლობა, ვინაიდან კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა. ი-----–------------–---–ი არ ყოფილა ისეთ სიტუაციაში, რომ მას თავი დაეცვა. მან არ იცის, როგორ აღმოჩნდა ი-----–------------–---–ის სისხლის კვალი შემთხვევის ადგილზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ------------–---–მა განმარტა, რომ ის და ი-----–------------–---–ი იმყოფებოდნენ მის მეგობართან - ნ---------------–-–---–თან, რომელსაც აქვს სამწვადე ობიექტი. სუფრაზე მას და ი-----–------------–---–ს შორის მოხდა კონფლიქტი, ვინაიდან ი-----–------------–---–მა შეაგინა მის მეგობარს ჯ---------------------–ს, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირიპისპირება ი-----–------------–---–თან. მათ შორის კონფლიქტი არ გადაზრდილა ფიზიკურ დაპირისპირებაში. სუფრაზე ი-----–------------–---–თან ერთად იყო მისი მეგობარი, რომელიც იყო ფხიზელი. ი-----–------------–---–ი მისმა მეგობარმა წაიყვანა. ისიც წავიდა, შემდეგ ტელეფონით შეიტყო მომხდარის შესახებ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-------------–-–---–მა განმარტა, რომ 2015 წლის 25 ოქტომბერს სწრაფი კვების ობიექტში ი-----–------------–---–სა და კ------------–---–ს შორის მოხდა კონფლიქტი. მათ მალევე დატოვეს კვების ობიექტი და დაახლოებით 20 წუთში, როდესაც მან დაკეტა სწრაფი კვების ობიექტი, უკან დაბრუნდა ი-----–------------–---–ი და მისი მეგობარი. მასთან ერთად იყვნენ გ----------------–--ე, თ--------------–-–---–ი და ზ---------------–---–ი. ი-----–------------–---–ი კითხულობდა და ეძებდა კ------------–---–ს. ი-----–------------–---–ს ესაუბრებოდნენ თ--------------–-–---–ი და გ----------------–--ე, ხოლო ის და ზურა ხარატიშვილი ესაუბრებოდნენ ი-----–------------–---–ის მეგობარს. საუბრის დროს ი-----–------------–---–მა მოიქნია ხელი, რის შემდეგაც გაიქცა, ხოლო გ----------------–--ემ დაიყვირა, რომ ის დაჭრეს. მან დაჭრილი გ----------------–--ე ტაქსით მიიყვანა სამედიცინო ცენტრში. მანვე განმარტა, რომ ი-----–------------–---–ი ნასვამი იყო. როდესაც კ------------–---–ი, ი-----–------------–---–ი და მისი მეგობარი სწრაფი კვების ობიექტში მათთან მივიდნენ, ი-----–------------–---–ი ნასვამი იყო, მისი მეგობარი კი არა. როგორც ახსოვს ობიექტზეც დალიეს, თუმცა კონკრეტულად ვინ სვამდა, არ დაკვირვებია. მეგობრის სახელი და გვარი, რომელიც ი-----–------------–---–ს ახლდა, არ იცის. მისი იქ ყოფნის მანძილზე ი-----–------------–---–ისთვის ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. არ იცის, ი-----–------------–---–ის სისხლი როგორ აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---------------–---–მა განმარტა, რომ მის მეგობრებს გ----------------–--ეს, ე-------------–-–---–ს, თ--------------–-–---–ს და კ------------–---–ს ჰქონდათ კონფლიქტი ი-----–------------–---–თან. ვინაიდან ი-----–------------–---–მა მათი საერთო მეგობარი ჯ---- მოიხსენია უწმაწური სიტყვებით, მათ შორის წარიმართა დაძაბული საუბარი. როდესაც ის მივიდა შემთხვევის ადგილზე, კონფლიქტი უკვე დაწყებული იყო. მისი მეგობრები იყვნენ ნასვამები, ასევე - ი-----–------------–---–იც. კონფლიქტი დაახლოებით 3-4 წუთი გაგრძელდა, დაპირისპირებული მხარეები ერთანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. როდესაც დაპირისპირება დასრულდა, ი-----–------------–---–მა და მისმა მეგობარმა დატოვეს შემთხვევის ადგილი, ასევე წავიდა კ------------–---–იც. ი-----–------------–---–ი და მისი მეგობარი დაბრუნდნენ დაახლოებით 15 წუთში. ის კვლავ იქ იმყოფებოდა, მასთან ერთად ასევე იყვნენ თ--------------–-–---–ი, ე-------------–-–---–ი და გ----------------–--ე. ის ი-----–------------–---–ის მეგობარს ელაპარაკებოდა, ხოლო გ----------------–--ე და ი-----–------------–---–ი ერთმანეთში საუბრობდნენ, რა დროსაც ი-----–------------–---–მა გ----------------–--ეს ხელი დაარტყა, რასაც მოჰყვა გ----------------–--ის ყვირილი ,,დამჭრაო“. ი-----–------------–---–მა მარჯვენა ხელი მოიქნია და სწორედ მაშინ დაიყვირა გ----------------–--ემ ,,დამჭრაო”. მან ნახა, რომ გ----------------–--ეს მიყენებული ჰქონდა ჭრილობა. გ----------------–--ე და ე-------------–-–---–ი ტაქსით წავიდნენ სამედიცინო ცენტრში, ხოლო თავად ის და თ--------------–-–---–ი დაედევნენ ი-----–------------–---–ს, რომელიც მარჯანიშვილის მხარეს გაიქცა. ი-----–------------–---–ს დაუდო ფეხი და წააქცია, რის შემდეგაც მიმართეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს. ი-----–----------–-–---–ს რაიმე ნივთი არ დარჩენია. ი-----–------------–---–ია და მისი მეგობრის მიმართ ფიზიკურ შეირაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------------–--ამ განმარტა, რომ 2015 წლის 25 ოქტომბერს, გამთენიისას მუშაობდა საშაურმეში, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, რ---------–------------------–-. მას ე-------------–-–---–ის და გ----------------–--ის სწრაფი კვების ობიექტიდან შემოესმა ხმაური. როდესაც მივიდა ობიექტთან, გაიგონა, რომ ი-----–------------–---–ი ვიღაც პირს აგინებდა, იქ მყოფი პირები კი მოუწოდებნენ, შეეწყვიტა გინება. ი-----–------------–---–ის გინებას მოჰყვა ჩოჩქოლი, აყალმაყალი და ჩხუბი, ი-----–------------–---–მა მოიქნია დანა და დაარტყა გ----------------–--ეს. ი-----–------------–---–ი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. გ----------------–--ეს ჭრილობა მიყენებული ჰქონდა მარცხენა მხარეს. მან ტაქსში ჩასვა გ----------------–--ე, რომელიც ე-------------–-–---–თან ერთად წავიდა სამედიცინო ცენტრში. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს განუცხადა გ----------------–--ის დაჭრის ფაქტი და მიუთითა ი-----–------------–---–ზე, რომელიც ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით გარბოდა. ი-----–------------–---–ი მეგობართან ერთად იყო. რამდენიმე წუთში ნახა დაკავებული ი-----–------------–---–ი, რომელთანაც იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების სამსახურიც. მანვე განმარტა, რომ ი-----–------------–---–ის ცემის ფაქტს არ შესწრებია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ----–------------მ განაცხადა, რომ ის და მისი მეწყვილე ი-----–-----–------ი ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას - იმყოფებოდნენ სამოქმედეო ტერიტორიაზე - მ.ჯავახიშვილის ქუჩაზე, რა დროსაც ისინი შეაჩერა გ------------–--ამ, რომელმაც განუცხადა, რომ მისი მეგობარი გ----------------–--ე მუცლის არეში იყო დაჭრილი, ხოლო პირი, ვინც დაჭრა - ი-----–------------–---–ი მის მეგობრებს ჰყავდა შეჩერებული. როდესაც ის და მისი მეწყვილე მივიდნენ ი-----–------------–---–თან, მას სახეზე აღენიშნებოდა გარკვეული სახის დაზიანებები და იყო ჩაცუცქულ მდგომარეობაში. ი-----–------------–---–ს არ უთქვამს, რომ დაზიანება ცემის შედეგად მიიღო. ის ამბობდა, რომ დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ ი-----–------------–---–ი უარს აცხადებდა დახმარებაზე, მან მაინც გამოიძახა სასწრაფო დახმარების სამსახური, რადგან ვიზუალურად აშკარად ეტყობოდა, რომ ჰქონდა დაზიანებები და ესაჭიროებოდა დახმარება. სასწრაფო დახმარების სამსახურის მიერ სტაციონარში იქნა გადაყვანილი ი-----–------------–---–ი. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–-----–------მა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0--------დასკვნისთანახმად, წარმოდგენილი შპს ,,ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკურის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1---------ის მიხედვით მოქ. გ-------–--------–---ს 2015 წლის 26 ოქტომბერს მიღებულ ტრავმასთნ დაკავშირებით დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, გულმკერდის წინა კედლის ღია ჭრილობა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

კრიმინალისტიკური ექსპერტიზის 1----–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანის პირი და შემთხვევის ადგილზე ნანახი დანის სახელური დამზადებულია ქარხნული წესით, ისინი განცალკევებამდე (გადატეხვამდე) შეადგენდა ერთ მთლიან დანას, რომლის განცალკევება მოხდა ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ---------------მ.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ----------------–--ის ტანსაცმელზე (ქურთუკზე და პულოვერზე) არსებული გამჭოლი დაზიანებები წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი, ცალპირლესილი საგნის ზემოქმედებით და შესაძლებელია, მიყენებულიყო ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანის პირით, ან სხვა დანით, რომლის პირის სიგანის ერთ-ერთი მონაკვეთი შეადგენს 15 მმ-ს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–------------–--ემ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, რ---------–------------------–-, მიწისქვეშა კომპლექსის - ე.წ. ,,თურქული ბარების“ ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა ე.წ. ,,კაპიუშონი“, შავის ფერის მზის სათვალე, პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია შავი ფერის პლასტმასის საგანი. ასევე ნანახი და ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები თავისივე საკონტროლო ანაწმენდებით.

 

პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

აღნიშნული პრინციპის/სტანდარტების გაანალიზებით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ გარკვეული მტკიცებულებები, რომელთა დაყრდნობითაც ბრალდების მხარე დადასტურებულად მიიჩნევს გამართლებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, ურთიერთწინააღმდეგობრივ ხასიათს ატარებენ, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებიან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ საქმეში არსებულ სხვა სარწმუნო და ობიექტურ მტკიცებულებებს, რომლითაც გამოირიცხება გამართლებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების უტყუარად ჩადენის ფაქტი.

 

პალატა უპირველეს ყოვლისა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, თითქოდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების - ე-------------–-–---–ის, ზ---------------–---–ის, კ------------–---–ის, გ------------–--ას და დაზარალებულ გ----------------–--ის ჩვენებები თანხვედრილია, რადგან აღნიშნული დაზარალებულის/მოწმეების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მიცემული ჩვენებების ურთიერთშეჯერება ცხადყოფს, რომ გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით ისინი ატარებენ ურთიერთწინააღმდეგობრივ ხასიათს. კერძოდ, დაზარალებული თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მას კონფლიქტი გამართლებულთან არ ჰქონია, რადგან იგი შემთხვევის დროს თავიდან ცდილობდა კ------------–---–სა და გამართლებულს შორის გაგრძელებული საუბარი არ გაგდაზრდილიყო კონფლიქტში, ხოლო შემდეგ კი, როდესაც გამართლებული ისევ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, ხმამაღალი საუბარი წარიმართა თ--------------–-–---–სა და გამართლებულს შორის, რა დროსაც ასევე ცდილობდა მათ დაწყნარებას. აღნიშნულის საპირისპიროდ ზ---------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ როდესაც ის მივიდა შემთხვევის ადგილზე, კონფლიქტი უკვე დაწყებული იყო, კერძოდ გ----------------–--ესა და ი-----–------------–---–ს შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. მოცემული გარემოების შეფასება ცხადყოფს, რომ დაზარალებულის ჩვენებით გამოირიცხება უშუალო კონფლიქტური სიტუაციის არსებობის ფაქტი გამართლებულთან, აღნიშნული საპირსპიროდ კი ზ---------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ გამართლებულსა და დაზარალებულს შორის იყო დაპირისპირება.

 

გარდა აღნიშნულისა, როგორც ე-------------–-–---–ის ჩვენებიდან ირკვევა, შემთხვევის ადგილზე გამართლებულის დაბრუნების შემდეგ ეს უკანასკნელი ესაუბრებოდა თ--------------–-–---–ს და გ----------------–--ეს, ხოლო ზ---------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე გამართლებულის ხელმეორედ დაბრუნების შემდეგ ნახა, რომ გ----------------–--ე და ი-----–------------–---–ი ერთმანეთში საუბრობდნენ. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს დაზარალებულისთვის ჭრილობის მიყენების შესახებ ზემოაღნიშნული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებს. დაზარალებული მკაფიოდ აღნიშნავს, რომ თ--------------–-–---–სა და ი-----–----------–-–---–ს შორის მოხდა შელაპარაკება, ერთმანეთს ჰკრეს ხელი, რა დროსაც მან იგრძნო დანის დარტყმა, რომელიც გამართლებულმა დაარტყა, შემდეგ გამართლებულმა მეორეჯერ მოუქნია დანა, მაგრამ მხოლოდ დანის ტარი მოხვდა, შემდეგ კი დაინახა დანის ტარი, რომელიც მის წინ კიბეებზე დავარდა, ი-----–------------–---–ი კი გაიქცა. აღნიშნულის საპირისპიროდ ე-------------–-–---–ის, ზ---------------–---–ის და გ------------–--ას ჩვენებებით დგინდება, რომ გამართლებულმა მხოლოდ ერთხელ დაარტყა ხელი (გ------------–--ა ამბობს, რომ მოიქნია დანა) რა დროსაც გაიგეს დაზარალებულის ყვირილი, რომ ის ,,დაჭრეს“. მოცემული მოწმეების ჩვენებების შეფასება ცხადყოფს, რომ გამართლებულის მიერ დაზარალებულისათვის მეორედ დანის ან ტარის მოქნევის ფაქტს ისინი არ ადასტურებენ. ასევე ისინი დაზარალებულისგან განსხვავებით არ უთითებენ, თითქოსდა თავიდან თ--------------–-–---–მა და ი-----–----------–-–---–მა ერთმანეთს ხელი ჰკრეს.

