განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #130100118002448680
საქმე №1/ბ-1044-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-------–--------------–---- მიმართ, დ----------–----------–-–-------------- პირადი №5----------- საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ხ-–------------–----–----------------–-–---------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით, მ-----------–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი;
კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ მ-----------–--ის მიმართ დაევალა პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
გაუქმდა მ-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო;
მ-----------–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 27 აპრილიდან, 2018 წლის 01 მაისის ჩათვლით.
მ-----------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ გომის ტერიტორიაზე, თბილისი-ბორჯომის სამგზავრო მატარებლის ვაგონში მყოფმა მ-----------–---მ, ეჭვიანობის ნიადაგზე სახის არეში ხელის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალბატონს, - ნ-----------–---–ს. აღნიშნული მიზეზით გაგრძელდა რა მათ შორის კონფლიქტი იმავე დღეს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.ხაშურში საფეხბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მომდევნო დღეს დაახლოებით 10:00 საათზე ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში მდებარე ნ-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მ-----------–---მ კვლავ ხელის სახის არეში დარტყმით დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ---------ემ, რომელმაც მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასაჯელის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სპეციფიკა, კერძოდ, ის გარემოება, რომ მან ჩაიდინა განზრახი, ძალადობრივი დანაშაული. ამასთან, დაზარალებულის მიმართ მცირე ინტერვალებით, არაერთხელ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რაც მიუთითებს მის ძალადობრივ ბუნებაზე. აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ-----------–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. მ-----------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების: ნ-----------–---–ის, ზ---–-----–--–-----------------------------------------–-–---–------–---------–--–-- გამოკითხვის ოქმებით, ნ-----------–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს და ითხოვს სასჯელის სახით არ იქნას გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა, ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო სასჯელის გამკაცრების საფუძვლად ასევე ვერ მიიჩნევს სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულმა მ-----------–---მ ჩაიდინა განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, ვინაიდან, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მ-----------–--ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს, ურომლისოდაც საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
მ-----------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ მ-----------–--ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მ-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
მ-----------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 27 აპრილიდან, 2018 წლის 1 მაისის ჩათვლით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი