განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002399761
საქმე №1ბ/617-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ქეთევან სუპატაშვილის მდივნობით,პროკურორ - ოთ-------------–---–ის
ადვოკატ - ხვ------------–-–---–ის
მსჯავრდებულ - ვა-–----------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვა-–----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხვ------------–-–---–ისა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვა-–----------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 2----------), დაოჯახებულის, ტექნიკური განათლებით, ნასამართლევის, მცხოვრების კ-----------------------–------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით ვა-–----------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე.
ვა-–----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ვა-–----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 28 სექტემბრიდან 2017 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი დაპატიმ---ბის მომენტიდან - 2018 წლის 18 აპრილის 17:35 საათიდან.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვა-–----------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ანუ, დანაშული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, კ-----------------------–------------–-, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ვა-–----------------მა არასრულწლოვანი შვილიშვილების - ელ---------------ისა და მა----------------ის თანდასწრებით, მეუღლეს - მა----------------ის ხელი და ფეხი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც მა---------------იმ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ვა-–----------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაზ ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, კ-----------------------–------------–-, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მეუღლეს - მა----------------ის ხელი და ფეხი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც მა---------------იმ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
მსჯავრდებულ ვა-–----------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხვ------------–-–---–მა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ-------------–---–მა.
მსჯავრდებულ ვა-–----------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხვ------------–-–---–მა წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენის გაუქმება და ვა-–----------------ის განაჩენიდან მისი ნასამართლობისა და დანაშაულის რეციდივის ამორიცხვა, ასევე, ისეთი სასჯელის ზომის გამოყენება, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პატიმრობასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, ვა-–----------------ი 2007 წლის 8 მაისს მსჯავრდებულ იქნა მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და არა ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამინდელი რედაქციით, ნარკოტიკული საშუალების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უკანონოდ შეძენა-შენახვა წარმოადგენს 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8 წლამდე ვადით, რაც წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს და არა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ნასამართლობა ქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 6 წლის შემდეგ. ვა-–----------------მა სრულად მოიხადა სასჯელი და გათავისუფლდა 2011 წლის 27 ივნისს. დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის კი ნასამართლობა გაქარწყლებული იყო, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და მიიჩნია, რომ ვა-–----------------ი არის ნასამართლევი და ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს.
აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ ვა-–----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კონფლიქტი დაიწყო ვა-–----------------ის მეუღლესა და მათ რძალს შორის. ამ დროს ვა-–----------------ი იმყოფებოდა სამუშაოდ და მას დახმარებისათვის მიმართა მისმა რძალმა, ვინაიდან ის ვერ ახერხებდა დედამთილთან კონფლიქტის განმუხტვას. ვა-–----------------თან მისი მეუღლე შერიგებულია კონფლიქტის დღიდან, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთანაც, არ უარუყვია ცოლთან კონფლიქტის ფაქტი და მისი მიზეზები. ვა-–----------------ი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. ამასთან, იგი დაავადებულია ქრონიკული ავადმყოფობით. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვა-–----------------ის მიმართ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას.
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ-------------–---–მა წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და ვა-–----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის აზრით, გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი არ შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვა-–----------------ისათვის ბრალად შერაცხულ ქმედებას. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ბრალდებულის აღიარება, სადაც იგი პირდაპირ მიუთითებდა, რომ მისი მცირეწლოვანი შვილიშვილები პირადად შეესწრნენ იმ ფაქტს, თუ როგორ აყენებდა იგი ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანი შვილიშვილისათვის - ელ---------------ისათვის ცნობილი იყო, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობას, რადგან მას ჩხუბის ხმა ესმოდა, მან იცოდა, რომ ეს ხმა მოდიოდა ვა-–----------------ისგან და მა---------------ისგან. ასევე, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ, როდესაც ვა-–----------------ი სახლში მივიდა დაზარალებულთან საჩხუბრად, მან იცოდა, რომ სახლში იმყოფებოდნენ მისი არასრულწლოვანი შვილიშვილები, შესაბამისად, მას თავიდანვე გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ არასრულწლოვანი შვილიშვილები გახდებოდნენ დანაშაულის შემსწრენი. ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანმა შვილიშვილებმა გაიგეს ყვირილის ხმა და მიხვდნენ, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს, მეტყველებს იმაზე, რომ ამით დაირღვა არასრულწლოვანთა ჰარმონიული განვითარების უფლება.