 

ამდენად; მტკიცებულებები, რომლებიც ი-----–----------–-–---–ს მოცემული დანაშაულის ჩადენაში აპელანტის პოზიციით თითქოსდა ამხელენ, არის ჩვენებები, რომელთა შეფასება და ანალიზი ცხადყოფს, რომ ისინი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ობიექტური პირისათვის სარწმუნობიის/დამაჯრებლობის თვალსაზრისით ვერ განიხილებიან დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებად. უფრო მეტიც გარდა იმისა, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ურთიერთწინააღმდეგობრივი ხასიაათისაა, ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან გამართლებულის და საქმეზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებს და წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ი-----–------------–---–ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, 2015 წლის 25 ოქტომბერს ის, ვ---------------–-ძე და კ------------–---–ი იმყოფებოდნენ ქ.თბილისში, რ---------–------------------–- მდებარე სწრაფი კვების ობიექტში, სადაც ატარებდნენ დროს და მიირთევდნენ საჭმელს. რამდენიმე ხნის შემდეგ კ------------–---–ის მეგობრები მივიდნენ - 4-5 ადამიანი გაიცნო იქ ყოფნისას. საუბარში მან კ------------–---–ის მეგობარი ჯ---- მოიკითხა და მეგობრულად უწმაწური სიტყვით მოიხსენია, რასაც მოჰყვა კ------------–---–ის ერთ-ერთი მეგობრის შენიშვნა და მასთან ოდნავ დაძაბული საუბარი წარიმართა. მან უთხრა, რომ ჯ---- მისი მეგობარიც იყო და შეეძლო ასეთი ფორმით მოხსენიება. მათ საუბარში ჩაერია კ------------–---–ი და სიტუაცია განმუხტა. მან და ვ---------------–-ძემ მალევე დატოვეს ობიექტი და წავიდნენ. სახლში მისვლამდე აღმოაჩინა, რომ სათვალე არ ჰქონდა. სათვალე მეუღლის ნაჩუქარი იყო ქორწილში და მისთვის ძალიან ძვირფასი იყო, რის გამოც ის და ვ---------------–-ძე დაბრუნდნენ უკან. მათ დახვდათ კ------------–---–ის მეგობრები. ერთ-ერთმა - გ----------------–--ემ უხეშად ჰკითხა, თუ რა უნდოდა იქ, რაზეც უპასუხა, რომ ეძებდა კ------------–---–ს, რა დროსაც გ----------------–--ემ განუცხადა ,,რა კ----, რის კ----, რით ვერ მოინელეთ“, შეაგინა და ხელი დაარტყა. იგი დარტყმის შედეგად ძირს დაეცა. შეამჩნია, რომ მის მეგობარ ვ---------------–-ძესაც ურტყამდნენ იქ მყოფი პირები. როდესაც ფეხზე წამოდგა, დაუწყეს ცემა, რის შედეგადაც კვლავ წაიქცა. ურტყამდნენ მუცლის, სახის არეში და ფეხებში - თითქმის სხეულის ყველა ნაწილში. უჭირდა სუნთქვა, ყველაფერს გრძნობდა, ხოხვა-ხოხვით კიბეებისკენ მიემართებოდა, ამ დროს ძალიან ძლიერად ურტყამდნენ თავის არეში ან მუშტებს, ან დანის ტარს. როდესაც ძირს იწვა, შეამჩნია დავარდნილი დანა და აიღო ხელში, დანა იქ როგორ აღმოჩნდა, არ იცის. მან დანა მოუქნია იმ პირს, რომელიც ზემოდან ურტყამდა და მკლავში დაარტყა. მის მიერ მოქნეული დანა გადატყდა. მან თავდაცვის მიზნით მოიქნია დანა, რის შემდეგაც მოჩხუბარი პირები შეჩერდნენ, იხელთა დრო და კიბეების გავლით გაიქცა ელბაქიძის დაღმართზე. დანა რომ არ მოექნია, ალბათ ცოცხალი არ იქნებოდა. როდესაც გარბოდა, სციოდა, აწუხებდა გულის რევა, ტკიოდა თავი, მუხლები და ფეხები დასიებული ჰქონდა, თავს ცუდად გრძნობდა, რის გამოც ვერ შეძლო სიარული და ტროტუარზე ჩამოჯდა. რამდენიმე ხანში მასთან მივიდნენ კ------------–---–ის მეგობრები, რომლიდანაც ერთ-ერთმა რამდენჯერმე სილა გაარტყა სახეში. ვინაიდან არ შეეძლო გაქცევა, ძირს დაწვა. ამის შემდეგ გონს პატრულის ა/მანქანაში მოეგო. გული მისდიოდა და საპატრულო სამსახურის თანამშრომელს თხოვა, რომ კარი გაეღო. გონება კვლავ დაკარგა, გონს რომ მოვიდა, სასწრაფო დახმარების ა/მანქანაში იმყოფებოდა. როცა თვალის გახელა მოახერხა, ოპერაციას უკეთებდნენ და უხვრეტდნენ გულის ფიცარს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N----- ცნობის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქ. ი-----–------------–---–ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 26.10.15წ-31.10.15წ. დიაგნოზით: პოლიტრავმა, მუცლის დახურული ტრავმა ელენთის გაგლეჯვით. ჰემოპერიტონეუმი, გულმკერდის მარცხენა ნახევრის დახურული ტრავმა, მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით მარჯვენა თხემ-საფეთქლის და სახის მიდამოში ვლინდება მრავლობითი ექსკორაციები. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,0----------- ექვსი ანაწმენდი“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1-6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და ი-----–------------–---–ის (ობ. N9; პაკეტი, წარწერით: ,,ი.გ---------–---–ის სისხლის ნიმუში“) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ი-----–------------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: მუცლის ღრუს დახურული ტრავმა ელენთის გაგლეჯვით, ჰემოპერიტონეუმი. გულმკერდის მარცხენა ნახევრის დახურული ტრავმა, ჰემოპერიტონეუმი, გულმკერდის მარცხენანახევრის დახურული ტრავმა, მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი. დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერების მიხედვით აღენიშნებოდა ნაკაწრი, ჰემატომა, ექსკორაციები სახის არეში. ი-----–------------–---–ს 03.11.2015წ. პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სახისა და ორივე წინამხრის მიდამოებზე. ყველა ეს დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, დაზიანებები: მუცლის ღრუს დახურული ტრავმა ელენთის გაგლეჯვით, ჰემოპერიტონეუმი, გულმკერდის მარცხენა ნახევრის დახურული ტრავმა, მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად აღებული ეკუთვნიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ყველა სხვა დაზიანებები იზოლირებულად აღებული ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან განცხადებაში მითითებულ თარიღს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ე-–-----------------ის მიერ მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ როდესაც ავტობუსით გადაადგილდებოდა ელბაქიძის აღმართზე, სადაც გზა რუსთაველზე ადის, შეამჩნია, რომ რამდენიმე კაცი ურტყამდა და სცემდა ერთ ადამიანს. ერთი ადამიანი ეგდო ძირს, რამდენი სცემდა ამ უკანასკნელს, მას არ ახსოვს. მან და ავტობუსში მყოფმა ერთ-ერთმა ქალბატონმა მომხდარი ფაქტი შეატყობინეს საპატრულო პოლიციას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------მ დაადასტურა, რომ ისიც შეესწრო ელბაქიძის აღმართზე მომხდარ ჩხუბს, მან დაინახა, რომ ერთი ადამიანი ეგდო ძირს. ძირს ვინც ეგდო, სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული. ის მოძალადეს ზურგიდან ხედავდა, სახეზე არ დაუნახავს. ხედავდა, რომ მოძალადე ურტყამდა ხელებს და ფეხებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე დ----- გ---------–---–მა განმარტა, რომ მისი შვილი ი-----–------------–---–ი ღამის საათების განამავლობაში სახლში არ იმყოფებოდა და თამაშობდა პოკერს, დილით მიდიოდა სახლში. 2015 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 10:30 საათზე დაუკავშირდნენ შვილის მეგობრები, რომლებმაც განუცხადეს, რომ ი-----–------------–---–ს მოუვიდა ჩხუბი და ის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. როდესაც საავადმყოფოში მივიდა, შვილი დახვდა ცუდ მდგომარეობაში - ის იყო საოპერაციო ოთახში შეყვანილი. ოპერაცია გაგრძელდა სამი საათის განმავლობაში. მას ესაუბრა მთავარი ექიმი, რომელმაც ი-----–------------–---–ს ჩაუტარა ოპერაცია. მთავარმა ექიმმა განუცხადა, რომ ვერავითარ იმედს ვერ მიცემდა, ვინაიდან ორ ლიტრამდე სისხლი ჰქონდა ი-----–------------–---–ს მუცლის ღრუში ჩაღვრილი. მანვე განმარტა, რომ სახლში შავტარიანი დანები ბევრი აქვთ, მაგრამ კერამიკის - არც ერთი. მისივე განმარტებით, სახლის კარს ურდულით კეტავდნენ და სახლში მათ გარეშე ვერავინ შევიდოდა. ი-----–-ც რომ ბრუნდებოდა, ზარს რეკადა და ისინი უღებდნენ კარს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------------მ განმარტა, რომ მისი მეუღლე ი-----–------------–---–ი ღამის საათებში ხშირად არ იმყოფებოდა სახლში და ძირითადად დილით ბრუნდებოდა. სახლში სხვადასხვა სახის დანა აქვთ, ძირითადად ხმარობენ მეტალის დანებს. კერამიკის დანები სახლში არ აქვთ. კარს ი-----–- გასაღებით ვერ გააღებდა, ვინაიდან ურდულით იყო დაკეტილი. ის მეუღლეს დილამდე არც ელოდებოდა. თუ მივიდოდა ი-----–-, ზარს რეკავდა და მას უნდა გაეღო კარი. მის გარეშე ი-----–- სახლში ვერ შევიდოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ---------------–-ძემ დაადასტურა, რომ ი-----–------------–---–თან ერთად გასართობად იმყოფებოდა ქ.