აპელანტის განმარტებით, ვა-–----------------ის მიერ ჩადენილმა დანაშაულმა რომ ხელყო არასრულწლოვნის ინტერესები, ამაზე მეტყველებს 2017 წლის 29 სექტემბერს შსს კასპის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ზუ--------–------ის მიერ შედგენილი ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის და თარჯიმნის მონაწილეობით ვერ მოხერხდა არასრულწლოვნების - ემ--- და მა----------------ების დაკითხვა, რადგან ისინი დასმულ კითხვებზე ვერ პასუხობდნენ და ვერ გადმოსცემდნენ შემთხვევის დეტალებს. აღნიშნული მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ მომხდარის გამო შეშინებულნი და სწორედ ამის გამო ვერ შედიოდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტებმა მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება. ამასთან, მსჯავრდებულ ვა-–----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სასჯელთან მიმართებაში და მოითხოვა ვა-–----------------ისათვის სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენება და დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას ვა-–----------------ის მიერ განხორციელებული ქმედების არასრულწლოვნების თანდასწრებით ჩადენისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მისი დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება ელ--ა და მა----------------ების თანდასწრებით ვა-–----------------ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი, კერძოდ:
დაზარალებულ მა---------------ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება ორაზროვანია არასრულწლოვანთა თანდასწრებით ვა-–----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ნაწილში, ვინაიდან, მოწმის ჩვენებაში მითითებულია, რომ 2017 წლის 28 სექტემბერს, კ-----------------------–------------–-, ვა-–----------------ის მიერ მის მიმართ ძალადობის განხორციელების დროს მათი არასრულწლოვანი შვილიშვილები ეზოში არ იმყოფებოდნენ, თუმცა, ასევე აღნიშნულია, რომ ხმაურზე სახლიდან გამოვიდნენ რძალი - საქინა და შვილიშვილები - ელ-------------ა, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ სცემდა მას ვა-–----------------ი.
ამ მიმართებით მნიშვნელოვანია არასრულწლოვან ელ---------------ის, მისი დედის - სა--------------ის და მისი მამიდის - რა-------------–-----ის მიერ დაკითხვისას აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ 2017 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, როდესაც ბრალდებული ვა-–----------------ი თბილისიდან სახლში, კ-----------------------–------------–- დაბრუნდა, რა-------------–-----იმ სა--------------ი და მისი არასრულწლოვანი შვილები - ემ---, მა---- და ელ---------------ები ეზოდან სახლში, მათ ოთახში შეიყვანა, შესაბამისად, ისინი არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს.
არასრულწლოვანმა - ელ---------------მა დაკითხვისას განმარტა, რომ ოთახში შესვლისას მას ეზოდან ესმოდა ბებიის - დაზარალებულ მა---------------ის და პაპის - ბრალდებულ ვა-–----------------ის ყვირილის ხმა, თუმცა, ვერ გაარკვია ისინი რას იძახდნენ ან რაზე ჩხუბობდნენ. რამდენიმე წუთში ეს ხმა გაჩერდა და ისინი ეზოში გამოვიდნენ, თუმცა, მა---------------ი იქ აღარ დახვდათ, ვა-–----------------ი კი შესული იყო თავის ოთახში და ტელევიზორს უყურებდა.