თბილისში, რ---------–------------------–-. მას ი-----–------------–---–მა დაახლოებით ღამის 4-5 საათისთვის დაურეკა და უთხრა, რომ გარკვეული თანხა მოიგო და შესთავაზა, მასთან ერთად გასართობად წასულიყო. მათთან ერთად ასევე იმყოფებოდა ი-----–------------–---–ის მეგობარი კ------------–---–ი და ერთი ირანელი პირი, რომელიც ქართულად საუბრობდა. კ------------–---–მა ი-----–------------–---–ი და ის მიიპატიჟა თითო ჭიქის დასალევად. ის, ი-----–------------–---–ი, კ------------–---–ი და მასთან მყოფი პირი მივიდნენ სწრაფი კვების ობიექტში, სადაც მომსახურე პერსონალი იმყოფებოდა. დაიწყეს ალკოჰოლური სასმელის დალევა და საუბარი, იხსნებდნენ ძველ ამბებს, გაიხსენეს საერთო მეგობარი, რომელიც ი-----–------------–---–მა მეგობრულად მოიხსენია უწმაწური სიტყვით, რაზეც სუფრაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ი-----–------------–---–ს შენიშვნა მისცა. რამდენიმე ხანში მან და ი-----–------------–---–მა დატოვეს სწრაფი კვების ობიექტი, ისინი გააცილა კ------------–---–მა და წავიდნენ სახლში. სახლში ასვლისას ი-----–------------–---–ს გაახსენდა, რომ სწრაფი კვების ობიექტში დარჩა სათვალე, რის გამოც მიბრუნდნენ უკან. როდესაც მივიდნენ, იკითხეს კ------------–---–ი, რაზეც მომსახურე პერსონალიდან ერთ-ერთმა აგდებულად უპასუხა და შეიგინა. საპასუხოდ მან და ი-----–------------–---–მა მოუწოდეს, რომ შეურაცხყოფას ნუ მიაყენებდა. ამ დროს ობიექტის სხვა თანამშრომლებიც მივიდნენ. ერთ-ერთს დანა ეჭირა ხელში, თუმცა ვერ იტყვის, რომ ის პირი დანით მათკენ მიდიოდა და მისგან მუქარა მომდინარეობდა, უბრალოდ ალბათ ის ობიექტში რაღაცას აკეთებდა და როდესაც გამოვიდა, დანაც ხელთ გამოყვა. იმ მომენტში ი-----–------------–---–ს დაარტყეს ხელი და წაიქცა, შემდეგ კი მასაც დაარტყეს და წააქციეს. მან ხელები აიფარა. როდესაც მიხვდა, რომ აღარ ურტყამდნენ, წამოვიდა. ი-----–------------–---–ს რამდენი პირი სცემდა, არ იცის. ისიც წაქცეული იყო, ხელები აფარებული ჰქონდა და მხოლოდ ხმები ესმოდა. წამოსვლის შემდეგ მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ი-----–------------–---–ს, რომელმაც განუცხადა, რომ მანაც დატოვა შემთხვევის ადგილი და აჩერებდა ტაქსს, სახლში მიდიოდა. ჩხუბის შედეგად მას წამოუვიდა სისხლი, რომელიც სასტუმრო ,,რედისონის“ საპირფარეშოში მოიბანა, რის შემდეგაც კვლავ დაუკავშირდა ი-----–------------–---–ს, რომელმაც განუცხადა, რომ იყო ძალიან ცუდად, იმყოფებოდა ელბაქიძის დაღმართზე და მასთან იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები. ის მივიდა ი-----–------------–---–თან, რომელიც იჯდა ძირს, სისხლი აღარ მოსდიოდა, ჰქონდა ცუდი ფერი, ცუდად სუნთქავდა და კითხვაზე, თუ როგორ გრძნობდა თავს, ვეღარ უპასუხა. შემდეგ მივიდა სასწრაფო დახმარების სამსახური, რომლებმაც ი-----–------------–---–ი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ი-----–------------–---–ისთვის დანა არ შეუმჩნევია მასთან ერთად ყოფნის პერიოდში.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად მოქალაქე ვ---------------–-ძეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (28.10.2105 წ-ს) აღენიშნებოდა კეფის, ცხვირის, მარცხენა თვალბუდის, ქვედა ქუთუთოს, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში სისხლნაჟღენთები და სისხლჩაქცევები, ზედა და ქვედა ტუჩის ლორწოვანზე უსწორო ფორმისა და კიდეების მქონე ნასკდომი ჭრილობები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

მოცემული მტკიცებულებების შეფასება და გაანალიზება ცხადყოფს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები და საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერება გასხვავებულ სურათს იძლევა გამართლებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. დაცვის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები განსხვავებულ სურათს იძლევა შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენათა დადგენის კუთხით, რომლითაც გამოირიცხება გამართლებულის მიერ დაზარალებულის მკვლელობის განზრახვა - ი-----–------------–---–ი კვების ობიექტზე დაბრუნდა იმ მოტივით, რომ სათვალე წამოეღო, რა დროსაც მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც თავის მეგობართან ერთად უმოწყალოდ სცემეს, ურტყამდნენ ფეხებს და ხელებს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, მათ შორის მუცელში, რა დროსაც მისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით გამოიყენა მან დანა, რითაც ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს.

 

პალატა თვლის, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ შეუძლებელი ხდება ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენა, ვინაიდან ისინი ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას შეიცავენ. განსხვავება და წინააღმდეგობაა არა მარტო დაცვისა და ბრალდების მტკიცებულებებს შორის, არამედ თითოეული მხარის მტკიცებულებებიც ერთმანეთისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობაზე მიუთითებენ, რის შესახებაც დეტალურად ზემოთ იქნა მითითებული.

ამდენად, საქმეზე ვერ შეიკრიბა ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი-----–------------–---–ის მიერ გ----------------–--ისათვის დანით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანების განზრახ მკვლელობის განზრახვით თუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ამიტომ პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებით დასტურდებოდეს, რომ ი-----–------------–---–ი ქმედების განხორცილებისას იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რომ თთქოს არსებობდა რეალური და იმწუთიერი საფრთხე გამართლებულის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების წინააღმდეგ.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი ი-----–------------–---–ის მიმართ უნდა იყოს არა ქმედების ჩადენისას მისი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა, არამედ ის, რომ შეკრებილი მტკიცებულებებით ვერ გამოირიცხა ეჭვი ასეთ მდგომარეობაში მისი შესაძლო ყოფნის შესახებ.

 

იმავდროულად აპალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლითაც არ იქნა გაზიარებული ბრალდების მოწმეთა ჩვენებები იმ მოტივით, რომ მათი უმრავლესობა წარსულში ნასამართლევი ან ადმინისტრაციულსახდელდადებული აღმოჩნდა სხვადასხვა ძალადობრივი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის. პირის ასეთი წარსული აპრიორი არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მისი მოწმის სახით მიცემულ ჩვენებას დამაჯერებლობის ნაკლები ხარისხი ექნება.

 

პალატა საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენიული მტკიცებულებების შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: საქმეზე დაკითხული მოწმეთა უმრავლესობა კონფლიქტის მონაწილე პირია, რაც მიუთითებს მათ სუბიექტურობაზე. კონფლიქტის ორივე მხარეს ამოძრავებდა მოსალოდნელი სისხლსისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის სურვილი. ი-----–------------–---–ს - გ-------–--------–--ის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ბრალდების მოწმეებს კი - ი-----–----------–-–---–ისთვის და ვ---------------–-ძესთვის სხეულის დაზიანებების მიყენებისთვის. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ ჩვენებების მიცემისას უარყვეს მათთვის არასასურველი გარემოებები: ი-----–------------–---–მა მიუთითა, რომ მას სცემდნენ, დანა შემთხვევით იპოვა ძირს დაგდებულმა და მისი გამოყენებისას იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. (მისი ჩვენება დაადასტურა მისმა მეგობარმა ვ---------------–-ძემ). ბრალდების მოწმეებმა კი უარყვეს ი-----–------------–---–ის და ვ---------------–-ძის სასტიკი ცემის ფაქტი.

 

მიუხედავად დაცვისა და ბრალდების მოწმეების ჩვენებებში არსებული ურთიერთგამომრიცხავი წინააღმდეგობებისა, ორივე მხარე ერთნაირად ადასტურებს მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ გარემოებებს. ამასთან, სასამართლოს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ნეიტრალური მოწმეების - ე-–-----------------ს და ნ------------ის ჩვენებები) აქვს შესაძლებლობა, ზუსტად დაადგინოს მოწმეთა ჩვენებების რომელი ნაწილი არ შეესაბამება სინამდვილეს სათანადო მოტივაციის არსებობის გამო, რაზედაც ზემოთ იყო მითითებული, კერძოდ:

- დადგენილია, რომ სუფრაზე დაიწყო შელაპარაკება გ---------–---–სა და მ------–---–ს შორის, რომელიც სუფრიდან ადგომის შემდეგ გაგრძელდა 3-4 წუთი და ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას, რის შემდეგაც გ---------–---–მა და კ------–---მ დატოვეს შემთხვევის ადგილი. აღნიშნულს ადასტურებენ როგორც გ---------–---–ი და კ------–---, ასევე ბრალდების მოწმეები.

- დადგენილია, რომ 15 წუთში გ---------–---–ი და კ------–--- დაბრუნდენენ შემთხვევის ადგილზე. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ორივე მხარე.

- რაც შეეხება დაბრუნების მიზეზს: არ უნდა იქნას გაზიარებული გ---------–---–ის ჩვენება, სადაც იგი უთითებს, რომ შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა სათვალის გამო. ბრალდების მოწმეები უთითებენ, რომ დაბრუნებულ გ---------–---–ს არ მოუკითხია სათვალე, არამედ იგი ეძებდა მ------–---–ს, ამასვე ადასტურებს გ---------–---–ის თანმხლები კ------–---ც. გარდა ამისა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებით დადგენილია, რომ სათვალე და შავი ,,კაპიუშონი“ ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილიდან. ეს გარემოება კი თანხვედრაშია გ---------–---–ის ჩვენების იმ ნაწილთან, სადაც უთითებს, რომ უკან მიბრუნების შემდეგ ის და კ------–--- სცემეს. სწორედ ამით უნდა აიხსნას სათვალისა და ,,კაპიუშონის“ აღმოჩენა შემთხვევის ადგილზე. ამდენად დადასტურებულია, რომ გ---------–---–ი დაბრუნდა მ------–---–ისთვის ანგარიშის გასასწორებლად.

-ბრალდების მოწმეების ჩვენებების ის ნაწილი, სადაც უთითებენ, თითქოს მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია გ---------–---–ის სასტიკ ცემას, ასევე არ უნდა იქნას გაზიარებული. როგორც აღინიშნა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს გარემოება მოწმეებმა არ დაადასტურეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შიშით. გ---------–---–ისა და კერვალიძის ცემის ფაქტს ამ უკანასკნელთა ჩვენებების გარდა ადასტურებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები სხეულზე მრავლობითი დაზიანებების არსებობის შესახებ, ასევე შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ი-----–------------–---–ის სისხლის კვალი.

 

ამდენად, დასტურდება, რომ ი-----–------------–---–ს ფიზიკურად გაუსწორდნენ ორ ადგილას - პირველად იქ, სადაც დაიჭრა გ----------------–--ე ( შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ი-----–------------–---–ის სათვალე, ,,კაპიუშონი“ და სისხლის კვალი) და მეორედ მას შემდეგ, როცა გაქცეულ ი-----–------------–---–ს დაეწივნენ გ----------------–--ის მეგობრები (რასაც შეესწრნენ ე-–----------------- და ნ-------------).

 

მიუხედავად აღნიშნულისა, მტკიცებულებების შეფასების შემდეგ ერთმნიშვნელოვნად ვერ დადგინდა, თუ რა გახდა ი-----–------------–---–ის პირველად ცემის მიზეზი - ის, რომ იგი მთვრალ მდგომარეობაში მყოფი კ------------–---–თან ანგარიშის გასასაწორებლად დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რამაც გამოიწვია იქ მყოფთა გაღიზიანება, თუ ის , რომ მან დანა დაარტყა გ----------------–--ეს და ამისთვის სცემეს. სწორედ ამ გარემოებას ექნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ი-----–------------–---–ის ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის. პირველი შემთხვევაში სახეზე გვექნებოდა ი-----–------------–---–ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა, მეორეში კი - განზრახ მკველელობის მცდელობა.

ასევე ერთმნიშვნელოვნად ვერ დადასტურდა ან გამოირიცხა, დანა, რომლითაც დაიჭრა გ----------------–--ე, ი-----–------------–---–მა თან მიიტანა, თუ მართლაც შემთხვევის ადგილზე იპოვა, როცა სცემდნენ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გააანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ი-----–------------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა გამართლებულის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის საფუძველს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და, შესაბამისად, სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ი-----–------------–---–მა ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ი-----–------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ი-----–------------–---–მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენი გამართლებულ ი-----–------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენი გამართლებულ ი-----–------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ი-----–------------–---–ი უდანაშაულოდ იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,108 მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ი-----–------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ი-----–------------–---–ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული თანხის ნაცვლად შესატან დ----- გ---------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე მდებარე - ქ.თბილისი, მ---–------------- N-------------–--------–---------- ფართი 112.40 კვ.მ. ს---------------------------------------------- დადებული ყადაღა.

 

გამართლებულ ი-----–------------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ნივთმტკიცება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, დანის პირი, გ----------------–--ის, ი-----–------------–---–ის, ვ---------------–-ძის სისხლის ნიმუშები, პლასტმასის საგანი - განადგურდეს.

 

ე.წ. ,,კაპიუშონი“, სათვალე, გ----------------–--ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ დისკზე დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე

 

ნ. სანდოძე