არასრულწლოვან მა----------------ის განმარტებით, იგი არ შესწრებია და შესაბამისად, არ იცის მიაყენა თუ არა ვა-–----------------მა დაზარალებულს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგან ამ დროს იგი და-ძმასთან, დედასთან და მამიდასთან ერთად, სახლში, ოთახში, იმყოფებოდა.
სახელმწიფო ბრალმდებელი თავის სააპელაციო საჩივარში მიუთითებს საქართველოს შსს კასპის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - ზუ--------–------ის მიერ 2017 წლის 29 სექტემბერს შედგენილ ოქმზე იმის დასადასტურებლად, რომ ვა-–----------------ის ქმედებამ ხელყო არასრულწლოვნების - ემ--- და მა----------------ების ინტერესი იმდენად, რომ მათ ვერ შეძლეს სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის და თარჯიმნის მონაწილეობით დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი შესაძლებელია ადასტურებდეს კონფლიქტის შედეგად მიღებულ სტრესს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ოქმში არ არის მითითებული თუ რატომ არ პასუხობენ კითხვებს არასრულწლოვნები, ამასთან, აღნიშნული ვა-–----------------ის მიერ მისი მეუღლის მიმართ არასრულწლოვნების დასწრებით ძალადობის განხორციელების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
ვა-–----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ასევე არ დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობითაც, კერძოდ, მოწმეების დუ----–---------------ის, ოთ----------–-–---–ის, რა---–------------ას, რა-------------–-----ის, გა-------–------------ის, სა--------------ის და ზუ--------–-------–---–ის, არასრულწლოვან ელ---------------ის, დაზარალებულ მა---------------ის დაკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ვა-–----------------ის ჩვენებით, მა---------------ის და ვა-–----------------ის კუთვნილი ტანსაცმლის ამოღების ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატა ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვა-–----------------ის ნასამართლევ პირად მიჩნევისა და დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნის შესახებ და განმარტავს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 08 მაისის განაჩენით ვა-–----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 03 თებერვლიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განაჩენით, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 08 მაისის განაჩენი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის განჩინებით, არ იქნა დაშვებული მსჯავრდებულ ვა-–----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-----–---- საკასაციო საჩივარი.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის №768 განკარგულებით, შეწყალებულ იქნა ვა-–-----------–-----------------ი და მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა, რის საფუძველზეც გათავისუფლებული იქნა 2011 წლის 27 ივნისს.
სააპელაციო პალატა ეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება 2015 წლის 8 ივლისამდე მოქმედი რედაქციით წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო 2015 წლის 8 ივლისის შემდგომი რედაქციით - მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, თუმცა ვა-–----------------ის მიმართ მოცემული საქმის ფარგლებში აღნიშნული ცვლილების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 08 მაისის განაჩენი ვა-–----------------ის მიმართ არ არის შესაბამისობაში მოყვანილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის 2015 წლის 08 ივლისის რედაქციასთან.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ვა-–----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ხვ------------–-–---–ის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენების შესახებ, სააპელაციო პალატა მიიჩნევს უსაფუძვლოდ, ვინაიდან დასახელებული მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ვა-–----------------ი არის ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან მხოლოდ ნაწილობრივ აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და განმარტა, რომ ხელი დაარტყა ხელში თავის მეუღლეს, ხოლო ფეხი მისთვის არ დაურტყამს. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება არ იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების საფუძველს.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ვა-–----------------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვა-–----------------მა ნამდვილად ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაზ ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე. ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვა-–----------------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების ან შეცვლის და მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვა-–----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ხვ------------–-–---–ისა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენი ვა-–----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ვა-–----------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე.
ვა-–----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ვა-–----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 28 სექტემბრიდან 2017 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაპატიმ---ბის მომენტიდან - 2018 წლის 18 აპრილის 17:35 საათიდან.
მსჯავრდებულ ვა-–----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს შემტანს - დუ----–---------------ს (პ/ნ 2----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს სისხლის სამართლის №------------ საქმიდან მა---------------ის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე